„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
09.01.2012,
სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 68-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ პირმა 2014 წლის 14 ნოემბრამდე მიიღო მართვის დონისა და ექსპლუატაციის
დონის
შესაბამისი
თანამდებობის
დასაკავებლად
საჭირო
კომპეტენციის
სერტიფიკატი/დიპლომი ან/და პირმა, რომელმაც 2017 წლამდე მიიღო საზღვაო საშუალო
პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია
და მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო
უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის
სერტიფიკატი, თუ პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW-ის კოდექსით
დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასთან და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან
დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ახალი კომპეტენციის სერტიფიკატის
გაცემის შესაბამისობას ადგენს სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტური დასაბუთების
შეფასებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის გზით.“.
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
დირექტორმა:
ა) 2026 წლის 1 მაისამდე დაამტკიცოს „არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან
უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევის წესი“.
ბ) 2026 წლის 1 ივნისამდე, STCW-ის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, დაამტკიცოს
გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირების და შესაბამისი გადამზადების პროგრამის
აღიარების წესები იმ პირთათვის, რომლებსაც არასაზღვაო პროფილით გააჩნიათ უმაღლესი
ან პროფესიული განათლების დიპლომი ელექტროინჟინერიის, ელექტრონიკის ან მომიჯნავე
დარგებში.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი
კანონპროექტით ცვლილება შეეხება „მეზღვაურთა განათლებისა და
სერტიფიცირების შესახებ კანონის“ (შემდგომში - კანონი) 68-ე მუხლის მე-2 პუნქტს, კერძოდ
ცვლილებით განისაზღვრება, რომ იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის
კვალიფიკაცია და მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში სააგენტო) უფლებამოსილია განუახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი
კომპეტენციის სერტიფიკატი.
მოცემული კანონის 68-ე მუხლი მე-2 პუნქტის დღეს არსებული რედაქციით, თუ პირმა 2014
წლის 14 ნოემბრამდე მიიღო მართვის დონისა და ექსპლუატაციის დონის შესაბამისი
თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კომპეტენციის სერტიფიკატი/დიპლომი და მისი
კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო
უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის
სერტიფიკატი, თუ პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW კოდექსით
დადგენილ მოთხოვნებს. მოცემულ მუხლზე დაყრდნობით, სააგენტო აძლევს დაწინაურების
უფლებას იმ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია არ შეესაბამება „მეზღვაურთა განათლებისა და
სერტიფიცირების შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა მათ 2014 წლის 14
ნოემბრამდე მიაღწიეს ექსპლუატაციის (მეორე თანაშემწე, მესამე თანაშემწე/მესამე
მექანიკოსი, მეოთხე მექანიკოსი) ან მართვის დონეს (პირველი თანაშემწე, კაპიტანი/მეორე
მექანიკოსი და უფროსი მექანიკოსი).
აგრეთვე, კანონის მოქმედი რედაქციის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პირს,
რომელმაც მიიღო „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, უფლება აქვს, მიიღოს
ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი.
უნდა აღინიშნოს, რომ 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, საქართველოს საზღვაოსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამწლიანი პროფესიული სწავლა დაასრულა
დაახლოებით 1200 კურსდამთავრებულმა. ამ პირებიდან ნაწილმა (დაახლოებით 405 პირი) 68-
ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეძლეს განეახლებინათ კომპეტენციის სერტიფიკატი,
ხოლო ნაწილი სტუდენტებისა, დაახლოებით 795 პირი, რომლებმაც ვერ მოახერხეს
კომპეტენციის სერტიფიკატის აღება დადგენილ ვადამდე, ან ჯერ კიდევ სწავლის პროცესში
იყვნენ, ვერ ახერხებენ დაწინაურებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირებს გააჩნიათ
პრაქტიკული გამოცდილება, ნაოსნობის სტაჟი და შესაბამისი კვალიფიკაცია, მოქმედი
რეგულაცია მათ მხოლოდ ექსპლუატაციის დონეზე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.
შესაბამისად, ვერ ახერხებენ პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.
წარმოდგენილი ცვლილების მიღებით 795 მეზღვაურს მიეცემა შესაძლებლობა, მიიღონ ან
განაახლონ მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატი შესაბამისი
მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. წარმოდგენილი ცვლილება სამართლიანად
დაარეგულირებს საკითხს და ერთიან სტანდარტში მოაქცევს მეზღვაურთა სერტიფიცირების
პროცესს. ასევე, ცვლილების მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მეზღვაურების ინტერესების
დაცვისა
და
კანონის
სამართლიანობის
უზრუნველყოფისათვის.
აღნიშნულის
გათვალისწინებით, კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით,
ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნება.
ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებით კანონის 69-ე მუხლს ემატება მე-9 პუნქტი, რომლის
შესაბამისად, სააგენტოს 2026 წლის 1 მაისამდე ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს
„არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის
მოკვლევის წესი“, ხოლო 2026 წლის 1 ივნისამდე, STCW-ის კოდექსის მოთხოვნების
შესაბამისად, მიიღოს გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირების და შესაბამისი
გადამზადების პროგრამის აღიარების წესები იმ პირთათვის, რომლებსაც არასაზღვაო
პროფილით
გააჩნიათ
უმაღლესი
ან
პროფესიული
განათლების
დიპლომი
ელექტროინჟინერიის, ელექტრონიკის ან მომიჯნავე დარგებში.
წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს გემის ელექტროტექნიკოსის პოზიციაზე
საკადრო რესურსის განვითარებას და შექმნას შესაძლებლობა არასაზღვაო პროფილის
განათლების მქონე პირებისთვის, რომლებსაც აქვთ დიპლომი, ელექტროინჟინერიის,
ელექტრონიკის ან მომიჯნავე დარგების დიპლომი, მაგრამ არ ფლობენ საზღვაო დიპლომს,
დაეუფლონ
აღნიშნულ
პოზიციას
საერთაშორისო
სტანდარტების
შესაბამისად.
საქართველოში არსებობს დიდი რაოდენობით სპეციალისტი, რომელსაც აქვს შესაბამისი
ტექნიკური განათლება და გამოცდილება, თუმცა მოქმედი სისტემა არ ითვალისწინებს მათი
გადამზადების მექანიზმს STCW-ის კოდექსის ფარგლებში, რის გამოც შეუძლებელია მათი
სერტიფიცირება გემის ელექტროტექნიკოსად.
კანონის მოქმედი რედაქციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სააგენტოს მიერ,
მეზღვაურთა მხრიდან არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედებების ან უშიშროების ზომების
უგულებელყოფის ფაქტების დროულ გამოვლენას, რეაგირებას და მოკვლევას. სააგენტო,
საქართველოს
კანონმდებლობით
მინიჭებული
უფლებამოსილების
ფარგლებში,
ახორციელებს მის მიერ გაცემული სერტიფიკატების მფლობელის მონიტორინგს.
ზემოაღნიშნული პროცესის გამართული და სამართლებრივად გამჭვირვალე წარმართვის
მიზნით, საჭიროა დადგენილ იქნას დეტალური პროცედურები მსგავსი ფაქტების
მოკვლევისთვის, რომლებიც უკავშირდება: სერტიფიცირებული პირების პროფესიული
არაკომპეტენტურობის გამოვლენას, უკანონო ქმედებებს სერტიფიკატის ფლობის ან
გამოყენების დროს, უშიშროების ზომების უგულებელყოფას, რაც საფრთხეს უქმნის
ადამიანების სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს. მოკვლევის წესის ფარგლებში
გათვალისწინებული იქნება: მოკვლევის დაწყების საფუძვლები და წყაროები, მოკვლევის
პროცესის ეტაპები, ვადები და პასუხისმგებელი პირები და გადაწყვეტილების მიღების
კრიტერიუმები სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, ჩამორთმევის ან გაუქმების შესახებ.
ასევე, სერტიფიცირებული პირის მიერ უფლებების დაცვის მექანიზმები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი ცვლილებით, იმ პირებს, რომელთაც მიღებული აქვთ შესაბამისი
პროფესიული საზღვაო განათლება, მაგრამ 2014 წლამდე ვერ მიიღეს შესაბამისი კომპეტენციის
სერტიფიკატი, უფლება მიეცემათ დაწინაურდნენ ექსპლუატაციისა და მართვის დონემდე.
ასევე, წარმოდგენილი ცვლილებით, სააგენტო უფლებამოსილი იქნება შეიმუშაოს და
დანერგოს გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირების სტანდარტები და შესაბამისი
გადამზადების პროგრამა იმ პირთათვის, ვინც ფლობს უმაღლესი ან პროფესიული
განათლების დიპლომს, ელექტროინჟინერიის, ელექტრონიკის ან მომიჯნავე დარგების
მიმართულებით, თუმცა არა საზღვაო პროფილით. სააგენტო განსაზღვრავს ასეთ
პროგრამებზე დაშვების კრიტერიუმს, შეფასების მეთოდებს და სერტიფიცირების
პროცედურებს, რომლებიც სრულად უნდა აკმაყოფილებდნენ STCW-ის კოდექსის
მოთხოვნებს, ხოლო პროგრამის განხორციელება მოხდება აღიარებულ საზღვაოსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აღნიშნული კი მოითხოვს „მეზღვაურთა განათლებისა
და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, დადგება კონკრეტული შედეგი იმ პირებისთვის, რომლებმაც 2017
წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო
დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია და მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ
კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის
სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო
პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია
და მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო
უფლებამოსილია განუახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის
სერტიფიკატი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. რაც
შეეხება კანონის უკუქცევით ძალას, ცვლილება შედის კანონის 68-ე მუხლში (კანონის
უკუქცევითი ძალა), რომლის მიხედვითაც, განისაზღვრება, რომ იმ პირებს, რომლებმაც 2017
წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო
დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია და მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ
კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილი იქნება განუახლოს
კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. როგორც აღინიშნა,
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს, რომელიც შეეხება მეზღვაურთა
სერტიფიცირების სისტემას და მიზნად ისახავს იმ არათანაბარი სამართლებრივი
მდგომარეობის აღმოფხვრას, რაც შეექმნათ იმ პირებს, რომლებმაც 1999 წლიდან 2017 წლამდე
პერიოდში მიიღეს საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული
სპეციალისტის კვალიფიკაცია, თუმცა არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ვერ
ახერხებენ მართვის დონისა და ექსპლუატაციის დონეზე დასაქმებას. კანონპროექტის
დაჩქარებული წესით განხილვა და დროულად მიღება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რათა
გაუმჯობესდეს მეზღვაურთა სამართლებრივი და სოციალური მდგომარეობა. პირველ რიგში
კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, ხელს შეუწყობს სერტიფიცირების პროცესში
არსებული ხარვეზის აღმოფხვრას, არათანაბარ მდგომარეობაში მყოფი მეზღვაურების
უფლებრივი მდგომარეობის სწრაფ აღდგენას, რაც მისცემთ შესაძლებლობას დაიკავონ
მართვის დონისა და ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობები. სერტიფიცირების
დაბრკოლებების აღმოფხვრა გაზრდის მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებს
საერთაშორისო გემებზე, რაც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მათ ინდივიდუალურ
ეკონომიკურ სტაბილურობას, მეორე მხრივ, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ
მდგომარეობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
არის სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის (შემდეგში აკადემია) მიერ სასწავლო პროგრამის აღიარების შემთხვევაში დაფინანსების წყაროა
აკადემიის საკუთარი შემოსავლები, ხოლო
უნივერსიტეტი“-ს შემთხვევაში (შემდეგში უნივერსიტეტის შემოსავლები.
შპს „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო
უნივერსიტეტი) დაფინანსების წყაროა
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
გაზრდის მიმართულებით, რამდენადაც პროფესიული განათლების საფუძველზე
კომპეტენციის სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობა, როგორც უკვე აღინიშნა შეეხება 795
მეზღვაურს, შესაბამისად მათ მოუწევს სააგენტოში შესაბამისი სერტიფიკატების
მიღების/განახლების სანაცვლოდ საფასურის გადახდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის
№1-1/1592 ბრძანების შესაბამისად, დამტკიცებულია სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის
გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობები (შემდეგში საფასურის წესი). აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრულია კომპეტენციის
სერტიფიკატის მიღების/განახლების საფასური, კერძოდ,
სამეთაურო შემადგენლობის
კაპიტნის და უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის საფასურია 500 ლარი,
სამეთაურო შემადგენლობის უფროსი თანაშემწის და მეორე მექანიკოსის კომპეტენციის
სერტიფიკატის საფასურია 400 ლარი. გემის ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი
საშუალო სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის საფასურია 300 ლარი.
კანონის მიღება ასევე, მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტზე. „საქართველოს 2025 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, მერვე თავის, 35-ე მუხლის
მიხედვით, სსიპ-ი, რომლის შემოსავალიც ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა,
აღემატება 1 მილიონ ლარს, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი)
შემოსავლების არანაკლებ 10% უნდა მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ვინაიდან, სააგენტოს საკუთარი შემოსავლები აღემატება 1 მილიონ ლარს, გაზრდილი
შემოსავლების გარდა, გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზეც დადგება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან, სააგენტოსთვის მომართვის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია გასცეს
მეზღვაურის კომპეტენციის სერტიფიკატი.
გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირების და შესაბამისი გადამზადების პროგრამის
აღიარებას ახორციელებს სააგენტო, პროგრამის აღიარების მსურველი შესაძლოა იყოს
აკადემია. პროგრამის აღიარების შემთხვევაში, აკადემია ვალდებულია შეიმუშაოს პროგრამა,
მოიწვიოს შესაბამისად სერტიფიცირებული პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროგრამის
დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებას. აღნიშნულს ექნება
აკადემიისთვის.
ფინანსური გავლენა
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებების აღებას.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებით ის პირები, (დაახლოებით 795 პირი) რომლებსაც მიეცათ
შესაძლებლობა განაახლონ ან მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, ვალდებულნი არიან
გადაიხადონ შესაბამისი მომსახურების საფასური საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
სამეთაურო შემადგენლობის
კაპიტნის
და
უფროსი
მექანიკოსის
კომპეტენციის
სერტიფიკატის საფასურია 500 ლარი, სამეთაურო შემადგენლობის უფროსი თანაშემწის და
მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის საფასურია 400 ლარი.
აგრეთვე, კანონპროექტის მიღებით, სააგენტო უფლებამოსილი იქნება შეიმუშაოს გემის
ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირების და შესაბამისი გადამზადების პროგრამის აღიარების
წესები. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ უმაღლესი ან პროფესიული
განათლების დიპლომი ელექტროინჟინერიის, ელექტრონიკის ან მომიჯნავე დარგებში, მაგრამ
არასაზღვაო მიმართულებით, შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს და მიიღონ შესაბამისი
სერტიფიკატები და დასაქმდნენ გემზე. შესაბამისად, ასეთ პირებს მოუწევს გადაიხადოს
შესაბამისი მომსახურების საფასური საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. გემის
ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობის
კომპეტენციის სერტიფიკატის საფასურია 300 ლარი.
გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირების და შესაბამისი გადამზადების პროგრამის
აღიარებას ახორციელებს სააგენტო, პროგრამის აღიარების მსურველი შესაძლოა იყოს
სასწავლებელი. პროგრამის აღიარების შემთხვევაში, სასწავლებელი ვალდებულია შეიმუშაოს
პროგრამა, მოიწვიოს შესაბამისად სერტიფიცირებული პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ
პროგრამის დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებას, აღნიშნულს ექნება ფინანსური
გავლენა დაწესებულებებისთვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გავლენას ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.