საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დათო კოდუას ადგილმონაცვლის ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე (№2-14255/25, 29.10.2025)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დათო კოდუას ადგილმონაცვლის ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე (№2-14255/25, 29.10.2025)
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დათო კოდუას ადგილმონაცვლის ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე (№2-14255/25, 29.10.2025) (ეს პროექტი) დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დათო კოდუას ადგილმონაცვლის ზურაბ ქადაგიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-10-29
კომიტეტის სხდომის ნომერი 44
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი
1 of 2
https://parliament.ge/print/announcement/3516?local=true
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
29 ოქტომბერი 2025 17:00
2025 წლის 29 ოქტომბერი, 17:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დათო კოდუას ადგილმონაცვლის
ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
10/29/2025, 6:35 PM
დასკვნა
2-14255/25
29-10-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დათო კოდუას
ადგილმონაცვლის ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ცნობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025
წლის 29 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები საქართველოს პარლამენტის
გამოკლებული წევრის დათო კოდუას ადგილმონაცვლის ზურაბ ქადაგიძის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს
ზურაბ ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
2025 წლის 29 ოქტომბერი, 17.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N44
სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: აკაკი ალადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, თორნიკე ფაღავა, გენრიეტა
წიწავა, იოსებ ჯორბენაძე.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დათო კოდუას ადგილმონაცვლის ზურაბ
ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დათო კოდუას ადგილმონაცვლის ზურაბ
ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა.
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა
კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ
მასალებს, რომელთა
თანახმად, პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის
გამოკლებული წევრის დათო კოდუას (პარტიულ სიაში N33) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა
იქნეს ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი ზურაბ ქადაგიძე (პარტიულ სიაში N104).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9
მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს ზურაბ
ქადაგიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს
პარლამენტის გამოკლებული წევრის დათო კოდუას ადგილმონაცვლის ზურაბ ქადაგიძის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის
გამოკლებული წევრის დათო კოდუას ადგილმონაცვლის ზურაბ ქადაგიძის უფლებამოსილების
ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ
სხდომაზე განსახილველად.
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2