საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-10-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 43
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
https://parliament.ge/print/announcement/3513?local=true
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
29 ოქტომბერი 2025 11:00
2025 წლის 29 ოქტომბერი, 11:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
1. საქართველოს პარლამენტის წევრის დათო კოდუასათვის საქართველოს პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2.
საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
3.
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ
საპარლამენტო
დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
4. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
5. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებით
კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის
10/29/2025, 6:40 PM
საქართველოს პარლამენტი
2 of 2
https://parliament.ge/print/announcement/3513?local=true
განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
10/29/2025, 6:40 PM
დასკვნა
2-14220/25
29-10-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025
წლის 29 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის
ტერიტორიული
მთლიანობის
დაკავშირებულ
დროებით
აღდგენისა
კომისიაში
და
დეოკუპაციის
ფრაქციათა
და
საკითხებთან
საპარლამენტო
უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო
ოპოზიციაში
შემავალ
უფრაქციო
პარლამენტის
წევრთა
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხი. საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 72-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტისა და
241-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველოს
პარლამენტის
ტერიტორიული
მთლიანობის
აღდგენისა
და
დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში ფრაქციათა და უფრაქციო
პარლამენტის
წევრთა
პროპორციული
წარმომადგენლობის
განისაზღვროს შემდეგნაირად:
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
კვოტები
1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 8 წევრი;
2. ფრაქცია „საქართველოსთვის“ - 4 წევრი;
3. პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ – 3 წევრი;
4. პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ – 1 წევრი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
2025 წლის 29 ოქტომბერი, 11.00სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N43
სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: აკაკი ალადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, თორნიკე ფაღავა, გენრიეტა
წიწავა, იოსებ ჯორბენაძე, გიორგი კახიანის უფლებამონაცვლე ზვიად შალამბერიძე და დათო
კოდუას უფლებამონაცვლე ლაშა ტალახაძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. საქართველოს პარლამენტის წევრის დათო კოდუასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
4. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
5. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის წევრებს გააცნო
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა
სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი საკითხის დამატების თაობაზე: „კონსტიტუციურ
სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შესახებ საკითხის
განხილვა“.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ სხვა შენიშვნები
და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის წესრიგი.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის დათო კოდუასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
3. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
4. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი;
5. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
6. კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების
შესახებ საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის დათო კოდუასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა
კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის დათო კოდუასათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის
სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის გამო.
საქართველოს პარლამენტში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2025 წლის
28 ოქტომბერის №01-01/1213 წერილით, წარმოდგენილ იქნა №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო
კომისიის 2025 წლის 15 ოქტომბრის თვითმმართველის ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის საფუძველზე
დადასტურდა, რომ დათო კოდუა არჩეულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის
თანამდებობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე
მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9
მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს დათო
კოდუას ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
დავით მათიკაშვილმა წარმატებები უსურვა დათო კოდუას.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს
პარლამენტის წევრის დათო კოდუასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა - საქართველოს პარლამენტის წევრის დათო
კოდუასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
თაობაზე და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ
მეორე საკითხთან:
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა;
მესამე საკითხთან:
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
2
მეოთხე საკითხთან:
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა;
მეხუთე საკითხთან:
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა
კომიტეტი განიხილავს საქართველოს ფრაქციათა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ
უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო
პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს
პარლამენტის კომიტეტებში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო
დელეგაციებში, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და
დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში და ქალთა და ბავშვთა
საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული გამოწვეულია ახალი საპარლამენტო ფრაქციის
„საქართველოსთვის“ შექმნით და კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილია ყველა შესაბამისი
დოკუმენტი კვოტების გადანაწილების თაობაზე გაცნობის მიზნით.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კენჭისყრები:
1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის კომიტეტებში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები
გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
2. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დუჭიროს კომიტეტის მიერ
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში განსაზღვრულ
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ
საპარლამენტო დელეგაციებში განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები
გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
3. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის
საკითხებთან
დაკავშირებულ
დროებით
კომისიაში
განსაზღვრულ
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში
განსაზღვრული
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გაეგზავნოს საქართველოს
პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად.
4. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
3
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში
განსაზღვრულ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე
საქართველოს
პარლამენტის
დროებით
კომისიაში
განსაზღვრული
პროპორციული
წარმომადგენლობის
კვოტები
გაეგზავნოს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
დასამტკიცებლად.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეექვსე საკითხთან დაკავშირებით
კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების
შესახებ საკითხის განხილვა
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის
მე-3 პუნქტისა და 222-ე მუხლის შესაბამისად, განიხილავს წარმოდგენილი საქართველოს
პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებს, რომელიც ეხება
ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი
აკრძალვის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლების
განხორციელებას.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, შემოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს პარლამენტის
88 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
222-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას (პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი
მეხუთედი) და იძლევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური
სარჩელის წარდგენის უფლებას.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებით
დასკვნას კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების
ნამდვილობის შესახებ?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
4