საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 24-26 სექტემბერს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.10.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-14177/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-10-29
ბიუროს ნომერი 84 (11:50)

📜 ტექსტი

წერილი
2-14177/25 28-10-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმოგიდგენთ 2025 წლის 24-26 სექტემბერს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ანგარიშს. დანართი 2 გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში 25-26 სექტემბერი, 2025 წელი ქ. ბრატისლავა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა: ნიკოლოზ სამხარაძე - დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ირაკლი ქადაგიშვილი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. შეხვედრებზე გაჟღერებული ძირითადი გზავნილები: სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარიან ქერისთან (SMER) და კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ორმხრივ წარმატებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კონტექსტში, დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი შეთანხმების პროექტი - ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ხელმოწერაც უახლოეს მომავალში იგეგმება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კულტურისა და ტურიზმის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები დაინიშნოს. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების მიზეზებზე და იმ რეფორმებზე, რომლებიც ხელისუფლების მიერ განხორციელდა, გაცხადებული მიზნის - 20230 წელს ევროკავშირის წევრობის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. სლოვაკურმა მხარემ აღნიშნა, რომ არ იზიარებენ ევროპული ინსტიტუტების მიერ საქართველოსთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკას და კიდევ ერთხელ დააფიქსირა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მიმართ. დელეგაციის წევრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და შიდა პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მხარეებმა განიხილეს 1 რეგიონული უსაფრთხოების გარემო და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა სამეზობლოზე. სლოვაკეთის პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რიხარდ გლუკთან შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. ასევე განიხილეს რუსეთუკრაინის ომი და მისგან მომდინარე საფრთხეები და ეკონომიკური გამოწვევები, რომელიც საქართველოსა და სლოვაკეთში რეგიონში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების გამო არსებობს. განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაულა პუშკაროვთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ორივე ქვეყანაში განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს და სასკოლო რეფორმებს. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს განათლების რეფორმებთან დაკავშირებული ხედვები და გამოცდილება. ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, მიხალ სტუშკასთან შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსთან მიმართებით ინსტიტუციების მხრიდან არსებულ უსამართლო მიდგომაზე. ევროპული სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული ინტეგრაციის და ასევე სხვა საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტებისა და სექტორული თანამშრომლობის მიმართ. მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ფორმატებში სამომავლო შეხვედრებსა და მომავალ წელს საქართველოში საპასუხო ვიზიტის დაგეგმვის თაობაზე. 2