„ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.10.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი
ნომერი
#172/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-03
ბიუროს ნომერი 86

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N18, 12.04.2010, მუხ.100) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი: „მუხლი 121. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა 1. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების თანახმად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. 2. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების თანახმად შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნიან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტით და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია უზრუნველყოს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული თანამშრომლობა. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად კანონში განსაზღვრულია შესაბამისი ორგანოს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა. თუმცა, არსებული ნორმატიული რეგულაცია არ მოიცავს ავტონომიურ რესპუბლიკებს, რაც ქმნის სამართლებრივ ხარვეზს და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოები ვერ ახორციელებენ კოორდინირებულ მონაწილეობას ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისა და ქალთა და ბავშვთა საკითხების უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისა და ქალთა და ბავშვთა საკითხების უზრუნველყოფის პოლიტიკა მოითხოვს კოორდინირებულ მოქმედებას, რომელიც მოიცავს ცენტრალური, ავტონომიური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების თანმიმდევრულ ჩართულობას. ავტონომიური რესპუბლიკების ვერ ჩართულობა ზღუდავს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობას, არღვევს რეგიონულ დონეზე თანმიმდევრულობის პრინციპს და ამცირებს რეაგირების მექანიზმების ეფექტურობას. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა და კანონში ახალი მე121 მუხლის დამატება, რომელიც განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკების მიერ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული მუხლი შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომლის მიხედვითაც ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაძლებელი გახდება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა, რაც უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის სრულფასოვან განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი არის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ავტონომიურ რესპუბლიკებთან მიმართებაში არსებული საკანონმდებლო ვაკუუმის შევსება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების მიღებას. ა.ბ.) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა.“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი. ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიზანია, საქართველოს კანონს დაემატოს მე-121 მუხლი, რომელიც შეეხება ავტონომიური რესპუბლიკების დონეზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის და ბავშვთა საკითხების უზრუნველყოფის მექანიზმის ჩამოყალიბებას. აღნიშნული ნორმა შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომლის მიხედვითაც ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ხელისუფლების ორგანოებს მიეცემათ შესაძლებლობა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე იმუშაონ კოორდინირებულად, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით. მუხლის დამატება უზრუნველყოფს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნას ავტონომიურ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისა და ქალთა და ბავშვთა საკითხების ეფექტიან განხორციელებას და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისა და ქალთა და ბავშვთა საკითხების უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკას ავტონომიურ რესპუბლიკებში, პრობლემების ადრეულ იდენტიფიცირებასა და მიზნობრივ რეაგირებას, რაც ხელს შეუწყობს კოორდინირებული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას და გაზრდის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგიანობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მე-121 მუხლის დამატება წარმოადგენს არსებით წინგადადგმულ ნაბიჯს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე კოორდინირებული მუშობის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის სრულფასოვან განხორციელებას როგორც ცენტრალურ, ისე ავტონომიურ და მუნიციპალურ დონეებზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია მისი ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, რადგან კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. წარმოდგენილი ცვლილება არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას): „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საკითხებზე ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში კანონპროექტის დაფინანსების წყაროა შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შესაბამისი ორგანოების მიერ საბჭოს დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებაზე. კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ხარჯვით ნაწილზე. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზეც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს დადებითი ზეგავლენა აქვს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნას ავტონომიურ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა საკითხების ეფექტიან განხორციელებას და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს დადებითი ზეგავლენა აქვს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. კერძოდ, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს საბჭოების შექმნას ავტონომიურ დონეზე, რაც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხების ეფექტიან განხორციელებას და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან. ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა.)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მარიამ ლაშხი, ნინო წილოსანი.