საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№155/2-XIმპ, 30/09/2025). (წერილი №2-14592/25; 04/11/2025)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალები: დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“)
- „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალები: დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი თავდაცვის ძალების რაოდენობა წარდგინება
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№155/2-XIმპ, 30/09/2025). (წერილი №2-14592/25; 04/11/2025) (ეს პროექტი) დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
კომიტეტების სხდომებზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სოფლის მეურნეობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-04
📜 ტექსტი
წერილი
2-14592/25
04-11-2025
საქართველოს პარლამენტის
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ალექსანდრე ტაბატაძეს
ბატონო ალექსანდრე,
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად გიგზავნით:
-
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს
კანონის პროექტზე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“,
დოკუმენტზე
„ქვეყნის
ძირითადი
მონაცემები
და
მიმართულებები 2026-2029 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის
მოხსენებაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№155/2-XIმპ, 30.09.2025).
-
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების
დასკვნებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის
მიმოხილვაზე" (№1-7245/25; 31.07.2025).
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
პატივისცემით,
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის აპარატის უფროსი
ირინა ლომია
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
2-13639/25
20-10-2025
დასკვნა
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე, დოკუმენტზე - „ქვეყნის ძირითადი
მონაცემები და მიმართულებები 2026-2029 წლებისათვის“ და საქართველოს
მთავრობის მოხსენებაზე „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა
მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი ,,საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“,
დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2026-2029
წლებისათვის“, ასევე, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
(№155/2-XIმპ, 30.09.2025).
საქართველოს პარლამენტში შემოსული
ბიუჯეტის
პროექტით
საბიუჯეტო
2026 წლის სახელმწიფო
პარამეტრები
განსაზღვრულია
მიმდინარე წლის ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით. კერძოდ,
2025 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ნაცვლად
დაგეგმილი 99,239.4 მლნ ლარისა - მოსალოდნელია 101,207.2 მლნ ლარი (ანუ
1,967.8 მლნ ლარით მეტი). გაუმჯობესებულია მიმდინარე წლის სხვა
მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც.
ამ ეტაპზე
2026 წლის
ბიუჯეტის პარამეტრები დაგეგმილია
კონსერვატიული მიდგომით.
2026 წლის ნომინალური მშპ განსაზღვრულია 110,518.2 მლნ ლარის
ოდენობით, რაც 2025 წლის შესაბამის მოსალოდნელ მაჩვენებელზე 9,311.0
მლნ ლარით, ანუ 9.2%-ით მეტია. 2026 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ტემპის მაჩვენებელი პროგნოზირებულია 5.0%-ის დონეზე. ეკონომიკური
ზრდა გათვალისწინებულია საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაშიც
და 2029 წლისთვის ნომინალური მშპ 140,869.9 მლნ ლარს მიაღწევს.
2026
წლისთვის
სამომხმარებლო
ფასების
ინდექსი
(საშუალო
პერიოდის) პროგნოზირებულია 3.2%-ის, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4%-ის
დონეზე.
როგორც
დეფლატორის
სამომხმარებლო
მაჩვენებლები
ფასების
2027-2029
ინდექსის,
წლების
ისე
მშპ-ს
განმავლობაში
პროგნოზირებულია 3%-ის დონეზე.
2026 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (მოდიფიცირებული)
მშპ-ს მიმართ პროგნოზირებულია (-)2.5%-ის დონეზე. „ეკონომიკური
თავისუფლების
შესახებ“
გათვალისწინებული
საქართველოს
სახელმწიფოს
ერთიანი
ორგანული
ბიუჯეტის
კანონით
უარყოფითი
მთლიანი სალდო (-)2,720.0 მლნ ლარია, რაც მშპ-ს (-)2.5%-ს შეადგენს
(კანონით დადგენილი ზღვარი (-)3%-ია).
2026 წლისთვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ს 34.9%-ის
დონეზე, რაც მიმდინარე წლის მოსალოდნელ მაჩვენებელზე (35.9%-ზე), 1.0
პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ეს მაჩვენებელი საშუალოვადიანი
პერიოდის განმავლობაში ყოველწლიურად იკლებს და 2029 წლისთვის
პროგნოზირებულია 33.8%-ი.
2026 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იგეგმება
30,290.8 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე
2,730.0 მლნ ლარით მეტია. ამასთან, იზრდება საგადასახადო შემოსავლები.
კერძოდ, 2026 წლისათვის გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები
გათვალისწინებულია 23,030.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2025 წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს 1,145.0 მლნ ლარით (5.2%-ით) აჭარბებს.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები იგეგმება 30,475.9
მლნ ლარის დონეზე, რაც 2025 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2,534.1 მლნ
ლარით (9.1%-ით) მეტია.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს:
სოციალური მიმართულებით:
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად
სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 800.0 მლნ ლარზე მეტით, რომლის
ფარგლებში გათვალისწინებულია:
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და
განისაზღვრება
495
ლარის
ოდენობით.
ამავე
კატეგორიის
პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს
გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370
ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი
იქნება;
გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18
წლამდე
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
(შშმ)
პირების
სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი
კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7.0 მლრდ
ლარს;
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2.1 მლრდ
ლარზე
მეტი,
მათ
შორის
გათვალისწინებულია
პირველადი
ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
დევნილთა
სახლებით
უზრუნველყოფის
მიზნით
გათვალისწინებულია 240.0 მლნ ლარი.
განათლების მიმართულებით:
განათლების და მეცნიერების მიმართულებით გამოყოფილია 3.4
მლრდ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც:
- საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1.7 მლრდ ლარამდე;
-საჯარო
სკოლების
მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის
გათვალისწინებულია 500.0 მლნ ლარზე მეტი;
- საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 110.0
მლნ ლარი.
კულტურისა და სპორტის მიმართულებით:
2026 წლისათვის კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი
ბიუჯეტიდან მიიმართება 1,050.0 მლნ ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის
ფარგლებში გათვალისწინებულია 615.0 მლნ ლარი.
თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით:
- თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების
სამსახურების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 3.5 მლრდ ლარზე
მეტი,
რომლის
ფარგლებშიც
განხორციელდება
პოლიციელებისა
და
ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;
-
თავდაცვის
ინფრასტრუქტურასა
და
შესაძლებლობების
განვითარებისათვის გათვალისწინებულია 445.0 მლნ ლარი.
ინფრასტრუქტურა:
ჯამში, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე
მიიმართება 7.6 მლრდ ლარზე მეტი, მათ შორის:
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1.2 მლრდ
ლარამდე, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას
მოხმარდება 681.0 მლნ ლარი;
მუნიციპალური
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებისთვის
გათვალისწინებულია 2.6 მლრდ ლარზე მეტი;
წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე
მიიმართება 570.0 მლნ ლარზე მეტი;
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 820.0 მლნ
ლარზე მეტი;
ტურისტული
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებაზე
გათვალისწინებულია 150.0 მლნ ლარი;
სპორტული
ინფრასტრუქტურის
მშენებლობა-რეაბილიტაციაზე
გათვალისწინებულია 200.0 მლნ ლარი.
მცირე
და
საშუალო
ბიზნესის
ხელშეწყობის
მიზნით
2026
წელს
გათვალისწინებულია 270.0 მლნ ლარზე მეტი.
სოფლის
მეურნეობის
პროგრამების
დაფინანსებისთვის
გათვალისწინებულია 660.0 მლნ ლარზე მეტი.
გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია
210.0 მლნ ლარზე მეტი.
საჯარო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა:
საჯარო
მოხელეთა
ანაზღაურების
მარეგულირებელი
კანონმდებლობის შესაბამისად, 2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო
მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტით
განსაზღვრული
პროგრამების
ზემოთ
აღნიშნული
განხორციელების
მიმართულებების
უზრუნველსაყოფად,
შესაბამისი
ასიგნებები
გათვალისწინებულია ცალკეული უწყებების მიხედვით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
ასიგნებები
განისაზღვრა 9,620.8 მლნ ლარით, რაც 2025 წლის გეგმაზე 800.8 მლნ ლარით
მეტია;
საქართველოს
განათლების,
მეცნიერებისა
და
ახალგაზრდობის
სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2,615.3 მლნ ლარით;
კულტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 319.3 მლნ
ლარით;
სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 295.4
მლნ ლარი;
საქართველოს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
დაფინანსება
და
მეურნეობის
განისაზღვრა 3,096.9 მლნ ლარით;
საქართველოს
გარემოს
დაცვისა
სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 855.8
სოფლის
მლნ ლარს, რაც 2025 წლის
გეგმაზე 47.7 მლნ ლარით მეტია;
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსება
განისაზღვრა 110.4 მლნ ლარით;
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 1,142.5 მლნ ლარი, რაც 2025 წლის
დამტკიცებულ ასიგნებაზე 195.5 მლნ ლარით მეტია;
თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1,800.0 მლნ
ლარი, რაც 2025 წლის დამტკიცებულ გეგმას 70.0 მლნ ლარით აღემატება;
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსთვის
გათვალისწინებულია 1,473.0 მლნ ლარი, რაც 2025 წლის გეგმას 78.0 მლნ
ლარით აღემატება და ასე შემდეგ.
საერთო-სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
გადასახდელების
მთლიანი მოცულობა შეადგენს 7,174.9 მლნ ლარს, მათ შორის:
-
საქართველოს
რეგიონებში
განსახორციელებელი
პროექტების
ფონდი - 760.0 მლნ ლარი;
- მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი - 20.0 მლნ ლარი;
- დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 540.0 მლნ ლარი;
-
წინა
წლებში
წარმოქმნილი
დავალიანების
დაფარვისა
და
სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი - 30.0 მლნ ლარი;
- საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი - 90.0 მლნ ლარი;
-
ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები - 670.0 მლნ
ლარი და ასე შემდეგ.
მუნიციპალიტეტების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის
(დღგ) სახით მისაღები შემოსავლები პროგნოზირებულია 2,170.5 მლნ ლარის
(ჯამური დღგ-ის 20%) ოდენობით, რაც 2025 წლის გეგმაზე 136.0 მლნ ლარით
მეტია.
2026
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
კანონპროექტთან
ერთად
წარმოდგენილია:
საქართველოს
მთავრობის
მოხსენება
2025
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
წლებისათვის;
2026-2029
2026-2029
წლების
ძირითადი
ეკონომიკური
და
ფინანსური
ინდიკატორები (საბაზო, ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები);
მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზი (საბაზისო, ოპტიმისტური
და პესიმისტური სცენარების ჭრილში);
ინფორმაცია საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით
გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ (2026-2029
წლების კაპიტალური ბიუჯეტის დანართი) (მათ შორის, პროექტებისა
და პროგრამების განმახორციელებლების გამოყოფით);
ინფორმაცია საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით
განსაზღვრული
პროგრამების
მოსალოდნელი
შედეგებისა
და
ინდიკატორების შესახებ (2026-2029 წლების პროგრამული ბიუჯეტის
დანართი);
ინფორმაცია ფისკალური რისკების შესახებ სახელმწიფო საწარმოთა
აგრეგირებული ანგარიში (სექტემბერი);
მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი 2025-2035 წლებისათვის;
ინფორმაცია მთავრობის ვალის შესახებ;
საგადასახადო დანახარჯების შეფასების ანგარიში (2018-2024);
ინფორმაცია 2026 წლის ცენტრალური ბიუჯეტის შესახებ;
საშუალოვადიანი
თავისუფლების
პროგნოზების
შესახებ“
შედარება
საქართველოს
და
„ეკონომიკური
ორგანული
კანონით
განსაზღვრულ ფისკალურ წესებთან შესაბამისობა.
აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია ბიუჯეტის კანონპროექტთან
ერთად
დანართების
სახით,
რაც
ზრდის
საბიუჯეტო
სახსრების
ტრანსპარენტულობისა და გამჭვირვალობის დონეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის 136-ე
მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განიხილა და შეაფასა კომიტეტში
შემოსული დასკვნები. ამ დასკვნების, აგრეთვე, საკუთარი შენიშვნებისა და
მოსაზრებების
საფუძველზე,
კომიტეტს
საქართველოს
2026
წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიმართ აქვს შემდეგი წინადადებები:
1. ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ფისკალური
სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ტრადიციულად მნიშვნელოვანი და
აუცილებელია ევროპის მაასტრიხტის ხელშეკრულებითა და „ეკონომიკური
თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი
მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და ფისკალური მაჩვენებლების, მათ
შორის, ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის მშპ-ს მიმართ
პროცენტული თანაფარდობების დაცვა;
2. მიმდინარე წლის 8 თვის მდგომარეობით რეალური ეკონომიკური
ზრდის
საშუალო
მაჩვენებელი
დაფიქსირდა
7.9%-ის
დონეზე,
რაც
მოსალოდნელ წლიურ მაჩვენებელზე - 6%-ზე, თითქმის 2 პროცენტული
პუნქტით მეტია. ამასთან, დეფლატორის მოსალოდნელი მაჩვენებელი
განსაზღვრულია 3.9%-ის დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის
ნომინალური მშპ მოსალოდნელთან შედარებით მეტი იქნება. შესაბამისად,
გაიზრდება,
ასევე,
პროგნოზირებულთან
შედარებით
2026
წლის
ეკონომიკური ბაზაც, რომლის პირობებში შესაძლებელი იქნება ბიუჯეტის
პროექტით
წარმოდგენილ
საპროგნოზო
მაჩვენებლებთან
შედარებით
შემოსავლების სახით დამატებითი ფულადი სახსრების მიღება;
3.
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
კანონპროექტის
წარმოდგენილ ვერსიაში არ არის გათვალისწინებული შესაბამისი თანხები
„შინაურ
ბინადარ
ცხოველთა
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად;
4.
მოქმედი
კანონმდებლობის
შესაბამისად,
საქართველოს
პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტების პროექტების საქართველოს
პარლამენტის მიერ დამტკიცებისას არ იყო გათვალისწინებული საჯარო
სამსახურში ხელფასის 10%-ით ზრდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ
აღნიშნულ ორგანიზაციებთან შესაბამისი კოორდინაციით განისაზღვროს
ხელფასის 10%-იანი მატება და მოხდეს შესაბამისი თანხის ბიუჯეტში ასახვა;
5. კომიტეტი დადებითად აფასებს წყალმომარაგების პროგრამის
დაფინანსების
კვლავ
ინფრასტრუქტურის
დაფინანსების
გაზრდას.
ამასთან,
გაუმჯობესების
ოდენობა
სასურველია
ღონისძიებების“
შესაძლებლობის
ფარგლებში
„საგზაო
პროგრამის
მომავალშიც
შენარჩუნდეს. მიუხედავად რიკოთის უღელტეხილის დასრულებისა, რჩება
სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი გზების მშენებლობის საჭიროება;
6. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდი“
რჩება
760
მლნ
ლარის
ოდენობით,
რომლის
ფარგლებში
გათვალისწინებულია, ასევე, თანხები სტიქიით გამოწვეული ზარალის
სალიკვიდაციოდ.
მიზანშეწონილია,
შესაძლებლობის
ფარგლებში
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“
ოდენობის გაზრდა;
7. სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში ასახული არ არის
თანხები
გაზიფიცირებისთვის,
რაც
ქვეყნის
მოსახლეობისთვის
უმნიშვნელოვანესი საკითხია. მიზანშეწონილია, მთავრობამ ბიუჯეტის
პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში წარმოადგინოს თავისი პოზიცია;
8. ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების
გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მსჯელობა თავდაცვისა
და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებებისათვის 2026 წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
პროექტით
გათვალისწინებული
საბიუჯეტო
ასიგნებების გაზრდაზე;
9.
მიზანშეწონილია,
შესაძლებლობის
ფარგლებში
ვეტერანთა
მატერიალურ-სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიხედოს
სოციალური გასაცემლის ოდენობა, ასევე, ვეტერანთა მატერიალურსოციალური
მდგომარეობის
გაუმჯობესების
მიზნით
გაეზარდოს
დაფინანსება სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;
10. პროგრამის „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ 2026
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული დაფინანსება
წინა წელთან შედარებით გაზრდილია 17 მლნ ლარით. რამდენადაც
ყოველწლიურად
მზარდია
ბავშვთა
რეაბილიტაცია/აბილიტაციის
ქვეპროგრამის მიმართვიანობა, მიზანშეწონილია, აღნიშნულ პროგრამას
დაემატოს თანხა შშმ პირთა, როგორც სოციალური, ასევე ფიზიკური
მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
11. მიზანშეწონილია, შესაძლებლობის ფარგლებში, გაიზარდოს
ჯანდაცვის
პროგრამების
დაფინანსების
ოდენობები,
მათ
შორის,
განსაკუთრებით
ნარკომანიით
დაავადებულთა
მკურნალობისა
და
უსაფრთხო სისხლის მიმართულებით;
12.
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
რეორგანიზაციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა გარემოსდაცვითი
ფუნქციები, ასევე, დაემატა არაერთი ახალი
გადინების
თავიდან
ასაცილებლად,
ვალდებულება.
კადრების
მიზანშეწონილია,
შრომის
ანაზღაურების საყოველთაო 10%-იანი ზრდის გარდა, გარემოს დაცვითი
ფუნქციების
მქონე
უწყებებში
დამატებით
განხორციელდეს
შრომის
ანაზღაურების ზრდა;
13. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად შეინიშნება ტყის ფონდისა
და დაცული ტერიტორიების მიღმა არსებული მერქნული საფარის
ავადობისა
და
ხმობის
ფაქტები.
სხვადასხვა
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიებზე საჭიროა დაიგეგმოს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის
ტიპის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მიერ მცენარეთა დაავადებებზე ჩატარებული
ლაბორატორიულ
კვლევების
საფუძველზე
მოხდება
შესაბამისი
ღონისძიებების აღსრულება მუნიციპალიტეტების მიერ. ამ მიმართულებით,
მიზანშეწონილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ
დაიწყოს მუშაობა მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით;
14. სოფლის მეურნეობის პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის
მიზნით, საჭიროა გაუმჯობესდეს ამ პროგრამების მონიტორინგისა და
შეფასების მექანიზმები. ამასთან, რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით
მოხდეს მიმდინარე პროგრამების გადახედვა;
15. მიზანშეწონილია, რომ მომავალი წლის სასპორტო ღონისძიებების
(ადგილობრივი და საერთაშორისო) აგრეთვე, სპორტული ფედერაციების
(ორგანიზაციების)
საბიუჯეტო
განაცხადების
ოპტიმიზაციის
გათვალისწინებით გაიზარდოს სპორტის სამინისტროს დაფინანსება, მათ
შორის, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და
პოპულარიზაციისთვის გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსება;
16. მიზანშეწონილია, ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული
ასიგნებები
გაეზარდოს
იმ
საბიუჯეტო
ორგანიზაციებს,
რომლებიც
ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე არიან
ძირითადი
პასუხისმგებელნი,
ხოლო
კონკრეტული
პარამეტრების
დაზუსტების მიზნით გაგრძელდეს მუშაობა;
17. კვლავ აქტუალური რჩება ბიუჯეტის პროგრამული
ფორმატის
შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების საჭიროება. მნიშვნელოვანია,
საქართველოს
მთავრობამ
დაწესებულებებთან
გააქტიუროს
პროგრამული
ფორმატით
მუშაობა
მხარჯავ
ბიუჯეტის
დაგეგმვის
სრულყოფის მიმართულებით;
18. მიზანშეწონილია, პროგრამებისა თუ ქვეპროგრამების ასიგნებების
განსაზღვრის პროცესში გათვალისწინებულ იქნეს გასული და მიმდინარე
წლების
შესრულების
ტენდენციებიც,
რათა
დასაგეგმი
საბიუჯეტო
წლისთვის უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი
გამოყენება და დაგეგმილი ასიგნებების სრულად ათვისება;
19. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ 2028 წლიდან ნაერთი
ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციით განსაზღვრული განათლების
სფეროს დაფინანსების მოცულობა უნდა იყოს ნომინალური მშპ-ს არანაკლებ
6%-ისა.
ეს
საკითხი
საჭიროებს
გადახედვას,
რამდენადაც
ნაკლებ
შესაძლებელი იქნება შესაბამისი თანხების გათვალისწინება და ეფექტიანი
ათვისება;
20.
საშუალოვადიანი
პერიოდის
განმავლობაში
კაპიტალური
ხარჯების მოცულობა მშპ-სთან მიმართებით შემცირების ტენდენციით
ხასიათდება. მნიშვნელოვანია, კაპიტალური დანახარჯების სტაბილური
დონის განსაზღვრა და შენარჩუნება, რაც არსებით გავლენას ახდენს ქვეყნის
ეკონომიკურ განვითარებაზე;
21. კომიტეტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მიერ „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტზე
მომზადებულ
დასკვნაში
დაფიქსირებული რეკომენდაციები და წინადადებები, რაც დახვეწავს და
კიდევ უფრო ეფექტიანსა და გამჭვირვალეს გახდის ბიუჯეტის დაგეგმვისა
და აღსრულების პროცესს;
22. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტს აქვს
იურიდიული ტექნიკისა და რედაქციული ხასიათის შენიშვნები (დასკვნა
თან ერთვის).
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი,
გამოთქმული წინადადებების გათვალისწინებით, ეთანხმება საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს 2026 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე