საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო, სერგო ხურციძე) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-05
კომიტეტის სხდომის ნომერი 45
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
თარიღი
05 ნოემბერი 2025 13:00
2025 წლის 5 ნოემბერი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი (პროექტი)
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტის
წარდგენის
უფლების
განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ
მახარაძის,
შოთა
მარტინენკოს,
ირაკლი
მარტინენკოს
და
სერგო
ხურციძის
შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
დასკვნა
2-14683/25
05-11-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის
უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი
ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო
ხურციძის შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის
შესახებ
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025
წლის 5 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საინიციატივო ჯგუფის მიერ
წარმოდგენილი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერების ნამდვილობის
შემოწმების შედეგები, რომელიც ეხებოდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა
სამართლებრივი
მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენის უფლების განხორციელებას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად,
ხელმოწერების
შესაგროვებლად
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელზე
ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს ამომრჩევლის
შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს,
პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. ამ მონაცემებს
ხელმოწერით
ადასტურებს
ამომრჩეველი.
სულ
წარმოდგენილი
44
602
ამომრჩევლის ხელმოწერიდან (3 020 ფურცელი) იმ ხელმოწერების რაოდენობამ,
რომელიც არ შეიცავდა სრულყოფილად მითითებულ მონაცემებს შეადგინა 15 961
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-12
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბათილად მიიჩნევა ყველა ის ხელმოწერა,
რომელიც არ შეიცავს 123-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-6
პუნქტის
შესაბამისად,
ხელმოწერების
შესაგროვებლად
პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის ყოველ ფურცელს
ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი
პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორისთვის და პასუხს აგებს
მათი გაყალბებისთვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა
დამოწმდეს
სანოტარო
ბიუროში.
ამასთანავე,
ერთ
მუნიციპალიტეტში
ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის სანოტარო
წესით დამოწმება საკმარისია ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული
ყველა სხვა ხელმოწერების ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით
დამოწმებას აღარ საჭიროებს. შემოწმებისას, დადგინდა რომ 6 690 ამომრჩევლის
ხელმოწერა არ არის დადასტურებული ან დამოწმებული აღნიშნული წესის
გათვალისწინებით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქის შესაბამისად ბათილად მიიჩნევა ყველა ხელმოწერა,
რომელიც
123-ე
მუხლის
მე-6
პუნქტით
დადგენილი
წესით
არ
არის
დადასტურებული ან დამოწმებული. გარდა აღნიშნულისა, შემოწმების შედეგად
დადგინდა,
რომ
39
ხელმოწერა
არ
არის
შესრულებული
საქართველოს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის
ხელმოწერების
შეგროვების
ფურცელზე.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქის შესაბამისად ბათილად
მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც
არ არის დადგენილი ფორმის.
ამასთანავე, ამომრჩეველთა ხელმოწერების შემოწმებისას დადგინდა, რომ
არასრულწლოვან პირთა მიერ განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობამ
შეადგინა 13 ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის
მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ყველა ის
ხელმოწერა, რომელიც შესრულებულია იმ პირის მიერ, რომელიც არ აკმაყოფილებს
ამომრჩევლისთვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე,
ხელმოწერების შემოწმებისას გაირკვა, რომ 15 ამომრჩევლის მონაცემები მეორდება
და ორჯერ არის მითითებული.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
რიგ
შემთხვევებში
დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-6
პუნქტის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ
შეადგინა 22 718 ხელმოწერა. შესაბამისად, ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა
(21 884 ხელმოწერა) არ აღემატება 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერას. აქედან
გამომდინარე
საპროცედურო
საკითხთა
კომიტეტმა
გადაწყვიტა,
რომ
ზემოაღნიშნულ საინიციატივო ჯგუფს უარი უნდა ეთქვას კანონპროექტის
პარლამენტში განსახილველად წარდგენაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავითი მათიკაშვილი
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
2025 წლის 5 ნოემბერი 13.00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N45
სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, თორნიკე ფაღავა,
თამარ ხვედელიანი, გენრიეტა წიწავა და იოსებ ჯორბენაძის უფლებამონაცვლე ლიკა შარტავა.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის
თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი
მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების
ნამდვილობის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და
მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
დავით მათიკაშვილი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვამდე
მიესალმა და წარმატებები უსურვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ახალ წევრს, ფრაქცია
„საქართველოსთვის“ წარმომადგენელს - თამარ ხვედელიანს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა
საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი
მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების
ნამდვილობის საკითხის განხილვა
მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა
კომიტეტი განიხილავს
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ
მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით)
მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებს, რომელიც შეეხება
არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელებას.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად ხელმოწერების
ნამდვილობის შემოწმების თაობაზე მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმად სულ წარმოდგენილი
44 602 ამომრჩევლის ხელმოწერიდან (3 020 ფურცელი) იმ ხელმოწერების რაოდენობამ, რომელიც
არ შეიცავდა სრულყოფილად მითითებულ მონაცემებს შეადგინა 15 961 ხელმოწერა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,
ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ
დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელზე ხელმოწერების სისწორისთვის პასუხისმგებელი
პირი აღნიშნავს ამომრჩევლის შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების წელს, თვესა და
რიცხვს, მისამართს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს და ხელმოწერის თარიღს. საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბათილად
მიიჩნევა ყველა ის ხელმოწერა, რომელიც არ შეიცავს 123-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ
მონაცემებს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის
შესაბამისად, ხელმოწერების შესაგროვებლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის ყოველ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს
ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია
ხელმოწერების სისწორისთვის და პასუხს აგებს მათი გაყალბებისთვის. თითოეული
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში. ამასთანავე, ერთ
მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის
სანოტარო წესით დამოწმება საკმარისია ერთხელ. მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული
ყველა სხვა ხელმოწერების ფურცელი იმავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას
აღარ საჭიროებს. შემოწმებისას, დადგინდა რომ 6 690 ამომრჩევლის ხელმოწერა არ არის
დადასტურებული ან დამოწმებული აღნიშნული წესის გათვალისწინებით. საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქის შესაბამისად ბათილად
მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც 123-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით არ არის
დადასტურებული ან დამოწმებული. გარდა აღნიშნულისა, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ
39 ხელმოწერა არ არის შესრულებული საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის ხელმოწერების შეგროვების ფურცელზე. საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქის შესაბამისად ბათილად
მიიჩნევა ყველა ხელმოწერა, რომელიც შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ არის
დადგენილი ფორმის.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, შემოწმების შედეგად დადგინდა აგრეთვე, რომ 39
ხელმოწერა არ იყო შესრულებული საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის ხელმოწერების შეგროვების ფურცელზე და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყველა
ზემო აღნიშნული ხელმოწერა, ბათილად იქნა მიიჩნეული. არასრულწლოვან პირთა მიერ
განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 13 ხელმოწერა და ეს ხელმოწერები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად, ბათილად იქნა მიიჩნეული. ასევე, ხელმოწერების შემოწმებისას გაირკვა, რომ 15
ამომრჩევლის მონაცემები მეორდება და ორჯერ არის მითითებული.
ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმებისას დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში დაირღვა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები, რის
საფუძველზეც ბათილი ხელმოწერების რაოდენობამ შეადგინა 22 718 ხელმოწერა. შესაბამისად,
ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (21 884 ხელმოწერა) არ აღემატება 25 000 ამომრჩევლის
ხელმოწერას. აქედან გამომდინარე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ
ზემოაღნიშნულ საინიციატივო ჯგუფს უარი უნდა ეთქვას კანონპროექტის პარლამენტში
განსახილველად წარდგენაზე.
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს დასკვნას
საინიციატივო ჯგუფისათვის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი
მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) არანაკლებ
25 000 ამომრჩევლის
ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
წარდგენის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ?
2
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი
დავით მათიკაშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
3