საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე" (№1-7245/25; 31/07/2025). (წერილი №2-14592/25; 04/11/2025).

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.07.2025
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ნომერი
#1-7245/25/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-04

📜 ტექსტი

წერილი
2-14592/25 04-11-2025 საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს ბატონო ალექსანდრე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად გიგზავნით: - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№155/2-XIმპ, 30.09.2025). - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე" (№1-7245/25; 31.07.2025). გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. პატივისცემით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი ირინა ლომია
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-14587/25 04-11-2025 დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე" საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ (№1-7245/25; 31.07.2025). 2025 წლის 6 თვეში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.3% შეადგინა, რაც წლიურ საგეგმო მაჩვენებელზე (6%-ზე) 2.3 პროცენტული პუნქტით მეტია. 2025 წლის ივნისში ინფლაციამ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 0.4% შეადგინა, რაც წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე (3.2%) 2.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2025 წლის ივნისში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.0%-ით გამყარდა და ერთ აშშ დოლარზე 2.72 ლარი შეადგინა. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11,934.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.8%-ით მეტია. აქედან, ექსპორტმა - 3,234.7 მლნ აშშ დოლარი (13.7%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა - 8,699.3 მლნ აშშ დოლარი (12.4%-ით მეტი) შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge 2025 წლის იანვარ-ივნისში 5,464.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს 2,810.5 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2,687.9 ათას საერთაშორისო ვიზიტორზე) 4.6%-ით მეტია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1,971.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 3.8%-ით (72.6 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სახელმწიფოს პროდუქტთან ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა შეფარდების ზღვრული მოცულობა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვარი შეადგენს არაუმეტეს 3%-ისა. 2025 წლის სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმილი მაჩვენებელი განისაზღვრა (-)2.5%-ის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი დადებითია, შეადგენს 638.9 მლნ ლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 0.6%-ია. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდების ზღვრული მოცულობა დადგენილია არაუმეტეს 60%-ისა. საანგარიშო პერიოდის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრულმა მოცულობამ შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 34.7%, რაც დაგეგმილ ანალოგიურ მაჩვენებელზე (35.9%-ზე) 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრულ მაჩვენებელზე 25.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების სახით მობილიზებულია 13,340.3 მლნ ლარი, რაც 6 თვის საგეგმო მაჩვენებლის (13,221.6 მლნ ლარის) 100.9%-ია (118.7 მლნ ლარით მეტი), ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე - 896.3 მლნ ლარით მეტი. გადაჭარბებით შესრულდა, ასევე, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების ექვსი თვის გეგმა. კერძოდ, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებულია 10,534.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.5% და 53.5 მლნ ლარით მეტია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 619.4 მლნ ლარით მეტი. გადასახდელების სახით 2025 წლის ბიუჯეტიდან იანვარ-ივნისში გაცემულია 12,742.0 მილიონი ლარი, რაც ექვსი თვის გეგმის (13,656.8 მლნ ლარის) 93.3%-ია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 947.4 მლნ ლარით მეტია. მხარჯავი დაწესებულების მიხედვით გადასახდელების ექვსი თვის გეგმის შესრულების მაღალი მაჩვენებლები აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (99.2%), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (98.8%). ამასთან, 6 თვის გეგმით გათვალისწინებული ასიგნებები ათვისებული აქვთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 95.9%-ით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 94.8%-ით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 89.3%-ით და ა.შ. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების გეგმა შესრულებულია 94.8%-ით. ასიგნებების ექვსი თვის გეგმების შესრულების შედარებით დაბალი მაჩვენებლები აქვს ზოგიერთ სამინისტროსა და ცალკეულ პროგრამებს, ასევე, სხვადასხვა საბიუჯეტო უწყებას. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო ნაშთის გამოყენება (-) 435.2 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა მოხდა ნაშთის დაგროვება 598.3 მლნ ლარის ოდენობით, რომელიც დაემატა 1 იანვრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებულ ნაშთს - 1386.2 მლნ ლარს და 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის გეგმით ბიუჯეტის ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 1,984.5 მლნ ლარი. უარყოფითი მთლიანი სალდო (დეფიციტი) განსაზღვრული იყო (-) 1,216.1 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა შესრულების მდგომარეობით დაფიქსირდა პროფიციტი (დადებითი მთლიანი სალდო) 123.7 მლნ ლარის ოდენობით. კომიტეტს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია, გააქტიურდეს მუშაობა საბიუჯეტო წლისთვის დაგეგმილი ასიგნებების სრულად ათვისებისა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენების მიზნით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ მიღებულ იქნა ცნობად. კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე
დასკვნა
2-13083/25 08-10-2025 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (1-7245/25; 31.07.2025). განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2025 წლის 7 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოაღნიშნული დოკუმენტები. კომიტეტი დადებითად აფასებს წარმოდგენილ დოკუმენტს და მათ მიმართ შენიშვნები არ გააჩნია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-13041/25 07-10-2025 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის“ (N1-7245/25; 31.07.2025) თაობაზე კომიტეტმა მ/წ 7 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ (N1- 7245/25; 31.07.2025). კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და ცნობად მიიღო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-11896/25 09-09-2025 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ პაატა კვიჟინაძეს საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის დასკვნა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის“ (1-7245/25; 31.07.2025) თაობაზე საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტმა, 2025 წლის 9 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37ე და 141-ე მუხლების საფუძველზე, მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ (1-7245/25; 31.07.2025). რეგიონში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებული და შეადგინა 11,780,875.4 ათასი ლარი, რაც პირველი კვარტლის გეგმის 103.8 %-ია. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული პოლიტიკის (20 01 04) განსახორციელებლად გამოყოფილი II კვარტლის ასიგნებები ნაწილობრივ არის ათვისებული. ამასთან დაკავშირებით, გამოითქვა რეკომენდაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge სათანადო ღონისძიებები, რომ შესაბამისმა დეპარტამენტმა გააქტიუროს გეგმიური მუშაობა, რათა წლის ბოლომდე სრულყოფილად მოხდეს დიასპორული პოლიტიკის განხორციელებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ათვისება. კომიტეტის წევრებს, წარმოდგენილ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვასთან“ დაკავშირებით არსებითი სახის სხვა შენიშვნები არ გამოუთქვამთ. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა
დასკვნა
2-12099/25 15-09-2025 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი - იურიდიულ დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის (1-7245/25; 31.07.2025) თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მთლიანობაში დადებითად აფასებს საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ მუშაობას. 2025 წლის პირველ და მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის კუთხით დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 8.3 პროცენტი შეადგინა. აქედან, 2025 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 9.8 პროცენტი, ხოლო II კვარტალში ზრდამ 7.1 პროცენტი შეადგინა. 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 29.7 პროცენტი, განათლება 27.7 პროცენტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია 28.6 პროცენტი, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 17.9 პროცენტი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 12.9 პროცენტი, სამთომოპოვებითი მრეწველობა 12.9 პროცენტი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 11.0 პროცენტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 11.0 პროცენტი. ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 11,934,000,000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.8%-ით მეტია, აქედან ექსპორტმა - 3,234,700,000 აშშ დოლარი (13.7%-ით მეტი); ხოლო იმპორტმა - 8,699,300,000 აშშ დოლარი (12.4%-ით მეტი) შეადგინა. ევროკავშირის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 20.9%-ს შეადგენს. 2025 წლის იანვარივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 43.6%-ით გაიზარდა. მთლიან ექსპორტში ევროკავშირის წილი 11.5%-ია, ხოლო მთლიან იმპორტში 24.4%. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge 2025 წლის ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 4.0% შეადგინა, ამავე პერიოდისათვის, ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია 2.1%-ის დონეზეა. ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.0%-ით გამყარდა და 2.72 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. საანგარიშო პერიოდში ნაერთი ბიუჯეტის გადასახადები - 100.9%-ით, გრანტები 124.5%-ით, სესხების დაბრუნება კი - 153%-ით შესრულდა. ქვეყანაში განხორციელებული სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, მზარდია როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, ასევე გადასახდელების მოცულობა, რაც მხარჯავ დაწესებულებებზე მეტი ფინანსური რესურსების გადანაწილებისა და საჭირო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 13,340,291,700 ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 48.4%-ს შეადგენს. აქედან საგადასახადო შემოსავლები იყო 10,534,455,900 ლარი, რაც წლიური გეგმის 100.5%ს შეადგენს. ამავე პერიოდში გადასახდელების მოცულობა განისაზღვრა 12,741,986,300 ლარით, რაც წლიური გეგმის 45.6%-ია. ბიუჯეტის ფინანსების ხარჯვა შეესაბამებოდა სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს და წინასწარ გათვალისწინებულ მიზნებს, მათ შორის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი
დასკვნა
2-13108/25 08-10-2025 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე“ (№1-7245/25; 31.07.2025) საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი “საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა” და ცნობად მიიღო წარმოდგენილი დოკუმენტი. კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-13231/25 10-10-2025 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: იურიდიულ დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე (№1-7245/25; 31.07.2025). საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-7245/25; 31.07.2025). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2025 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 8.3 პროცენტი შეადგინა. აქედან, 2025 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 9.8 პროცენტი, ხოლო II კვარტალში ზრდამ 7.1 პროცენტი შეადგინა. 2025 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკურ აქტივობაში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 29.7 პროცენტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია 28.6 პროცენტი, განათლება 27.7 პროცენტი, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 17.9 პროცენტი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 12.9 პროცენტი, სამთომოპოვებითი მრეწველობა 12.9 პროცენტი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 11.0 პროცენტი, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება 11.0 პროცენტი და სხვა. 2025 წლის ივნისში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.0 პროცენტით გამყარდა და 2.72 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რაც წარმოადგენს ლარის საშუალო კურსს სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსებთან, გაუფასურდა 1.5 პროცენტით. 2025 წლის იანვარ-ივნისის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 11 345 914.6 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 11 780 875.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 103.8%. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვრა 21 841 973.8 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 11 002 464.0 ათასი ლარი, გაწეულმა საკასო ხარჯმა - 10 507 924.8 ათასი ლარი, რაც კვარტლის გეგმიური მაჩვენებლის 95.5%ია, ხოლო წლიური დამტკიცებული მაჩვენებლის - 48.1%-ია. თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge კულტურის სამინისტროს მიერ საბიუჯეტო ასიგნების ფაქტიური ათვისება გეგმიურ მაჩვენებელთან მიმართებით არის შემდეგნაირი:  საქართველოს კულტურისა სამინისტრო (33 00) – 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 148.218.7 ათას ლარს, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 111.638.8 (75.3%);  კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (33 01) – 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 8.039.4 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 5.876.4 ათასი ლარი (73.1%);  კულტურის განვითარების ხელშეწყობა (33 02) – 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 79.301.1 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 60.925.7 ათასი ლარი (76.8%);  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა (33 03) – 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 29,509.3ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ კი შეადგინა 20.208.9 ათასი ლარი (68.5%);  სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა (33 04) – 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 5.646.5 ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 5.463.0ლარი (96.8%);  სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლება (33 05) - 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 11.124.3 ათას ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ კი შეადგინა 8.633.6 ათასი ლარი (77.6%);  სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და ლაურეატების სტიპენდიები და სოციალური დახმარება (33 06) -– 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა - 502.0 ლარს, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 1.223.6 ლარი (243.8%);  ინფრასტრუქტურის განვითარება (33 07) - 6 თვის დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 14.096.0 ათას ლარს, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა - 9.307.5 ათასი ლარი (66.0%); ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კულტურის კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია
დასკვნა
2-13014/25 07-10-2025 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-7245/25; 31.07.2025). საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2025 წლის 7 ოქტომბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-7245/25; 31.07.2025). კომიტეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-11907/25 09-09-2025 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის თაობაზე (№1-7245/25 31.07.25) კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა და მის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-13177/25 09-10-2025 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის შესახებ (1-7245/25; 31.07.2025). საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა 2025 წლის 8 ოქტომბერს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოაღნიშნული კანონპროექტი. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ათვისების მაჩვენებელი 6 თვის განსაზღვრული გეგმის 94.8%-ს შეადგენს. კომიტეტმა დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-11903/25 09-09-2025 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე“ (N1-7245/25; 31.07.2025). საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტმა 2025 წლის 9 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“. კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-12231/25 18-09-2025 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის მიმოხილვაზე (№1-7245/25; 31.07.2025) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 18 სექტემბერს, კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მათში შემავალი უწყებების მონაწილეობით, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულება/მიმოხილვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს მიერ 6 თვის ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 4,380,426.4 მლნ ლარი, რაც დაზუსტებული გეგმის 4, 417,719.6 მლნ ლარის 99,2 %. კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვა“ ცნობად მიიღო. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დასკვნა
2-13224/25 10-10-2025 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის“ შესახებ (N1-7245/25; 31.07.2025). თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“. კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული უწყებების მიერ საბიუჯეტო ასიგნებების ფაქტიური ათვისება დაგეგმილ მაჩვენებლებთან მიმართებაში საანგარიშო პერიოდის მიხედვით არის შემდეგნაირი: თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული გეგმა - 1,027,654,9 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება - 886,533,5 ათასი ლარი (86.3%); შინაგან საქმეთა სამინისტრო: დაზუსტებული გეგმა - 700,864.4 ათასი ლარი, შესრულება - 672,122.3 ათასი ლარი (95.9%); საქართველოს დაზვერვის სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 13,500.0 ათასი ლარი, შესრულება - 10,657.6 ათასი ლარი (78.9%); საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 118,517.0 ათასი ლარი, შესრულება 96,488.7 ათასი ლარი (81.4%); საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 59,293.4 ათასი ლარი, შესრულება - 51,319.4 ათასი ლარი (86.6%); სპეციალური პენიტენციური სამსახური: დაზუსტებული გეგმა - 130,800.0 ათასი ლარი, შესრულება - 116,040.3 ათასი ლარი (88.7%). თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge