საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიურ (2024 წლის) ანგარიშზე“ (№1-8235/25; 09.09.2025; №1-8475/25; 17.09.2025)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.10.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-13954/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-27
ბიუროს ნომერი 82

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-13954/25 24-10-2025 საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ მიმართ „ქალთა ძალადობისა და ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა (დაზარალებულთა) ოჯახში ბრძოლისა და დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიურ (2024 წლის) ანგარიშზე“ (№1-8235/25; 09.09.2025, №1-8475/25; 17.09.2025) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური (2024 წლის) ანგარიში“. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის N509 დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, წარმოადგენს სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც ქალთა საკითხებთან დაკავშირებული მიმართ ძალადობის სამართლებრივ და ჩარჩოს, ოჯახში ძალადობის შესაბამისი სერვისის თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge უზრუნველყოფისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებების გაუმჯობესებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმის სფეროების, მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებისას მხედველობაში იქნა მიღებული „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპები. საყურადღებოა, რომ სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშეწყობა ხდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ, რომელიც აერთიანებს მოქმედების 4 ძირითად სფეროს:  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია;  ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელი ღონისძიებები;  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ზომები;  ინტეგრირებული პოლიტიკის მონაცემების შეგროვება. 2024 წლის ანგარიშის საფუძველზე, ნათლად ჩანს, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების უმრავლესობა პასუხისმგებელი უწყებების მიერ, სრულად ან მეტწილად განხორციელდა. დოკუმენტით გათვალისწინებული 36 აქტივობიდან, 18 სრულიად განხორციელდა, 7 - მეტწილად, 1 - ნაწილობრივ, ხოლო 1 აქტივობა - არ შესრულდა/გაუქმდა. საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ აქტივობებს შორის მნიშვნელოვანი იყო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 იანვრის N14 დადგენილებით „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარების და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ დამტკიცება. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, პრობაციისა და პენიტენციურ სისტემებში ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამის გაუმჯობესების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით არაერთი აქტივობა განხორციელდა. პრობაციის სისტემის ფარგლებში „ძალადობრივი ქცევის კორექციის სარეაბილიტაციო პროგრამა“ 219 პირობით მსჯავრდებულმა დაასრულა. ამასთან, პენიტენციურ სისტემაში შემუშავდა „ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის (PRIA)“ ხელმისაწვდომობის ინდიკატორის სტანდარტული ოპერატიული პროცედურა. დამატებით, 2024 წელს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა სტანდარტული ოპერაციული პროცედურები და მისგან გამომდინარე გაიდლაინი; „ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვისას გამოსაყენებელი ფორმების, ინსტრუქციებისა და სოციალური მუშაკებისთვის ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელო“. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია აღნიშნული მოქმედების სფეროს ძირითად ამოცანას წარმოადგენს ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მსხვერპლის დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებებზე საზოგადოების ინფორმირების გაზრდა და ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექცია, რომელიც საანგარიშო პერიოდში მეტწილად განხორციელდა. მითითებულ ამოცანას აქვს 4 ინდიკატორი, კერძოდ: პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), ვისთვისაც ცნობილია "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის თაობაზე; პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), ვისთვისაც ცნობილია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების არსებობის შესახებ; პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), ვისთვისაც ცნობილია ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების არსებობის შესახებ; პროცენტული წილი ადამიანებისა (სქესის ნიშნით), ვისთვისაც ცნობილია ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზის (116 006) შესახებ. პირველი მოქმედების სფერომ 4 აქტივობა გააერთიანა:  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება - მეტწილად შესრულდა;  ქალთა მიმართ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართულებით პროფესიული სტუდენტების ცნობიერების მოქმედი ძალადობრივი ამაღლება - განხორციელდა სრულად;  მოძალადე მსჯავრდებულებისთვის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამების გადახედვა, შემდგომი დახვეწა და დანერგვა - განხორციელდა სრულად;  ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციის პროგრამ(ებ)ის მოდიფიცირება და საგანგებო სიტუაციებისას, მათ შორის, პანდემიის პირობებში, მოძალადე პირებისთვის მიწოდება - ფინანსური დეფიციტის გამო აქტივობის სრულად განხორციელება ვერ მოხერხდა. ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მოქმედების სფერო, მსგავსად წინა სფეროსა მეტწილად განხორციელებულია. ის განსაზღვრული იყო სამი ამოცანით: მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა/გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებების გაზრდის ხელშეწყობა და მომსახურების მიმწოდებელთა პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება ტრენინგებისა და მომზადება/გადამზადების გზით. მსხვერპლთა კანონმდებლობის დაცვისა და მხარდაჭერის დახვეწა/გაუმჯობესება სფეროში მოქმედი საერთაშორისო ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობა ამ მიმართულებით ყურადსაღებია GREVIO‐ს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების (პირველი ანგარიშის შესაბამისად) განხორციელების პროცენტული წილი, რაც სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შესაბამისად დგინდება. მნიშვნელოვანია, რომ საანგარიშო წელს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების (ეროვნული რეფერალური მექანიზმი) პროექტი დამტკიცდა, რაც ეთ-ერთი პროგრესული ნაბიჯი გახლდათ. ასევე საყურადღებო იყო შესაბამისი დოკუმენტის (წესი/ბრძანება/მითითება) შემუშავება და მიღება, რაც უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევის მართვისას, მსხვერპლის უფლებების ეფექტიანი დაცვის მიზნით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ჩართულობის უზრუნველყოფას. 2024 წლის პირველი მაისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი გაფართოებული მანდატით განაგრძობს საქმიანობას. განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურებების გაზრდის ხელშეწყობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი თავშესაფრების რაოდენობის მაჩვენებელი. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მომსახურებას 6 თავშესაფარი და 7 კრიზისული ცენტრი ახდენდა. საინტერესოა ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მათ უნარებსა და შესაძლებლობებზე მორგებული ღონისძიებების/პროგრამების შემუშავებაც. სსიპ ხელშეწყობის -დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსა და სსიპ -სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მომზადდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა 2025 წლის 3 თებერვალს. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები. ხაზგასასმელია სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდებისთვის ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც სამომავლოდაა დაგეგმილი. პარალელურად, ამუშავებულია რეაგირების ინსტრუმენტები შშმ პირებზე სოციალური მუშაკის განხორციელებული ძალადობის შემთხვევებისთვის, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქალებისა და გოგონების მხარდაჭერაზე. რაც შეეხება სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დოკუმენტის შემუშავებას, რაც ასევე გათვალისწინებული იყო სამოქმედო გეგმით, საგანგებო სიტუაციებში, მათ შორის, პანდემიის პერიოდში, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გამართული, უსაფრთხო და ეფექტიანი მუშაობისთვის გამოიცა ბრძანება, რომელიც ეფუძნებოდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე მსგავსი საფრთხე არ არის, დღის წესრიგში არ დგას სხვა სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება. საჭიროების შემთხვევაში რეაგირება მოხდება შესაბამისი უწყების რეკომენდაციების შესაბამისად. მომსახურების მიმწოდებელთა პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება ტრენინგებისა და მომზადება/გადამზადების გზით ამ მიმართულებით, საინტერესოა აქტივობებზე პასუხისმგებელი უწყებების პროცენტული წილი, (საგანმანათლებლო რომელიც ტრენინგებს) სთავაზობს პროფესიული დასაქმებულებს უნარ‐ჩვევების სწავლებას გაუმჯობესების მიზნით. აღსანიშნავია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები, რომლებიც საანგარიშო პერიოდში 100%-ით შესრულდა:  2024 წელს ცხელი ხაზის (116006) ოპერატორებისთვის, მონაცემთა დაცვის სამსახურისა და თბილისის პერსონალურ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მიზნებისთვის თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომელთა პროფესიული უნარების განვითარებისთვის ასევე ჩატარდა ტრენინგები;  ჯანდაცვის სისტემაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ატვირთულია აკრედიტებული კურსი. უნივერსიტეტის ვებ გვერდზე  ადვოკატებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ჩატარებულია არაერთი ტრენინგი. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ზომები ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია რეაგირებასა და აღკვეთაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაზრდა ტრენინგებისა და სამუშაო ინსტრუმენტების გაუმჯობესების გზით. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ამოცანის შედეგის ინდიკატორად განისაზღვრა შესაბამის რეაგირებასა და აღკვეთაზე პასუხისმგებელ უწყებებში მომზადებულ/გადამზადებულ პროფესიონალთა წილის მაჩვენებელი. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დასახული მოქმედების სფეროს თითოეული აქტივობა და შესაბამისად ამოცანაც სრულად განხორციელებულია. კერძოდ:  საანგარიშო პერიოდში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამართალდამცავთა პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით ჩატარებულია ტრენინგები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გადამზადდა 1350 თანამშრომელი; სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ჩართულობით გადამზადდა 226 გამომძიებელი, ასევე საანგარიშო პერიოდში, „სქესობრივი ასპექტები დანაშაულების და გამომძიებელი. სექსუალური შსს გამოძიების თეორიული შევიწროება“ აკადემიის თემაზე პოლიციელთა და პრაქტიკული გადამზადდა საბაზისო 204 მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე გადამზადებულია 521 მსმენელი და მრავალი სხვა;  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, სისხლის გამოვლენა სამართლის და საქმეების მონიტორინგის საჭიროების შედეგად შემთხვევაში ხარვეზების სათანადო რეკომენდაციების/ინსტრუქციების შემუშავება ან განახლება - აღნიშნული აქტივობა შესრულებულია, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს. კერძოდ, 2024 წლის იანვარი-დეკემბრის პერიოდში, შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა მონიტორინგი გაუწია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის მუხლებით დაწყებულ 4700-მდე სისხლის შედეგად სამართლის საქმეს. 2024 წელს, მონიტორინგის გამოვლენილი ტენდენციებისა და დაიდენტიფიცირებული გამოწვევების, საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავდა, განახლდა და სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე - Main.mia.gov.ge-ზე, როგორც წერილობითი, ისე, აუდიო - ვიდეო ფორმატით გამოქვეყნდა „შემაკავებელი ორდერის ოქმის შევსებისა და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების ინსტრუქცია". ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტმა შეისწავლეს ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის, ასევე ოჯახში ძალადობის 2000-მდე სისხლის სამართლის საქმე. დამატებით, 2024 წელს, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში ქალთა სქესის ნიშნით მოტივირებული მკვლელობების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების ტენდენციები და გაანალიზდა სასამართლოს გადაწყვეტილებები;  გაანალიზებულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სსიპ - 112-ში შემოსული შეტყობინებები, რაც აისახა 2024 წლის 12 ყოველთვიურ დოკუმენტში;  საანგარიშო პერიოდში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პროკურორთა პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით ჩატარებულია ტრენინგები, ამასთან, განხორციელებულია საერთაშორისო სასწავლო ვიზიტები;  მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის მიზნით, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა გამოკითხვის/დაკითხვის განახლებულია; სპეციალური სახელმძღვანელო წესების  ტრენინგების საშუალებით ძლიერდება პროფესიული უნარები საგანმანათლებლო ღონისძიებების გზით ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური ძალადობის საკითხებზე, მათ შორის, მსხვერპლის გამოვლენის, ძალადობაზე რეაგირების და შესაბამისი რეფერალის საკითხებზე. ინტეგრირებული პოლიტიკის მონაცემების შეგროვება აღნიშნული მიმართულების შესასრულებლად სამოქმედო გეგმით ორი ამოცანა იყო განსაზღვრული, კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის/აღმოფხვრის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის/აღმოფხვრის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ამოცანის შედეგის ინდიკატორად განისაზღვრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მექანიზმის არსებობა. მიზნის მისაღწევად კი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის მექანიზმის (მემორანდუმის) ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდა, რომელიც რელევანტური პირების ჩართულობით. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა ამოცანის ინდიკატორად განისაზღვრა სტატისტიკის წარმოების ერთიანი სტანდარტის არსებობა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ამოცანა მხოლოდ ნაწილობრივაა შესრულებული რიგი აქტივობების შეჩერებით ან არასრულად შესრულების გამო. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება-შეგროვების გაუმჯობესების მიზნით, კონცეფციის შემუშავება. აღსანიშნავია, საანგარიშო პერიოდში აღნიშნული აქტივობის განხორციელება შეჩერდა. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების მიერ სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოებას, საქართველოს გენერალური პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო სტატისტიკურ მონაცემებს ამუშავებს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ოჯახურ დანაშაულზე, ხოლო გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი სტატისტიკურ მონაცემებს აღრიცხავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საქმეებზე, ხოლო შსს ყოველკვარტლურად აქვეყნებს შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით მონაცემებს. საყურადღებოა ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 11' და 126' მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება მათ შორის, სქესის მიხედვით, 65-80 და 80 და ზევით ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტმა განსაკუთრებული მართლმსაჯულებაზე გამოვლენის, და მათ პრევენციის საანგარიშო ადამიანის ყურადღება მისაწვდომობის, რეაგირებისა წარმოება. უფლებათა გაამახვილა მიმართ პერიოდში ხანდაზმულთა ძალადობის მიმართულებებზე. დაცვის ეფექტიანი დეპარტამენტმა ხანდაზმულთა ძალადობისგან ეფექტიანი დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, შეისწავლა ხანდაზმულ პირთა მიმართ 2023 წელს ჩადენილი დანაშაულების 600-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე. საქმეთა მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების ტენდენციები და გაანალიზდა კრიმინოლოგიური ასპექტები. რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხანდაზმულ პირთა დასაცავად გამოცემული მონაცემების წარმოებას, შემაკავებელი შსს-ს ორდერების შესახებ სტატისტიკური საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აწარმოებს სტატისტიკას სქესის და ასაკის გრადაციის მიხედვით. აღსანიშნავია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების წარმოებაც. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს უწევს და ყოველწლიურად აქვეყნებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზს, რომელიც შეიცავს შშმ პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სტატისტიკურ მონაცემს. 2024 წელს პროკურატურის ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნდა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი შშმ პირების საქმეთა ანალიზის შედეგები, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ხაზგასასმელია თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში მომსახურებით მოსარგებლე პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება. აღნიშნული მიმართულებით მონაცემების დამუშავება უკვე დაწყებულია. შეიქმნა სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახური, რაც მიზნად ისახავს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის სისტემურ გაძლიერებას. შემუშავებულია სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. „დიდი ხუთეულის“ მაჩვენებლების მიხედვით მონაცემების წარმოებას და უწყებებს შორის მეთოდოლოგიის ეტაპობრივი დაახლოებას. რაც შეეხება იურიდიული დახმარებით მოსარგებლე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შესახებ სტატისტიკის წარმოებას, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური სტატისტიკისათვის ამუშავებს, შემდეგ მონაცემებს: მსხვერპლისა და მოძალადის სქესი; მსხვერპლისა და მოძალადის ასაკი; გეოგრაფიული მდებარეობა. ამჟამად, სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა ვერ ამუშავებს შემდეგ მონაცემებს: მოძალადის ურთიერთობას მსხვერპლთან და ძალადობის ფორმას. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის 2024 წლის განხორციელების წლიური ანგარიშის ანალიზის შედეგად, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ გაუმჯობესდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები, ქალების დაცვისა და მხარდაჭერის მიმართულებით გაუმჯობესდა სერვისები, განხორციელდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმა მეტწილად განხორციელებულია. ამასთან, ზოგიერთი საქმიანობა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან შესრულებულ იქნა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე და ეფექტიანად, რაც ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას. ამავე დროს, წარმოდგენილ ანგარიშებში გამოიყოფა ისეთი საქმიანობებიც, რომელთა იმპლემენტირება საჭიროებს დამატებით ძალისხმევას. ამდენად, რიგი საქმიანობების სამოქმედო პროგრამით დადგენილ ვადაში და ეფექტიანად შესასრულებლად ძალისხმევის გაძლიერების მიზნით, კომიტეტი იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს:  სახელმწიფო უწყებებმა გააუმჯობესონ სტატისტიკის წარმოების სტანდარტი;  სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტომ გააგრძელოს მუშაობა ქცევის კორექციის პროგრამების მოდიფიცირების მიმართულებით;  სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ გააგრძელოს მუშაობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდებისთვის ინსტრუმენტის შესამუშავებლად. განხორციელებული აქტივობების გათვალისწინებით, კომიტეტმა დადებითად შეაფასა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით 2024 წელს განხორციელებული საქმიანობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი