საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2024 წლის შესრულების ანგარიშზე“ (№1-6569/25; 09.07.2025)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-27
ბიუროს ნომერი 82
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-13959/25
24-10-2025
საქართველოს პარლამენტის იურიდიული
დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
დასკვნა
საქართველოს
მთავრობის
„შეზღუდული
შესაძლებლობის
ძირითადი
უფლებებისა
მიერ
და
წარმოდგენილ
მქონე
პირთა
თავისუფლებების
რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა
უზრუნველყოფის
ღონისძიებების
2024
წლის
შესრულების ანგარიშზე“ (№1-6569/25; 09.07.2025)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტმა
2025
წლის
24
ოქტომბრის
სხდომაზე
განიხილა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის,
სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2024 წლის შესრულების
ანგარიში“.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულების
შესაბამისად, შშმ პირთა შესახებ 2024 წლის სამოქმედო გეგმები დაამტკიცეს როგორც
საქართველოს სამინისტროებმა, ასევე, ყველა მუნიციპალიტეტმა და 20-მდე სხვა
საჯარო დაწესებულებამ.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო დაწესებულებების
მიერ განხორციელებული საქმიანობა მიემართებოდა - ცნობიერების ასამაღლებელ
ღონისძიებებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს, დამოუკიდებელი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ცხოვრების
ხელშეწყობასა
და
მისაწვდომობის
უზრუნველყოფას,
სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობას, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებს,
განათლების უფლების მისაწვდომობასა და მონაწილეობას კულტურულ, სპორტულ,
გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში, ასევე, სტატისტიკის წარმოებას.
კომიტეტი მიესალმება უწყებრივი სამოქმედო გეგმების დამტკიცების პრაქტიკის
გაგრძელებასა
და
მათ
ფარგლებში
გაწეულ
საქმიანობას,
რომელმაც
კვლავ
უზრუნველყო პროგრესი 2020 წლის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საქმეში.
ამავე
დროს,
კომიტეტი
ყურადღებას
მიაპყრობს
საანგარიშო
პერიოდში
გამოვლენილ რამდენიმე ტენდენციაზე ან/და ასპექტზე, რომლებიც მნიშვნელოვნად
უჭერენ მხარს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული
სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას:
განხორციელდა როგორც პროფესიული, ისე შშმ პირთა თემის ცნობიერების
ამაღლების მრავალი ღონისძიება, გაიზარდა შშმ პირთათვის ინფორმაციის
მისაწვდომობა ადაპტირებული მასალის გავრცელების/შექმნის საშუალებით,
შშმ პირთა უფლებრივ საკითხებსა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტებზე
შეიქმნა რიგი დოკუმენტები/სასწავლო კურსები/პროგრამები;
სხვადასხვა უწყებაში კვლავაც განხორციელდა საჭიროებების კვლევა შშმ
პირთა საკითხების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;
ჯანმრთელობის
დაცვის
და
სოციალური
დაცვის
მიმართულებით
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ კვლავაც
მიმდინარეობდა შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების
განხორციელება;
გაიზარდა
შშმ
ორგანიზაციების
რაოდენობა,
პირთა
შესაბამისად,
სერვისების
მიმწოდებელი
გაფართოვდა
სერვისების
მიწოდების გეოგრაფიული არეალი;
საანგარიშო
წელს
შშმ
პირთა
პანსიონატების
ინდივიდუალური
დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შესაბამისად, მარტყოფის შშმ პირთა
პანსიონატის ბენეფიციარების სრულად გადაყვანა მოხდა მცირე საოჯახო
ტიპის მომსახურებებში და მარტყოფის პანსიონატი საბოლოოდ დაიხურა.
დამოუკიდებელი
ცხოვრების
ხელშეწყობის
მიმართულებით
გასაკუთრებულად მისასალმებელია მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის
დახურვა;
2024
წელი
დანერგვისა
გარდამტეხი
და
იყო
პერსონალური
განხორციელების
გზაზე.
ასისტენტის
საანგარიშო
სერვისის
წელს
სერვისი
მისაწვდომი იყო 6 რეგიონში და მისით ისარგებლა 126 ბენეფიციარმა;
შშმ პირთა მხარდასაჭერად 6 მუნიციპალიტეტში განვითარდა „შშმ პირთა
დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო
მომსახურების“ ცენტრები;
საპილოტე პროექტის ფარგლებში განხორციელდა შშმ პირთა დამხმარე
საშუალებების გაცემა პირდაპირ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებიდან, რაც
ზრდის მისაწვდომობას;
კვლავაც
გაგრძელდა
საჯარო
სერვისების
გამცემი
დაწესებულებების
ფიზიკური ადაპტირება და აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იყო
როგორც ფიზიკური, ასევე სენსორული და ინტელექტუალური შეზღუდვის
მქონე პირთა საჭიროებები;
2024 წლიდან სსიპ - აწარმოე საქართველოს საკონსულტაციო ცენტრებში, იმ
კომპანიებს, რომელთა 50%-ზე მეტი წილის მესაკუთრე არის სოციალური
პაკეტის
მიმღები
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირი,
აქვთ
შესაძლებლობა ისარგებლონ დამატებით სააგენტოს თანამონაწილეობის
პროცენტის 5%-ით გაზრდით;
საანგარიშო პერიოდში, ასევე, განხორციელდა რკინიგზის ვებგვერდზე და
შესაბამის სისტემაში ეტლით მოსარგებლე პირების მიერ ბილეთების შეძენის
ფუნქციონალის
უზრუნველყოფა.
ანალიტიკური
სამსახურის
განხორციელდა
ვებგვერდის
სსიპ
ადაპტირება
-
საფინანსოშეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის ვებგვერდების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სრულად ადაპტირდა
შემდეგი ვებგვერდები: comcom.ge, mediatsigniereba.ge;
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურატურის
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით
ერთვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსხვერპლის სისხლის
სამართლის საქმეში. 2024 წელს, შშმ მოწმის, დაზარალებულისა და
ბრალდებულის მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა
66%-ში,
პროკურორების
და
გამომძიებლების
მიერ
გამოყენებულია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და 40
ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა. 2024 წელს,
სისხლის სამართლის საქმეებში შშმ მსხვერპლთა, მათ შორის შშმ ქალების,
53%-მა ისარგებლა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების
სამსახურის სერვისით;
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის
განხორციელების შედეგად დასაქმებულია 181 შშმ პირი;
სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შემუშავდა გონივრული
მისადაგების
თემატიკაზე
ბუკლეტის
ტექსტი,
სადაც
ყველა
დაინტერესებული პირისთვის განმარტებულია აღნიშნული საკითხის რაობა
და მისი გამოყენების სფერო;
2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, საქართველოს
პარალიმპიური კომიტეტის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგები
აჩვენა და 9 მედალი მოიპოვა;
დადებითად შესაფასებელია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებისათვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული
სამუშაოები და საარჩევნო ადმინისტრაციის მზაობა შშმ პირების მიერ ხმის
მიცემის უზრუნველყოფისათვის.
ზემოხსენებულის
პარალელურად,
კომიტეტი
ხედავს
გამოწვევებს
და
ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
1.
წარმოდგენილი
შესაძლებლობის
მქონე
ანგარიში
პირთა
არ
შეიცავს
უფლებების
ინფორმაციას
კონვენციის
შეზღუდული
იმპლემენტაციისთვის
პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობის შესახებ.
„შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
უფლებების
იმპლემენტაციის
უწყებათაშორისი
საკოორდინაციო
კომიტეტის
კონვენციის
შექმნისა
და
დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის
№551 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, კომიტეტის საქმიანობის
შესახებ ინფორმაცია აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო
გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებულ ყოველწლიურ საპარლამენტო
ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ კომიტეტს საანგარიშო წელს
სხდომა არ
გაუმართავს. აღსანიშნავია, რომ „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის
თაობაზე“
საქართველოს
პარლამენტის
2025
წლის
12
ივნისის
დადგენილებით საქართველოს მთვარობის მიმართ გაიცა რეკომენდაცია, რომ მან
„შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
უფლებების
იმპლემენტაციის
უწყებათაშორისი
საკოორდინაციო
კომიტეტის
კონვენციის
შექმნისა
და
დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის
№551 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, გააგრძელოს შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
უფლებების
კონვენციის
იმპლემენტაციის
უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომების გამართვა. აღნიშნული
გულისხმობს, რომ კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, უნდა გაიმართოს წელიწადში
ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარეს/თანათავმჯდომარეს,
უფლება აქვს, მიიწვიოს კომიტეტის რიგგარეშე სხდომა. ამდენად, აუცილებელია
უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა და
სხდომების გამართვა. ამდენად, შემდგომ საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილ
იქნეს
ინფორმაცია
უწყებათაშორისი
საკოორდინაციო
კომიტეტის
მუშაობის
ეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ;
2. ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულია ბრძანება „შესაძლებლობის
შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის
დანერგვასთან
დაკავშირებით
განსახორციელებელი
ღონისძიებების
2023-2025
წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. ამავე დროს, წარმოდგენილი
ანგარის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბიოფსიქოსოციალური მოდელის რეფორმის
მიმართულებით მხოლოდ მულტიდისციპლინური გუნდისა და პედაგოგებისათვის
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის პროცესში ბიოფსიქოსოციალური
შეფასების დანერგვის საკითხზე სპეციალური სატრენინგო კურსი მომზადდა.
აუცილებელია,
ბიოფსიქოსოციალური
მოდელის
რეფორმის
განხორციელების
პროცესში ხელშესახები პროგრესი ვლინდებოდეს, რაც, სამწუხაროდ, არ ვლინდება. ეს
რეფორმა საკვანძო მნიშვნელობისაა შშმ პირთა უფლებრივი გაუმჯობესების გზაზე.
ამდენად, მთავრობამ გააძლიეროს მუშაობა „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის
დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით
განსახორციელებელი
ღონისძიებების
2023-2025
წლების
სამოქმედო
გეგმის“
აღსრულების მიმართულებით და მომდევნო საპარლამენტო ანგარიშში წარმოადგინოს
ინფორმაცია ხსენებული სამოქმედო გეგმის აღსრულების მდგომარეობის შესახებ;
3. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებით
დამტკიცდა „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც
მოიცავს მათ შორის მოიცავს იმ კომპონენტებს, რომლებიც უშუალოდ შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისთვისაა
განკუთვნილი.
ესენია
-
სამუშაო
(1)
ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი და (2) დაცული
სამუშაო
ადგილების
სუბსიდირების
კომპონენტი.
წარმოდგენილი
ანგარიშის
შესაბამისად, არ იკვეთება რომ შშმ პირთა მიმართ განხორციელდა ამ კომპონენტების
იმპლემენტაცია და ის შესაბამის ხელშესახებ შედეგში რეალიზდა. რამდენადაც შშმ
პირთა დასაქმებისკენ ორიენტირებული პროგრამები სიმრავლით არ გამოირჩევა, მით
უფრო მნიშვნელოვანია არსებული რესურსის/პროგრამის მაქსიმალური ათვისება.
ამდენად,
ხსენებული
მიმართულებით
მომდევნო
ანგარიშში
წარმოდგენილ
აუცილებელია
იქნეს
მუშაობის
ინფორმაცია
შშმ
გაძლიერება.
პირთა
მიმართ
„დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს
მთავრობის
2024
წლის
31
დეკემბრის
№487
დადგენილების
აღსრულების მდგომარების შესახებ;
4. ანგარიში შეიცავს ზოგად ინფორმაციას საანგარიშო წელს საპილოტედ
მუნიციპალიტეტების მხრიდან პერსონალური ასისტენტის პროგრამის აღსრულების
მიმართულებით. ცხადია, არსებული პროგრესი მისასალმებელია. ამავე დროს, 2025
წლიდან
ხსენებული
პროგრამის
განხორციელება
ყველა
მუნიციპალიტეტის
კანონისმიერი ვალდებულება გახდა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
„მუნიციპალიტეტის ორგანოების/დაწესებულებების ამ კანონით გათვალისწინებული
უფლებამოსილებები (რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად არ არის მუნიციპალიტეტის საკუთარი
უფლებამოსილებები)
არის
სახელმწიფოს
მიერ
მუნიციპალიტეტისათვის
დელეგირებული
უფლებამოსილებები,
ზედამხედველობას
საქართველოს
რომელთა
შესრულებაზეც
ორგანული
კანონით
დარგობრივ
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის სამინისტრო“. ამდენად, მომავალ ანგარიშში წარმოდგენილ იქნეს
ინფორმაცია: ა) პერსონალური ასისტენტის სერვისის ეფექტიანობისა და შედეგების
თაობაზე, მათ შორის, იმ ინფორმაციის მითითებით რამდენმა შშმ პირმა მიმართა
მუნიციპალიტეტს სერვისში ჩართვის მიზნით და რამდენს ეთქვა უარი, სერვისში
ჩართვაზე უარის თქმის საფუძვლის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ)
იმ მუნიციპალიტეტების შესახებ, სადაც პერსონალური ასისტენტის სერვისი ვერ
ხორციელდება ან შეფერხებით ხორციელდება; გ) იმ ძალისხმევის შესახებ, რომელიც
გასწია
საქართველოს
ჯანმრთელობისა
პერსონალური
და
ოკუპირებული
სოციალური
ასისტენტის
ტერიტორიებიდან
დაცვის
სერვისის
სამინისტრომ
მიმწოდებელი
დევნილთა,
შრომის,
მუნიციპალიტეტებში
ორგანიზაციებისა
და
პერსონალური ასისტენტობის მსურველი პირების რაოდენობის ზრდისათვის.
მთლიანობაში კომიტეტმა მოიწონა განხილული ანგარიში და დადებითად
შეაფასა
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
უფლებების
დაცვის
მიმართულებით სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი