საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე (თანდართულ მასალებთან ერთად), „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მოხსენებასა და დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ (№ 07-2/322, 29/09/2023), (წერილი №2-20501/23;11/12/2023)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
- „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დასამტკიცებლად წარმოდგენილი თავდაცვის ძალების რაოდენობა“ წარდგინება
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ (გადამუშავებული ვარიანტი), საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტზე (თანდართულ მასალებთან ერთად), „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მოხსენებასა და დოკუმენტზე „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ (№ 07-2/322, 29/09/2023), (წერილი №2-20501/23;11/12/2023) (ეს პროექტი) დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
კომიტეტების სხდომებზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2023-12-11
📜 ტექსტი
წერილი
2-20501/23
11-12-2023
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს
პარლამენტის
ვებგვერდზე
გამოსაქვეყნებლად
გიგზავნით:
-
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას საქართველოს მთავრობის
მიერ წარმოდგენილ ,,საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ კანონის პროექტზე (თანდართულ მასალებთან ერთად), „2023
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“
საქართველოს მთავრობის
მოხსენებასა და
დოკუმენტზე „ქვეყნის
ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“
(№ 07-2/322, 29.09.2023).
-
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სხვა კომიტეტების დასკვნებს
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
მიერ
წარმოდგენილ
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის
მიმოხილვაზე" (№1-14027; 31.10.2023).
გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
პატივისცემით,
კომიტეტის აპარატის უფროსი
ირინა ლომია
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-16798/23
19-10-2023
დასკვნა
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტზე, დოკუმენტზე - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და
მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის
მოხსენებაზე „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ“
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა
მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი ,,საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
(თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი
მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“, ასევე, საქართველოს
მთავრობის მოხსენება - „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
მიმდინარეობის შესახებ“ (№ 07-2/322; 29.09.2023).
საქართველოს
პარლამენტში
შემოსული
2024
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის პროექტით საბიუჯეტო პარამეტრები განსაზღვრულია მიმდინარე
ეკონომიკური აქტივობის პროცესების გათვალისწინებით.
2024
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის
წარმოდგენილ
პროექტში
პრიორიტეტებად განსაზღვრულია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები,
როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, მოსახლეობის სოციალური დაცვა,
განათლება,
ქვეყნის
ეკონომიკური
განვითარების
ხელშეწყობის
მიმართულებები და საჯარო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა. ეს
პრიორიტეტები ითვალისწინებს:
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით:
-
თავდაცვის,
შინაგან
უსაფრთხოების
სამსახურის
პოლიციელებისა
და
საქმეთა
სამინისტროს
დაფინანსების
ჯარისკაცების
და
ზრდას,
ხელფასების
სახელმწიფო
მათ
10%-ით
შორის,
გაზრდას.
სამინისტროს ასიგნებების გარგლებში, ასევე, მნიშვნელოვანი რესურსია
გათვალისწინებული თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების
განვითარების ხელშეწყობისთვის.
სოციალური მიმართულებით:
- პენსიების ზრდას;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ)
პირების სოციალური გასაცემელის ზრდას;
- სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების ზრდას, მათ
შორის გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების
10%-იანი ზრდა;
- დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის ასიგნებებს.
განათლების მიმართულებით:
- საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას;
- საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის
ხელფასების 10%-იანი ზრდას;
-
საჯარო
სკოლების
მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის
გათვალისწინებულია 350.0 მლნ ლარზე მეტი;
- საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225.0 მლნ
ლარზე მეტი;
გარდა
ფარგლებში
ამისა,
მუნიციპალიტეტების
შესაძლებელი
იქნება
საბავშვო
გაზრდილი
შემოსავლების
ბაღების
თანამშრომელთა
ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.
კულტურისა და სპორტის მიმართულებით:
-
გათვალისწინებულია
კულტურისა
და
სპორტის
მოღვაწეთა
სოციალური დაცვის ღონისძიებების, სახელოვნებო და სასპორტო სფეროში
უმაღლესი განათლებს დაფინანსების ზრდა და ასე შემდეგ;
ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით:
ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება
6 მლრდ ლარზე მეტი, კერძოდ, გათვალისწინებულია:
- საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - 1.7 მლრდ ლარზე მეტი;
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის - 1.9 მლრდ
ლარზე მეტი;
- წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე - 500.0
მლნ ლარზე მეტი;
- საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე - 700.0 მლნ ლარზე მეტი;
-
ტურისტული
ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებაზე
გათვალისწინებულია 170.0 მლნ ლარზე მეტი.
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილია 560.0 მლნ
ლარზე მეტი;
გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 180.0
მლნ ლარამდე;
მცირე
და
საშუალო
ბიზნესის
ხელშეწყობის
მიზნით
გათვალისწინებულია 300.0 მლნ ლარზე მეტი.
საჯარო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა:
2024
წელს
საბიუჯეტო
ორგანიზაციებში
ხელფასების
ზრდა
განხორცილდება 10%-ით.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტზე თანდართული
მაკროეკონომიკური
პროგნოზების
მიხედვით,
ნომინალური
მშპ
გათვალისწინებულია 85 370.7 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2023 წლის შესაბამის
მოსალოდნელ მაჩვენებელზე 6 583.5 მლნ ლარით მეტია. 2024 წლისთვის მშპ-ს
რეალური ზრდის ტემპის საპროგნოზო მაჩვენებელი გათვალისწინებულია
5.2%-ის დონეზე. ეკონომიკური ზრდა ნავარაუდევია საშუალოვადიანი
პერიოდის განმავლობაშიც და 2027 წლისთვის ნომინალურ გამოსახულებაში
მშპ 107 991.2 მლნ ლარს მიაღწევს.
2024 წლისთვის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (საშუალო პერიოდის)
განსაზღვრულია 2.8%-ის, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3%-ის დონეზე. ამასთან,
როგორც
სამომხმარებლო
ფასების
ინდექსი,
ისე
მშპ-ს
დეფლატორის
მაჩვენებელი 2025-2027 წლების განმავლობაში არ გადააჭარბებს 3%-იან დონეს.
2024 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (მოდიფიცირებული)
მშპ-ს
მიმართ
განსაზღვრულია
თავისუფლების
შესახებ“
2.5%-ის
ფარგლებში.
საქართველოს
„ეკონომიკური
ორგანული
კანონით
გათვალისწინებული სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი
სალდო განსაზღვრულია 2 162.0 მლნ ლარით, რაც ასევე მშპ-ს 2.5%-ს შეადგენს
(კანონით განსაზღვრული ზღვარი 3%-ია).
2024 წლისთვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ს 38.2%-ის დონეზე,
რაც მიმდინარე წლის
გეგმით განსაზღვრულ ანალოგიურ მაჩვენებელზე
(38.4%) 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ეს მაჩვენებელი 2027 წლისთვის
იკლებს 37.4%-მდე.
2024
წლის
სახელმწიფო
განსაზღვრული
ზემოთ
განხორციელების
ბიუჯეტის
აღნიშნული
წარმოდგენილი
ძირითადი
უზრუნველსაყოფად,
პროექტით
პრიორიტეტების
შესაბამისი
თანხები
გათვალისწინებულია ცალკეული უწყებებისა და პროგრამების მიხედვით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
ასიგნებები
განისაზღვრა 7 735.0 მლნ ლარით, რაც 2023 წლის გეგმაზე 626.6 მლნ ლარით
მეტია;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება
განისაზღვრა 2 340.0 მლნ ლარით, რაც 2023 წლის გეგმას აღემატება 262.2 მლნ
ლარით;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 350.9 მლნ ლარით;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
დაფინანსება შეადგენს 685.0 მლნ ლარს;
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების
სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 646.0 მლნ ლარი, რაც 2023 წლის
დამტკიცებულ ასიგნებაზე 64.8 მლნ ლარით მეტია;
თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 370.0 მლნ ლარი,
რაც 2023 წლის დამტკიცებულ გეგმას 100.0 მლნ ლარით აღემატება;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია
1 210.0 მლნ ლარი, რაც 2023 წლის გეგმას 64.0 მლნ ლარით აღემატება და ასე
შემდეგ.
