საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა ფრაქცია „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.10.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14164/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-10-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 42

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 1 of 2 https://parliament.ge/print/announcement/3509?local=true საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 28 ოქტომბერი 2025 11:00 2025 წლის 28 ოქტომბერი, 11:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) საქართველოს კანონებისა და დებულებებით განსაზღვრული პარლამენტის დავალებების დადგენილებების შესრულების გარდამავალი მდგომარეობის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. 10/27/2025, 10:35 AM
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომის 2025 წლის 28 ოქტომბერი, 16.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; დაემატა 1. საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2025 წლის 28 ოქტომბერი.16.00სთ ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N42 სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: აკაკი ალადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, თორნიკე ფაღავა, გენრიეტა წიწავა, იოსებ ჯორბენაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხის დამატების თაობაზე: „საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა“. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ სხვა შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი. დღის წესრიგი: 1. საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სისტემატურად შეისწავლის პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულების შესახებ მონაცემებს, რის საფუძველზეც ამზადებს შესაბამის ინფორმაციას და რეგლამენტით განსაზღვრული პერიოდულობით წარუდგენს მას პარლამენტის ბიუროს (მიმდინარე მოწვევაში კომიტეტმა შესაბამისი ინფორმაციები წარადგინა 2025 წლის 24 მარტის, 24 ივნისისა და 25 სექტემბრის მდგომარეობით). საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ინფორმაციის სრულყოფილად მომზადებისათვის აღრიცხავს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების (კანონები, დადგენილებები) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის (საქართველოს მთავრობა და ცალკეული სამინისტროები) განსაზღვრულ დავალებებს, რის საფუძველზეც ყოველთვიურად ამზადებს ინფორმაციას მიმდინარე და მომდევნო თვეში შესასრულებელი დავალებების, აგრეთვე შესრულებული და იმ დავალებების შესახებ, რომლების ვერ შესრულდა დადგენილ ვადაში. აღნიშნული ინფორმაცია ყოველთვიურად განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე, რაც პარლამენტის კომიტეტებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ინფორმაცია, როგორც მიმდინარე, და მომდევნო თვეში შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კომიტეტი პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს სხვა საპარლამენტო კომიტეტებთან, რომელთაც ყოველთვიურად, ან საჭიროებიდან გამომდინარე უგზავნის წერილობით შეხსენებებს მათ გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე (მიმდინარე მოწვევაში სხვადასხვა საპარლამენტო კომიტეტებს გაეგზავნათ 47 შეხსენების წერილი). პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციების აღრიცხვის, გაანალიზებისა და შესწავლის შედეგად მზადდება ინფორმაცია შესრულებული დავალებების შესახებ ნორმატიული აქტების მითითებით, ასევე, მზადდება ინფორმაცია იმ ნორმატიული აქტის და მისგან გამომდინარე დავალების თაობაზე, რომლის დადგენილ ვადაში შესრულება ვერ მოხერხდა. მიმდინარე მოწვევაში საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გააკონტროლა პარლამენტის მიერ მიღებული 82 კანონით გათვალისწინებული 182 დავალება, რომელთა დიდი რაოდენობა შესრულებულია, კერძოდ მე-11 მოწვევაში შესრულდა 67 კანონით გათვალისწინებული 131 დავალება, ხოლო 15 კანონით გათვალისწინებული 51 დავალება შესრულების პროცესშია, ხოლო იმ დავალებებზე, რომელთა შესრულება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, კონტროლი გრძელდება სისტემატურად. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა. მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი იყო შეცდომა და შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად მათ სრული უფლება აქვთ მოითხოვონ ფრაქციის შექმნა, რის თაობაზეც განცხადებით მომართეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ფრაქცია „საქართველოსთვის“ რეგისტრაციისათვის და წარმოადგინეს შესაბამისი მასალები. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ფრაქცია იქნება 10 წევრით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და მას უხელმძღვანელებს შალვა კერესელიძე. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 51-ე მუხლის პირველი - მე-3 პუნქტების მოთხოვნებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ფრაქცია „საქართველოსთვის“ რეგისტრაცია. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“ რეგისტრაციას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა ფრაქცია „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის თაობაზე გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. 2 დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 3