საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის ინტერპელაცია
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი (45 KB)
📄 ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა (151 KB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (31.9 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (19.2 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.8 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (2.6 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (4.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.0 MB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2025-10-29
📜 ტექსტი
ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა
2-13852/25
22-10-2025
საქართველოს პარლამენტის თავმჯომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების
საფუძველზე გიგზავნით საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“
შეკითხვებს ინფრასტრუქტურის მინისტრის, ბატონი რევაზ სოხაძისთვის,
ინტერპელაციის წესით მიმართვისთვის.
1.ჩუღურეთის რაიონის ოთხ სკოლას ესაჭიროება რეაბილიტაცია. მათ შორის:
37-ე საჯარო სკოლის სასწავლო პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს 30-ე
საჯარო სკოლაში, მესამე ცვლაში.
26-ე საჯარო სკოლის ერთი ფლიგელი გარემონტებას საჭიროებს. ეს ფლიგელი
არის უფუნქციო, საჭიროებს რეაბილიტაციას, რათა გაფართოვდეს საკლასო
ოთახების რაოდენობა. სვანეთის უბანს ემსახურება ეს ერთი სკოლა,
შესაბამისად აუცილებელია აღნიშნული სკოლის კეთილმოწყობა.
150-ე საჯარო სკოლა არის 100 წლის.
24-ე საჯარო სკოლას ესაჭიროება რემონტი.
როდის დაიწყება 37-ე, 150-ე, 24-ე სკოლების რეაბილიტაცია და 26-ე სკოლის ერთი
ფლიგელის შეკეთება?
2.შეგიძლიათ თუ არა, მოგვაწოდოთ ინფორმაცია წალენჯიხის პირველი საჯარო
სკოლის მშენებლობის თაობაზე?
3.შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჯგალში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით და გამოცხადდა თუ არა
ტენდერი პროექტირებაზე?
4.რა მდგომარეობაა თელავის რაიონის სოფელ ფშავლის
მშენებლობაზე და როდის იგეგმება მისი აშენება/დასრულება?
ახალი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
სკოლის
5.შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ახალციხის მე-2 საჯარო სკოლის
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ?
6.შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ.
აწყვიტას საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების შესახებ?
7.ბორჯომ-ახალციხის გზა ყოველწლიურად საჭიროებს შეკეთებას. შესაძლებელია თუ
არა გზის კაპიტალურად გაკეთება?
8.შესაძლებელია თუ არა ბორჯომ-ბაკურიანის
მატარებლის ფუნქციონირების აღდგენა?
ისტორიული
ე.წ
„კუკუშკა“
9.დაბა ადიგენსა და დაბა ასპინძაში წყალმომარაგების ქსელი გაკეთებულია, მაგრამ
მოსახლეობა ვერ ღებულობს შესაბამის სასმელ წყალს. შესაძლებელია თუ არა ამ
პრობლემის აღმოფხვრა?
10.შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ახალციხესა და ბაკურიანში
სასმელი წყლის მიწოდების მიმდინარე სამუშაოებისა და სამუშაოების დასრულების
ვადების შესახებ?
11.რამდენად შესაძლებელია გაკეთდეს ბორჯომის შემოვლითი გზა, გვირაბი და
ესტაკადები, რათა ბორჯომს ავაცილოთ ტრანზიტული მოძრაობა?
12.შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ქალაქ ახალციხეში “რაბათის
ციხის” სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ?
13.რა ეტაპზეა მარნეულში წყლისა და წყალარინების პროექტის განხორციელების
პროცესი და როდის დასრულდება?
14.რამდენად შესაძლებელია ქალაქ მარნეულში შიდა გზების რეაბილიტაციისთვის
დამატებითი თანხების გამოყოფა?
15.როგორც უკვე ცნობილია, იგეგმება ყვარლის თეატრის რეაბილიტაცია. როდის
დაიწყება პროექტის განხორციელება?
16.როგორც უკვე ცნობილია, ყვარელში დაგეგმილია სპორტული კომპლექსის
მშენებლობა, როდის დაიწყება პროექტის განხორციელება და ითვალისწინებს თუ არა
იგი საფეხბურთო მოედნის გადატანას სხვა ლოკაციაზე? ასევე, სპორტული
კომპლექსის ფარგლებში იგეგმება თუ არა საცურაო აუზის მშენებლობა?
17.რა
ეტაპზეა
ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტში,
მიმართულებით მიმავალი გზის სამუშაოები?
კოლხეთის
დაბლობის
18.როდის გაგრძელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის ბაღის
რეაბილიტაცია, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია?
19.როგორ მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები,
რა მონაკვეთებია დასრულებული და რა გრაფიკით არის დაგეგმილი პროექტის
სრული დასრულება?
20.ანაკლიის პორტის წარმატებული განვითარება მოითხოვს ეფექტურ კოორდინაციას
რკინიგზის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და ლოგისტიკური ქსელების
მიმართულებით. რა ნაბიჯებს დგამს სამინისტრო იმის უზრუნველსაყოფად, რომ
პორტის განვითარება განხორციელდეს ერთიანი სატრანსპორტო სტრატეგიის
ფარგლებში და სხვადასხვა მოდალური ინფრასტრუქტურა იყოს სრულად
ჰარმონიზებული?
21.ინფრასტრუქტურულ
პროექტებში
განხორციელებული
ინვესტიციები
წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს მთლიანი შიდა პროდუქტის
სტრუქტურაში, რომელიც, განსხვავებით მოხმარების ხარჯებისგან, უკავშირდება
კაპიტალის ფორმირების პროცესს და მიზნად ისახავს გრძელვადიანი პროდუქტიული
აქტივების შექმნას. მსგავსი ინვესტიციები განიხილება როგორც ეკონომიკური
ზრდისა და დოვლათის შექმნის ძირითადი მამოძრავებელი. ამ კონტექსტში, როგორ
აფასებს სამინისტრო განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული
პროექტების ეკონომიკურ ეფექტიანობასა და კაპიტალის შექმნის შედეგიანობას,
განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სამშენებლო სექტორში 2025 წლის მეორე
კვარტალში დაფიქსირდა 2.6%-იანი კლება?
22.ატენის საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია. როდის
განახლდება პროცესი და რა ნაბიჯებია გადადგმული აღნიშნული პრობლების
მოსაგვარებლად?
23.რა ეტაპზეა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ არაშენდაში ახალი სკოლის
მშენებლობის პროცესი და როდის დასრულდება სამუშაოები?
24.მიმდინარეობს გორის მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობა, რაც ქალაქის ამ
ნაწილისთვის, კერძოდ, რკინიგზის სადგურის დასახლებისთვის ძალიან
მნიშვნელოვანია. როდის არის დაგეგმილი საამშენებლო პროცესის დასრულება?
25.როგორც ცნობილია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტომ შიდა ქართლის რამდენიმე სკოლის სრული რეაბილიტაციის
ტენდერი გამოაცხადა, მათ რიცხვში შედიოდა გორის მე-4 საჯარო სკოლა. თუმცა
ტენდერი არ შედგა. ამ ფაქტს დაემთხვა სააგენტოს გაუქმება. რა ეტაპზეა ეს საკითხი
და როდის იგეგმება გორის მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია?
26.გორის მუნიციპალიტეტში აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, მათ შორის: ვარიანში,
შავშვებში, ფლავში, ზერტში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელ ტირძნისის და სოფელ
შინდისის საბავშვო ბაღების დემონტაჟის პროცესი. როდის არის დაგეგმილი
ტირძნისსა და შინდისში ახალი საბავშვო ბაღების აშენება?
27.სოფელი დიცი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. სოფელში არსებული
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა საკმაოდ მოძველებული და
საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, აღსაზრდელებისათვის არ არის გასართობი და
საგანმანათლებლო სივრცეები საკმარისი რაოდენობით. არის თუ არა შესაძლებელი
სოფელში, კერძოდ, სკოლის სიახლოვეს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ
ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისათვის ახალი საბავშვო
ბაღის აშენება, რომელიც მეზობელ სოფლებსაც მოემსახურება?
28.შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში დანგრეულ
და მშენებარე სკოლებზე, კერძოდ, 113-ე სკოლის მშენებლობის დაწყებასთან
დაკავშირებით, მე-10 და მე-11 სკოლის მშენებლობის მიმდინარეობასთან და
დასრულების ვადებთან დაკავშირებით, ასევე, მე-14 სკოლის მშენებლობის დაწყების
ვადებთან დაკავშირებით?
29.რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება ქალაქ ქუთაისში?
30.როდის დაიწყება ძველი ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია და რამდენ
ხანს გაგრძელდება?
31.შესაძლებელია თუ არა, სპორტული ინფრასტრუქტურის (სტადიონი, დარბაზი,
საცურაო აუზი და ა.შ.) მშენებლობის პროცესში, სამშენებლო პროექტის დაგეგმვა
მოხდეს შესაბამისი სპორტული ფედერაციის ჩართულობით, რათა დაცული იყოს
საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები?
32.შესაძლებელია თუ არა, ლანჩხუთის სტადიონის მშენებლობა დაიგეგმოს ათი ათას
მაყურებელზე გათვლით, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტების
მოთხოვნები?
33.შესაძლებელია თუ არა, თელავის სტადიონის მშენებლობა დაიგეგმოს ათი ათას
მაყურებელზე გათვლით, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტების
მოთხოვნები?
34.ფონიჭალა-გუგუთი-მარნეულის საავტომობილო გზის ბოლნისის მონაკვეთზე
მოძრავი ტრანსპორტის ნაკადი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ქალაქის გავლით
ყოველდღიურად
გადაადგილდება
როგორც
მსუბუქი,
ასევე
სატვირთო
ავტომობილების დიდი ნაკადი, რაც იწვევს საცობებს, გზის საფარის დაზიანებას,
ხმაურსა და მტვერს. არსებული მდგომარეობა ქმნის როგორც ეკოლოგიურ, ისე
უსაფრთხოების პრობლემებს.
იგეგმება თუ არა ბოლნისში ფონიჭალა–გუგუთი–მარნეულის საავტომობილო გზის
შემოვლითი გზის პროექტის მომზადება ან განხორციელება, რათა ქალაქის
ტერიტორიაზე შემცირდეს სატრანსპორტო დატვირთვა და გაუმჯობესდეს
მოსახლეობის ცხოვრების პირობები?
35.ხაჩკოვი-კაბური-თამალახარაბა-ჩივთკილისის (7.8 კმ) და საბეჭისი-თეჯისის (3 კმ)
გზები ავარიულ მდგომარეობაშია, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია, არ
მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოსახლეობაში უკმაყოფილება
იზრდება. პროექტის განხორციელებით ისარგებლებს დაახლოებით 3200 პირდაპირი
და 15,000 არაპირდაპირი ბენეფიციარი. იგეგმება თუ არა აღნიშნული შიდა
სახელმწიფო მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში?
36.გაცემულია
დაპირება
ახმეტაში
კომპლექსური
სპორტკომპლექსის
მშენებლობასთან დაკავშირებით. რა ეტაპზეა პროექტი და როდის იგეგმება მისი
განხორციელება?
37.შემდეგ სოფლებში: ზემო ალვანი, ქვემო ალვანი, ჯოყოლო, წყალმომარაგების
პრობლემაა, აუცილებელია შიდა ქსელების რეაბილიტაცია. რამდენად შესაძლებელია
აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა?
38.გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია იგეგმება თუ არა თუშეთის
ბეღელასთან და სოფელ კვავლოსთან მისასვლელი გზების მოწყობა?
სოფელ
39.მოგეხსენებათ, რომ ყვარლის წყალმომარაგების პროექტი შეჩერებულია, როდის
გეგმავთ აღნიშნული პროექტის გაგრძელებას?
40.შეჩერებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ენისელის ბაღის მშენებლობა,
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია როდის განახლდება პროექტზე მუშაობა?
41.რა ეტაპზეა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლის რეაბილიტაცია?
42.როდის იგეგმება ლაგოდეხის ცენტრალური ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების
დასრულება?
43.ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ დასახლებულ
პუნქტებში (სოფლების ტერიტორიაზე: ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი,
ნასამხრალი, ვარდისუბანი, რუისპირი, იყალთო) სანიაღვრე სისტემა გაუმართავია,
მოუწესრიგებელია გზისპირები და ტროტუარები, რაც საფრთხეს უქმნის
მოსახლეობას (გავგზავნეთ წერილი საგზაო დეპარტამენტში, მაგრამ დღემდე
რეაგირება არ მომხდარა). გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იგეგმება, თუ არა ამ
მიმართულებით მუშაობა?
44.თელავში ღვინის ქარხანა GWS-დან ალაზნამდე არსებული ხევი საჭირეოებს
გაწმენდით სამუშაოებს, იტბორება სავარგულები. გეგმავთ, თუ არა ამ ტერიტორიაზე
რაიმე სამუშაოების განხორციელებას?
45.ცნობილია, რომ ღვინის ქარხანა GWS-დან ვარდისუბნამდე არსებული გზა გადაეცა
საგზაო დეპარტამენტს, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს
რეაბილიტაციას. იგეგმება, თუ არა აღნიშნულ გზაზე რაიმე სახის სამუშაოების
განხორციელება?
46.მნიშვნელოვანი საკითხია თელავის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების
რეაბილიტაცია. მაგალითისთვის, სოფელ შალაურის საჯარო სკოლა ოპტიმიზებულია
თელავის მერვე სკოლასთან, საჭიროებს რეაბილიტაციას და ამავე დროს სკოლას აქვს
ავტორიზაციის პრობლემა, რის გამოც სოფლის მოსწავლეების ძირითადი
კონტინგენტი გადანაწილებულია ქალაქ თელავის სკოლებში. სკოლის რეაბილიტაცია
შეაჩერებს მოსწავლეთა გადინებას სოფელიდან, განტვირთავს ქალაქის სკოლებს და
შალაურის სკოლას შესაძლებლობა მიეცემა დამოუკიდებლად გაიაროს ავტორიზაცია.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა აღნიშნული
პრობლემების მოსაგვარებლად?
47.სოფელ ლეჩურის საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა დაწყებითი
საფეხურის სკოლა, რომელსაც ჩაუტარდა დემონტაჟი, ახალი შენობის აშენების
მიზნით, თუმცა აღარ აშენდა და ამჟამად სკოლა შესულია ამბულატორიის შენობაში.
სკოლა მდებარეობს სოფელი თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ამიტომ ბავშვებისთვის
გზაზე გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს (არც ტროტუარია და არც სიჩქარის
შემზღუდავი ბარიერები, რის შესახებაც ეცნობა საგზაო დეპარტამენტს, თუმცა არ
მოწესრიგდა გზის აღნიშნული მონაკვეთი). სოფლის მოსახლეობა ბავშვების ფშავლის
სკოლაში ტარების წინააღმდეგია. იგეგმება თუ არა აღნიშნული პრობლემების
გადაჭრის მიზნით, რაიმე სახის სამუშაოების დაწყება?
48.სავალალო მდგომარეობაშია სოფელ გულგულის საჯარო სკოლა და სოფელ ქვემო
ხოდაშენის საჯარო სკოლა, რის გამოც ბავშვები სოფელ წინანდლის
ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში გადაჰყავთ. გეგმავთ თუ არა აღნიშნული
სკოლების რეაბილიტაციას?
49.ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 2023 წელს დაანონსდა საშუალო
სკოლის შენობის მშენებლობა 500 ბავშვზე, რომელიც დღემდე არ დაწყებულა,
განხორციელდა არსებული ამორტიზირებული სკოლის სრული დემონტაჟი და ამ
დრომდე არ განხორციელებულა მშენებლობის დაწყება. ვინაიდან აღნიშნული
სკოლის შენობის მშენებლობის ვალდებულება განათლების სამინისტროდან
გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში მგფ-ის მიმართულებით, აღსანიშნავია
ამ მშენებლობის დროულად განხორციელების მიზნობრიობა, რადგან ადგილობრივი
მოსახლეობის მხრიდან მკვეთრად არის გამოხატული სკოლის შენობის უქონლობის
პრობლემა, ბავშვები გადანაწილებულები არიან მეზობელი სოფლების სკოლებში.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია როდის განახლდება პროექტზე მუშაობა?
50.სანამ სკოლების რეაბილიტაცია გადმოეცემოდა ,,მუნიციპალური განვითარების
ფონდს“, განათლების სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საშუალო სკოლის (გათვლილია 500
აღსაზრდელზე) რეაბილიტაციის თაობაზე, თუმცა ტენდერი ჩაიშალა. ბავშვების
რაოდენობიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს
არსებული სკოლის რეაბილიტაციის დაწყება. გთხოვთ, მოგვახსენოთ, როდისთვის
გეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას და რეაბილიტაციის დაწყებას?
51.გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის სამუშაოები
მიმდინარეობს ძალიან ნელი ტემპით, სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ჯავა“. კომპანიას
გადაეწია ვადა არაერთხელ, თუმცა სამუშაოების დასრულებას ვერ ახერხებს. სოფელ
ველისციხეში ცხოვრობს რამდენიმე ასეული კომლი, სოფელი მთლიანად არის
გადათხრილი მიმდინარე სამუშაოების გამო და მოსახლოებას წლებია უწევს მტვერში
და ტალახში ცხოვრება, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს. თუ გაქვთ ინფორმაცია,
რატომ იწელება დროში სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულება?
52.კახეთის რეგიონში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა, როგორიცაა, თბილისი-საგარეჯო,
წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა.
ხომ
არ
იგეგმება
გურჯაანი-თელავის
დამაკავშირებელი
ჩქაროსნული
ავტომაგისტრალის მშენებლობა?
53.24
საათიანი
წყალმომარაგების
პროექტის
ფარგლებში,
გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯიმითსა და ნანიანში კონტრაქტორმა კომპანია შპს
„რეფორმა ქონსთრაქშენი“ -მა გააჩერა ჭაბურღილები, რომელიც მოსახლეობისთვის
წყალმომარაგების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. სავარაუდოდ, მიზეზი
პომპების დაწვაა. ზაფხულის სეზონზე მოსახლეობა დარჩა უწყლოდ. გაქვთ, თუ არა
ინფორმაცია რა მდგომარეობაა ახლა და მიეწოდება თუ არა სასმელი წყალი
მოსახლეობას?
54.გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში კომპანია
შპს „ბილდინგ დეველოპერმა“ თითქმის ერთი კვირაა გააჩერა სამივე ჭაბურღილი
ჩაწმენდის მიზნით, რაც იწვევს მოსახლეობის სამართლიან გულისწყრომას.
დღეისათვის, სამი ჭაბურღილიდან ერთ ერთზე ჩადგა პომპა, ხოლო ორი ჭაბურღილი
ისევ პრობლემად რჩება. საინტერესოა, მოახდა თუ არა ჭაბურღილების გაწმენდა?
55.რაც შეეხება სოფელ არაშენდას, კონტრაქტორი კომპანია შპს „უნივერსალ ჯორჯია
2008“ წყლის დებეტის არასაკმარისი რაოდენობის გამო ვერ ახერხებს მოსახლეობის
გარკვეული ნაწილის, ოცდაათამდე კომლის უზრუნველყოფას წყალმომარაგებით.
წყალს, რომელიც მიეწოდება არაშენდის თემს სერიოზული პრობლემა აქვს ხარისხის
მხრივ. თუ ფლობთ ინფორმაციას, გაუმჯობესდა, თუ არა მიწოდებული წყლის
ხარისხი? აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ შემთხვევაში, მოსახლეობას
წყლის მიღების ალტერნატიული წყარო არ გააჩნია.
56.გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბაკურციხესა და კარდენახში
სამუშაოები დაიწყო 2021 წლის ივლისში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
იწურებოდა 2025 წლის 17 ივნისს. წყალმომარაგების ქსელის მოწყობის შემდეგ არ
მომხდარა დაზიანებული გზის საფარის, როგორც ასფალტის, ასევე გრუნტოვანის,
პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. გარდა მათ მიერ დაზიანებული საფარისა ასევე
ზიანდება გზის მთლიანი მონაკვეთები და აღდგენითი სამუშაოების დაგვიანების
გამო, მოსახლეობას უჭირს გადაადგილება, რაც იწვევს მათ სამართლიან, მასიურ
უკმაყოფილებას. განხორციელდა თუ არა აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი
სამუშაოები?
57.ამ ეტაპზე წყალანირების ქსელის მხოლოდ ნაწილია მოწყობილი, 80 ოჯახიდან
დაკმაყოფილებულია 15 ოჯახი, სამუშაოები მიმდინარეობს დაბალი ტემპით, საჭიროა
ტექნიკის და მუშახელის დამატება.მოსახლეობას, წყალი მიეწოდება სამ დღეში
ერთხელ, ისიც არასრული დღის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთი აბონენტი
საერთოდ ვერ იღებს წყალს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით რა ეტაპზეა შესაბამისი სამუშაოები?
58.თურქული კომპანია სს ,,ფოლათ იოლ იაფი სანაი ვე თიჯარეთი- ის ფილიალი
საქართველოში", ქ ყვარელში აწარმოებს წყალმომარაგებისა და წყალარინების
სისტემების
სამშენებლო
სამუშაოებს.
მუშა
პროცესში
სრულად
იქნა
ამორტიზირებული მთელი ქალაქის ქუჩები. კომპანიას სამუშაოები უნდა
დაესრულებინა გასული წლის შემოდგომაზე, თუმცა დღემდე არ დაუსრულებია,
მეტიც არაერთხელ მოხდა სამშენებლო ობიექტის მიტოვება და ამჟამადაც
გაჩერებულია, რის გამოც მოსახლეობას უწევს მტვერში, ტალახში და ანტისანიტარიის
პირობებში როგორც ცხოვრება ისე გადაადგილება, ეს კი ლოგიკურია იწვევს მათ
სამართლიან უკმაყოფილებას. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული
პროექტის მიმდინარეობის თაობაზე?
59.თბილისი-წითელი
ხიდის
(აზერბაიჯანის
საზღვარი)
საერთაშორისო
მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მე-2 მონაკვეთის
სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდა ტენდერი. რა ეტაპზეა, როდის დაიწყება და
დასრულდება აღნიშნული პროექტი?
60.ქალაქ რუსთავში სამი პრობლემური სკოლაა, პირველი, მეორე და მეთექვსმეტე
საჯარო სკოლები. იგეგმება, თუ არა აღნიშნულ სკოლებში რაიმე სახის სამუშაოების
დაწყება?
61.გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია რა ეტაპზეა ქალაქ რუსთავში ფეხბურთის
სტადიონის მშენებლობა და სავარაუდოდ როდის იგეგმება მისი დასრულება?
62.ანაკლიის საზღვაო პორტის მშენებლობის გამო, ინერტული მასალებით
დატვირთული მძიმე ტექნიკის ინტენსიურმა გადაადგილებამ მნიშვნელოვნად
დააზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვი–დიდინეძი–ორულუ–ერგეტა–
ანაკლიის
ადმინისტრაციული
ერთეულების
დამაკავშირებელი
თხუთმეტკილომეტრიანი საავტომობილო გზა. ამჟამად გზა ძლიერ ამორტიზებულია,
სავალ ნაწილზე დაფიქსირებულია ბზარები, წარმოქმნილია დიდი ზომის ორმოები,
ხოლო გზის საფარი ზოგიერთ მონაკვეთზე ფაქტობრივად განადგურებულია.
აღნიშნული გზა წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას და
თავდაპირველად არ იყო გათვლილი მსგავსი ტიპის დატვირთვებზე. გზა აკავშირებს
ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულს და ამავდროულად, წარმოადგენს ტურისტულად
მნიშვნელოვან მარშრუტს, ვინაიდან სწორედ ამ გზით ხორციელდება კოლხეთის
ეროვნული პარკისა და ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მიმართულებით
გადაადგილება.
პროექტის
მასშტაბურობიდან
გამომდინარე,
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური
რესურსი აღნიშნული გზის რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. იქნება თუ არა
შესაძლებელი,
აღნიშნული გზის რეაბილიტაციის გათვალისწინება 2026 წლის
ბიუჯეტში?
63.2016 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვი–ცაიში–ურთის მოსახლეობის
მიმართ არაერთხელ გაიცა დაპირება უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის
შესახებ. საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და საპროექტო
ორგანიზაციას შორის 2021 წელს დაიდო ხელშეკრულება წყალმომარაგების სისტემის
რეაბილიტაციის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე, თუმცა აღნიშნული
ხელშეკრულება შეწყდა. 2023 წელს ხელმეორედ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.
ამჟამად
დასრულებულია
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის
მომზადება, რომლის თანახმადაც პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 14
მილიონ ლარს. მიუხედავად ამისა, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი
დღემდე არ გამოცხადებულა.მოსახლეობა უკვე ექვსი წელია ელოდება
წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას. როდის დაიწყება და რა ვადებში
დასრულდება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვი–ცაიში–ურთის უწყვეტი
წყალმომარაგების პროექტის განხორციელება?
64.2025 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებით, სამინისტროს წლიური გეგმის
შესრულება ზოგიერთ პროგრამაში მნიშვნელოვნად ჩამორჩება 50%-იან ნიშნულს. 9
თვის შესრულების მიხედვით აღინიშნება ჩამორჩენა რიგ პროგრამებში, კერძოდ:
25 02 02 05 - სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ და პრევენციის მიზნით
ჩასატარებელი სამუშაოები-25.4%
25 06 01 05- მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია (E5P,
NEFCO) 21%
25 08- სპორტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ღონისძიებები 25.32%
რიგ პროგრამებზე შესრულება 6 %-ს არ აღემატება, კერძოდ:
25 02 03 10 თბილისი–წითელი ხიდის გზის მშენებლობა (EIB)
3%
25 02 03 11 ალგეთი–სადახლოს გზის მოდერნიზაცია (EIB) 6%
25 02 03 12 სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთი
(ADB) 2%
რას უკავშირდება ეს ტენდენცია და რამდენად რეალურად გესახებათ წლის
ბოლომდე მიზნობრივი შესრულების უზრუნველყოფა, ასევე რა გავლენას იქონიებს
ძირითადი შესრულების ბოლო კვარტალში გადატანა, თქვენი აზრით, ქვეყნის
ეკონომიკურ დინამიკაზე?
65.ყოველწლიურად იზრდება ცენტრალური და შესაბამისად ინფრასტურქტურის
სამინისტროს ბიუჯეტი. რეგიონების დიდ ქალაქებში, გარდა იმისა რომ 40 მლნ
გამოეყოთ, რეგ ფონდის მიღმა, სამინისტრო ახორციელებს პროექტებს ურბანული
განვითარების, სარეკრეაციო, თუ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის
მიმართულებით. გეგმავთ თუ არა, რომ განახორციელოთ სხვადასხვა პროექტი მცირე
მუნიციპალიტეტებშიც, შედარებით მცირე ბიუჯეტით. რაც მოგვცემდა საშუალებას,
მაგალითად დაგვეწყო ზესტაფონში შორაპნის ციხის და მიმდებარე უნიკალური
დასახლების რეაბილიტაცია; მოგვცემდა საშუალებას გაგვეგრძელებინა ტყიბულში
განახლებული რეგიონების ფარგლებში გაკეთებული ქუჩის მიმდებარე ტერიტორია,
კოსტავას ქუჩა, რომელიც უნიკალური შენობებით არის ცნობილი, შევძლებდით
თერჯოლაში,
მაგალითად
ქათამაძის
მღვიმის
მოწესრიგებას,
რომელიც
აბსოლუტურად ახალი, საინტერესო მიზიდულობის წერტილი იქნებოდა ტურიზმის
თვალსაზრისით და ასევე ბაღდათში ხანის ჩანჩქერისკენ მიმავალი გზის და ხიდების
გაკეთებას?
66.დღეს ქვეყნის დიდ ქალაქებში ყოველდღიურად მძაფრდება ავტოპარკირების
პრობლემა. მოსახლეობა იძულებულია ავტომობილები განათავსოს უნებართვო
ადგილებში, რაც ზღუდავს მოძრაობას, ამცირებს უსაფრთხოებას და აზიანებს
ურბანულ იერსახეს. ეს პრობლემა უკვე გასცდა მუნიციპალიტეტების
შესაძლებლობებს.ადგილობრივ ბიუჯეტებს ფაქტობრივად ძალა არ შესწევს მიწის
შესაძენად, პროექტის დასაგეგმად და თანამედროვე სადგომების ასაშენებლად. დღეს
საჭიროა ცენტრალური მთავრობის, კერძოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მხრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით შემუშავებული სტრატეგია, რომელიც შექმნის
ერთიან ჩარჩოს ქალაქებში თანამედროვე, მრავალსართულიანი ან მიწისქვეშა
პარკინგების სისტემის განვითარებისათვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია
სამინისტრომ შეიმუშაოს ინვესტორების და კერძო სექტორის წახალისების
მექანიზმები,საგადასახადო სტიმულები, თანადაფინანსება, ან ხელშეწყობის
პროგრამა, რათა ბიზნესს გაუჩნდეს ინტერესი ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნაში
მონაწილეობაზე. გეგმავთ თუ არა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით სამინისტრომ
შექმნას
ეროვნული
სტრატეგია
ქალაქებში
ავტოპარკირების
სისტემური
განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს:
ინვესტორებისა
და
ბიზნესის
მოზიდვის
რეალურ
სტიმულებს;
მუნიციპალიტეტებისთვის სწრაფად გამოსაყენებელ ტიპურ საპარკინგე პროექტებს;
ერთიან სახელმწიფო ხედვას ქალაქების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის
თანამედროვე მოდერნიზაციის მიმართულებით; ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება
არა მხოლოდ ურბანულ კომფორტს, არამედ ეკონომიკურ განვითარებას, ტურიზმს და
მოქალაქის ყოველდღიურ ხარისხს.
67.გეგმავთ თუ არა სამინისტროს შიგნით ისეთი ცენტრალიზებული მართვის
მოდელის დანერგვას, რომელიც საშუალებას მოგცემთ რეალურ დროში
აკონტროლოთ თითოეული პროექტის ვადები, ბიუჯეტი და ხარისხი? შეგვიძლია თუ
არა ვთქვათ, რომ იწყება სამინისტროს მუშაობის ახალი სტანდარტების ეპოქა,სადაც
დრო, გამჭვირვალობა და შედეგი გახდება მთავარი საზომი?
68.ბათუმი-ახალციხის
საავტომობილო გზის რეაბილიტაციის
სხვადასხვა მონაკვეთზე წარმოიქმნა არაერთი პრობლემა. კერძოდ:
დროს,
გზის
80+500 კილომეტრზე, გზის გაფართოებითი სამუშაოს დროს ფუნქცია
დაეკარგა მოქალაქე შოთა თავართქილაძის
კუთვნილ მიწის ნაკვეთს.
საკითხის შესწავლის შემდეგ, მიწის მფლობელს შეჰპირდენ საყრდენი კედლის
მშენებლობას, მაგრამ საყრდენი კედელი არ აშენებულა, მეწყერული მოვლენები
კი ისევ გრძელდება.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 81-ე კილომეტრზე, მარცხენა მხარეს,
შანთაძეების უბანში, გაფართოების დროს პრობლემა შეექმნა სოფელში შემავალ
გზას (ფერდი ციცაბო გახდა და გზის გაყვანა სახიფათო), რის გამოც შეიქმნა
საყრდენი კედლის ჩამოსხმის აუცილებლობა. სოფლისათვის მეტად საჭირო
და აუცილებელია გზის ამ მონაკვეთის მოწესრიგება.
ბათუმი-ახალციხის
საავტომობილო გზის 84-ე კილომეტრზე, გზის
რეაბილიტაციის დროს, განვითარდა მეწყერი და ჩამოიშალა სასაფლაოები,
მოხდა
მიცვალებულთა გადასვენება. მთავრობამ
იმ დროს
ხალხს
(ვგულისხმობ ჩამოთვლილ შემთხვევებს) პირობა მისცა, რომ პრობლემური
საკითხები მოგვარდებოდა, თუმცა საკითხები დღემდე ღიად რჩება.
ხართ თუ არა ინფორმირებული აღნიშნული პრობლემების შესახებ, შესაძლებელია
თუ არა საჭიროებების დადებითად გადაწყვეტა და დაახლოებით რა ვადა
დასჭირდება ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრას?
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
ირაკლი კირცხალია