საერთო-სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
გადასახდელების
მთლიანი მოცულობა შეადგენს 4 551.6 მლნ ლარს, მათ შორის:
- საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდი - 400.0 მლნ ლარი;
- მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი - 20.0 მლნ
ლარი;
- დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსება - 430.0 მლნ
ლარი;
- ავტონომიური
რესპუბლიკებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები
516.0
მლნ ლარია და ასე შემდეგ.
მუნიციპალიტეტების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის
(დღგ) სახით მისაღები შემოსავლები პროგნოზირებულია 1 733.1 მლნ ლარის
(ჯამური დღგ-ის 19%) ოდენობით.
2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები იგეგმება
23 881.7 მლნ ლარის დონეზე, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 710.7
მლნ ლარით მეტია. მნიშვნელოვანია, რომ ეს მატება განპირობებულია
საგადასახადო შემოსავლების ზრდით. კერძოდ, გადასახადებიდან მისაღები
შემოსავლები იზრდება 2023 წლის 16 710.4 მლნ ლარიდან 18 322.9 მლნ
ლარამდე, ანუ 1 612.5 მლნ ლარით.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები იგეგმება 24 161.2
მლნ ლარის დონეზე, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 849.9 მლნ
ლარით მეტია. გადასახდელების მატების დიდი ნაწილი ხმარდება ხარჯების
ზრდას, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფას, შრომის ანაზღაურებას და
ასე შემდეგ. იზრდება გადასახდელების სხვა მიმართულებებიც, კერძოდ,
აღნიშნული მატებიდან არაფინანსური აქტივების ზრდაზე (კაპიტალურ
ხარჯებისთვის)
სახელმწიფო
გათვალისწინებულია
16
ვალდებულებების
804
ათას
კლებაზე
ლარამდე,
(ვალების
ხოლო
დაფარვაზე)
გათვალისწინებულია 304.9 მლნ ლარამდე.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს თან ერთვის:
ინფორმაცია
საქართველოს
2024
წლის
სახელმწიფო
გათვალისწინებული
კაპიტალური
პროექტების
პროექტებისა
პროგრამების
განმახორციელებლების
და
შესახებ,
ბიუჯეტით
მათ
შორის,
გამოყოფით;
ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და
ინდიკატორები; „ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი“; მთავრობის
ვალის მდგრადობის ანალიზი; ინფორმაცია მთავრობის ვალის შესახებ;
საგადასახადო
დანახარჯების
შეფასების
ანგარიში;
მაკროეკონომიკური
სცენარები და მათი ანალიზი საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური
სცენარების
ჭრილში;
საშუალოვადიანი
პროგნოზების
შედარება
და
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
განსაზღვრულ ფისკალურ წესებთან შესაბამისობის მიმოხილვის დოკუმენტი.
აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია ბიუჯეტის კანონპროექტთან ერთად
დანართების სახით, რაც ზრდის საბიუჯეტო სახსრების ტრანსპარენტულობისა
და გამჭვირვალობის დონეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და შეაფასა კომიტეტში
შემოსული სხვა კომიტეტების, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების,
პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის, აგრეთვე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და
საქართველოს ეროვნული ბანკის
საკუთარი
შენიშვნებისა
და
დასკვნები. ამ დასკვნების, აგრეთვე,
მოსაზრებების
საფუძველზე,
კომიტეტს
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიმართ
აქვს
შემდეგი წინადადებები:
1. კომიტეტი დადებითად აფასებს მომავალი წლის მაკროეკონომიკური
პარამეტრების მიმდინარე წელთან შედარებით გაუმჯობესებას. ამასთან,
გასათვალისწინებელია, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან
გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლისთვის ძირითადი
მაკროეკონომიკური
მაჩვენებლები
შედარებით
კონსერვატიულად
არის
დაგეგმილი, რის გამოც შესაძლებელია მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა
დაგეგმილთან შედარებით მეტი იყოს. შესაბამისად, კომიტეტს მიაჩნია, რომ
ბიუჯეტის
პროექტით
შედარებით
საგადასახადო
წარმოდგენილ
შესაძლებელია
ბიუჯეტში
შემოსავლების
სახით
საპროგნოზო
მაჩვენებლებთან
შემოსავლების,
დამატებითი
მათ
ფულადი
შორის,
სახსრების
აკუმულირება, რაზედაც ასევე, დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის (საშუალო ეკონომიკური ზრდა 7%-ია,
წლიური მოსალოდნელი
მაჩვენებელი 6.5%-ია) ეკონომიკური აქტივობის
ტენდენციის წლის ბოლომდე შენარჩუნებამ;
2. საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ისეთი კანონპროექტები,
როგორიც არის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“(N07-3/357; 27.09.2023) და „არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“(N07-3/107;
02.09.2021). ასევე, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კანონის პროექტზე
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, რომლის ინიცირება იგეგმება უახლოეს
მომავალში. აღნიშნული კანონების ძალაში შესვლის შემდეგ საჭირო იქნება
გარკვეული თანხები, რომლის ოდენობის განსაზღვრისა და 2024 წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტში
გათვალისწინების
მიზნით,
მიზანშეწონილია
დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები;
3. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის
და მის დაქვემდებარებაში არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს,
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და კვლევითი ცენტრის, ასევე,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის
ბიუჯეტის პროექტების საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრისას
გათვალისწინებული არ იყო საჯარო სამსახურში ხელფასის 10%-ით ზრდა.
ხელფასის 10%-იანი მატება უნდა განხორციელდეს ამ ორგანიზაციებშიც და
მოხდეს ბიუჯეტში ასახვა;
ამასთან,
არჩევნების
ელექტრონული
საშუალებების
გამოყენებით
ჩატარებასთან დაკავშირებით გამოვლინდა დამატებითი თანხის საჭიროება.
მთლიანობაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის
ბიუჯეტში დამატებით გასათვალისწინებელია 27 516.0 ათასი ლარი, საიდანაც
4 707 ათასი ლარი მიიმართება შრომის ანაზღაურების მატებაზე, ხოლო 22 809
ათასი ლარი არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებასთან
დაკავშირებული ხარჯებია;
(აღნიშნული ორგანიზაციების შესახებ
დანართების სახით დასკვნას თან ერთვის).
4.
რეგიონებში
მუნიციპალიტეტების
სრულყოფილი
გაძლიერების
დეტალური
ინფორმაცია
ინფრასტრუქტურისა
უზრუნველსაყოფად,
და
კომიტეტს
მიზანშეწონილად მიაჩნია „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდის“ ოდენობის გაზრდა. გასათვალისწინებელია, რომ
აღნიშნული ფონდისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფას ითხოვს
პრაქტიკულად ყველა მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და პარლამენტის
კომიტეტები;
5.
მნიშვნელოვანია,
რომ
გათვალისწინებული
იქნეს
თანხები
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაზიფიცირებისა და მოსახლეობისთვის
გაზის მიწოდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფად;
6. მიმდინარე წლის იანვრიდან გაზრდილია ვეტერანთა სოციალური
გასაცემლის ოდენობა, თუმცა მათი მატერიალურ-სოციალური მდგომარეობის
გათვალისწინებით
კომიტეტს
მიზანშეწონილად
მიაჩნია
აღნიშნული
გასაცემლის ოდენობის გაზრდა.
ამასთან, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ვეტერანთა
მატერიალურ-სოციალური
მდგომარეობის
გაუმჯობესების
მიზნით
წარმოდგენილი აქვს ღონისძიებების გეგმა, რომლის დასაფინანსებლად მათი
შეფასებით საჭიროა დამატებით 3.5 მლნ ლარი. წარმოდგენილი გეგმა ეხება
საკადრო პოლიტიკის გაუმჯობესებას, ვეტერანთა სამეწარმეო საქმიანობაში
ჩართვის
ხელშეწყობას,
სოციალურად
შეჭირვებული
ვეტერანების
საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ჯანმრთელობისა და სოციალური
საკითხების მოგვარებას. მიზანშეწონილია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახურთან
კონსულტაციები,
რათა
შესაძლებლობის
ფარგლებში
მაქსიმალურად მოხდეს აღნიშნული საკითხების გათვალისწინება;
7.
საქართველოს კანონმდებლობით 2021 წლიდან მოქმედებს პენსიის
ზრდის ინდექსაციის წესი, რომლის შესაბამისად ეკონომიკურ პარამეტრებზე
(ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია) დაყრდნობით ყოველწლიურად ხდება
პენსიის გადაანგარიშება და მატება. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ
იგივე მეთოდოლოგიით (ინდექსაციის წესით) მოხდეს პენსიის/კომპენსაციის
გაანგარიშება პენსიონერების იმ ნაწილისთვის, რომელთა კომპენსაციის
მაქსიმალური ზღვარი კანონით განისაზღვრა 2005 წელს (560 ლარი) და მას
შემდეგ არ შეცვლილა;
8. საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე,
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ან მიღებული
ჭრილობების
შედეგად
გარდაცვლილთა
ოჯახის
წევრებს
ეძლევათ
კომპენსაცია, რომელიც 2015 წლიდან შეადგენს 1000 ლარს. ამ წლების
განმავლობაში აღნიშნული თანხა არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ
მნიშვნელოვანად არის გაზრდილი ინფლაცია. მიზანშეწონილია, მოხდეს ამ
კომპენსაციის ოდენობის გადახედვა ზრდის მიმართულებით. აღნიშნული
წინადადება ასახული იყო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
კანონპროექტზე კომიტეტის დასკვნაში;
9. გენდერული თანასწორობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და
ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია გენდერული თემა მაქსიმალურად
იყოს გათვალისწინებული შესაბამის საბიუჯეტო პროგრამებში;
10. სახელმწიფოს მიერ ხორციელდება სახელმწიფო გასაცემლების გაცემა
9 აპრილის დაზარალებულთა ოჯახის წევრებსა და 9 აპრილის შშმ პირებზე (44
ლარი), ასევე,
9 აპრილის მონაწილეებზე (22 ლარი), რომელიც წლების
განმავლობაში არ გაზრდილა. საბიუჯეტო განხილვების დროს საქართველოს
პარლამენტის წევრების მიერ არაერთხელ გაჟღერდა წინადადება აღნიშნული
სახელმწიფო გასაცემლის გაზრდის თაობაზე. კომიტეტს მიზანშეწონილად
მიაჩნია მისი ოდენობის გაზრდა;
11.
სოციალური დახმარების
მიმღებთა ერთ-ერთ კატეგორიას
წარმოადგენენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები,
კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული გასაცემელის ოდენობის
გაზრდა;
12. საქართველოს პარლამენტში საბიუჯეტო განხილვებისას აქტიურად
მიმდინარეობდა მსჯელობა სკოლებში ბავშვთა უფასო კვების თაობაზე. ამ
საკითხზე
მუშაობის
მზაობას
გამოთქვამს
საქართველოს
მთავრობაც.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით საჭიროა მნიშვნელოვანი
ოდენობის ფინანსური რესურსი, საქართველოს პარლამენტის წევრების დიდი
ნაწილი თვლის, რომ
ქვეყნის
მაკროეკონომიკური და ფისკალური
პარამეტრების გათვალისწინებით
უკვე შესაძლებელია დაიწყოს მუშაობა
შესაბამის პროგრამაზე. ეს პროგრამა 2024 წელს სრულად ვერ ამოქმედდება,
მაგრამ შესაძლებელია
ერთობლივი კოორდინაციით გადაიდგას ქმედითი
ნაბიჯები პროგრამის დასაწყებად;
13. არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით
მნიშვნელოვანია თავდაცვის დაფინანსების მაქსიმალური ზრდა, თუმცა ამან არ
უნდა გამოიწვიოს ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდა;
14. მიზანშეწონილია, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა
(კოდი 25 02)
და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-
რეაბილიტაციის (კოდი 25 04) მიმართულებებით შესაძლებლობის ფარგლებში
გამოიყოს დამატებთი ასიგნებები;
15. საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვებისას
გამოითქვა
მოსაზრება
პენიტენციური
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
ყოფითი
სისტემის
მართვისა
და
პირობების
გაუმჯობესების
პროგრამის დაფინანსების ზრდის საჭიროებაზე. მიზანშეწონილია დამატებითი
კონსულტაციები აღნიშნული პროგრამის დაფინანსების ზრდის საჭიროების,
მიზნობრიობისა და ოდენობის დასაზუსტებლად;
16. ბიოწარმოების მიმართულების აქტუალობიდან და საერთაშორისო
ბაზარზე
მოთხოვნიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვანია
ბიოწარმოების
ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი დაფინანსების
ზრდა;
17.
მნიშვნელოვანია
ეტაობრივად
დაიწყოს
მუშაობა
რეგიონებში
არსებული უმაღლესი სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების
მიზნით
და ამ მიმართულებით უმაღლესი სასწავლებლებთან ერთად
მოძიებულ იქნას შესაბამისი დამატებითი რესურსები;
18. ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით
მნიშვნელოვანი
და
აუცილებელია
ამ
მიმართულების
პროგრამების
დაფინანსების ოდენობების განსაზღვრისა და ამ რესურსების
გამოყენების
(ხარჯვის) მექანიზმის დახვეწა-დაზუსტება;
19. რამდენადაც სოფლად არსებული ამბულატორიები სათანადოდ ვერ
პასუხობენ მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია მოხდეს მათი რეაბილიტაცია და
აღჭურვა და შესაბამისი რესურსი გათვალისწინებულ იქნეს 2024 წლის
ბიუჯეტში;
20. ონკოლოგიური დაავადებების
შესაბამისი
პრევენციის მიზნით აუცილებელია
ღონისძიებების გატარება, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად
შეამცირებს დაგვიანებულ მიმართვიანობას და ონკოლოგიაზე დანახარჯებს;
21.
მიზანშეწონილია
გაფანტული
სკლეროზის,
როგორც
მედიკამენტებით, ისე მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება მთელი
საქართველოს მასშტაბით;
22. ბიუჯეტის პროგრამული
ფორმატის
შემდგომი დახვეწისა და
გაუმჯობესების მიმართულებით საჭიროა მხარჯავი დაწესებულებების მეტი
ძალისხმევა. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ გააქტიუროს მუშაობა
მხარჯავ დაწესებულებებთან პროგრამული ფორმატით ბიუჯეტის დაგეგმვის
სრულყოფის მიმართულებით;
23. კომიტეტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე მომზადებულ დასკვნაში დაფიქსირებული
რეკომენდაციები
და
წინადადებები.
განსაკუთრებით
საყურადღებოა
სახელმწიფო ვალის, სახელმწიფო საწარმოებისა და კაპიტალური ხარჯების
დინამიკის
მიმართ
გამოთქმული
რეკომენდაციები.
აღნიშნულის
გათვალისწინება დახვეწავს და კიდევ უფრო ეფექტიანსა და გამჭვირვალეს
გახდის ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესებს. კომიტეტი
გამოთქვას მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს სამუშაო პროცესში
და შესაბამისი საკითხების მოგვარებაში.
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი,
გამოთქმული წინადადებების გათვალისწინებით ეთანხმება საქართველოს
მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს 2024
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.
კომიტეტის თავმჯდომარე
პაატა კვიჟინაძე
წლის