საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიურ (2024 წლის) ანგარიშზე“ (№1-8235/25; 09.09.2025; №1-8475/25; 17.09.2025)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-27
ბიუროს ნომერი 82
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-13953/25
24-10-2025
საქართველოს პარლამენტის იურიდიული
დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
დასკვნა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილ
„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს
უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციების
განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს
ეროვნული
სამოქმედო
გეგმის
განხორციელების
მონიტორინგის წლიურ (2024 წლის) ანგარიშზე“ (№18235/25; 09.09.2025, №1-8475/25; 17.09.2025)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტმა
2025
წლის
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
24
ოქტომბრის
სხდომაზე
„ქალებზე,
განიხილა
მშვიდობასა
და
უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 20222024
წლების
საქართველოს
ეროვნული
სამოქმედო
გეგმის
განხორციელების
მონიტორინგის წლიური (2024 წლის) ანგარიში“.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის N510 დადგენილებით
დამტკიცებული გეგმა წარმოადგენს სექტორული მიმართულების პოლიტიკის
დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული,
ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარედ მცხოვრები დევნილი ქალებისა და
გოგოების უფლებების დაცვას.
ანგარიში მოიცავს სამოქმედო გეგმის აქტივობების, 2024 წლის 1 იანვრიდან 2024
წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელების შესახებ ინფორმაციას,
რომელიც აერთიანებს 4 მიმართულებას (8 ამოცანას ), რომლის მისაღწევადაც
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
განსაზღვრულია 50 აქტივობა. აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის 50 აქტივობიდან,
2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გათვალისწინებული იყო 49
აქტივობის შესრულება. აღნიშნული აქტივობებიდან სრულად განხორციელდა 40
აქტივობა, ნაწილობრივ
განხორციელდა - 3, მეტწილად განხორციელდა - 1, არ
განხორციელდა - 4, შეჩერდა - 1.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ პროგრესი ფიქსირდება კონფლიქტის
შედეგად
დაზარალებული
რეკომენდაციების
ქალების
სამშვიდობო
საჭიროებების,
მოლაპარაკებების
პრიორიტეტებისა
პროცესში
და
გათვალისწინების
უზრუნველყოფისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მათი მონაწილეობის
გაზრდის, ჯანმრთელობის, იურიდიულ და სამოქალაქო სერვისებზე წვდომის
ხელშეწყობის კუთხით.
საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს შორის ხაზგასასმელია
დევნილი, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები
სტუდენტების
უმაღლესი
განათლების
დაფინანსების
საკითხიც.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების
ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრში,
უზრუნველყოფილ იქნა 781 სტუდენტის დაფინანსება, ხოლო 2024-2025 სასწავლო
წლის პირველ სემესტრში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსდა 755
სტუდენტი.
ამასთან,
პროგრესი
დაფიქსირდა
გამყოფი
ხაზის
მიმდებარე
სოფლებში
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის
კუთხით, 2024 წლის შეხვედრები გამყოფ ხაზთან მდებარე 10-მდე სოფლის
ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა.
ქალთა მონაწილეობა
ქალთა კარიერული ზრდის პოლიტიკის განვითარება
ამ მიმართულებით აღსანიშნავია უსაფრთხოების სექტორში, ქალთა კარიერული
ზრდის პოლიტიკის განვითარება. დასახელებული ამოცანის მიზანი გადაწყვეტილების
მიმღებ
პოზიციებზე
მყოფ
ქალთა
პროცენტული
მაჩვენებლის
გაზრდაა.
ხაზგასასმელია, რომ სქესის ნიშნით ჩაშლილი მონაცემების წარმოება ამ მხრივ
მნიშვნელოვანია.
აქტივობის
შედეგი
4
სახელმწიფო
უწყებაში
მონაცემების
დამუშავება იყო, რაც საანგარიშო პერიოდში მიღწეულ იქნა.
ამასთან, საყურადღებოა ქალებისა და კაცების რეკრუტირების, კარიერული
განვითარებისა და შენარჩუნების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის
მიზნით,
ადამიანური
რესურსების
მართვის
პოლიტიკის
დოკუმენტების
შემუშავება/განახლება, რაც ასევე შესრულდა ადრესატ უწყებებში - თავდაცვის,
შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. მნიშვნელოვანია რომ 2024
წლიდან თავდაცვის სამინისტროს სსიპ - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების
ეროვნული სააგენტო ამოქმედდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სამოქალაქო
საზოგადოებასთან ურთიერთობა რეკრუტირების მიზნით. 2025 წლიდან დაგეგმილია
რეკრუტირების კონცეფციის განახლება, ქალთა რეკრუტირებაზე აქცენტირებით.
ასევე, პროგრესული შედეგის მქონე იყო უსაფრთხოების სექტორისა და
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანამშრომლების კარიერული
განვითარების პროგრამებში (ტრენინგები, გაცვლითი ვიზიტები და სხვა) ჩაშლილი
მონაცემების წარმოება, რაც ხორციელდება - თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო
საქმეთა სამინისტროებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
აღსანიშნავია თანასწორობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შიდა დოკუმენტების
შემუშავება, განახლება და დამტკიცება. მაგალითისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის
2023 წლის 29 დეკემბრის N1/545 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის 2024-2027 წლების
სტრატეგია. აღსანიშნავია, რომ ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიაში
გაწერილია სიტუაციური ანალიზი თანასწორობის ჭრილში.
საყურადღებოა ისიც, რომ სამხედრო ატაშეობისთვის ქალები ჯერაც ისევ არ
მომზადებულან ან გადამზადებულან.
სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობისა და ეფექტიანი
მონაწილეობის ზრდა
ამ მიმართულებით საყურადღებოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში მონაწილე ქალების
პროცენტული მაჩვენებელი. სამოქმედო გეგმით დასახული აქტივობები ეფექტიანი
მონაწილეობის ზრდის მიზნით სრულიად განხორციელებულია.
2024 წლის განმავლობაში ჩატარდა მოლაპარაკებების სამი რაუნდი, სადაც
საქართველოს დელეგაციაში წარმოდგენილი ქალების ჩართულობის პროცენტული
მაჩვენებელი
27%-36%-მდე
საერთაშორისო
მერყეობდა.
მოლაპარაკებებში
გასათვალისწინებელია,
საქართველოს
რომ
დელეგაციის
ჟენევის
შემადგენლობა
განისაზღვრება თემატურად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების კონკრეტული
სტრუქტურული
შესაბამისად,
ერთეულების
უწყებათშორის
კურატორი
დელეგაციაში
ან/და
ხელმძღვანელი
მონაწილე
ქალების
პირებით.
რაოდენობა
უშუალოდაა დამოკიდებული კონკრეტული რაუნდისას აღნიშნული სტრუქტურული
ერთეულების ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების თუ კაცების დანიშნვაზე.
სამშვიდობო
მოლაპარაკებებში
ქალთა
ჩართულობის
წასახალისებლად
მნიშვნელოვანია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ტრენინგების ჩატარება
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე, რაც საანგარიშო პერიოდში
განხორციელდა. ასეთივე შედეგით დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე
რეაგირების მექანიზმში დაბალანსებული მონაწილეობის განსაზღვრა, კერძოდ 2024
წლის იანვრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით გამართულ ინციდენტების
პრევენციისა
და
მათზე
რეაგირების
მექანიზმის
შეხვედრებში
ცენტრალური
ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილ მონაწილეთა შორის ქალთა წილმა 20%
შეადგინა.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული
ტერიტორიების
მიმდებარედ
მცხოვრები)
ქალებისა
და
ახალგაზრდების
განვითარებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა მათი
საჭიროებებისა
და
პრიორიტეტების
შესაბამისი
პოლიტიკის
შემუშავების/განახლების/განხორციელების პროცესში ინტეგრაციის გზით
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული
ქალებისა
და
ახალგაზრდების
უფლებების
დაცვის
საკითხებზე
პოლიტიკის
დოკუმენტებსა და მიზნობრივ პროგრამებში სპეციფიკური ჯგუფების მიერ დასმული
პრიორიტეტული საკითხების ასახვის პროცენტული მაჩვენებელი.
დასახელებული
რომელთა
ამოცანით
მიხედვითაც
4
მნიშვნელოვანი
კონფლიქტის
შედეგად
აქტივობაა
განსაზღვრული,
დაზარალებულ
ქალებსა
და
ახალგაზრდებთან დიალოგი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული
გადახედვის პროცესში და ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, კონფლიქტის
შედეგად დაზარალებულ ქალებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრების ჩატარება მათი
საჭიროებების
იდენტიფიცირების,
შესწავლის
და
გამყოფი
ხაზის
მიმდებარე
სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით
სამთავრობო კომისიაზე განხილვის მიზნით - სრულიდან შესრულებულია. საანგარიშო
პერიოდში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებდა ორმხრივ და მრავალმხრივ
შეხვედრებს
ქალთა
საკითხებზე
მომუშავე
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან, მათ შორის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ასევე,
ახალგაზრდებთან. შეხვედრებზე, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესი, სამშვიდობო
ინიციატივების მიმდინარეობა, ქალებისა და ახალგაზრდების არსებითი ჩართულობისა
და როლის გაზრდა სამშვიდობო პროცესში. ამასთან, მნიშვნელოვან პრიორიტეტად
რჩებოდა
გამყოფი
ხაზის
მიმდებარე
სოფლებში
კონფლიქტის
შედეგად
დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა, მათ შორის, სახელმწიფო
მინისტრის და მინისტრის აპარატის წარმომადგენლების გამყოფ ხაზებთან მდებარე
სოფლების მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის გზით.
საყურადღებოა, რომ დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით
უზრუნველყოფის
სტრატეგიების სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში,
დევნილ ქალებთან
და ახალგაზრდებთან შეხვედრის ჩატარება და მათ მიერ
წამოყენებულ პრიორიტეტულ საკითხთა გათვალისწინება საანგარიშო პერიოდში არ
განხორციელებულა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში შეჩერებული იყო კონფლიქტის
შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებთან დიალოგი "დეოკუპაციისა და
კონფლიქტის
მშვიდობიანი
მოგვარებისთვის
საქართველოს
სახელმწიფო
სტრატეგიის" შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილ სამთავრობო
კომისიის მუშაობის ფარგლებში.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი, ოკუპირებული
ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები) ქალების საჭიროებების, პრიორიტეტების და
რეკომენდაციების
სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გათვალისწინების
უზრუნველყოფა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მათი მონაწილეობის
გაზრდის ხელშეწყობა
აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია ქალებისა და ახალგაზრდების
იდენტიფიცირებული საჭიროებების ასახვა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში
განსახილველ საკითხთა შორის, რაც საანგარიშო პერიოდში სრულიად შესრულდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების
მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის დევნილი და კონფლიქტის
შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების, მათი უფლებების დამცველი
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის შეხვედრების ჩატარება
ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
2024 წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა
სამინისტროს
საერთაშორისო
მხრიდან
ჟენევის
მოლაპარაკებებში
ჩართული
დიპლომატები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახის შეხვედრებში სამოქალაქო
საზოგადოების ჩართულობით, სადაც განიხილებოდა კონფლიქტის მშვიდობიანი
მოგვარების
პოლიტიკის
განხორციელებისა
და
ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთან,
ზემოთ
დასახელებული
ამოცანის
შესრულებისთვის
ერთ-ერთ
აქტივობად განსაზღვრული იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის მონაწილეების საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ქალთა საკითხებზე
მომუშავე
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან,
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა
სრულიად
შესრულდა.
კერძოდ,
საქართველოს
ქალთა
უფლებადამცველებთან,
და ახალგაზრდებთან, რაც ასევე
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
არსებული ვითარებისა და გამოწვევების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და
მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების შედეგების გაზიარების, ასევე, მათი
საჭიროებების
გამოვლენისა და გაანალიზების მიზნით, 2024 წელს, ორმხრივ და
მრავალმხრივ ფორმატში, გრძელდებოდა შეხვედრები ქალთა საკითხებზე მომუშავე
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე, კონფლიქტის შედეგად
დაზარალებულ ქალებთან.
ასევე,
მნიშვნელოვან
აქტივობას
წარმოადგენდა
სახალხო
დიპლომატიის
ინიციატივებში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის მიზნით
დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების ჩატარება. საანგარიშო
პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა სულ მცირე 30
შეხვედრა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,
როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში (მათ შორის ორი შეხვედრა აფხაზეთის
რეგიონში
სტრატეგიული
პარტნიორობის
ფარგლებში
მოქმედ
(ASP)
ორგანიზაციებთან), რომლის ფარგლებშიც, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზი გაესვა
სამშვიდობო/ნდობის მშენებლობის ინიციატივებში ქალებისა და ახალგაზრდების
მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობას. შედეგად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის
მიერ გაცემული თანხმობის შესაბამისად განხორციელებულ სამშვიდობო პროექტებსა
და ინიციატივებს შორის 25%-ზე მეტი წარდგენილი იყო ქალთა არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ ან მოიცავდა ქალთა საკითხებს.
დამატებით,
პირველი
მოქმედების
სფეროს
უკანასკნელ
აქტივობას
წარმოადგენდა ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის
პროცესში
ქალთა
საკონსულტაციო
საკითხებზე
ეფექტიანი
პლატფორმის
მომუშავე
მონაწილეობის
ფარგლებში
ორგანიზაციებთან.
გაძლიერების
შეხვედრების
საანგარიშო
საკითხებზე
ჩატარება
პერიოდში
ქალთა
სახელმწიფო
მინისტრის აპარატი, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, აგრძელებდა შეხვედრებს
ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,
ასევე, გამყოფ ხაზებთან მდებარე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში
მცხოვრებ ქალებთან.
ძალადობის აღმოფხვრა, პრევენცია
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების ცნობიერების
ამაღლება ძალადობისა და "ადამიანის უსაფრთხოების" საკითხებზე
დასახელებული
დაზარალებული
(მათ
მიმართულებით
შორის
საინტერესოა
დევნილი
და
კონფლიქტის
ოკუპირებული
შედეგად
ტერიტორიების
მიმდებარედ მცხოვრები) ქალებისა და გოგოების ინფორმირების დონე "ადამიანის
უსაფრთხოების"
საკითხებზე,
კერძოდ,
იმგვარი
აქტივობების
განხორციელება,
რომელიც ქალებისა და გოგოების ცნობიერებას მნიშვნელოვნად აამაღლებს. ესენია:
საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან,
გოგოებთან
და მათი ოჯახის წევრებთან, რაც საანგარიშო პერიოდში
შესრულდა;
საკონსულტაციო/საინფორმაციო
შეხვედრის
მიმდებარე
საქართველოს
შესაბამისად
სოფლებში,
ასევე,
ჩატარება
გამყოფი
მასშტაბით,
ხაზის
რეგიონების
მცხოვრებ დევნილებთან და დევნილთა ჩასახლებებში, რაც
ასევე შესრულებულია;
ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე და კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ
ინფორმაციის მიწოდება - დასახელებული აქტივობაც ასევე შესრულებულია;
სამოქალაქო
განათლების/მოქალაქეობის
ეროვნულ
სასწავლო
გეგმაში
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციების პრინციპების ინტეგრირება - მოცემული ამოცანა 2022 წელს
განხორციელდა.
რაც შეეხება დევნილი ქალებისა და გოგოების საჭიროებების კვლევას, მათ შორის
ძალადობის
საკითხებზე
ცნობიერების
შესახებ,
საანგარიშო
პერიოდში
არ
განხორციელებულა.
კონფლიქტისა და მის შემდგომ სიტუაციებში ძალადობის პრევენციასა და
რეაგირებაზე უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სექტორის პერსონალის
შესაძლებლობების გაზრდა
ამ მიმართულებით მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა ორი პრიორიტეტი:
ძალადობის
პრევენციასა
და
რეაგირების
საკითხებზე
გადამზადებული
უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სექტორის პერსონალის პროცენტული
მაჩვენებელი; და გადამზადებული მრჩევლებისა და სამხედროების (მათ შორის
სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო პერსონალის) პროცენტული მაჩვენებელი.
მიზნის
მისაღწევად
განხორციელებულ
აქტივობებში
საინტერესოა
უსაფრთხოების სექტორში ძალადობისა და შევიწროების ფაქტების პრევენციასა და
მათზე ეფექტური რეაგირების მექანიზმების შემუშავება და დანერგვა ან/და
გაუმჯობესება, რაც სამოქმედო გეგმით სრულიადაა შესრულებული. სამაგალითოდ,
პროგრესული იყო ის ფაქტი, რომ 2023 წლის 23 ოქტომბერს დამტკიცდა "საქართველოს
თავდაცვის სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების
მექანიზმი".
ხაზგასასმელია ასევე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პრინციპების შესახებ სატრენინგო მოდულის
დანერგვა/განახლება
უსაფრთხოების
სექტორის
თანამშრომელთათვის.
მნიშნელოვანია, რომ ამ მიმართულებით 2023 წლის მეორე ნახევარში შსს აკადემიაში
შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრისა (DCAF) და
გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, დაინერგა ქალების,
მშვიდობისა და უსაფრთხოების გაეროს #1325 რეზოლუციის შესახებ სასწავლო
მოდული. ამასთან, ქალებზე, მშვიდობასა და უსფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების
საბჭოს
1325 და შემდგომი რეზოლუციები, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული
სამართლის
სწავლებები
საგანმანათლებლო
ინტეგრირებულია
დაწესებულებების
თავდაცვის
ოფიცერთა
და
სამინისტროს
სერჟანტთა
საკარიერო
სწავლების კურიკულუმებში და მათი სწავლება მიმდინარეობს მუდმივად.
საყურადღებოა სამშვიდობო ოპერაციებში გადასროლის წინა სავალდებულო
ტრენინგების ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციების შესახებ მოდულის განახლება და დამტკიცებაც, რაც საანგარიშო
პერიოდში ასევე განხორციელდა.
რაც
შეეხება
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების
ორივე საფეხურის სასწავლო გეგმაში სამშვიდობო განათლებისა და ქალებზე,
მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
პრინციპების ინსტიტუციონალიზაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის
სწავლების ორივე საფეხურზე თითოეულ ჯგუფთან ტარდება ორ-საათიანი ლექცია,
რომლის მიზანია იუნკერებისთვის სტერეოტიპების, ძალადობის და მეინსტრიმინგის
მნიშვნელობის
გააზრება
თანამედროვე
საზოგადოებაში
და
საერთაშორისო
სამხედრო
მოსამსახურეთა
კონტექსტში.
მნიშვნელოვანია
სამოქალაქო
პირებისა
და
პროფესიული განვითარების პროგრამებში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პრინციპების ინტეგრირების საკითხიც,
რაც 2024 წლიდან აქტიურად სრულდება.
საყურადღებოა
გამყოფი
ხაზის
მიმდებარე
სოფლებში
ქალებისა
და
გოგოებისთვის პოლიციასა და სპეციალურ ქვედანაყოფებთან შეხვედრების ჩატარება;
საქართველოს
პროკურატურისა
და
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
თანამშრომელთა გადამზადება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საკითხებში. დასახელებული სამივე აქტივობა
სრულიად შესრულებულია.
რაც შეეხება მიზნობრივი ტრენინგების ჩატარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებისათვის
ქალებზე,
მშვიდობასა
და
უსაფრთხოებაზე
გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხებზე, ერთი შეხვედრა ჩატარდა ამ
მიმართულებით, შესაბამისად ის ნაწილობრივადაა განხორციელებული.
დაბოლოს, საყურადღებოა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სსიპ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
თანამშრომელთა გადამზადება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საკითხებში, რომელიც არ განხორციელებულა.
ქალთა გაძლიერება და დაცვა
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ (მათ შორის დევნილი და ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
და
მიმდებარედ
მცხოვრები)
ქალებისა
და
გოგოებისთვის
ჯანმრთელობის, იურიდიულ და სამოქალაქო სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა
ამ
მიმართულებით
მომსახურებით
მნიშვნელოვანია
მოსარგებლე
სახელმწიფო
კონფლიქტის
შედეგად
უფასო
იურიდიული
დაზარალებულ
ქალთა
პროცენტული მაჩვენებელის გაზრდა, რაც სამოქმედო გეგმით საანგარიშო პერიოდში
სრულიად განხორციელდა.
აუცილებელია აღინიშნოს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ
უფასო
საკონსულტაციო
შეხვედრების
ჩატარება
საქართველოს
მასშტაბით.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოებისათვის, მათ შორის
საკუთრების
რეგისტრაციასთან
დაკავშირებულ
საკითხებზე
დაგეგმილი
25
შეხვედრიდან 23 ჩატარებულია.
ამასთან, საყურადღებოა ლოკალიზაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით
სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში კონფლიქტის
შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების საჭიროებების განხილვისა და
გადაწყვეტისათვის შეხვედრების ჩატარება, რაც 2024 წელს განხორციელდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დევნილთა ჩასახლებებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში
პანდემიის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სახელმწიფო
სერვისების შესახებ ინფორმაცია ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში "მობილური
იუსტიციის სახლის" პროექტი ხორციელდება, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას,
განსაზღვრულ დღეებში ისარგებლონ სსიპ იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისით.
ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 5 სამედიცინო ამბულატორია
მოეწყო და აღიჭურვა სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო
საშუალებებით.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის,
საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას
სახელმწიფო
პროგრამების
ფარგლებში,
საანგარიშო
პერიოდში
რეფერალური
პროგრამით ჯამში ისარგებლა 1798 ადამიანმა, მათ შორის 891 ქალმა (50%).
საყოველთაო
ჯანდაცვის
პროგრამის
ფარგლებში
ანაზღაურდა
64
შემთხვევა
ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, ხოლო რეფერალური
მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 848 შემთხვევა.
შესაბამისად, ისიც შესრულებულად ითვლება.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის დევნილი და ოკუპირებული
ტერიტორიებზე და მიმდებარედ მცხოვრები) მცხოვრები ქალებისა და გოგოების
ეკონომიკური გაძლიერებისთვის საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და
სამეწარმეო პროგრამებში ჩართულობის გაზრდა
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი, კერძოდ: პროფესიული
განათლების, სახელოვნებო, მეწარმეობის განვითარების პროგრამებით მოსარგებლე
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების მაჩვენებელი;
ეკონომიკურ/ სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამებში და სამეწარმეო უნარჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებში ჩართული კონფლიქტის
შედეგად დაზარალებული ქალების და ახალგაზრდების პროცენტული მაჩვენებელი;
კულტურული და სპორტული პროგრამებით მოსარგებლე კონფლიქტის შედეგად
დაზარალებული
ქალებისა
და
ახალგაზრდების
გაზრდილი
პროცენტული
მაჩვენებელი; გარემოს დაცვის საკითხების განხილვის პროცესში კონფლიქტის
შედეგად დაზარალებული ქალების ჩართულობის პროცენტული მაჩვენებლის ზრდა.
საყურადღებოა ის მნიშვნელოვანი აქტივობები, რაც სამოქმედო გეგმით იყო
გათვალისწინებული და საანგარიშო პერიოდში სრულიად განხორციელდა, კერძოდ:
სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული დევნილი
ქალებისა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა დაფინანსდა 218 ბენეფიციარი, საიდანაც 95 იყო ქალი;
დაბრუნებული დევნილი მიგრანტი ქალების დაფინანსება შემოსავლის
წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების მიზნით სსიპ დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს
განცხადებით მომართა 1304 ბენეფიციარმა საიდანაც 722 არის ქალი.
სოციალური ინიციატივების დაფინანსების და ეკონომიკური აგენტის
სუბსიდირების
კომპონენტზე
გამოვლინდა
177
გამარჯვებული
ბენეფიციარი;
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების
შეღავათიან აგრო და მცირე ბიზნეს გრანტებზე ინფორმაციის მიწოდების
მიზნით შეხვედრების ჩატარება - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს
საექსტენციო-საკონსულაციო ცენტრების მიერ, გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში, განხორციელდა სოფლად 35 გასვლითი შეხვედრა, რომელთა
ფარგლებშიც კონსულტაცია გაეწია 160 ქალს;
სამეწარმეო
და
ბიზნეს
უნარ-ჩვევებში
ტრენინგების ჩატარება დევნილი
საჭიროებებზე
მორგებული
ქალებისთვის - 2022 და 2023 წლებში
მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში დატრენინგებულია
2,454 ქალი მეწარმე, მათ შორის: 170 დევნილი, 71 შშმ პირი, 276 სოციალურად
დაუცველი. 2024 წელს აღნიშნული პროგრამა არ განხორციელებულა;
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისთვის მცირე ბიზნესპროექტების დაფინანსება სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი
მომავლისკენ" ფარგლებში მოქმედი ფინანსური მექანიზმებით - 2024 წელს
ჩატარდა მშვიდობის ფონდის რიგით მე-5 საგრანტო კონკურსი, რომლის
ფარგლებშიც დარეგისტრირდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 62 ბიზნეს განაცხადი, ხოლო კომისიის მიერ გამოვლინდა 16 გამარჯვებული პროექტი.
გამარჯვებულ პროექტებში ჩართულ ბენეფიციართა 39% ქალია;
ტექნიკურ სფეროებში უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, გამყოფი ხაზის
მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული
ქალებისათვის
ინფორმაციის
ეკონომიკის,
მიწოდება
და
ფინანსებისა
და
გადამზადება
-
ბიზნესის
საკითხებზე
განხორციელებულია
და
გადამზადებულია 28 ქალი;
კონფლიქტის
შედეგად
დაზარალებული
(მათ
შორის,
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრები, დევნილი) ქალებისა და ახალგაზრდებისათვის
პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა - მიმდინარე აქტივობაა, რაც
ნაწილობრივად განხორციელდა უკვე. შეხვედრების ფარგლებში არაერთი
ადამიანი გადამზადდა;
კულტურის/შემოქმედებითი
პროექტების/ღონისძიებების
ჩატარება
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდებისთვის
და/ან მათი მონაწილეობით - შესრულებულია;
მიზნობრივი
სპორტული
ღონისძიებების
კონფლიქტის
შედეგად
დაზარალებული
ჩატარება
დევნილი
და
ახალგაზრდებისთვის
-
განხორციელდა არაერთი სპორტული აქტივობა, სადაც ჯამში ჩართული იყო
260-ზე მეტი გოგო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან.
დასახელებული
უსაფრთხოების
ანგარიშის
პროცესებში
ანალიზმა
ქალთა
აჩვენა,
მონაწილეობისა
რომ
და
მშვიდობისა
და
წარმომადგენლობის
გასაძლიერებლად, აქტიურად ხორციელდება ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა
და გაძლიერება. ამ პროგრესის გასამყარებლად და ქალთა ეფექტიანი მონაწილეობისა
და წარმომადგენლობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, გეგმით
განსაზღვრული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდებოდეს.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტი
აღნიშნავს,
რომ
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების
საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული
სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2024 წლის) ანგარიში
შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების
თაობაზე. იმავდროულად, კომიტეტი მიიჩნევს, რომ შესაბამისმა სახელმწიფო
უწყებებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად
გატარდეს
სამოქმედო
გეგმის
ძირითადი
ნაწილებით
გათვალისწინებული
ღონისძიებები. ზემოაღნიშნულ ანგარიშზე დაყრდნობით, კომიტეტი გასცემს შემდეგ
რეკომენდაციებს:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:
მოამზადოს/გადაამზადოს ქალები სამხედრო ატაშეობისთვის;
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
დევნილთა
განსახლებისა
და
საარსებო
წყაროებით
უზრუნველყოფის
სტრატეგიების სამოქმედო გეგმების მომზადების პროცესში უზრუნველყოს
დევნილ ქალებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრის ჩატარება და მათ მიერ
წამოყენებულ პრიორიტეტულ საკითხთა გათვალისწინება;
განახორციელოს დევნილი ქალებისა და გოგოების საჭიროებების კვლევა, მათ
შორის ძალადობის საკითხებზე ცნობიერების შესახებ;
გადაამზადოს სამინისტროს, ასევე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლები ქალებზე,
მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების
საკითხებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ - იურიდიული დახმარების
სამსახურმა:
განაგრძონ
მიზნობრივი
ტრენინგების
ჩატარება
საკუთარ
უწყებათა
თანამშრომლებისათვის ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ და გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხებზე.
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურმა:
განაგრძოს უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება საქართველოს
მასშტაბით
კონფლიქტის
შედეგად
დაზარალებული
ქალებისა
და
გოგოებისათვის, მათ შორის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ
საკითხებზე.
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და ააიპ პროფესიული უნარების
სააგენტომ:
განაგრძონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული (მათ შორის, ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მცხოვრები, დევნილი) ქალებისა და ახალგაზრდებისათვის
პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა.
განხორციელებული აქტივობების გათვალისწინებით კომიტეტმა დადებითად
შეაფასა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული
სამოქმედო გეგმის შესასრულებლად 2024 წელს გაწეული საქმიანობა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი