„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.11.2025
ავტორი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#179/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169): 1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. დაწესებულების ავტორიზაციის ვადა დაწესებულების ავტორიზაციის ვადაა 6 წელი.“; 2. 28-ე მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. გარდამავალ პერიოდში დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების ავტორიზაციის 6წლიანი ვადა აღნიშნული დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის თარიღიდან აითვლება.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე ავტორიზებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას (დაწესებულება), ჩაითვალოს ავტორიზებულად ავტორიზაციის მინიჭებიდან 6 წლის ვადით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების შედეგად, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ვადა გახდება 6 წელი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საფეხურზე ავტორიზაციის ვადა არის 4 წელი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 9 წელია. პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა 6 წელი. აღსანიშნავია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა დაფუძნებულია თითოეულ საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობაზე, რაც უზრუნველყოფის ავტორიზაციის, როგორც გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის მაქსიმალურ ეფექტიანობას. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა განისაზღვროს მსგავსი პრინციპის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმა, რომლის შედეგად, 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციის პროცესს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაციის პროცესში საკანონმდებლო ბაზა ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ შესაბამისობაში იყოს რეფორმის მიზნებთან და ამოცანებთან. გარდამავალ პერიოდში 2029 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს 2050 ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაცია. 4 წლიანი ვადის და ამ საფეხურის დაწესებულებების იურიდიული მოწყობის სპეციფიკის გათვალისწინებით, წინასწარი დაგეგმვით, თითოეულ წელს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 400 ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უწევს რაც მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის თანახმად, ავტორიზაციის 6 წლიანი ვადა გავრცელდება ამ ცვლილების ამოქმედებამდე ავტორიზებულ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებზე. აღნიშნული დაწესებულებები ჩაითვლებიან ავტორიზებულად ავტორიზაციის მინიჭებიდან 6 წლის ვადით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოხსენებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რათა რეფორმის ფარგლებში ეფექტურად იქნეს გამოყენებული სახელმწიფო რესურსები და ეფექტიანად, ხარისხის მაღალი სტანდარტით განხორციელდეს 2050 ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაცია, რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ 2029 წლამდე პერიოდში ცენტრი უპირველეს ყოვლისა კონცენტრირებული იყოს იმ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციაზე, რომელთაც არასდროს გაუვლიათ ავტორიზაციის პროცესი. შესაბამისად, აუცილებელია, რომ სახელმწიფო რესურსები კონცენტრირებულ იქნეს პირველად ავტორიზაციაზე, რათა მიღწეულ იქნეს რეფორმის ფარგლებში დასახული მიზანი, 2029 წლის ბოლომდე საქართველოში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაცია. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მსგავსად ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ვადა განსაზღვრულ იქნეს სწავლის ხანგრძლივობის შესაბამისად, რაც უფრო ეფექტიანს გახდის როგორც შიდა ხარისხის უზრუნველყოფის ციკლს, ისე ავტორიზაციის, როგორც გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემდეგ ავტორიზაციის ვადად ნაცვლად 4 წლისა განისაზღვრება 6 წელი, რაც ხელს შეუწყობს სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის პროცესის ჯეროვნად და ეფექტიანად განხორციელებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა ნაცვლად 4 წლისა, განისაზღვრება 6 წლით. აგრეთვე, აღნიშნული ვადა გავრცელდება აღნიშნული კანონის ძალაში შესვლამდე ავტორიზებულ დაწესებულებებზე. ავტორიზაციის ვადის გაზრდა ამცირებს, როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, ისე ცენტრის ადმინისტრაციულ დატვირთვას. ექვსწლიანი ციკლი დაწესებულებებს აძლევს სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას, რაც მათ საშუალებას აძლევს გრძელვადიან განვითარებაზე გაამახვილონ ყურადღება. აგრეთვე, ცვლილება აძლევს ცენტრს შესაძლებლობას, რომ რესურსების მობილიზაცია და კონცენტრაცია მოახდინოს რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზანზე, რომ განხორციელდეს საქართველოში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაცია. ცვლილება შედის აგრეთვე, 28-ე მუხლის 24-ე პუნქტში, რომელშიც აგრეთვე დაკორექტირდება ავტორიზაციის ვადის საკითხი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: აღნიშნული კანონპროექტის მიღებას კანონპროექტის ამოქმედებისა და შემდეგი 20262027-2028 წწ. დადებითი გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებისთვის საჭირო დაფინანსებისთვის 4 წლიანი გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადანაწილება მოხდება 6 წლიან გრაფიკზე. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, იქიდან გამომდინარე, რომ ავტორიზაციის გავლის საფასური არ არის დადგენილი არც კერძო და არც საჯარო ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებისთვის. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაცია უფასოა როგორც სახელმწიფო ასევე კერძო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხების რაოდენობა ნაცვლად 4 წლისა გადანაწილდება 6 წელზე. ერთი დაწესებულების ავტორიზაციისათვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 5-7 ათასი ლარი. შესაბამისად, ბიუჯეტს ხელახალი ავტორიზაციის წლების გათვალისწინებით, მინიმუმ 6 მილიონი ლარის გადანაწილების საშუალებას მისცემს 2029 წლიდან 6 წლიან შუალედში, ნაცვლად 4 წლიანი შუალედისა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას დაწესებულებების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ხელახალი ავტორიზაციის გავლა უფასოა როგორც საჯარო, ისე კერძო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის შემოღებას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.