საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მოსმენა

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.10.2025
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#[57e4]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-10-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 28

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 1 of 2 https://parliament.ge/print/announcement/3493?local=true გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა თარიღი 20 ოქტომბერი 2025 13:00 2025 წლის 20 ოქტომბერი, 13:00 საათი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/47; 28.05.2025) (I მოსმენა); მომხსენებელი - ზურაბ ეზუგბაია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2. საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი - ზურაბ ეზუგბაია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 3. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა; მომხსენებელი: თამარ ხახიშვილი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. 10/27/2025, 10:39 AM
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N28 2025 წლის 20 ოქტომბერი, 13:00 საათი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი,III სართული) სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე კომიტეტის წევრები: ვარლამ ლიპარტელიანი (უფლებამონაცვლე-ვლადიმერ ხინჩეკაშვილი), გოდერძი ჩანქსელიანი, გიორგი ხახუბია, ალექსანდრე დალაქიშვილი (უფლებამონაცვლე თორნიკე ბერეკაშვილი), გიორგი ჭყონია (უფლებამონაცვლე ლაშა ტალახაძე), ზაურ დარგალი, ვლადიმერ ბოჟაძე. აპარატის თანამშრომლები: აპარატის უფროსი - ნათია შამათავა, წამყვანი სპეციალისტი: ფიქრია რობაქიძე (სხდომის მდივანი), უფროსი სპეციალისტი -ხათუნა მუკბანიანი. მოწვეული სტუმრები: ზურაბ ეზუგბაია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; თამარ ხახიშვილი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე; თომა დეკანოიძე -- სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/47; 28.05.2025). (I მოსმენა); 2. საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მოსმენა; 3. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა. I საკითხი: მოისმინეს: ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაცია. აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტით, არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი იზრდება 3 638ჰა-თი და გახდება103 440 ჰექტარი . ცვლილების მოხედვით, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრებში, რომელიც ამჟამად მდინარეების – გუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს მოიცავს, მოექცევა ვაშლობის ხეობა და მას დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭება. ასვე აღნიშნა, რომ ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივის საფუძველზე განხორციელდა. აღნიშნული ტერიტორიის გაფართოება დადებით გავლენას იქონიებს როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ასევე ტურიზმისა და ადილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონიმიკური განვითარების თვალსაზრისითაც. კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, მოისმინეს: მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მიესალმება დაცული ტერიტორიების გაფართოებას. ამასთან, წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნა: კანონის პროექტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრება არაგვის დაცული ლანდშაფტის ახალი ფართობი და საზღვრები (კოორდინატები). წარმოდგენილ კოორდინატებში იკვეთება ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ გაფართოებული არაგვის დაცული ლანდშაფტის X და Y კოორდინატები მეორდება, რაც წარმადგენს შეცდომას და ქმნის გარკვეულ ბუნდოვანებას დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ზუსტად განსაზღვრის თვალსაზრისით. მიზანშეწონილია კოორდინატები. დაზუსტდეს გაფართოებული არაგვის დაცული ლანდშაფტის კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა გადაწყვიტა: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/47; 28.05.2025) მომზადებულად ცნო და კომიტეტის შენიშვნის გათვალისწინებით მიზანშეზონილად მიიჩნევს ზემოაღნიშნული კანონის პროექტების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას. II საკითხი: მოისმინეს: ზურაბ მიმდინარეობის ეზუგბაიას შესახებ. ინფორმაცია აღინიშნა, რომ საერთაშორისო გარემოს დაცვის პროექტების სფეროში აქტიურად ხორციელდება დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან გაუმჯობესება, კლიმატის მიმართულებებს, ცვლილების როგორიცაა: შერბილება ჰაერის და ხარისხის ადაპტაცია, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ტყის მდგრადი მართვა, ნარჩენების ინტეგრირებული მართვა და დაცული ტერიტორიების განვითარება. პროექტების მიზანია ქვეყნის გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება, ეკოსისტემის მდგრადი გამოყენება და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ანგარიში დაყოფილია რამდენიმე თემატურ მიმართულება. პირველი მათგანი შეეხება ჰაერის ხარისხის მონიტორინგსა და ემისიებს. ამ მიმართულებით სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში დაიწყო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განახლება, კერძოდ, დაგეგმილია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განახლება ახალი სადგურების გამოყენების გზით, ეროვნული რეფერენტული ლაბორატორიის შექმნა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ტექნიკური ბაზის შესაძლებლობების მხრივ, ასევე, გაუმჯობესება, პროგრამული როგორც უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ გერმანული ინსტიტუტების მხარდაჭერით, ჩატარდა კვლევა ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების ინსტრუმენტების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე. აღნიშნული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, მხარდაჭერილ იქნა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 10 სადგურის მოწოდება და ინსტალაცია. ასევე, აღინიშნა, რომ რუსთავის აზოტის ბაზაზე ხორციელდება პროექტი აზოტმჟავის კლიმატის სამოქმედო ჯგუფის ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში აზოტმჟავის მწარმოებელი საწარმოს აღჭურვა კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ოქსიდის ემისიების შემცირების და შთანთქმის თანამედროვე ტექნოლოგიებით მეორე მიმართულებას წარმოადგენს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია, საფრთხეების პროგნოზირება და მონიტორინგი. ამ მიმართულებით, შეიქმნა კლიმატური საფრთხეების შეფასებისა და პროგნოზირების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს ათი მდინარის აუზს და უკვე აწვდის ინფორმაციას მოქალაქეთა მრავალრიცხოვან ჯგუფს. შემუშავდა სარეკომენდაციო დოკუმენტი გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის, ალაზანიიორის აუზში ჩამონადენის პროგნოზისა და მონაცემების მიწოდებისთვის ფერმერებისთვისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ევროპის მეტეოროლოგიურ ქსელთან. ამ მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგად, დამონტაჟებულია საქართველოს მასშტაბით 130 ჰიდრო მეტეოროლოგიური და 13 აგრომეტეოროლოგიური სადგური, შექმნილია აეროლოგიური ზონდირების სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს ქალაქ ფოთში. აგრომეტეოროლოგიური სერვისების ციფრული პლატფორმა ამოქმედებულია 2 საპილოტე რეგიონის ფარგლებში: კახეთსა და შიდა ქართლში. ხაზი გაესვა კლიმატის ცვლილებისათვის ადაპტაციის 10 წლიან ხედვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის 5 წლიანი ეროვნული გეგმის მნიშვნელობას. აღნიშნული გეგმიური დოკუმენტები აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა. აღინიშნა, რომ ავსტრიელ ექსპერტებთან ერთად დაწყებულია თანამშრომლობა ამინდის მოკლევადიანი პროგნოზირების მოდელის და მეწყერისადმი მიდრეკილების ანალიზის ინსტრუმენტების დანერგვის მიმართულებით. ტყის ფონდის აღდგენის, დაცვისა და განვითარების სფეროში კი გრძელდება თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე ტყის მართვის გაუმჯობესების პარამეტრების მისაღწევად. ამასთან, სატყეო ოპერაციების ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით შემუშავებულია სახელმძღვანელო მეტყევეებისათვის და მომზადებულია მათი სერტიფიცირების პროცესის შედარებითი ანალიზის ანგარიში პროექტის - ,,ევროკავშირის გარემოსათვის’’ - ფარგლებში. დაცული ტერიტორიების სისტემის მხარდაჭერასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ქსელი მნიშვნელოვნად ძლიერდება, ხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა, თანამშრომელთა წახალისება და მონიტორინგის სისტემის დანერგვა 10-ზე მეტ ეროვნულ პარკში. აღინიშნა, რომ საგრანტო დაფინანსების და დონორთა მხარდაჭერის მეშვეობით უზრუნველყოფილია თანამშრომელთა დაფინანსება მრავალ დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ფარგლებში, ასევე მხარდაჭერილია ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიით უზრუნველყოფა, ბიომრავალფეროვნების აღდგენისა და შენარჩუნების მიმართულებით ყურადღება იქნა გამახვილებული პროექტზე ,,კახეთის სტეპები’’, რომლის ფარგლებშიც მოხდება კახეთის რეგიონის ველური ბუნების დერეფნების აღდგენა მოხდება და სტეპური ეკოსისტემის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა. ნარჩენების მართვის სფეროსთან მიმართებით აღინიშნა, რომ გაუმჯობესდა ნარჩენების მართვის სისტემა, მიმდინარეობს ახალი რეგიონული პოლიგონებისა და გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა, გამოიყო ქვემო ქართლის ახალი ნარჩენების მართვის ერთეული, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, შედეგად კი ეტაპობრივად დაიხურება რამდენიმე ძველი ნაგავსაყრელი. ანალოგიურად მზადდება პროექტი, რათა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, დაინერგოს ნარჩენების მართვის მდგრადი სისტემა, მათ შორის, მოეწყოს გადამტვირთი სადგურები. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტს, რომლის მიზანია საკანალიზაციო შლამის მართვის არსებული მდგომარეობის შეფასება და ქვეყნისთვის შესაფერისი მდგრადი ტექნოლოგიების და სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება, მათ შორის, უსაფრთხო მართვისა და ხელახალი გამოყენების პრაქტიკის დანერგვა. მდინარის აუზებისა და შავი ზღვის დაცვასთან მიმართებით კი აღინიშნა, რომ მომზადდა მდინარის აუზების ინტეგრირებული მართვის გეგმები, დაინერგა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიღებისა და მონიტორინგის თანამედროვე სისტემები, გაფორმდა ხელშეკრულება წყლის ხარისხის გაზომვისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე. ასევე, შესყიდულ იქნა წყლის ზედაპირიდან ნარჩენების შემგროვებელი დრონი, და სენსორებით აღჭურვილი საზღვაო დრონი, რომელიც შეძლებს წყლის ხარისხის მუდმივ კონტროლს. ასევე, ხაზი გაესვა, რომ შავი ზღვის რეგიონში დაგეგმილია სტანდარტიზებული საკომუნიკაციო სისტემის შექმნა, რომელიც ჩაერთვება ერთიან რეგიონალურ პროექტში, რომლის მონაწილეებიც არიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და შავი ზღვის აუზის სხვა სახელმწიფოები. ხაზი გაესვა, რომ საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით განხორციელებულ ინიციატივებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მხარდაჭერაში. აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ. აღნიშნა, რომ დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვა სისტემურ მიდგომას საჭიროებს. მაგალითისთვის, ჰაერის ხარისხის კონტროლის მიმართულებით ბევრი რამ კეთდება როგორც დონორების, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, თუმცა დაბინძურების პრევენციისათვის ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შესაბამისი სადგურების ეფექტური მუშაობის, მათ შორის, პლატფორმის შექმნის, პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია საზედამხედველო ორგანოების მიერ კონტროლის გაძლიერება. ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროშიც უკვე წლებია არაერთი პროექტი ხორციელდება, თუმცა, ქიმიური ნივთიერებების შესახებ კანონი ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ყურადღება ასევე გამახვილდა ნარჩენების მართვის სექტორზე რომელ სექტორშიც არაერთი ღონისძიება ხორციელდება განსაკუთრებით ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, როგორც ახალი ნაგავსაყრელების მოწყობის, ისე სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვის მიმართულებით, თუმცა, გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც ნარჩენების მართვის სექტორში გვაქვს აღებული, რომლებმაც ცირკულარული და მწვანე ეკონომიკის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე სისტემატიზებული, დაგვიანება გვაქვს მთავრობის დადგენილებების მიღების საკითხებშიც. ამდენად, აუცილებელია სისტემურად მუშაობა, არამხოლოდ ინფრასტრუქტურული განვითარების, არამედ ნარჩენების წარმოქმნისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიმართულებით რეალური შედეგების მისაღებად. ვინაიდან მთავარი პრიორიტეტი არის, რომ გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვა იქცეს ერთ-ერთ იმ ინსტრუმენტად, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. კითხვა დასვა: ალექსანდრე დალაქიშვილმა: მართალია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეუორნეობის სამინისტროს მიერ ბევრი ღონისძიება ხორციელდება, მათ შორის, ჰაერის ხარისხის კონტროლის მიმართულებით, თუმცა როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა ადმიანის ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ვითარდებოდეს. შეკითხვა კი შეეხებოდა ქვემო ქართლის რეგიონში ნარჩენების გადამამუშავებელი ცენტრის მუშაობა, თუ რომელ მუნიციპალიტეტებს ფარავს აღნიშნული ცენტრი. მოისმინეს: ზურაბ ეზუგბაიას ინფორმაცია ქვემო ქართლის რეგიონალური ნარჩენების მართვის ცენტრის თაობაზე. აღინიშნა, რომ ცენტრი მოემსახურება რამდენიმე მუნიციპალიტეტს, მათ შორის მარნეულის, თეთრი წყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტებს. მისი ამოქმედების შემდგომ ეტაპობრივად დაიხურება რამდენიმე ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც ვერცერთ თანამედროვე სტანდარტს ვერ პასუხობდა. ასეთი მაღალტექნოლოგიური ნაგავსაყრელების მოწყობა არის გზა იმისათვის, რომ საქართველოში ნაგავსაყრელების რაოდენობა შემცირდეს პროპორციით 1/10-თან და ამავდროულად დაცული იქნას გარემო, მათ შორის, ჩამდინარე წყლებისა და ჰაერში გაფრქვევების მხრივ, ისევე როგორც, გადამუშავების კუთხით, რომ გადამუშავების გარკვეული ციკლი თავად ამ ერთეულის ფარგლებში ხორციელდებოდეს. რაც შეეხება, სისტემურობას, სამინისტრო, აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პირობებში უზრუნველყოფს ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის პროცესების სისტემურ და შედეგზე ორიენტირებულ მართვას. პრიორიტეტული მიმართულებები გახლავთ ემისიების კონტროლი, ასევე, ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის პროცედურების გამკაცრება და კონტროლის ეფექტური მექანიზმების დანერგვა. ამასთან, მნიშვნელოვანია თანამშრომელთა პროფესიული გადამზადება რათა უფრო ეფექტურად შეძლონ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. ქ. რუსთავთან დაკავშირებით კი აღინიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ჰაერის ხარისხის საერთო მონიტორინგის პარალელურად, ქალაქში მდებარე 30-ზე მეტი ობიექტი ჩართულია თვითმონიტორინგის სისტემაში ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებით კი აღინიშნა, რომ ძირითადი გამოწვევად რჩება ნარჩენების მზარდი რაოდენობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსმენილ იქნა შესაბამისი ანგარიშები, შავი ზღვის აუზისა და დასავლეთ საქართველოს ძირითადი მდინარეების, დაბინძურების თემაზე, მთ შორის, ზღვის აკვატორიაში მოხვედრილი პლასტიკის ნარჩენების თაობაზე.. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია შეფუთვის ნარჩენების, მათ შორის, პლასტიკის ნარჩენების მდგრადი მართვა. სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით კი აღინიშნა, რომ ამ ტიპის ნარჩენების მათთვის მიზნით შემუშავებულია სპეციალური პროგრამა და გატარდება პრაქტიკული ღონისძიებები ბიუჯეტის დაფინანსებით. III საკითხი: მოისმინეს: ტერიტორიების თამარ ხახიშვილის ინფორმაცია. აღნიშნა, რომ 2025 წელს დაცული სააგენტოს 3 ძირითადი მიღწევაა: ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისათვის კუთხით დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, ვიზიტორთა რაოდენობამ 1 000 000 ს გადააჭარბა, ხოლო ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, 9 თვის მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტოს შემოსავალმა 12 მილიონ ლარს გადააჭარბა. დღეის მდგომარეობით დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 929 996 ჰექტარს შეადენს, რაც ქვეყნის 13.3 % წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, 2.245 ჰექტრით გაფართოვდა თუშეთის დაცული ლანდშაფტი. მიმდინარეობს მუშაობა 6 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსებასთან დაკავშირებით. შესაბამისად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი გახდება დაახლოებით 1150 00ჰა. რაც საქართველოს ტერიტორიის 16,4% იქნება. 2025 წლის მონაცემებით საქართველოში 6 სხვადასხვა კატეგორიის 100 დაცული ტერიტორიაა: სახელმწიფო ნაკრძალი -14; ეროვნული პარკი -15; ბუნების ძეგლი -40; აღკვეთილი -25; დაცული ლანდშაფტი –5; მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია -1. სტრატეგიულ დოკუმენტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2025 წელს დამტკიცა 3 და მიმდინარეობს მუშაობა 4 მენეჯმენტის გეგმაზე. ტყის ინვენტარიზაციის კუთხით მიმდინარე წელს დამტკიცდა 2 ტყის მართვის გეგმა და 21 869 ჰექტარზე განხორციელდა ტყის ინვენტარიზაცია. ასევე, ტყის ინვენტარიზაცია ჩატარდა 16 დაცულ ტერიტორიაზე. კონსერვაციულ პროექტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ განხორციელდა ჯეირნის რეინტროდუქციის, კეთილშობილი ირმისა და ჭალის ტყის, იმერული მუხისა აღდგენის ღონისძიებები. ტყის მოვლა-აღდგენის ტერიტორიაზე, ღონისძიებების თვალსაზრისით 8 დაცულ ჯამში დაახლ. 90 ჰა-ზე განხორციელდა მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე, განხორციელდა 300 ჰა-მდე ტერიტორიის სტატუსის შეცვლა (სახელმწიფო ნაკრძალს, ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა) რაც ემსახურება ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სანიტარული ჭრების განხორციელებას. ხოლო, პოპულაციის გამრავლების თვალსაზრისით, განხორციელდა ნაკადულის კალმახისა და კაკბების გაშვება. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის კუთხით 11 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობის სამეცნიერო კვლევა-მონიტორინგი სხვადასხვა სახეობებზე (ქურციკი, კეთილშობილი ირემი, ჯიხვი, ნიამორი, ფოცხვერი და სხვა). ბოლო 2 წლის განმავლობაში 40-ე კვლევა განხორციელდა სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით. ასევე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტყის ხანძრის აღმომჩენი მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემა დაინერგა. ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის კუთხის 8 დაცულ ტერიტორიაზე არსებული საძოვრებისთვის მომზადდა საძოვრების მართვის გეგმა. ბოლო 5 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიებიდან ადგილობრივ მოსახლეობაზე გაცემულია 73 000მ3 საშეშე მერქანი და დასრულდა 1 საქმიანო ეზოს მოწყობა. ეკოტურიზმის განვითარების კუთხით განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები, როგორც საფეხმავლო ბილიკებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მოწყობის ასევე, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობის კუთხით. მომავალ გეგმებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები: უახლოვეს პერიოდში იგეგმება 5 ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა რაჭის, გურიის ეროვნული პარკის, სვანეთის, სამეგრელოს და ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიები. კამერებით, გაუმჯობესდება რეინჯერთა პირობები, აღიჭურვებიან სამკერდე ხელფასები გაიზრდება 40%-ით, ასევე, პატრულირებისათვის შეძენილი იქნება 20-ე ავტომობილი. შეჯამებისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს დაცული ტერიტორიების სისტემა, როგორც მართვის და ოპერირების კუთხით საგრძნობლად გაუმჯობესდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობიც, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ უკეთ იმართოს ის ეკოსისტემები, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზეა და დაცული იყოს ის უნიკალური ბიომრავალფეროვნება რაც ჩვენს ქვეყნას გააჩნია. არის გამოწვევები რომელთა დაძლევაზე სააგენტო სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს. აზრი გამოთქვა: მია ბითაძემ. აღნიშნა, რომ გარდა იმ მსხვილი პროექტებისა რომელთა განხორცილებაც სამინისტროს აქვს დაგეგმილი, მისასალმებელია ხელფასების მატება. რეინჯერების კითხვა დასვა: ვლადიმერ ხინჩეკაშვილმა. შიდა ქართვლის რეგიონში, კონკრეტულად კასპისა და გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, იგეგმება თუ არა ჭალის ტყეების აღდგენითი ღონისძიებები. უპასუხა: თამარ ხახიშვილიმა. საბუკოს ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლიდან ჭაჭუნას აღკვეთილში მიმდინარეობს ჭალის ტყის აღდგენის ღონისძიებები. რაც შეხება ახლად შექმნილ ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებს, ამ ეტაპზე სამინისტრო მუშაობს მენეჯმენტის გეგმაზე, იდენტიფიცირებული იქნება საჭიროებები რომელთა საფუძველზეც განხორციელდება აღდგენითი ღონისძიებები. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივნები: მაია ბითაძე ფიქრია რობაქიძე ანი სისორდია