„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-27
ბიუროს ნომერი 82
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge) 30.06.2025, სარეგისტრაციო კოდი: 010320050.05.001.102714) პირველი
მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის
წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე
ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობებისა
ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის მიერ სამედიცინო ან საინფორმაციო
ტექნოლოგიების სფეროში ან საავიაციო სფეროს სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი
მონაწილეობით შექმნილ საწარმოში განხორციელებული საქმიანობისა, აგრეთვე
საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საქმიანობისა,
რომელიც ხორციელდება საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის
მიზნების შესასრულებლად ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის
საქმიანობისა); ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა
და პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად
სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით საქმიანობას მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების
ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი
პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად,
არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო „უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
აკადემიური
თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის
ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ
კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის
საფუძველზე. აღნიშნული თანხმობების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის
ვადაში და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საჯარო
მოსამსახურეს
არ
აქვს
უფლება,
ეკავოს
სხვა
თანამდებობა
რომელიმე
საჯარო
დაწესებულებაში (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისა, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების
შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის
მმართველობითი
საბჭოს
წევრობისა),
მმართველობითი/სათათბირო
ფუნქციის
განხორციელებისათვის შექმნილ კომისიებსა და საბჭოებში (გარდა არაანაზღაურებადი
საქმიანობისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან
ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო შედგება
არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრისგან, საიდანაც 1 წევრი ( 10 წევრზე მეტი წევრის
არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს 2) წარმოადგენს თანამდებობრივ წევრს, რომლის
დანიშვნის წესი და შრომის
ანაზღაურების ზღვრული ოდენობები და პოლიტიკა,
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და რომელიც არ შეიძლება იყოს
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი.
შესაბამისად იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონთან
შესაბამისობა და არსებობდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის
მმართველობითი საბჭოს წევრის საქმიანობის
განხორციელების შესაძლებლობა, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები შეტანილ იქნეს
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში.
ასევე წარმოდგენილი ცვლილებით, საჯარო სამსახურში მმართველობითი/სათათბირო
ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ სხვა კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ
საჯარო
მოსამსახურეებზე
არაანაზღაურებადი
საქმიანობა
არ
დაკვალიფიცირდება
თანამდებობრივ შეუთავსებლობად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია „კორუფციის
წინააღმდეგ
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
შესაბამისი
ცვლილების
განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ასევე
საჯარო
სამსახურში
შექმნილ
სხვა
მმართველობითი/სათათბირო
კომისიებსა
არაანაზღაურებადი
შეუთავსებლობად.
და
საქმიანობა
საბჭოებში
აღარ
ფუნქციის
დასაქმებულ
განხორციელებისათვის
საჯარო
მოსამსახურეების
დაკვალიფიცირდება
თანამდებობრივ
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის
დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს ემატება საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა. ასევე,
ცვლილებით,
საჯარო
სამსახურში
მმართველობითი/სათათბირო
ფუნქციის
განხორციელებისათვის შექმნილ სხვა კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო
მოსამსახურეთა არაანაზღაურებადი საქმიანობა აღარ დაკვალიფიცირდება თანამდებობრივ
შეუთავსებლობად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნული თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რათა წარმოდგენილი ცვლილებები
დროულად აისახოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონში
(სარეგისტრაციო
კოდი
-
010320050.05.001.102714), რომელიც, თავის მხრივ, ამოქმედდება 2025 წლის 1 ნოემბრიდან.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდა 2025 წლის ივნისში.
აღნიშნული ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა საპენსიო ფონდის მმართველობითი
საბჭოს დაკომპლექტების წესები და პირობები. აღნიშნული წესები კოლიზიური ხასიათისაა
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2
პუნქტის დანაწესებთან მიმართებით, თუმცა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებები,
მისი მიღების თარიღის გათვალისწინებით, დღეს უპირატესი ძალით სარგებლობს. თუმცა,
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონი (სარეგისტრაციო კოდი - 010320050.05.001.102714) ძალაში
შედის 2025 წლის 1 ნოემბრიდან, რაც წარმოშობს კოლიზიის პრობლემას, შესაბამისად
მნიშნველოვანია უზრუნველყოფილ იქნას აღნიშნული კანონის შესაბამისობა „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილების განხორციელების შემდეგ, საჯარო დაწესებულებებში, პრაქტიკაში გამოვლენილი
აუცილებლობიდან გამომდინარე, ასევე დადგა საჭიროება გამონაკლისში მოექცეს, საჯარო
სამსახურში მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ სხვა
კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებული არაანაზღაურებადი საჯარო მოსამსახურეები.
შესაბამისად, მათი საქმიანობა აღარ დაკვალიფიცირდება, როგორც თანამდებობრივი
შეუთავსებლობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრებს
შეუნარჩუნდებათ საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორობისა თანამდებობის
დაკავებისა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება. საქართველოს საპენსიო ფონდის
მმართველობითი
საბჭოს
თანამდებობრივ
წევრზე
და
საჯარო
სამსახურში
მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის განხორციელებისათვის შექმნილ სხვა კომისიებსა
და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე კი კანონპროექტის მიღებას არ ექნება
რაიმე სახის ფინანსური გავლენა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთ არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთ არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.