„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლის:
ა)
პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)
საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან უმცროსი
სპეციალური წოდებით;
გ)
კადრის მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად
შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი
სპეციალური წოდებით;“;
ბ)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ
სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, ხოლო კადრის
სამსახურში – არა უმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს
სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და
ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. სამსახურის
უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში მიიღოს და პირად
შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა არ
ვრცელდება:
ა) პირზე, რომელიც ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან
შეთანხმებით;
ბ) განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში;
გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით
მიღებისას, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური
წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.“;
გ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
პირი კადრის მოსამსახურეთა შემადგენლობაში ირიცხება და თანამდებობაზე
ინიშნება სამსახურის უფროსის ბრძანებით, ხოლო საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა
კატეგორიაში - კონტრაქტისა და ბრძანების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო
დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით მიიწვიონ მაღალკვალიფიციური
სპეციალისტები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
განმარტავს, თუ ვინ განეკუთვნება საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა კატეგორიას და
ვინ შედის კადრის მოსამსახურეთა შემადგენლობაში. კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით,
აღნიშნულ პირებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სავალდებულო სამხედრო სამსახური/წვევამდელთა
ეროვნული სამხედრო სამსახური. შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერი არ იძლევა შესაძლებლობას,
რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ ანდა კადრის
სამსახურში მიღებულ იქნენ პირები, რომლებიც „თავდაცვის კოდექსის“ შესაბამისად,
გათავისუფლებული არიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან, ან/და
ამავე კოდექსის თანახმად, თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხული არიან 27 წლის ასაკის
მიღწევის და არა სამხედრო ვალდებულების მოხდის/წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო
სამსახურის გავლის გამო. შედეგად, მნიშვნელოვნად იზღუდება სამსახურში მიღების მსურველ
მოქალაქეთა შრომის უფლება, ხოლო მეორე მხრივ, ზიანდება სამსახურის საჯარო ინტერესი
პირადი შემადგენლობის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებისა და მათი კონკურენტულ
გარემოში შერჩევა-შევსების თვალსაზრისით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება მოხსნის
ტექნიკურ შეუსაბამობას და შესაძლებელს გახდის, რომ ზემოაღნიშნულმა პირებმა (რომლებიც არ
არიან სამხედრო ვალდებულების მქონე პირები) სამსახურში მუშაობა დაიწყონ სახელმწიფო
სპეციალური წოდებით.
ასევე, კანონში დამატებით მითითება აღარ იქნება საჭირო, რომ ოფიცრის სახელმწიფო
სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე პირი შეიძლება ჩაირიცხოს
საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში, ვინაიდან კანონი ისედაც განსაზღვრავს, რომ
საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ირიცხებიან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე
პირები, ხოლო, კადრის სამსახურში - საშუალო და ზემდგომი სპეციალური წოდების მქონე
პირები. რაც შეეხება სამსახურში მისაღებ პირთა ასაკობრივ კატეგორიას და გამონაკლის
შემთხვევებს, აღნიშნული რედაქცია დარჩება უცვლელად.
კანონპროექტით ასევე ზუსტდება, თუ რომელი სამართლებრივი აქტის/აქტების
საფუძველზე ფორმდება სამსახურში კადრის მოსამსახურედ ან საკონტრაქტო-პროფესიულ
მოსამსახურედ დანიშვნა.
ამასთან, სწორდება ტექნიკური ხარვეზი, რაც გულისხმობს მითითებას კანონის მე-10
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელიც კანონიდან უკვე ამოღებულია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხები, მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
შესაბამისი ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის ცალკეული ნორმები დაზუსტდება/ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით,
რის შედეგადაც აღმოიფხვრება ამჟამად არსებული კონკრეტული პრობლემები/ხარვეზები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ყალიბდება
ახალი რედაქციით, კერძოდ, განისაზღვრება, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და კადრის სამსახურში ჩასარიცხად აუცილებელი
წინაპირობა აღარ იქნება პირის მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის/წვევამდელთა
ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა, სამხედრო ვალდებულების მოხდა.
აღნიშნული ცვლილება იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ ანდა კადრის სამსახურში მიღებულ იქნენ პირები,
რომლებიც „თავდაცვის კოდექსის“ შესაბამისად ჩარიცხულნი არიან რეზერვში 27 წლის ასაკის
მიღწევის გამო ან/და ამავე კოდექსით განსაზღვრული სხვადასხვა საფუძვლით წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლებული არიან.
ასევე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტში აღარ იქნება მითითება იმის თაობაზე, რომ ოფიცრის
სახელმწიფო სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე პირი შეიძლება
ჩაირიცხოს საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში, ვინაიდან კანონი ისედაც განსაზღვრავს, რომ
საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ირიცხებიან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე
პირები, ხოლო, კადრის სამსახურში - საშუალო და ზემდგომი სპეციალური წოდების მქონე
პირები.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტით ზუსტდება, რომ პირი კადრის მოსამსახურეთა
შემადგენლობაში ირიცხება და თანამდებობაზე ინიშნება სამსახურის უფროსის ბრძანებით,
ხოლო, საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში - კონტრაქტისა და ბრძანების საფუძველზე.
ამასთან, სწორდება ტექნიკური ხარვეზი, რაც გულისხმობს მითითებას კანონის მე-10
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელიც კანონიდან უკვე ამოღებულია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისათვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროს წარმოადგენს წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებები, რომელიც არ გაიზრდება კანონპროექტის
მიღებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული
ხარჯების დაფარვა განხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. ამასთან,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში ფაქტობრივად დასაქმებულთა ოპტიმალური
რიცხოვნობა შენარჩუნდება. რიცხოვნობის ალბათობითი ზრდის დაშვების შემთხვევაშიც კი ეს
შესაძლებლობა განხილული იქნება მხოლოდ დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობისა და
სახელფასო ფონდის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე)
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დადებით ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებიც
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ შეძლებენ შრომის უფლების რეალიზებას სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიული ან/და კადრის მოსამსახურეთა
შემადგენლობაში.
ამასთან,
საკონტრაქტო-პროფესიულ
ან
კადრის
მოსამსახურეთა
შემადგენლობაში კანდიდატის მიღება ხდება იმის მიხედვით, თუ რა სპეციალურ ან სამხედრო
წოდებას ფლობს პირი და ეს საკითხი მხარეთა მიერ არავითარი ხარჯების გაწევასთან არ არის
დაკავშირებული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის ) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის
შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და
ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.