საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2024 წლის ანგარიშის“ თაობაზე“ (№1-8475/25; 17.09.2025)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
24.10.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-13955/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-27
ბიუროს ნომერი 82

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-13955/25 24-10-2025 საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ადამიანის წლების 2024-2026 უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის განხორციელების 2024 წლის ანგარიშის“ თაობაზე (N1-8475; 17.09.2025) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2024 წლის ანგარიში“. აღნიშნული ანგარიში მოიცავს საანგარიშო პერიოდში გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციას. დოკუმენტი მომზადდა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული ცნობების საფუძველზე. ანგარიში ასახავს იმ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება. წარმოდგენილია განხორციელებული რეფორმები და მათი ხელშესახები სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც ქმნის იმ აუცილებელ საფუძველს, რაც უზრუნველყოფს ამ სფეროში სისტემურ და განგრძობად პროგრესს. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტების განხორციელების თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge მონიტორინგის მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც იძლევა საშუალებას რეალურად შეაფასდეს ადამიანის უფლებათა პოლიტიკის პროგრესი და ეფექტიანობა. სამოქმედო გეგმა 2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის №528 დადგენილებითაა დამტკიცებული და მოიცავს 4 ძირითად პრიორიტეტს, ესენია:  მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა;  ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება;  თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე;  რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა სამართლის უზენაესობის პრინციპების განმტკიცებისა და მართლმსაჯულების დემოკრატიული წინსვლისათვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა რამდენიმე მიზანს ისახავს, რომლებიც თავის მხრივ ამოცანებსა და აქტივობებს აერთიანებს. თანაბარი ხელმისაწვდომობა მხარეთა თანასწორობის უზრუნველმყოფ, სამართლიან, ეფექტურ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებაზე საანგარიშო პერიოდში სასამართლო სისტემის განვითარება მიმართული იყო დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის მიუკერძოებლობის, გაძლიერებისკენ. იუსტიციის ანგარიშვალდებულებისა უმაღლესმა საბჭომ და და სხვა პასუხისმგებელმა უწყებებმა განახორციელეს რიგი ნაბიჯები, რომლებიც მოიცავდა როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე ინსტიტუციურ და საგანმანათლებლო რეფორმებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა მოსამართლეთა პროფესიული სტანდარტების გაძლიერებას. შეიქმნა სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესების კომენტარების სამუშაო ჯგუფი და ჩატარდა ტრენინგები მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისთვის. სასამართლოებისა საინფორმაციო საზოგადოებაში და მედიატორთა შეხვედრები, ცნობიერების ასოციაციის ხოლო უზენაესი ამაღლების მიერ მიზნით, ორგანიზებულ სასამართლო იქნა რეგულარულად მასპინძლობდა სტუდენტებსა და მოსწავლეებს. საკანონმდებლო რეფორმების შედეგად, 2024 წლის 29 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომი პროაქტიული გახდა. გამოქვეყნება ამასთანავე, უზენაესმა უფრო გამჭვირვალე სასამართლომ და უზრუნველყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ ენაზე თარგმნა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა. სასამართლოების მოსამართლეთა გადატვირთულობის რაოდენობა პირველი შემცირების ინსტანციის, მიზნით, სააპელაციო და გაიზარდა უზენაეს სასამართლოებში, რამაც პოზიტიურად იმოქმედა საქმისწარმოების მაჩვენებლებზე. დამატებით, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის სტანდარტების დანერგვამ ხელი შეუწყო ეფექტიანობის გაზრდას და მომხმარებელთა კმაყოფილების სისტემურ შეფასებას. სისხლის სამართლის პოლიტიკაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩვენებების სამართლებრივი სტანდარტების გაუმჯობესებამ და 2024 წლის ამნისტიის შესახებ კანონის მიღებამ, მნიშვნელოვან გავლენა მოახდინა ჰუმანური და სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებაზე. მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ალტერნატიული დავის გადაწყვეტის მექანიზმების, მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებაში. იურიდიული დახმარების სამსახურმა გააფართოვა მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა: გაიზარდა საკონსულტაციო სერვისების რაოდენობა, აქტიურდა მობილური ცენტრების მუშაობა, გაფართოვდა სპეციალიზაცია არასრულწლოვნებთან მიმართებით და მნიშვნელოვნად გაიზარდა გაწეული სერვისების ხარისხის მონიტორინგი. ამ პროცესებმა ერთობლივად უზრუნველყო სასამართლო სისტემის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ზრდა, საზოგადოების ნდობის გაძლიერება და სამართლიანობის უფრო მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, გამოძიების ხარისხის განგრძობადი გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოების მიერ საანგარიშო დანაშაულის წელს განხორციელებული პრევენციის მექანიზმების ღონისძიებები გაძლიერებას, მიზნად ისახავდა საგამოძიებო სისტემის რეფორმას, პროკურორთა დამოუკიდებლობის გაზრდას და ტრეფიკინგთან ბრძოლის ეფექტიანობას. აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის მიმართულებით გაფართოვდა მედიაციის სივრცეები, დაინერგა საპილოტე პროგრამა და პრაქტიკული სწავლების გავლის შემდეგ ახალი მედიატორები დასაქმდნენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით შეიქმნა სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭო, რომელმაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის პლატფორმა ჩამოაყალიბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტენსიურად განახორციელა გამომძიებელთა გადამზადება, რის შედეგადაც ათასობით გამომძიებელმა სხვადასხვა თემაზე კვალიფიციური ტრენინგები გაიარა. საქართველოს პროკურატურამ პროკურორთა დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად 2024 წელს შეიმუშავა 7 ახალი სახელმძღვანელო მითითება, რაც ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო უწყებებმა გააძლიერეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები და საინფორმაციო ღონისძიებები, თუმცა საჭიროებათა სპეციალური კვლევა მსხვერპლთა მომსახურებების შესახებ არ ჩატარებულა. 9 მსხვერპლს გაეცა კომპენსაცია. პროკურატურამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტრეფიკინგის ტენდენციებისა და პროფილების შესწავლას. განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა დანაშაულის პრევენციის, გამოძიებისა და პროკურატურის დამოუკიდებლობის ინსტიტუციური ჩარჩო და ხელი შეუწყო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას. სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვა საანგარიშო წელს სიცოცხლის უფლების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სტანდარტებთან ნორმატიული ბაზის შესაბამისობის სრულყოფისა და უზრუნველსაყოფად. საერთაშორისო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვისა და მონიტორინგის პროცესს ზედამხედველობას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც თანამედროვე პროგრამების გამოყენებით ამუშავებს მონაცემებს და რეგულარულად ამოწმებს გარდაცვალების მიზეზების სისწორეს. არსებული პრაქტიკა უზრუნველყოფს ერთიანი ელექტრონული მოდულის მეშვეობით შემთხვევების სრულ აღრიცხვას და ყოველწლიური სტატისტიკის გადაცემას საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, რაც ხელს უწყობს მონაცემთა სანდოობას. საქართველოს ფემიციდის პროკურატურა შემთხვევების განსაკუთრებულ მონიტორინგსა და ყურადღებას საერთაშორისო უთმობს სტანდარტების შესაბამისი ერთიანი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას, რის საფუძველზეც დაგეგმილია პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავება. ასევე, ეფექტიანად ფუნქციონირებს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე საჩივრების განმხილველი საბჭო, რომელმაც უკვე განიხილა ათობით გასაუმჯობესებლად. საქმე და გასცა მკვლელობის რეკომენდაციები საქმეების გამოძიების მონიტორინგის ხარისხის შედეგად, პროკურატურამ გამოავლინა ხარვეზები და შეიმუშავა შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებები, მათ შორის ფემიციდის საქმეებზე, რაც მიმართულია გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის ამაღლებისკენ. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სამართალდამცავი ორგანოების კვალიფიკაციის ამაღლებას. 2024 წელს პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ჩატარდა რამდენიმე სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასობით თანამშრომელმა და სტაჟიორმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიცოცხლის უფლების დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარა 2595 მსმენელს. განხორციელებული ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიცოცხლის უფლების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას, გამოძიების ეფექტიანობის ზრდას, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლას და სამართალდამცავთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას. პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების ეფექტიანი დაცვის შემდგომი უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; პენიტენციური და პრობაციის სისტემების განგრძობადი ინსტიტუციური გაძლიერება 2024 წელს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც თანხვედრილია საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. დროებითი მოთავსების იზოლატორებში სრულყოფილად მოქმედებს ძალადობის პრევენციის მექანიზმები, რაც გულისხმობს დაკავებულთა პირველადი სამედიცინო შემოწმებას, შესაძლო ძალადობის ნიშნების დაფიქსირებას ინფორმირებას. პენიტენციურ დაწესებულებებში მრავალენოვანი გამოცემა ტრენინგების მსჯავრდებულების და უფლებების შესახებ, და შესაბამისი ორგანოების განხორციელდა ბროშურების ჩატარება მათ ბრალდებულებისა შორის აუდიო და ვერსიებით უზრუნველყოფა. გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, რამდენიმე დაწესებულებაში მოეწყო სპორტული და სარეაბილიტაციო სივრცეები, თანამედროვე სტანდარტის საშხაპე და ახალი შენობები. პარალელურად, განხორციელდა მასშტაბური სამედიცინო სკრინინგები ტუბერკულოზზე, აივ/შიდსსა და C ჰეპატიტზე, ხოლო მსჯავრდებულებს გაეზარდათ სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. მნიშვნელოვანი მიმართულებით – ნაბიჯი გადაიდგა მსჯავრდებულებს რესოციალიზაციისა მიეწოდათ 45-ზე და განათლების მეტი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამა, დასაქმდნენ სხვადასხვა პროექტებში, დაინერგა შემთხვევის მართვის მექანიზმი და ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები, მათ შორის ალკოჰოლდამოკიდებულებისა და სუიციდური ქცევის მართვისთვის. სპორტულ აქტივობებში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო ციფრული სწავლება დამატებით დაწესებულებებში ხელმისაწვდომი გახდა. პრობაციის სისტემაში გაძლიერდა ბენეფიციართა პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, განხორციელდა გათავისუფლებისთვის მომზადებისა და გარდამავალი მენეჯმენტის სისტემის შემუშავება, გაიხსნა რეგიონული სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომელთა შესაძლებლობების ზრდას: პენიტენციურ სამსახურში გადამზადდა თანამშრომელთა მესამედი, ხოლო პრობაციის სისტემაში გაიზარდა ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობა, ჩატარდა სპეციალიზებული ტრენინგები და განახლდა სასწავლო კურსები. განხორციელებული პენიტენციური და ღონისძიებები პრობაციის მნიშვნელოვნად სისტემების გაძლიერებას, უწყობს ხელს უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და რეაბილიტაციის სტანდარტების გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის უფრო მაღალ დონეს. წამებისა და არაადამიანური/არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიების განმტკიცება და გაძლიერება, მათ შორის, ამგვარი მოპყრობის მიმართ მკაცრი და პროპორციული პოლიტიკის გატარებით საანგარიშო წელს წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დაიწყო პაციენტების უფლებების შეზღუდვის მკაფიო პროცედურების განსაზღვრის პროცესი სამართლებრივი დაცვის გარანტიების პირობებში, ხოლო WHO QualityRights ინსტრუმენტის საფუძველზე მზადდება შიდა მონიტორინგის მექანიზმები. ამასთან, გადაიხედება ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებთან შეზღუდვის შემდგომი სტატუსის გადახედვის პროცედურები. გარდა ამისა, დამტკიცდა შშმ პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სოციალური მუშაკების რეაგირების ინსტრუმენტები, რაც პრაქტიკაში უკვე გამოიყენება. თუმცა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის შეფასების მიზნით დაგეგმილი სეგრეგირებული კვლევა საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა. გამოძიების მითითებების მიმართულებით, განახლების პროკურატურამ პროცესი დაიწყო არასათანადო სახელმძღვანელო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის შესახებ და ჩაატარა ტრენინგები პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის, მათ შორის წამების მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და რეაბილიტაციის თემებზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის მოდიფიცირება და დაკავებულთა უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგი. ასევე, უზრუნველყო ახალი სამედიცინო პერსონალის გადამზადება. გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერების ტენდენციას, თუმცა გარკვეული დაგეგმილი ღონისძიებები ჯერ კიდევ შეუსრულებელია. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ეფექტიანი დაცვა და ამ უფლების განხორციელების ხელშეწყობა; პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის ციფრული დამკვიდრება; ეპოქის პერსონალური გავლენის მონაცემების გათვალისწინებით, დაცვის როგორც გაძლიერება ინდივიდზე, ისე საზოგადოებაზე 2024 წელს განხორციელებული საქმიანობები მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპულ სტანდარტებთან პერსონალურ მონაცემთა დაახლოებას. დაცვის ოფიცრის შინაგან საქმეთა ინსტიტუტის სამინისტროში ჩამოყალიბებამ და სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებამ გააძლიერა მონაცემთა დაცვის მექანიზმები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ჩაატარა მასშტაბური ინსპექტირებები, გამოავლინა არაკანონიერი მონაცემთა დამუშავების მრავალრიცხოვანი ფაქტი და შესაბამისი რეაგირების შედეგად, გამოიყენა როგორც სანქციები, ისე გასცა რეკომენდაციები და დავალებები ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციების მონაცემთა კონტროლის მექანიზმების აქტიური პროცესში უზრუნველყოფილი გამოყენება, რაც მიუთითებს იყო სამართლებრივი ზედამხედველობის ეფექტიანობაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განახორციელა კანონმდებლობის საფუძველზე ახალი ნორმატიული აქტების მიღება, სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება, ოფიცერთა ინსტიტუტის მხარდაჭერა და სპეციალიზებული ვებ- პლატფორმების შექმნა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცნობიერების ამაღლებას, როგორც ფართო საზოგადოების, ისე მიზნობრივი ჯგუფებისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვის. აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეროვნული არქივის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადებამ უზრუნველყო სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისობა პერსონალური მონაცემების დაცვის თანამედროვე სტანდარტებთან. განხორციელებულმა ღონისძიებებმა გააძლიერა როგორც სამართლებრივი ჩარჩო, ისე ინსტიტუციური და პრაქტიკული მექანიზმები პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც ქმნის წინაპირობას უფრო მაღალ დონეზე დაცვის უზრუნველყოფისა და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტი დაახლოებისთვის. გამოხატვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის ინტერნეტზე წვდომისა და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა 2024 წელს საქართველოს სამთავრობო უწყებებმა მნიშვნელოვან ნაბიჯები გადადგეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მედიის თავისუფლების, ციფრული კომუნიკაციების და ინტერნეტიზაციის მიმართულებით, ეყრდნობოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კონვენციის „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ იმპლემენტაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები, შეისწავლა წევრი ქვეყნების განახორციელა გამოცდილება საკანონმდებლო და ევროპის გამოწვევების საბჭოს შეფასება. ექსპერტთან ამავე ერთად სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო შეხვედრებში, ხოლო საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების 25 ქართულენოვანი ვერსია. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შექმნა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია, რაც საშუალებას იძლევა სამომავლოდ პროაქტიულად გამოქვეყნდეს სტატისტიკური მონაცემები. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2024 წელს დაამტკიცა რეგულაციები შეზღუდული შესაძლებლობის ხელმისაწვდომობის მქონე პირთათვის უზრუნველსაყოფად, აუდიოვიზუალური მოამზადა ქცევის მედიის კოდექსი ვიდეო გაზიარების პლატფორმებისთვის, განახორციელა ბაზრის კვლევა ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში და დაადგინა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები. კომისიამ ასევე დაიწყო 5G სპექტრის დანერგვა, გამოაცხადა დიაპაზონებში, ხოლო აუქციონები და სოფლად მაღალმთიან და გაიცა ლიცენზიები რადიოსიხშირულ რეგიონებში განხორციელდა სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამა „Log-In Georgia“, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა 1,300 კმ ოპტიკური ქსელი და 150,000-მდე მოსახლეობას მიეცა ფართოზოლოვან მომსახურებებზე წვდომა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 200-ზე მეტი ტრენინგი 6,000-მდე ბენეფიციარისთვის, რაც ხელს უწყობს ციფრულ წიგნიერებას და უსაფრთხო ინტერნეტის გამოყენების უნარის განვითარებას. მედიის თავისუფლების მხარდაჭერის მიმართულებით, შესაბამისმა უწყებებმა გააძლიერეს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის და სხვა დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების მექანიზმები, შეიმუშავეს სპეციალური სახელმძღვანელოები და აწარმოებენ სპეციალურ სტატისტიკას. ბოლო მიმართულება იყო უნივერსალური სატელეკომუნიკაციო მომსახურების დანერგვის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომლის მიზანია მოქალაქეებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უზრუნველყოს ეკონომიკურად და ფიზიკურად ხელმისაწვდომი კომუნიკაციების მომსახურება. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული EU4Digital პროგრამა, რაც უზრუნველყოფს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას. მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებათა დაცვა 2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააძლიერა ღონისძიებები შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვის მიმართულებით. საფრანგეთის რესპუბლიკის დახმარებით ჩატარდა სწავლება „მასების დემოკრატიული მართვა“, რომელიც მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს და მიზნად ისახავდა მასების მართვის ღონისძიებების დაგეგმვასა და ეფექტიან აღსრულებას. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 20 თანამშრომელმა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი მასების მართვის პროცესში. დამატებით, დეპარტამენტის ახალი და უკვე არსებული თანამშრომლები გადიან საბაზისო და გადამზადების კურსებს, რომლებიც მოიცავს უსაფრთხოების, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უნარებს, ისე, რომ მათი საქმიანობა უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების შენარჩუნებას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას პრაქტიკაში. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და სეკულარიზმის პრინციპების შემდგომი განმტკიცება 2024 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დაცვა მნიშვნელოვნად გააძლიერა. უწყებამ აქტიურად იმუშავა საჯარო მოხელეებისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლების ტრენინგების ჩატარებაზე, რაც ხელს უწყობს მშვიდობიანი თანამშრომლობის განვითარებას ქრისტიანულ და მუსლიმურ თემებს შორის. აგრეთვე, განხორციელდა სოციალური კამპანიები და ინტერრელიგიური წაახალისებს მრავალფეროვნებისა და კალენდარის ტოლერანტობის გამოცემა, კულტურას. რაც საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება 4 რელიგიურ ორგანიზაციას გაეწია, ხოლო საკულტო ნაგებობების დაბრუნების პროცესი გაგრძელდა, მათ შორის მუსლიმ თემს 27 მეჩეთი გადაეცა. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში პროკურატურამ რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ანალიზი და საგანმანათლებლო აქტივობები განახორციელა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლების გადამზადება უზრუნველყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ. სეკულარიზმის გაძლიერების მიზნით, საჯარო სკოლების დირექტორებისთვის ტრენინგები ჩატარდა, ხოლო სასულიერო პირებისთვის ენის შესწავლის პროგრამა გაგრძელდა, რაც აძლიერებს სახელმწიფო ენის ცოდნას და ხელს უწყობს ინტეგრაციას. ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვა საგანგებო მდგომარეობისა ან სხვა არაორდინალურ სიტუაციაში, მათ შორის ეპიდემიის/პანდემიის დროს 2024 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გააგრძელა ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობისა და პაციენტის უსაფრთხოების გაძლიერების ღონისძიებები. შეიქმნა ჯანმრთელობის უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც 2025 წელს მთავრობაში განსახილველად წარედგინება, რაც უზრუნველყოფს ეპიდემიებით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობებისა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ სამართლებრივ ჩარჩოს. პაციენტის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ მოხდა ცენტრალური კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერება, ახალი სალიცენზიო პირობებისა და სტანდარტების შემუშავება ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა კარდიოქირურგია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ქირურგია, ნარკოლოგია, ქიმიოთერაპია, ინფექციური დაავადებების მართვა და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციას და მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც მოიცავს რეფერენტული ფასის დაწესებას, ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალ მექანიზმებსა და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მუშაობას. პაციენტებისა და მათი ოჯახების ჩართულობის გაძლიერების მიზნით განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კამპანიები. გარდა ამისა, შეიქმნა პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების სისტემა, რაც საშუალებას აძლევს პროცედურები დაწესებულებების საერთაშორისო დონეზე სტანდარტების შეფასდეს შესაბამისად, უსაფრთხოების და გაიზარდა პროფესიული ასოციაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლობის ჩართულობა, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებასა და სისტემურ მენეჯმენტს. პრიორიტეტი I-ის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სასამართლო სისტემის, სამართალდამცავი ორგანოების, ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროების ეფექტიანობისა და მდგრადობის რეკომენდაციები: გასაძლიერებლად აუცილებელია განხორციელდეს შემდეგი სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურმა:  უზრუნველყოს ახალი საკონსულტაციო ცენტრების გახსნა და მათ მიერ ადვილად მისაწვდომი სამართლებრივი მომსახურების მიწოდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:  უზრუნველყოს სასწავლო მსხვერპლთა მომსახურების პროგრამების გაფართოება სპეციფიკური ტრეფიკინგის საჭიროებების კვლევის საფუძველზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა:  უზრუნველყოს ცნობიერების სეგმენტირებული დონის კვლევის ჩატარება საზოგადოების პირადი ცხოვრების უფლების დასადგენად და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:  უზრუნველყოს ჯანდაცვის სისტემის სრული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტების პანდემიის/ეპიდემიის დროს, მათ შორის პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის სრულყოფილი დანერგვა. ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება პრიორიტეტი II ხაზს უსვამს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა დაცვას, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების აუცილებელ კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების კეთილდღეობასა და თანასწორ შესაძლებლობებს. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია არაერთი აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ სარგებელი სოციალური დაცვის, დასაქმებისა და ღირსეული ცხოვრების ხელმისაწვდომობის მიმართულებით იყოს მდგრადი, სამართლიანი და ინკლუზიური. ჯანმრთელობის უფლების დაცვის გარანტიების გაძლიერება და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე თანაბარი და დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა 2024 წელს საქართველოში განხორციელდა ერთობლივი გარე შეფასება (JEE), რომელმაც ქვეყნის მზადყოფნა შეაფასა დაავადებათა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისა და რისკების წინააღმდეგ. შეფასების შედეგად გამოვლენილ იქნა სისტემური ხარვეზები და მიღებულ იქნა რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზეც მიმდინარეობს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAPHS) შემუშავება. ეს გეგმა უზრუნველყოფს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ძირითადი შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის: რისკების აღიარება, შეფასება, შეტყობინება და ეფექტური რეაგირება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მთავრობის ერთიან მიდგომაზე, მრავალსექტორულ თანამშრომლობაზე და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაზე რესურსების ეფექტური გამოყენების მიზნით. ფსიქიკური შეინიშნება. ჯანმრთელობის განხორციელდა მიმართულებით ფსიქიკური მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის წინსვლა მრავალპროფილური კლინიკური სერვისების დანერგვა, რომელიც მოიცავს როგორც ამბულატორულ, ისე სტაციონარულ სერვისებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინსტიტუციონალიზაციის შემცირებას და სერვისების ინტეგრირებას სხვა ჯანდაცვის მიმართულებებთან, რაც უზრუნველყოფს ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების თანაბარ ხელმისაწვდომობას მკურნალობის, რეაბილიტაციის და მხარდაჭერის სერვისებზე. 2024 წელს სახელმწიფომ დაასრულა სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება, რომელიც მოიცავს რეპროდუქციული ასაკის ქალების საჭიროებებს, ლაბორატორიული კვლევების ჩატარების ვალდებულებას ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღებამდე, კიბოს სკრინინგის პროგრამებში ჩართვას და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მომსახურებების გაუმჯობესებას. ამავე პერიოდში გაფართოვდა აივ/შიდსის მაღალი რისკის მქონე პირთათვის კონსულტაციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისები, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიურობას და ხარისხიან სერვისებზე თანაბარ წვდომას. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების სფეროში. სახელმწიფო უზრუნველყოფს ახალგაზრდების მიმართ კეთილგანწყობილი სერვისების პაკეტის ინტეგრირებას საბაზისო პაკეტში, მშობიარობის შემდგომი ვიზიტებისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დაფინანსებას, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის გინეკოლოგიური სავარძლებისა და სამედიცინო მანიპულაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შშმ პირთა მომსახურებაზე პერსონალის პროფესიული გადამზადების გაზრდას. წამლის ხელმისაწვდომობა სისტემურად გაუმჯობესდა, მედიკამენტებზე, მოიხსნა წლიური გაფართოვდა ლიმიტი ქრონიკული დაავადებების ნოზოლოგიური ჯგუფები, შემოღებულია რეფერენტული ფასები, განხორციელდა მართული შესვლის შეთანხმებით (MEA) ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვები, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის წამლის ხარისხსა და ხელმისაწვდომობას. სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო კონტროლის სისტემის გამარტივება და ხელმისაწვდომობის გაზრდა მიმდინარეობს როგორც მოსახლეობის ინფორმირებით, ასევე ბიზნეს ოპერატორთა სწორი პრაქტიკის დანერგვით. 2024 წელს განხორციელდა ათასობით ინსპექტირება და მონიტორინგი, დაფიქსირდა დარღვევები და მათზე განხორციელდა რეაგირება. ინფორმაცია რეგულარულად ქვეყნდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, რაც ზრდის საზოგადოების ცოდნასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ პროცესების შედეგად, საქართველოს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემა თანდათან ინკლუზიურ, შედეგზე ორიენტირებულ და ხარისხიან სერვისებს უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის. სისტემური ცვლილებები და ინოვაციური მიდგომები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ არსებული სერვისების გაუმჯობესებას, არამედ ქმნიან საფუძველს მომავალში ჯანმრთელობის, სოციალური უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის სფეროში უფრო ეფექტური, ინკლუზიური და გამჭვირვალე სისტემური გარანტიების დასაფუძნებლად. სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და სიღარიბის შემცირება სოციალური დაცვის სისტემისა და დახმარების ეფექტურობის გაძლიერების მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა მრავალმხრივი და სისტემური ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იყო როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერაზე, ასევე შრომისუნარიანი პირების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე. ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია აძლიერებს შესაძლებლობას, რომ დახმარება მიზნობრივად მიეწოდოთ მათ, ვისაც სჭირდება, განსაკუთრებით ბავშვიანი შინამეურნეობების შემთხვევაში. საქართველოს საფუძველზე მთავრობის დამტკიცდა 2024 წლის იანვრის 8 საცხოვრებელ „უსახლკარო/მძიმე №1 დადგენილების პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 17 იანვრის №2/ნ ბრძანებით განისაზღვრა უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების კრიტერიუმები. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ოჯახი იყოს მრავალშვილიანი (3 და მეტი არასრულწლოვანი) და სოციალურად დაუცველი. 2024 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხილულ იქნა 824 ოჯახის საკითხი, დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 570 ოჯახთან დაკავშირებით. 106 ოჯახს სახელმწიფომ შეუსყიდა საცხოვრებელი. სოციალური მუშაკების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი რაოდენობის ზრდის მიზნით მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შექმნა საფუძველი სოციალური მუშაობის სექტორში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა, რაც გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, ხელს შეუწყობს აკადემიური პროგრამების განვითარებას და შიდა პერსონალის მოზიდვას. სოციალური დახმარების პროგრამები, მათ შორის ბავშვიანი ოჯახების საკვები ვაუჩერებით უზრუნველყოფა, ეფექტურად პასუხობს სიღარიბისა და კვების დეფიციტის პრობლემებს, რაც ყოველთვიურად დაახლოებით 2 000 ბენეფიციარს სარგებელს აძლევს. დასაქმების ყურადღება ხელშეწყობის დაეთმო მაძიებელებთან, რაც მიმართულებით ოპერატიულ გულისხმობს კავშირს 2024 წელს დამსაქმებლებთან ვაკანსიების ეფექტურ მნიშვნელოვანი და სამუშაოს შერჩევასა და რეგისტრირებულ მაძიებელთა საჭიროებების დაკმაყოფილებას. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნით შესაძლებელი გახდა ავტომატიზებული კავშირის უზრუნველყოფა ვაკანსიებსა და კვალიფიციურ მაძიებლებს შორის, ხოლო პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებმა შეამცირა ახალგაზრდების, ქალებისა და შშმ პირების დაუცველობა ბაზარზე. ასევე განხორციელდა განსაკუთრებული ინიციატივა IT სფეროში, პროგრამა “Do IT with the EU”, რომელმაც საქართველოს 10 რეგიონში გამოავლინა აპლიკანტები და უზრუნველყო მათ სერტიფიცირება და დასაქმება ტექნოლოგიების სფეროში. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში 31 192 სოციალურად დაუცველი პირი დაიფარა, ხოლო ღია შრომის ბაზარზე 9 393 პირი დასაქმდა, მათ შორის 801 პირისთვის საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება განხორციელდა. აღნიშნული აქტივობები ქმნის საფუძველს სოციალური დაცვის სისტემის უფრო ეფექტური, ინკლუზიური და შედეგზე ორიენტირებული ფუნქციონირებისთვის, რომელიც პასუხობს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს, ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს სოციალურ-ეკონომიკური პირობების თანაბარ გაუმჯობესებას. განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის“ პრინციპის დაცვით 2024 წელს საქართველოში განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება როგორც სკოლამდელ, ისე ზოგადსა და პროფესიულ განათლებაში, განსაკუთრებით ინკლუზიური, უზრუნველყოფის თანაბარი მიმართულებით. და ხარისხიანი სკოლამდელი ხელმისაწვდომობის აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია 42 ახალ დაწესებულებას მოიცავს, რაც განსაკუთრებით სიღარიბეში, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი, რეგიონებში მცხოვრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის გაძლიერებულია ადამიანის უფლებებისა არის და მნიშვნელოვანი. დემოკრატიული სკოლებში ფასეულობების სწავლება, სამოქალაქო განათლების პროგრამები, მედიაწიგნიერება და ციფრული კომპეტენციები. მოსწავლეებს საფუძველი სამართლებრივი კულტურის, ჯანსაღი ეძლევათ ცხოვრების მდგრადი წესისა და განვითარების, უსაფრთხოების საკითხების გააზრებისთვის. ინკლუზიური სპეციალისტებისა განათლების და მიმართულებით ინდივიდუალური ჩატარდა მასწავლებლების, ასისტენტების ტრენინგები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერას. შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული მანდატურის სამსახურში, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურებას, სპეციალიზებულ საკონსულტაციო სერვისებსა და მულტიდისციპლინურ მხარდაჭერას. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით გაგრძელდა პროფესიული კოლეჯების მშენებლობა და გაფართოება, მათ შორის რეგიონებში. 2024 წელს პროფესიული განათლების განვითარება საქართველოში მნიშვნელოვანი ეტაპით ხასიათდებოდა, რომლის მთავარი მიმართულებები მოიცავდა პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავებისა და გადამუშავების პროცესს კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რაც შესაძლებლობას აძლევდა 2023-2024 წლებში 89 პროფესიისა და პროფესიული განახლებას. პროფესიული საგანმანათლებლო მომზადებისა და სტანდარტის შექმნასა გადამზადების და პროგრამების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ოდენობით გაიზარდა – 2024 წელს 9700-მდე პირი ჩაერთო აღნიშნულ პროგრამებში, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია. განსაკუთრებული ყურადღება ინტეგრირებული პროფესიული დაეთმო რეგიონულ პროგრამების დანერგვას, საჯარო რაც სკოლებში ხელს უწყობს რეგიონებში განათლების შესაძლებლობების გაფართოებას. სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების სტუდენტების მხარდაჭერა აქტიურად განხორციელდა, სახელმწიფო გრანტით დაფინანსდა 5523 სტუდენტი, მათ შორის სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის წარმომადგენლები. პროფესიული განათლების ცნობადობის გაზრდისთვის განხორციელდა მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, შეხვედრები და კონკურსები, რაც დაეხმარა 7 418 აპლიკანტს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის განხორციელებაში. ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლისა და ინტეგრაციის პროგრამები მოიცავდა სხვადასხვა დონესა და დარგობრივ კურსებს, 2024 წელს ამ პროგრამებში ჩართულ იქნა 5 525 ბენეფიციარი. ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანთა ქართული ენის სწავლისთვის ჩატარდა სპეციალური კურსები და ონლაინ გაკვეთილები, რაც 190 მოსწავლეს შეეხო. დისტანციური სწავლებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, განახლდა ელექტრონული სასწავლო პლატფორმები, დაემატა კიბერუსაფრთხოების კურსები, გაუმჯობესდა პროფესიული საჯარო უნარების სკოლების სააგენტომ საგანმანათლებლო კურსების კომპეტენციების გაძლიერების ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, განახორციელა არაფორმალური განვითარება მიზნით, და ასევე, სტუდენტების საკვანძო პლატფორმაზე eTwinning-ის მასწავლებლების საერთაშორისო ინტეგრაცია და ტრენინგები. შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვა და შრომის უსაფრთხოების სისტემების განგრძობადი გაუმჯობესება 2024 წელს შრომის კანონმდებლობის ეფექტიანობის და შრომის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების „საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი მნიშვნელოვანი შესაბამისად, სამუშაო აქტივობები. დაიწყო გარემოს პროექტი გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა საფუძველი შრომის უსაფრთხოების 19 დირექტივის იმპლემენტაციისთვის. პროექტის ფარგლებში მომზადდა და განახლდა სამი ტექნიკური რეგლამენტის პროექტი ოთხი დირექტივის საფუძველზე. შრომითი მედიაციის გაძლიერების მიმართულებით საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ 2024 წელს ჩაატარა ფორუმები, ტრენინგები და კონკურსები მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით. ამავე პერიოდში გაფორმდა მემორანდუმი „ღირსეული შრომის პროგრამის“ შესახებ, რომელიც ორი წლის განმავლობაში მხარს უჭერს სოციალური დიალოგის განვითარებასა და სამართლიანი ტრანზიციის პროცესებს, რისი მიზანიც ეკონომიკურ ცვლილებებთან ადაპტაციაა და მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მხარდაჭერა. შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა იყო ფართომასშტაბიანი. 2024 წელს განხორციელდა 3201 ინსპექტირება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, 2205 აქტივობა შრომის უფლებებზე ზედამხედველობისთვის და შემოწმდა სამუშაო ადგილებზე თანასწორობის დაცვა. გაიცა არაერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და სხვა. მითითება, შედგა დამატებით, თავდაცვის სამინისტრო გადამზადებას შრომის უსაფრთხოების ტრანზიციის პროგრამის ფარგლებში. ახორციელებს კუთხით სამხედრო წელს 2024 სპეციალისტების მოსამსახურეების კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შესაბამისი კურსი გაიარა 16 სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის მოქმედი და დათხოვნილი პირები, რომელთაგან ზოგი უკვე დასაქმდა სამინისტროს სისტემაში. 2025 წლის საერთაშორისო პრაქტიკის შემუშავებისა და განმავლობაში შესწავლა რეგულირების გათვალისწინებულია შრომის მიზნით, უსაფრთხოების რაც კიდევ საუკეთესო სტანდარტების უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების მექანიზმებს სამუშაო ადგილებზე. საკუთრების უფლების დაცვა და ხელშეწყობა შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებით საანგარიშო წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრებისა და მიწის რეგისტრაციის სისტემების განვითარების მიმართულებით განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და პრაქტიკული რეფორმები. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონში ცვლილებების შედეგად გაფართოვდა საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის ფუნქციები, რაც შესაძლებელი გახადა საკითხების განხილვა, რომლებიც აქამდე მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაში შედიოდა, როგორიცაა რეგისტრაციის არაკეთილსინდისიერი მიზნები, მესამე პირის საავტორო უფლებების დარღვევები და სხვა სადავო შემთხვევები. ამასთან, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აღსრულების მექანიზმები განახლდა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, მათ შორის TRIPS შეთანხმებისა და სხვადასხვა ევროკავშირის რეგულაციების გათვალისწინებით. „დიზაინის შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების პაკეტები ასევე ჰარმონიზებულია ევროკავშირის დირექტივებთან, რაც უზრუნველყოფს უფლებების დაცვას ციფრულ გარემოში და დიზაინის სამართლებრივ დაცვას. მიწის საკუთრების სფეროში მიმდინარეობს სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც დამუშავდა 1986–2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის ფლობის დოკუმენტები და აღმასკომის/საკრებულოს გადაწყვეტილებები. 2024 წელს აიზომა და რეგისტრირებულია თითქმის 616 000 მიწის ნაკვეთი, ხოლო პროექტის დაწყებიდან 2025 წლის თებერვლამდე რეგისტრირებულია 1 201 725 ნაკვეთი. განხორციელდა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება, 1000-მდე ფიზიკური პირი გადამზადდა და დასაქმდა, რაც სისტემური რეგისტრაციის ეფექტიანობასა და მონაცემების ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს. ამ ღონისძიებებით განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საკუთრების უფლების დაცვას, რეგისტრაციის პროცესების გამარტივებას და მონაცემთა სიზუსტეს, რაც მნიშვნელოვანწილად ზრდის მოქალაქეების სამართლებრივი უსაფრთხოებისა და მიწის რესურსების მართვის ხარისხს. ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლების დაცვისა და უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესება 2024 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაზე, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. მნიშვნელოვანი იყო ქიმიური ნივთიერებების, სასარგებლო წიაღისეულის, წყლის რესურსების, ატმოსფერული ჰაერისა და ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი ბაზის განვითარება. განახლდა რეგულაციები საღებავებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ემისიების, შლამის, ნარჩენების, ზეთებისა და ელექტრო-მოწყობილობების მართვის მიმართულებით. მოდელის ქვეყანაში დანერგვა, დაიწყო წყლის მდინარეთა რესურსების სააუზო დაგეგმვისა მართვის და ევროპული მართვის გეგმის შემუშავებით, საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნით. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაფართოება მოიცვა ახალი ავტომატური სადგურებით, გეგმა თბილისში დამტკიცდა, ხოლო შავი ზღვის ზონის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება გრძელდება. გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაიზარდა საჯარო განხილვების, გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის და სამოქალაქო განათლების პროგრამების საშუალებით. განსაკუთრებით აქტიურად განხორციელდა მასწავლებლების გადამზადება, ცნობიერების ამაღლების კამპანიები კლიმატის ცვლილებისა და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა გარემოსდაცვით საკითხებზე გაძლიერდა ტრენინგების და სასამართლო პრაქტიკის კვლევის გზით. სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესის და ადამიანის უფლებების ჩარჩო სტანდარტების გაძლიერება 2024 წელს საქართველოში ბიზნესსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჩარჩო სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანი აქტივობებით ხორციელდებოდა, რომელიც ეფუძნებოდა როგორც საწარმოთა, ისე სახელმწიფო სტრუქტურების ცნობიერების ამაღლებას. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დახმარებით შემუშავდა ESG სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია, რომელიც მოიცავს სოციალურ საკითხებს, მათ შორის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების დაცვას, გარემოსდაცვით და მმართველობით პრაქტიკას. დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებისას ბიზნესსა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ინტეგრაცია განახორციელა საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ. მედიაციის სერვისისა და ინფორმაციის პოპულარიზაციის მიზნით თბილისში და რეგიონებში ჩატარდა შეხვედრები, კამპანიის „სცადე მედია“ ფარგლებში, რაც ხელს უწყობს დავის სამართლიანი, ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზით გადაწყვეტას. პრიორიტეტი II-ის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერებისათვის, საჭიროა მუშაობის გაგრძელება და შემდეგი რეკომენდაციების შესრულება: სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტომ:  განაგრძოს მუშაობა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის განახლებაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:  გააუმჯობესოს საცხოვრისის პოლიტიკის კონცეფტუალური ჩარჩო, მოიყვანოს ეროვნულ სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში და ჩაატაროს საჯარო კონსულტაციები, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;  დანერგოს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორთა სისტემური გადამზადების პროგრამები, გააუმჯობესოს მედიაციის ხარისხი და დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მექანიზმები. სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა:  შექმნას პროგრამები არაქართულენოვანი სკოლების ქართულის მასწავლებლების პროფესიული გადამზადებისთვის, გააჩნდეს ონლაინ და შერეული ფორმატები, მოერგოს რეგიონულ საჭიროებებს. სსიპ - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა („საქპატენტი“):  განაგრძოს მუშაობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კანონმდებლობის განახლებაზე ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და შექმნას ეფექტიანი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმები. თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე უმცირესობების უფლებების დაცვის გაძლიერება და თანასწორი გარემოს განმტკიცების ხელშეწყობა საანგარიშო წელს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თანასწორობის პრინციპების დაცვასა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელებას. ამოცანების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას. ამ მიზნით, პენიტენციური კოდექსი ითარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, ასევე ხელმისაწვდომი გახდა ოსურ და აფხაზურ ენებზე. საჭიროების შემთხვევაში, ახალ მსჯავრდებულთა სამართლებრივ ცნობიერების აქტებზეც ამაღლებისთვის ხორციელდება ჩატარდა თარგმნა. ფსიქო-სოციალური ტრენინგები 148 მსჯავრდებულისთვის, რომლებიც სტიგმისა და დისკრიმინაციის თემებს ეხებოდა და მიზნად ისახავდა მათი რეაბილიტაციის პროცესში მხარდაჭერას. პარალელურად, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები გადამზადდნენ განსაკუთრებული კატეგორიის პატიმრებთან მოპყრობის საკითხებში, ტრენინგი კი 173 თანამშრომელს ჩაუტარდა. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც ეთნიკური უმცირესობების, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით. იუსტიციის სახლმა მოამზადა 10 ვიდეორგოლი, რომელთა მეშვეობით მოქალაქეებს შეეძლოთ სერვისების გაცნობა; ვიდეორგოლებს თან ერთვოდა სუბტიტრები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, აგრეთვე სურდო თარგმანი. იუსტიციის სახლის სამსახურების 76 თანამშრომელმა გაიარა ჟესტური ენის ტრენინგი, რაც საშუალებას აძლევს მათ უშუალოდ და ეფექტიანად იურთიერთონ სმენადაქვეითებულ მომხმარებლებთან. აღსანიშნავია, რომ ახალგახსნილი იუსტიციის სახლები – სამტრედიაში, ხაშურში, შროშასა და თერჯოლაში – სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. ეროვნულმა არქივმა მნიშვნელოვანი სამუშაო განახორციელა ეთნიკური უმცირესობებისათვის სამართლებრივი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. დამუშავდა ეთნიკურ ენებზე დაცული საკომლო წიგნები, მიწის ფლობის დოკუმენტები და აღმასკომების გადაწყვეტილებები. კერძოდ, დამუშავდა ასამდე საკომლო წიგნი, ოცამდე სოფლის საბჭოს დოკუმენტაცია და შვიდ ქალაქში გამოცემული აღმასკომის გადაწყვეტილებები. აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელდა ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანამშრომელი სპეციალურად კომუნიკაციის გადამზადდა, გაუმჯობესების ბიურო კი აღიჭურვა მიზნით. 4 შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის ბრაილის პრინტერით, ადაპტირებული ეკრანითა და კლავიატურით. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია ასევე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ეთნიკურ ენებზე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ სომხურ ენაზე ითარგმნა ოცდაათამდე კანონი, აზერბაიჯანულზე კი - 24. სახელმწიფო სერვისებზე ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით ჩატარდა 60-მდე შეხვედრა, მოიცვა 170 სოფელი და მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 3000 მოქალაქემ. ამავე პროცესში მომზადდა 2500 ბეჭდური მასალა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ინკლუზიური კომუნიკაციის მხარდაჭერის მიმართულებით შემოსავლების სამსახურმა თარგმნა 9 საინფორმაციო ვიდეორგოლიდან 7 სურდო ენაზე და გამოაქვეყნა საკუთარ ვებგვერდზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სმენადაქვეითებული პირების ინფორმირებულობას. სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. ბილინგვური განათლების პროგრამა საბავშვო ბაღებში უზრუნველყოფს არაქართულენოვან ბავშვთა ჩართულობას. ამ მიზნით, დაინერგა ესტონელი ექსპერტების მხარდაჭერით შემუშავებული რესურსები, გადამზადდა 73 პედაგოგი და შეიქმნა ქართულენოვანი და მშობლიურენოვანი სასწავლო მასალები. ანალოგიური მიდგომა გატარდა არაქართულენოვან სკოლებშიც, სადაც 169 სკოლაში 5 საგანი ბილინგვურად ისწავლებოდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვნად გაძლიერდა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების შესაძლებლობები. საბაზისო კურსი გაიარა 521 პოლიციელმა, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალური ტრენინგი გაიარა 370 თანამშრომელმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააგრძელა გამომძიებლებისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების გადამზადება, მათ შორის ფსიქოლოგიური ასპექტებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლებთან სწორი კომუნიკაციის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ პროკურატურის მხრიდან. მომზადდა და დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ხოლო სხვადასხვა სამართალდამცავი უწყებების შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გამოქვეყნდა 2023 წლის ჩაშლილი სტატისტიკური მონაცემები. ეს მონაცემები ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე და მიზნად ისახავს კოორდინირებულ მუშაობას შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ. ასევე აღსანიშნავია უმცირესობათა ჩართულობის ხელშეწყობის მცდელობები, მათ შორის „1+4“ სტაჟირების პროგრამა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები ახალქალაქსა და მარნეულში, ახალგაზრდების მონაწილეობა კულტურულ აქტივობებში და ბიზნესსექტორთან შეხვედრები ექსპორტის ხელშეწყობის თემებზე. სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსახლეობის სრულფასოვანი და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე მონაწილეობის უზრუნველყოფა 2024 წლის განმავლობაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მოწყვლადი ჯგუფების თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფას საარჩევნო პროცესებში. ამ მიზნის მისაღწევად განხორციელდა რიგი ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იყო როგორც ეთნიკური უმცირესობების, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ქალებისა და ახალგაზრდების ინფორმირების, განათლებისა და ჩართულობის გაძლიერებაზე ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნის ფარგლებში გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებისთვის საარჩევნო მასალების მომზადება და გავრცელება. საინფორმაციო რესურსები, მათ შორის ვიდეორგოლები, პლაკატები და ბროშურები, სრულად ითარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, ასევე უზრუნველყოფილი იყო ჟესტური ენითა და აუდიოფორმატით ხელმისაწვდომობა. სოციალური მედიის კამპანიების პარალელურად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ტრადიციულ მედიასაშუალებებში გადაიცა სპეციალური სიუჟეტები და ინტერვიუები, რაც ხელს უწყობდა მოსახლეობის ინფორმირებას საარჩევნო კანონმდებლობის, ამომრჩეველთა უფლებებისა და საარჩევნო პროცედურების შესახებ. ახალგაზრდებისა და სტუდენტების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ცესკომ თანამშრომლობა გააგრძელა უმაღლეს სასწავლებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რეგულარულად ტარდებოდა საინფორმაციო შეხვედრები და საჯარო ლექციები, სადაც ახალგაზრდებს ეძლეოდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საარჩევნო პროცესების მექანიზმებს, ამომრჩევლის უფლებებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის მონაწილეობა საქმიანობას. მიეღოთ ასევე, სტუდენტებს მიეცათ სტაჟირების პროგრამებში, რაც შესაძლებლობა მათ პრაქტიკულ გამოცდილებასა და პროფესიულ განვითარებას უწყობდა ხელს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ცესკომ განახორციელა მნიშვნელოვანი ინოვაციები. ოფიციალური ვებგვერდი და ონლაინ პლატფორმები შეივსო ადაპტირებული ფორმატებით, მათ შორის ვიდეორგოლებით სუბტიტრებითა და ჟესტური ენით, ასევე აუდიომასალებით. გარდა ამისა, 2024 წლის არჩევნებისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო უბნების ფიზიკურ ხელმისაწვდომობას — განახლდა ინფრასტრუქტურა, დაინსტალირდა შესაბამისი საშუალებები და ამომრჩეველთა რეგისტრატორები სპეციალურად გადამზადდნენ შშმ პირებთან სწორი კომუნიკაციის საკითხებში. ბავშვის უფლებების გაუმჯობესება ბავშვის დაცვისა და მათი საუკეთესო კეთილდღეობის ინტერესების მექანიზმების გათვალისწინებით; დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი პოლიტიკის გაძლიერება ანგარიში დეტალურად აღწერს სახელმწიფოს მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით საანგარიშო წელს განხორციელებულ მრავალმხრივ აქტივობებს. განსაკუთრებული ყურადღება მიძღვნილია სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებისთვის: მათთვის გაიხსნა ფსიქოსოციალური მხარდაჭერის კომპონენტი, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ მომსახურებას, სოციალური უნარების განვითარებას, სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის განკუთვნილი ბარნაჰუსის ცენტრების გეოგრაფიული გაფართოება დაგეგმილია სამომავლოდ. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცესების დახვეწა მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის დადგენილებების შესაბამისად, განათლების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ქორწინების შემთხვევების სახელმძღვანელო, რომელიც მართვისთვის. მოიცავს გამოცემულია სამართლებრივ ჩარჩოს, პრაქტიკული კომუნიკაციის სტრატეგიებსა და რეფერირების პროცედურებს. პროკურატურა 2024 წელს აქტიურად ახორციელებს არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების მონიტორინგსა და სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზს, აგრეთვე პროკურორებისა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას ბავშვთა დაცვის მიმართულებით. იმავე მიმართულებით ჩატარებულმა უწყებათაშორისმა შეხვედრებმა და სამუშაო შეხვედრებმა გააძლიერა უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კოორდინაცია, რაც ხელს უწყობს ეფექტურ რეაგირებას ბავშვთა უფლებების დაცვისთვის. საინტერესოა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივები ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნისა და ინფორმაციის მიწოდების მხრივ. 2024 წელს 2,500 ბროშურა გამოიცა ბავშვთა ფსიქოსოციალურ მომსახურების ცენტრთან დაკავშირებით, ასევე, ინტენსიური კამპანიები განხორციელდა სკოლებში – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ და „ბავშვთა უფლებები“, რასაც 1,100-მდე მოსწავლე და 400-ზე მეტი მშობელი დაესწრო. მანდატურის სამსახური წარმატებით აგრძელებს აღდგენითი პრაქტიკის დანერგვას 80 სკოლაში, მათ შორის 7 საპილოტე სკოლაში, სადაც დამუშავებულია სამოქმედო გეგმები. აღსანიშნავია სასკოლო მედიაციის პროგრამა, რომელიც კონფლიქტების კონსტრუქციულად გადაჭრას უწყობს ხელს. განათლების სამინისტრო მუშაობს ნაადრევად სკოლიდან გამოსვლის პრევენციაზე, მონიტორინგის სისტემა მოიცავს 45 დღიანი გაცდენის კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში სოციალური მუშაკების ჩართვას. 2025 წლიდან სავალდებულო განათლება გახდება 10-წლიანი, რაც ბავშვს უფრო ჩამოყალიბებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს. სპეციალური ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. 2022 წელს იდენტიფიცირებული სკოლის მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 611 ბავშვიდან 20242025 სასწავლო წლისთვის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოსწავლის აქტიური სტატუსით ირიცხება 40 ბავშვი. სოციალური მუშაობის დელეგირების დოკუმენტის მომზადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო, რასაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაწილეობით განიხილეს. მუნიციპალიტეტებში ბავშვთა შემთხვევების მართვის საკოორდინაციო მექანიზმების შექმნის მიზნით, 84 შეხვედრა გაიმართა თემატური სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც შეიქმნა მოკლევადიანი და გრძელვადიანი კოორდინირებული გეგმები. ბავშვთა უფლებათა კოდექსის შესაბამისად, სამინისტრომ დაიწყო ბავშვთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა, რომლის მონაცემთა დაცვის ინსტრუქციის დამტკიცება საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს 2026 წლის 1 ოქტომბრამდე. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან მიმართებაში იუსტიციის სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს განრიდების და მედიაციის პროგრამების ფარგლებში 1083 პირი განრიდებულ იქნა და 343 მედიაციის კონფერენცია ჩატარდა. მათივე უწყებამ დახვეწა უნიფიცირებული რისკისა და საჭიროებების შეფასების მექანიზმი, ხოლო რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებში ჩაერთო 1085 არასრულწლოვანი. პროკურატურამ გააგრძელა ბრალდებულ და განრიდებულ არასრულწლოვანთა საქმეების მონიტორინგი, გააკეთა სტატისტიკური ანალიზი და მიაწოდა ინფორმაცია მულტიდისციპლინურ საბჭოებს, რაც დაეხმარა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაგირების პროცესის ოპტიმიზაციას. ასევე, განხორციელდა კრიმინოლოგიური კვლევა არასრულწლოვნების მახასიათებლების შესასწავლად, რამაც ხელი შეუწყო შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვას. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვის მიმართულებით, მობილური ჯგუფებმა 2024 წელს დაამყარეს 412 ახალი კონტაქტი, რაც ზრდის ბავშვთა მხარდაჭერის სისტემის ეფექტურობას. ქუჩაში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე მორგებული სერვისების შექმნა და მათი ფსიქოსოციალური მხარდაჭერა გრძელდება. სერვისებში შემავალი ბავშვები იღებენ როგორც დღის ცენტრის, ისე თავშესაფრის სერვისებს, რომელიც მოიცავს კვებას, ჰიგიენას, სამედიცინო და საგანმანათლებლო მხარდაჭერას, სოციალური უნარების განვითარებასა და ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციას. სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლის ახალგაზრდებისთვის საჭიროებების კვლევამ გამოავლინა ბენეფიციარების მხარდაჭერის სისტემის გაუმჯობესების საჭიროება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მომსახურება გაგრძელდება მათთვის, ვისაც შეუსრულდა 21 წელი და კვლავ სწავლობს ბაკალავრიატზე. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 2024 წელს დაახლოებით 20%-ით, რაც საშუალებას აძლევს გაფართოვდეს ქვეპროგრამები, მომსახურების მიმწოდებლები და ბენეფიციართა რაოდენობა. ძალადობის მსხვერპლი და მიუსაფარი ბავშვების მხარდასაჭერად ფუნქციონირებს დღის ცენტრები და თავშესაფრები, სადაც ბავშვები იღებენ როგორც პირველადი საჭიროებების სერვისებს, ასევე ფსიქოსოციალურ, სამედიცინო და საგანმანათლებლო მომსახურებას, რაც ხელს უწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას და ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებას. ქალის და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის გაძლიერება ცხოვრების ყველა სფეროში, სამართლებრივი გარანტიების მიხედვით თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ამავე პრინციპის ფაქტობრივი რეალიზაციის ხელშესაწყობად; თანაბარი შესაძლებლობებისა და ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად სისტემური და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესება და ქალებისა და გოგოების გაძლიერება 2024 წელს საქართველოს სხვადასხვა უწყებებმა ქალთა გაძლიერების მიმართულებით მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური შევიწროვების პრევენციის თემაზე 521 პოლიციელმა გაიარა სწავლება, ხოლო გამომძიებელთა გადამზადება სექსუალური დანაშაულების გამოძიებაზე ჩაატარდა 204 მსმენელისთვის. 25 მართლწესრიგის ოფიცერს კი გადაეცათ ცოდნა შემაკავებელი ორდერის გამოყენების, რისკის შეფასებისა და ელექტრონული ზედამხედველობის საკითხებზე. უძრავ ქონებაზე წვდომის გასაზრდელად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეფორმის შედეგად, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, რეგისტრირებული საკუთრების 49.9%-ი ქალებს ეკუთვნის, 2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე კი რეგისტრირებული მესაკუთრის 48.6% ქალია. ეკონომიკურ გაძლიერებაზე აქცენტი გაკეთდა სახელმწიფო პროგრამებში ქალთა ჩართულობაზე. „დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 11 636 სამუშაოს მაძიებელმა, აქედან 8 312 ქალი. „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ“ ინოვაციურ ღონისძიებებსა და ტრენინგებში 2024 წელს 17 905 პირი გადაამზადა, რეგიონული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 422 აპლიკანტიდან 177 ქალია, ხოლო გამარჯვებული 42 სტარტაპიდან 14 ქალია. პოლიტიკურ გაძლიერებაზე მიმართული ღონისძიებები მოიცავდა ქალი კანდიდატებისთვის ორი საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრის ჩატარებას, სადაც მონაწილეობა 40 ქალმა მიიღო. თავდაცვის სამინისტროში ქალებისთვის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, 2024 წელს ჩატარდა ტრენინგები მენტორინგის შესახებ 22 პირისთვის, მათ შორის 19 ქალი. თავდაცვის ძალებში ერთი ქალი დაწინაურდა პოლკოვნიკის წოდებით, ხოლო ორი ქალი მეთაურის თანამდებობაზე დაინიშნა. ძალადობის წინააღმდეგ მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტომ შეიმუშავა სოციალური მუშაკების ინსტრუმენტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ადრეული ქორწინების შემთხვევების მართვის სახელმძღვანელო. 2024 წელს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა სქესობრივი დანაშაულების საქმეში მხარი დაუჭირეს 312 დაზარალებულს/მოწმეს, ხოლო ოჯახში ძალადობის საქმეებში 2227 დაზარალებულს/მოწმეს. 2024 წელს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური ძალადობის და სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა სისტემურ, მრავალმხრივ და კოორდინირებულ მიდგომას დაეყრდნო. სახელმწიფო უწყებები აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, მათ შორის გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო, რათა უზრუნველეყოთ არა მხოლოდ სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფა, არამედ დაზარალებულთა რეალური დაცვა, პროფესიული უნარების გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გენერალური განვითარების პროკურატურის დეპარტამენტის ზედამხედველობისა მონიტორინგის და ფარგლებში სტრატეგიული განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახური ძალადობისა და სქესობრივი დანაშაულების საქმეებს. თითოეული საქმის კონტექსტი დეტალურად შეფასდებოდა: რამდენად დროულად იწყებოდა გამოძიება, რამდენად სრულყოფილად ხორციელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, როგორ განისაზღვრებოდა დაზარალებულის სტატუსი, რამდენად სწორად გამოიყენებოდა მტკიცებულებები, და რამდენად გამჭვირვალე იყო სასამართლოში წარმოდგენილი დასკვნები. სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი ასევე გადამწყვეტი აღმოჩნდა. ანალიტიკური სამმართველო აკვირდებოდა სხვადასხვა ფაქტორს: ძალადობის ტიპს, დაზარალებულის ასაკს, სქესს, ტერიტორიულ განფენილობას, დანაშაულის ჩადენის გარემოებებს. ასეთი დეტალური მონაცემები საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას, სამართალდამცავ და სოციალური მომსახურების სტრუქტურებს, დროულად დაეგეგმათ პრევენციული ღონისძიებები, გამოევლინათ მაღალი რისკის ჯგუფები და რესურსი მიმართოთ იქ, სადაც პრობლემა ყველაზე მწვავეა. პროფესიული განვითარება კვლავ მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. მთელი წლის განმავლობაში გაიმართა სემინარები და ტრენინგები პროკურორებისთვის, გამომძიებლებისთვის, სოციალური სამართალმცოდნეებისთვის. მუშაკებისთვის, ტრენინგების თემები ფსიქოლოგებისთვის მოიცავდა და ძალადობაზე ორიენტირებულ სამართლებრივ მიდგომებს, ტრავმაზე ორიენტირებული მომართვის მეთოდებს, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და დაზარალებულის დაცვას სამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე. დაზარალებულთა მხარდაჭერა ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტი იყო. გაძლიერდა ცხელი ხაზების ფუნქციონირება, დაემატა კრიზისული ცენტრები და დროებითი თავშესაფრები, გაიზარდა ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების შესაძლებლობები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდა 2024 წელს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისა და საჭიროებების უზრუნველყოფის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. სხვადასხვა სახელმწიფო უწყება და საერთაშორისო პარტნიორები ერთობლივად მუშაობდნენ სამ ძირითად მიმართულებაზე: ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და შშმ პირების თანასწორი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება ეფუძნებოდა შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური და ბიოფსიქოსოციალური მოდელების პრინციპებს, რაც უზრუნველყოფს ინდივიდუალური საჭიროებების აღრიცხვას და სერვისების მიმართ გონივრულ მისადაგებას. ჯანდაცვის დევნილთა, სფეროში შრომის, საქართველოს ჯანმრთელობისა და ოკუპირებული სოციალური ტერიტორიებიდან დაცვის სამინისტრომ გააძლიერა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის. ქვეყნის მასშტაბით 2024 სერვისებისთვის წელს განახლდა სტაციონარული საჭირო სტანდარტები, რომლებიც და ამბულატორიული მოიცავს უსაფრთხო გადაადგილების პირობებს, შენობის არქიტექტურულად ადაპტაციას და სპეციალურ ნებართვებს. ამისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი რეგლამენტები, მათ შორის საქართველოს მთავრობის წლის 2020 დადგენილება №732 „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის პროცესში 2024 წელს აქტიურად აღნიშნული მიმდინარეობდა მოდელი ბიოფსიქოსოციალური უზრუნველყოფს ბავშვისა (ბფს) მოდელის დანერგვა. და სრულწლოვანი პირის საჭიროებების ინდივიდუალურ შეფასებას, რაც მოიცავს ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კომპონენტებს. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა შემთხვევის მართვის გაიდლაინი, ასევე მომზადდა სპეციალისტებისთვის სატრენინგო კურსები, რომლებიც საშუალებას იძლევა შეფასების პროცესში ჩართონ ბავშვები და ზრდასრულები, მათი ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად. დამოუკიდებელი ხორციელდებოდა გეოგრაფიული ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით, 2024 პერსონალური ასისტენტისა და პროგრამების გაფართოება. პერსონალური შინმოვლის ასისტენტის წელს მომსახურებით სარგებლობდა 126 ბენეფიციარი. შინმოვლის სერვისით სარგებლობა 104 შშმ პირმა შეძლო იმერეთში, გურიაში, აჭარაში, შიდა და ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში. დასაქმების სფეროში საქართველოს მთავრობის 2024 წლის პროგრამებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა შშმ პირების ინტეგრაცია შრომის ბაზარზე. ინდივიდუალური კონსულტირება სერვის ცენტრებში გაიარა 525 შშმ პირმა, შედეგად დასაქმდა 181 პირი. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 267 მოწყვლადი ჯგუფის სამუშაოს მაძიებელს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება, აქედან შშმ პირი - 188. დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფებისა და შშმ პირთათვის დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მოძიებული იქნა 148 ვაკანსია, დასაქმებულია 30 შშმ პირი. 2024 წელს ორგანიზებული იქნა 7 დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 245 დამსაქმებელმა და 1 400-მდე დაინტერესებულმა პირმა. სამართალდამცავმა ორგანოებმა და საჯარო უწყებებმა მოახდინეს შენობებსა და სერვისებს ადაპტირება შშმ პირებისთვის. მაგალითად, ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორი, ავჭალის ქ. №7-ში მდებარე მესამე დამხმარე შენობა, ქუთაისის იზოლატორი და ონის სახანძრო-სამაშველო შენობა სრულად ადაპტირებული იყო შშმ პირების საჭიროებებზე. შსს-ში 1100-მდე თანამშრომელი გადამზადდა შშმ პირებთან კომუნიკაციის სტანდარტებზე. სასამართლო სისტემაში მოხდა გადამზადება შშმ პირების საჭიროებების შესახებ, კერძოდ, 1 ტრენინგი ჩატარდა 6 მოსამართლისა და 6 სასამართლო მოხელისთვის. „112“-ის ოპერატორებისთვის ტრენინგ-კურსებში მონაწილეობა მიიღო 29 თანამშრომელმა, ხოლო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გადამზადდა 173 თანამშრომელი. მობილური და ტექნოლოგიური სერვისების მიმართულებით 2024 წელს დაიწყო Las Georgia აპლიკაციის ადაპტირება უსინათლო და მცირემხედველ პირებზე, რაც მოიცავს შრიფტის გადიდებას, კონტრასტის ცვლილებასა და ტექსტის გახმოვანების ფუნქციას. ასევე, 5 საპილოტე სანოტარო ბიურო ადაპტირებული იქნა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის, ხოლო 2025 წელს დაგეგმილია კიდევ 7 ბიუროს ადაპტირება. იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით გაიმართა რიგი შეხვედრები შშმ პირებთან, რათა უკეთ შეფასებულიყო მათი საჭიროებები მართლმსაჯულებაზე წვდომის კუთხით. ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევაა მარაკეშის ხელშეკრულების რატიფიცირების შედეგად განპირობებული საავტორო უფლებების კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში გაიზარდა ადამიანის უფლებათა მიმართულების ადამიანური რესურსი შეივსო – ერთი შტატგარეშე პოზიცია, რაც საშუალებას აძლევს დეპარტამენტს უფრო ეფექტურად განახორციელოს შშმ პირების უფლებების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება. ასევე, მომზადდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების ანგარიში“, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს. ანგარიშში ასახულია საჯარო დაწესებულების ჩართულობა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებელს. პროკურატურამ გააძლიერა შშმ პირთა მიმართ დანაშაულებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეაგირება. 2024 წელს შშმ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა 60%-ით გაიზარდა, ხოლო 19 პროკურორისა და 6 მენეჯერისთვის განხორციელდა სპეციალური ტრენინგები, რომლებიც მოიცავდა შშმ პირებთან კომუნიკაციის უნარებს და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სპეციფიკას. დასაქმებისა და განათლების მიმართულებით, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის პროგრამების ფარგლებში 525 შშმ პირს გაეწია ინდივიდუალური კონსულტაცია დასაქმების კუთხით, შედეგად 31 პირი დასაქმდა. ამავე პერიოდში მოეწყო ფორუმები, საინფორმაციო შეხვედრები და საკონსულტაციო სერვისები, რაც დაეხმარა შშმ პირებს პროფესიული უნარების განვითარებაში. პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელდა ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავება. პროფესიული უნარების სააგენტომ შექმნა კონცეფცია ინკლუზიური განათლების განვითარებისათვის, მოეწყო ტრენინგები პროფესიული საგანმანათლებლო სპეციალისტებისთვის, რომელთა დაწესებულებების რაოდენობამ 38 შეადგინა, ინკლუზიური და დამყარდა მხარდაჭერის ქსელი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფარგლებში შეიქმნა მხარდამჭერი ცენტრები, რაც საშუალებას აძლევს შშმ სტუდენტებს სრულფასოვნად მიიღონ განათლება. 2024-2025 სასწავლო წლისთვის დაფინანსდა 107 საბაკალავრო და 4 სამაგისტრო სტუდენტი. ხანდაზმულთა უფლებების დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერება 2024 წელს საქართველოში საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიმართულებით ხანდაზმულთა მათი აქტიური განვითარდა. უფლებების დაცვა ჩართულობის საქართველოს და ხელშეწყობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საპენსიო ასაკის მოქალაქეებს. წლის განმავლობაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფარგლებში 1002 ხანდაზმული მოქალაქე ჩაერთო, მათ შორის 882 ქალი, რაც საშუალებას აძლევს მათ საკუთარი რესურსების გამოყენებით დასაქმდნენ. დასაქმებულთა რაოდენობამ 764 შეადგინა, აქედან 678 ქალი. ხანდაზმულთა „სახელმწიფო უფლებების ზრუნვისა და დაცვის კუთხით ტრეფიკინგის მნიშვნელოვანი მსხვერპლთა, იყო სსიპ დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობდა ხანდაზმულთა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ძალადობის საკითხებზე. მონიტორინგის გაძლიერების შედეგად გაიზარდა სპეციალისტთა რაოდენობა და მომსახურების დაფარვის მასშტაბიც, თუმცა 24-საათიანი დაწესებულებებისთვის ძალადობის გამოვლენის ინსტრუმენტი ჯერ კიდევ შემუშავებული არ არის. საქართველოს პროკურატურამ ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ეფექტიან გამოვლენასა და რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება. 2024 წელს შეისწავლეს 600-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე, რაც მოიცავდა გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის ტენდენციების ანალიზს, ხოლო შედეგები ქართულ და ინგლისურ ენებზე საჯაროდ სტატისტიკა 60 გამოქვეყნდა. წელს შინაგან გადაცილებული საქმეთა სამინისტრომ პირებისთვის, წარმოადგინა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მიხედვით, რომელიც საჯარო პორტალზეა ხელმისაწვდომი. ხანდაზმულთა ჯანმრთელობის მხარდაჭერის მიმართულებით აქტიურად ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი (2 911 000), რომელიც უზრუნველყოფს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე საინფორმაციო კონსულტაციებს, საჭიროების შემთხვევაში კი რესპონდენტებს გადაამისამართებს კრიზისულ თავშესაფრის მაძიებლების, მულტისისტემურ სერვისებში. საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, მოქალაქეობის არმქონე პირების, მიგრანტების, ეკომიგრანტებისა და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების განგრძობადი დაცვა და ხელშეწყობა საანგარიშო პერიოდში საქართველოს სოციალური და ინტეგრაციის პოლიტიკა ყურადღებას უთმობდა თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და ეკომიგრანტების უფლებების დაცვასა და ინტეგრაციას. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ განაახლა უცხოელთა ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხელმისაწვდომი გახდა 6 ძირითადი კომპონენტი: ქართული ენის კურსები, სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლების კურსები, საკონსულტაციო სერვისები, სამედიცინო დახმარება, ტრანსპორტისა და ინტერნეტის დაფინანსება, ასევე სპორტული, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები. პროგრამით სარგებლობა შესაძლებელი გახდა თბილისში და ქუთაისში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო სასაზღვრო პოლიციის 35 თანამშრომლის ტრენინგი საერთაშორისო დაცვის და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებში, ხოლო 72 პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგები UNHCR-ის მხარდაჭერით. ქვეყნის მასშტაბით საანგარიშო წელს საინფორმაციო სესიები მოეწყო და საინფორმაციო უზრუნველყოფდა დაფები მოეწყო თავშესაფრის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცნობიერების ცენტრებში, რაც ამაღლებას მათი უფლებების შესახებ. ეკომიგრანტების საკითხში 2024 წელს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტომ გეოლოგიურად შეფასა 4266 ოჯახის საცხოვრებელი ნაკვეთი; 1370 ოჯახს რეკომენდაცია მიეცა უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით, ხოლო 2896 ოჯახს – პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით. სტიქიით დაზარალებული 392 ოჯახისთვის შეძენილ იქნა ახალი საცხოვრებელი სახლები, ხოლო 565 ოჯახმა საკომპენსაციო მუნიციპალიტეტებში. თანხა მიიღო ლანჩხუთსა და ოზურგეთის საკონსულო სფეროში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს გახსნა 2 ახალი გენერალური საკონსულო (ლიონი, კრაკოვი) და 5 საპატიო საკონსულო (იაპონია, აშშ, ლუქსემბურგი, ესპანეთი, უნგრეთი), აგრეთვე ამოქმედდა საკონსულო საქმიანობის ელექტრონული მართვის სისტემა (GeoConsul) ახალი ფუნქციონალით, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების ელექტრონულ აღრიცხვას. დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის კუთხით განახლდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს სოციალურ ინიციატივებს, სამედიცინო დახმარებას, პროფესიული მომზადება-გადამზადებას, დროებით საცხოვრებელს, ერთჯერად ფულადი დახმარებას და ბავშვებისთვის სპორტულ/შემოქმედებით/შემეცნებით კურსებს. მონაცემთა მართვის გაუმჯობესების მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება IOM-ისა და ITA-ს შორის, მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის ტექნიკური განვითარების სამუშაოები. პრიორიტეტი III-ის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების სახელმწიფო პოლიტიკაში სრულად ინტეგრირებისთვის, საჭიროა მუშაობის დევნილთა, შრომის, გაგრძელება და შემდეგი რეკომენდაციების შესრულება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:  ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება;  სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა და მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესება;  ქალთა არაფორმალური დასაქმების საკითხების კვლევა;  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების (ბარნაჰუსი) რაოდენობის და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა;  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრევენციული მომსახურებების განვითარება;  რთულ ქცევაზე რეაგირების მექანიზმების კონცეფციის გაცნობა და განხილვა პროფესიონალებთან/ექსპერტებთან უკუკავშირის მისაღებად;  ბავშვის შემთხვევის მართვის ელექტრონული სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელება. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ უზრუნველყოს:  ხანდაზმულთა 24 საათიან დაწესებულებებში ძალადობის გამოვლენის ინსტრუმენტის შემუშავება;  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურებების შეფასება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს:  ასაკოვან და ხანდაზმულ პირთა უფლებების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე მუშაობის გაგრძელება;  ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის საქართველოს 2024-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის შესრულების 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური პროგრეს ანგარიშების მომზადება. სსიპ - იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ უზრუნველყოს:  მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთათვის ტრენინგების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის შესახებ;  სასამართლოს მანდატურის სამსახურის გადამზადება ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:  გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან და არასრულწლოვან პირთა ეფექტური ჩართულობის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ სასწავლო მოდულის შემუშავება;  ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისთვის. სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უზრუნველყოს:  მენტორშიფის პროგრამის განხორციელება ინოვატორი ქალებისთვის;  ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის ქალი ინოვაციური მეწარმეების ფორუმის განხორციელება. სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურმა უზრუნველყოს:  იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგების პროფესიული გაძლიერება. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების გზით; იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა 2024 წელს საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვის, მათი უსაფრთხო და ღირსეული საკუთარ სახლში დაბრუნების უზრუნველყოფისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით კვლავ აქტიურად მიმდინარეობდა. საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი მიღწევაა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის რეზოლუცია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ, რომელიც ადასტურებს მათი უსაფრთხო დაბრუნების განუყოფელ უფლებას და გმობს ძალისმიერ დემოგრაფიულ ცვლილებებს. ასევე, ევროპის საბჭოსა და ეუთოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საერთაშორისო მხარდაჭერას წარმოადგენენ საქართველოს მცდელობებში. რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა, საანგარიშო პერიოდში, აქტიურად იყო დასმული და განხილული ორმხრივ ფორმატში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრასა თუ პოლიტიკურ კონსულტაციებზე. ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული პრობლემების საკითხი ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა 2024 წელს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60, 61-ე და 62-ე რაუნდებზე. გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე როგორიც არის, მათ შორის ქართველთა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, დაკავებები და გატაცებები, გადაადგილების თავისუფლება და სხვ. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, განაგრძობდნენ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, აღნიშნულის განხორციელება საოკუპაციო ძალების დესტრუქციული მიდგომის გამო, ვერ მოხერხდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ფორმალურად თანხმობას აცხადებდნენ ოკუპირებულ გალში IPRM-ის შეხვედრების აღდგენაზე, თუმცა რეალურად, ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნება „სოფლად სახლის“ პროგრამისა და დევნილთა საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფარგლებში — 1358 სახლი შეძენილი იქნა, 262 ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში დარეგისტრირდა, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული და დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული შესაბამისი საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში დაურეგისტრირდა 359 დევნილ ოჯახს. განსაკუთრებულ სამშვიდობო პროცესში. ყურადღებას ჟენევის დაეთმო დევნილ მოლაპარაკებებში ქალთა რეგულარულ ჩართულობას შეხვედრებს ესწრებოდნენ კონფლიქტით დაზარალებული ქალები და მათი უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც უზრუნველყოფდა დევნილთა, მათ შორის ქალთა უფლებებისა და საჭიროებების სისტემატურ განხილვას საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორ ქვეყნების ჩართულობით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესაბამისად 2024 წელს საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების მდგომარეობის დაცვისა გაუმჯობესების და მათი სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებით ინტენსიური ძალისხმევა განახორციელა როგორც საერთაშორისო, ისე შიდა დონეზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად სვამდა საკითხს საერთაშორისო დღის წესრიგში — ევროკავშირთან სტრატეგიულ დიალოგსა და ასოცირების საბჭოზე, გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს ფორმატებში, სადაც მიღებულ დოკუმენტებში ასახული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევები. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა გაეროს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები, ასევე, ევროპარლამენტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებები, რომლებშიც ხაზგასმული იყო რუსეთის პასუხისმგებლობა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეუზღუდავი დაშვების აუცილებლობა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 60-62-ე რაუნდებზე ქართული მხარე აქტიურად აყენებდა სიცოცხლის უფლების, თავისუფალი გადაადგილებისა და უკანონო დაკავებების ევროკავშირის პრობლემებს. სადამკვირვებლო ერთ-ერთ მისიის მთავარ ოკუპირებულ საკითხად რჩებოდა რეგიონებში დაშვების უზრუნველყოფა. შიდა მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობისა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გასაძლიერებლად. 2024 წელს 1500-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო დაფინანსება, 192-მა პირი — საგამოცდო გარეშე ჩარიცხვის შესაძლებლობა, ხოლო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლა 1500-ზე მეტმა ბენეფიციარმა. „მშვიდობის ფონდის“ საგრანტო კონკურსში დაფინანსდა 16 ერთობლივი ბიზნესპროექტი, ხოლო მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებით ისარგებლა 189 ადამიანმა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა საჭიროებებზე: ჟენევის მოლაპარაკებების პარალელურად ჩატარდა შეხვედრები კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და მათზე მომუშავე ორგანიზაციებთან, რათა სამშვიდობო პროცესში გათვალისწინებულიყო მათი გამოცდილება და პრიორიტეტები. პრიორიტეტი IV-ის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საჭიროა მუშაობის გაგრძელება და შემდეგი რეკომენდაციის გაზიარება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურმა:  უზრუნველყოს დამატებითი საკონსულტაციო ცენტრების გახსნა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ. 2023 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებითა და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის მიღებით, სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებების დაცვისადმი ერთგულება. 2024 წლის შესრულების ანგარიშმა აჩვენა, რომ განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება ოთხივე სტრატეგიული პრიორიტეტისა და 27 მიზნის ფარგლებში, ასევე ჩაეყარა საფუძველი აქტივობებს, რომლებიც გაგრძელდება მომდევნო წლებში. განიხილა რა წარმოდგენილი ანგარიში, კომიტეტმა დადებითად შეაფასა საანგარიშო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საქმიანობა და ამ სფეროში ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი. კომიტეტმა აღნიშნა, რომ გამოწვევები სხვადასხვა მიმართულებით კვლავ არსებობს და საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ამ გამოწვევების დასაძლევად. იმავდროულად, იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული დავალებების სრულყოფილად შესრულება, უნდა განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი