„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 88-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2027-2028 სასწავლო წლის
ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ
ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2027-2028
სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული
ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისგან
განსხვავებული საფასურების განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან
შეთანხმებით.“.
2. 8920 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8920. ონლაინუნივერსიტეტის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი
ღონისძიება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
დაევალოს, 2028 წლის პირველ იანვრამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის
კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
აღსანიშნავია, რომ, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის
მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 20252026 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ,
საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება, აღნიშნულ პერიოდში
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის,
მიზანშეწონილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის
მე-8 პუნქტში განხორციელდეს ცვლილება და საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და
ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები
დადგენილი იქნეს 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით.
აგრეთვე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8920 მუხლის თანახმად,
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა,
2026 წლამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი.
აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ უფლება/შესაძლებლობა პირველი და
მეორე საფეხურის გარკვეული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო
პროცესი განახორციელონ ნაწილობრივ ან სრულად ელექტრონულად. აღნიშნულის
განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვა და სასწავლო პროცესის
ორგანიზება. ამ ეტაპზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარეობს
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ელექტრონული სწავლების იმპლემენტაცია.
აღნიშნული გულისხმობს, კურიკულუმის დაგეგმვასა და სასწავლო პროცესის
ორგანიზებას, რომლის ეფექტიანად განხორციელებამ დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა.
შესაბამისად, მიზანშეწონილია ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და
სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწიოს 2028 წლის 1 იანვრამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის,
მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების
მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები დადგენილ იქნეს 2027-2028
სასწავლო წლის ჩათვლით. ამასთანავე, მიზანშეწონილია ონლაინუნივერსიტეტის
კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა გადაიწიოს 2028 წლის 1
იანვრამდე, რაც საჭიროა, რომ აისახოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის მიზნებისათვის, საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და
ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები
დადგენილი
იქნება
2027-2028
სასწავლო
წლის
ჩათვლით.
აგრეთვე,
ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა
გადაიწევს 2028 წლის 1 იანვრამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2027-2028 სასწავლო წლის
ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და
მინიმალურ ოდენობებს.
ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადა
გადაიწევს 2028 წლის 1 იანვრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი,
ასევე,
შემდგომი
წლების
სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ონლაინუნივერსიტეტის
კონცეფციის/მოდელის და სტანდარტის შემუშავებასთან დაკავშირებით ექსპერტული
დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნება დონორთა პროგრამები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით, საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2027-2028
სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ,
საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. ასევე, საქართველოს მოქალაქეებისათვის
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 20272028 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრას. საქართველოს მთავრობის 2025
წლის 15 აპრილის №111 დადგენილებით (2025-2026 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო
სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების
მოცულობის განსაზღვრის შესახებ) ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე
გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრება 14 287 500
(თოთხმეტი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარით. ხოლო, 2025-2026
სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო
სასწავლო გრანტის სრული ოდენობა განისაზღვრება 2 250 ლარით. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების
გაზრდას, არამედ მისი მიზანია საქართველოში არსებული სოციალურ ეკონომიკური
მდგომარეობის
გათვალისწინებით
მოსახლეობის
უმაღლეს
განათლებაზე
ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით,
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს
დაუდგინოს ვალდებულება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური
განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად/ფარგლებში.
ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია გულისხმობს იმ ტიპის უნივერსიტეტის კონცეფციის
შექმნას, რომელიც სრულად ონლაინ განახორციელებს სასწავლო პროცესს. ამ
მიმართულებით აქტივობები არ განხორციელებულა და შესაბამისად, ხარჯები არ
გაწეულა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია უცხოელი ექსპერტების კონსულტაცია.
საქართველო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მონაწილეობს
ინსტიტუციური განვითარების პროექტში „საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული
განათლების
ხელშეწყობა
(PRODIGE)“
(იხ.https://prodige.com.ge/),
რომელიც
დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ ფარგლებში. პროექტში ჩართული
არიან სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტები, მათ შორის ესპანეთის დისტანციური
განათლების სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს
კონცეფციის დოკუმენტზე მუშაობა. აღნიშნული კონცეფციის მომზადება დამატებით
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ფინანსურ შედეგებზე გავლენას არ მოახდენს საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და
ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობების
დადგენის ვადის გადაწევა 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით, ვინაიდან აღნიშნული
ცვლილება არ ზღუდავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებსა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებს განსაზღვრონ
მათ მიერ განხორციელებული
ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების მთავრობის მიერ დადგენილი
საფასურისაგან განსხვავებული საფასურები, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
აგრეთვე, ონლაინუნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების
ვადა გადაიწევა 2028 წლის 1 იანვრამდე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.