„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.11.2025
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#175/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 167-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კანონის 155-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და 156-ე მუხლი მოქმედებს 2019 წლის 1 იანვრამდე, ხოლო, 155-ე მუხლის მე-3 პუნქტი 2021 წლის 1 იანვრამდე, 1561 მუხლი − 2030 წლის 1 იანვრამდე, ხოლო, 159-ე მუხლი – 2031 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის დავალებით შესაბამისი სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია განახორციელოს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. ამავე ორგანული კანონის 167-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 159-ე მუხლის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. ამავდროულად, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მუნიციპალიტეტების მომართვისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაწყებული აქვთ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა დასრულების შედეგად, პროექტები უნდა გადავიდეს განხორციელების აქტიურ ფაზაზე. აღნიშნული კი, გასცდება კანონით დადგენილ ზემოაღნიშნულ ვადას. ამდენად, საჭიროა ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-5 პუნქტით 159-ე მუხლის მოქმედებისთვის გათვალისწინებული ვადის გადავადება (გაგრძელება). შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია მოხდეს კოდექსის 167-ე მუხლის მე-5 პუნქტით 159-ე მუხლის მოქმედებისთვის გათვალისწინებული ვადის გადავადება (გაგრძელება) 2031 წლის 1 იანვრამდე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 159-ე მუხლის მოქმედების ვადა განისაზღვრება კოდექსით, ამიტომაც, დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელია, ცვლილება განხორციელდეს კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით განხორციელებული ცვლილების შედეგად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლის მოქმედების ვადა გადავადდება 2031 წლის 1 იანვრამდე, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მეშვეობით განახორციელონ და დაასრულონ მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 167-ე მუხლის მეხუთე პუნქტში შედის ცვლილება და აღნიშნული კოდექსის 159-ე მუხლის მოქმედების ვადად განისაზღვრება 2031 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ კი, მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტის/პროექტების განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების ბიუჯეტი. შესაბამისად, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტის/პროექტების განმახორციელებელ ისეთ სახელმწიფო უწყებაზე/უწყებებზე, როგორიცაა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და სხვა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზე, კერძოდ კი, მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტის/პროექტების განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების ბიუჯეტზე. შესაბამისად, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტის/პროექტების განმახორციელებელ ისეთ სახელმწიფო უწყებაზე/უწყებებზე, როგორიცაა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და სხვა. ამდენად, კანონპროექტი შესაბამის გავლენას იქონიებს ამავე უწყებების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან მოხდება ამავე უწყებების მიერ სათანადო ფინანსების მიმართვა შესაბამისი (საგზაო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღების), სასმელი წყლის, სხვადასხვა კომპლექსების და სხვა) ინფრასტრუქტურული პროექტის/პროექტების განსახორციელებლად, რომელებიც თავის მხრივ ასევე, დაკავშირებულია და მოიცავს ისეთ სამუშაოებს (ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორც წესი, მოიცავს არა მხოლოდ უშუალოდ მშენებლობას, არამედ მთელ რიგ დამატებით, მოსამზადებელ და შემდგომ ეტაპებს, რომლებიც პროექტის სასიცოცხლო ციკლის განუყოფელი ნაწილია), როგორიცაა: პროექტის იდენტიფიცირება და ინიციირება, დაგეგმვა, დეტალური დაპროექტება (საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, დეტალური ნახაზებისა და სპეციფიკაციების შემუშავება და სხვა), მშენებლობა, შესრულება, მონიტორინგი და სხვა. წარმოდგენილ შემთხვევაში ხარჯები დაკავშირებული იქნება უშუალოდ განსახორციელებელი პროექტის რაობაზე, მოცულობასა და შესაბამის შესასრულებელ სამუშაოებზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებით ხელი შეეწყობა მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრაქტრუქტურის შექმნას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური განვითარების სტიმულირებაზე. თავის მხრივ, ყოველივე აღნიშნული ასევე, დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე, ცხოვრების ხარისხსა და მის კეთილდღეობაზე, რის შედეგადაც, ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტს აქცევს უფრო მიმზიდველ, ეკონომიკურად ძლიერ და კომფორტულ ადგილად როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. საქართველოს ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.