„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.11.2025
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#180/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. 262 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 701 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 კალენდარული თვისა.“. 4. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;“; 2 ბ) „უ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 „უ ) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;“; გ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;“. 5. 93-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს დეკლარაციას წარუდგენს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.“. 6. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;“; 2 ბ) „მ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 „მ ) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;“. 7. მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;“. 8. 130-მუხლის 41 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისგან მიღებული დივიდენდები (გარდა იმ დივიდენდებისა, რომლებიც მიღებულია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან) გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.“. 9. 1331 მუხლი ამოღებული იქნეს. 10. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. 157-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი: „წ) საინვესტიციო ოქრო - ოქროს ზოდი ან ფირფიტა არანაკლებ 995/1000-ის სინჯით, აგრეთვე ოქროს მონეტა, რომელიც დამზადებულია არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან, გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოიყენება/გამოიყენებოდა ფულად-საგადახდო საშუალებად გამოშვების ქვეყანაში. შენიშვნა: საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე იმ ოქროს მონეტების სია, რომლებიც აკმაყოფილებენ საინვესტიციო ოქროს კრიტერიუმებს, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“. 12. 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) საინვესტიციო ოქროს მიწოდება;“. 13. 173-ე მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი: „უ1) საინვესტიციო ოქროს იმპორტი;“. 14. 199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) 2028 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი;“. 1 15. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჯ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „ჯ ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისთვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;“. 1 2 16. 290 და 290 მუხლები ამოღებულ იქნეს. 17. 309-ე მუხლის: ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. 2028 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად;“. ბ) 24-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. 2028 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.“; გ) 42-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს; დ) 79-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლოსამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა; ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული; ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა; ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა; გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი); დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2028 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს; ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი; ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი. შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის, თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ დასრულების მომენტი ჩაითვლება.”; ე) 812 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების „812. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების საფუძველზე 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა შეადგენს: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ - 14 წელს; ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ - 13 წელს; გ) 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ - 12 წელს; დ) 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ - 11 წელს; ე) 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ - 10 წელს; ვ) 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ - 9 წელს; ზ) 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ - 8 წელს; თ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ - 7 წელს; ი) 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ - 6 წელს; კ) 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ - 5 წელს; ლ) 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციის მიმართ - 4 წელს.”; ვ) 991 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 992 ნაწილი: „992. რეზიდენტი საწარმოს მიერ გადახდილი დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ეს დივიდენდი, რეზიდენტ საწარმოს მიღებული აქვს ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ 2023 წლის ან ამავე წლის შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგების განაწილების შედეგად.“. ზ) 103-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „103. ამ კოდექსის 981 მუხლის მიზნებისთვის (გარდა ამ მუხლის 1031 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა): ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად მიიჩნევა, ხოლო ამ დივიდენდის მიმღები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) მიერ მისი შემდგომი განაწილება მოგების განაწილებად არ მიიჩნევა; ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება მოგების განაწილებად არ მიიჩნევა.“; თ) 103-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1031 ნაწილი: „1031. ამ კოდექსის 981 მუხლის მიზნებისათვის, სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ: ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად მიიჩნევა; ბ) 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება მოგების განაწილებად არ მიიჩნევა.“. ი) 111-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს; კ) 131-ე და 132-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „131. ამ კოდექსის 164 მუხლის მე-2 ნაწილი და 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტი გამოიყენება 2028 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული საქონლის იმპორტისას. ამასთანავე, 2028 წლის 1 იანვრამდე საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხა (საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის) მოიცავს საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, საქართველოში კუთვნილ იმპორტის გადასახდელს, გარდა დღგ-ისა. 132. 2028 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.“. 18. 310-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს საგადასახადო კოდექსით (შემდგომ - სსკ) დადგენილი ცალკეული საგადასახადო შეღავათები და სპეციალური წესები მოქმედებს დროებით – მხოლოდ 2026 წლის 1 იანვრამდე. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა. აღნიშნული საგადასახადო შეღავათების ვადის ამოწურვის შედეგად შესაძლებელია შემცირდეს სექტორული სტიმულირების ეფექტი, რაც უარყოფითად იმოქმედებს რეგიონულ ეკონომიკურ აქტივობაზე, თვითდასაქმებასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. კანონპროექტი, ცალკეული საგადასახადო შეღავათების ვადის 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელებასთან ერთად, ითვალისწინებს ბაზრობის ორგანიზების და ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის გაუქმებას, რომელიც ფაქტიურად არ ამოქმედებულა და დაკარგული აქვს აქტუალობა. ასევე, კანონმდებლობაში არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება დამაზუსტებელი ხასიათის ცვლილებები. ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის გათავისუფლებას დღგ-ისგან, რაც აუარესებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ამ სეგმენტში და ქმნის ბარიერს საქართველოში საინვესტიციო ოქროს ბაზრის ჩამოყალიბებისთვის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მოქმედი საგადასახადო შეღავათების მოქმედების ვადის გაგრძელება 2028 წლის 1 იანვრამდე აუცილებელია შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის მოტივაციის და შესაბამისი ეკონომიკური სარგებლის შენარჩუნების, აგრეთვე რეგიონული ეკონომიკური აქტივობის, თვითდასაქმების და კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამასთანავე, დროებითი შეღავათების ვადის გაგრძელება და ბაზრობებისთვის სპეციალური რეჟიმის გაუქმება, ამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას, მათ შორის, ბაზრობების, უძრავი ქონების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაბეგვრის მიმართულებით. არსებული რეგულაციების მიხედვით, საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი იბეგრება დღგ-ით. საინვესტიციო ოქროს დღგ-ით დაბეგვრის არსებული რეჟიმი ასუსტებს საქართველოს, როგორც ოქროს რეგიონული ჰაბის, პოტენციალს და ხელს უშლის საინვესტიციო მიზნის მქონე საქონლის იმპორტს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება აღნიშნული შეღავათები. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და უცხოური კაპიტალის მოზიდვას. კერძოდ, გაიზრდება საქართველოს ბაზრის კონკურენტუნარიანობა რეგიონულ დონეზე, რაც გაზრდის საინვესტიციო ოქროს შემოტანის, შენახვისა და რეექსპორტის მოტივაციას. საინვესტიციო ოქროს დღგ-ისგან გათავისუფლებით იგი ფაქტობრივად გათანაბრდება სხვა ფინანსური აქტივების/ინსტრუმენტების დაბეგვრის რეჟიმთან (მაგ. ფასიანი ქაღალდები), რაც ხელს შეუწყობს ფინასური ბაზრის სტაბილურ განვითარებას. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ასევე უზრუნველყოფს ცალკეული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას და ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. სსკ-ის 26-ე და 262 მუხლები განსაზღვრავს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებს ბაზრობის ორგანიზების და ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის. აღნიშნული ნორმები ფაქტობრივად არ ამოქმედებულა. იმის გათვალისწინებით, რომ მცირე მეწარმეებისთვის მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 1 პროცენტით დაბეგვრის რეჟიმი, ხსენებულ დებულებებს, რომლებიც ამოქმედების შემთხვევაში მოვაჭრეების 3 პროცენტით დაბეგვრას ითვალისწინებს, დაკარგული აქვს აქტუალობა. შესაბამისად, უქმდება სპეციალური სავაჭრო ზონისა (სსკ-ის 26-ე მუხლი) და ბაზრობის ორგანიზების (სსკ-ის 262 მუხლი) მარეგულირებელი დებულებები. ამიტომ, ტექნიკური ცვლილებები ხორციელდება საგადასახადო კოდექსის შესაბამის მუხლებში. კერძოდ, იცვლება სსკ-ს 93-ე მუხლის პირველი ნაწილი და 2 ხორციელდება სსკ-იდან 2901 და 290 , 1331-მუხლების, აგრეთვე 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტისა და 309-ე მუხლის 42-ე და 111-ე ნაწილების ამოღება. 2. მოქმედი კანონმდებლობით, მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული დებულების „ქვეყნების მიხედვით ანგარიშების გაცვლის შესახებ კომპეტენტური ორგანოების მრავალმხრივ შეთანხმებასთან“ (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 ივნისის №1233 განკარგულება) შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განისაზღვრება, რომ მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის საბოლოო მშობელი საწარმო, რომელიც საქართველოს რეზიდენტია, ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქვეყნების მიხედვით ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 კალენდარული თვისა. ამ მიზნით, შესაბამისი ცვლილება ხორციელდება სსკ-ის 701 მუხლის პირველ ნაწილში. 3. კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო სფეროში 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დებულებების მოქმედება გაგრძელდება 2028 წლის 1 იანვრამდე, კერძოდ: სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, კი 2026 წლის 1 იანვრამდე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემი, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით. კანონპროექტის მიხედვით, 2028 წლის 1 იანვრამდე გრძელდება სსკ-ის მე-100 მუხლის მე4 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომლის არსებული რედაქციით ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა. სსკ-ის 130-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისგან მიღებული დივიდენდები (გარდა იმ დივიდენდებისა, რომლებიც მიღებულია „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან) გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული საგადასახადო შეღავათების მოქმედების ვადა გრძელდება 2028 წლის 1 იანვრამდე, რაც ხორციელდება სექტორში დასაქმებული პირების ხელშეწყობის, რეგიონებში ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურების და მოსახლეობის თვითდასაქმების წახალისების მიზნით. 4. სსკ-ით ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი შეღავათების მოქმედება ასევე გაგრძელდება 2028 წლის 1 იანვრამდე. ამ მიზნით ცვლილება ხორციელდება სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ2“ ქვეპუნქტსა და სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ2“ ქვეპუნქტებში: სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ2“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კაპიტალის ბაზრის განვითარების და ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის ზედამხედველობის სტრატეგია კვლავაც აღიარებს საცალო ინვესტორების მონაწილეობის მნიშვნელობას კაპიტალის ბაზარზე და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ფიზიკური პირების მფლობელობის წილის ზრდას საჯარო ფასიან ქაღალდებში. აღნიშნული სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც სსკ-ში პირველად დაფიქსირდა საგადასახადო შეღავათი ადგილობრივი საცალო ინვესტორებისთვის. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული შეღავათის ვადის გაგრძელებას 2028 წლის 1 იანვრამდე. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ2“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული საგადასახადო შეღავათის ვადა გრძელდება 2028 წლის 1 იანვრამდე, რაც ხორციელდება კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 5. კანონპროექტის მიხედვით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი, რაც საშუალებას მისცემს ამ საქონლის მიმწოდებელს ჩაითვალოს ამ ოპერაციასთან დაკავშირებულ ხარჯებზე (მაგ, შეფუთვა და ტრანსპორტირება, ოქროს სიწმინდის ტესტირება, ოქროს ჩამოსხმა და გარდაქმნა ზოდებად და სხვა) გადახდილი დღგ. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს საინვესტიციო ოქროს ცნებას, რამაც შესაძლებელია შექმნას გაურკვევლობა ბაზრის მონაწილეთა შორის. შესაბამისად, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ყალიბდება საინვესტიციო ოქროს დეფინიცია. წარმოდგენილი პროექტით, სსკ-ის 157-ე მუხლს ემატება „წ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით საინვესტიციო ოქრო არის ოქროს ზოდი ან ფირფიტა არანაკლებ 995/1000-ის სინჯით. აგრეთვე ოქროს მონეტა, რომელიც დამზადებულია არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსაგან, გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოიყენება/გამოიყენებოდა ფულად-საგადახდო საშუალებად გამოშვების ქვეყანაში. ამასთანავე, საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე იმ ოქროს მონეტების სია, რომლებიც აკმაყოფილებენ საინვესტიციო ოქროს კრიტერიუმებს, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 6. კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სსკ-ის 199-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებული შეღავათის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2028 წლის 1 იანვრამდე. 7. კანონპროექტის თანახმად, სსკ-ის 309-ე და 310-ე მუხლებით 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ზოგიერთი დებულების მოქმედების ვადა გაგრძელდება 2028 წლის 1 იანვრამდე, კერძოდ: ა) 2028 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლება ფიზიკური პირისთვის, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. ბ) ეფექტური ადმინისტრირების შენარჩუნების მიზნით სსკ-ის 309-ე მუხლის 24-ე ნაწილის წარმოდგენილი რედაქციით 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა. გ) სსკ-ის 309-ე მუხლის 79-ე - 812 ნაწილების მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრამდე, დღგისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია აღნიშნული მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა. 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული მშენებლობების სრულად დასრულების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას 2028 წლამდე. დ) მოქმედი კანონმდებლობით თუ პირი, რომელიც არ არის საფინანსო დაწესებულება, და პარტნიორზე (რეზიდენტ ფიზიკურ პირზე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე ან არარეზიდენტ საწარმოზე) დივიდენდად გაანაწილებს იმ მოგებას, რომელიც გენერირებულია საფინანსო დაწესებულებიდან მიღებული დივიდენდებიდან, ამ პირმა გადახდის წყაროსთან უნდა დაბეგროს გაცემული დივიდენდი 5%-იანი განაკვეთით. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლიდან საფინანსო ინსტიტუტების მოგების განაკვეთი 20 პროცენტი გახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცალკეულ შემთხვევებში გაცემული დივიდენდის ორჯერ დაბეგვრის აღმოფხვრის მიზნით 309-ე მუხლს ემატება 992 ნაწილი, რომლის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ გადახდილი დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება და დივიდენდის მიმღები პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება, თუ ეს დივიდენდი საწარმოს მიღებული აქვს ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ, 2023 წლის და ამავე წლის შემდგომი პერიოდების კუთვნილი მოგების განაწილების შედეგად. ე) კანონპროექტის მიხედვით 309-ე მუხლს ემატება 1031 ნაწილი, რომლითაც იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო ორგანიზაციები, მოგების, მისი განაწილებისას დაბეგვრის მოდელზე 2024 წლიდან გადავიდნენ, ზუსტდება, რომ სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად მიიჩნევა, ხოლო 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება მოგების განაწილებად არ განიხილება ვ) სსკ-ის 309-ე მუხლის 131-ე ნაწილის ახალი რედაქცია მიზნად ისახავს ამავე ნაწილით გათვალისწინებული დებულებების მოქმედების გაგრძელებას 2028 წლის 1 იანვრამდე. კონკრეტულად კი აღნიშნულ ვადამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა. სსკ-ის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილის ახალი რედაქცია მიზნად ისახავს ამავე ნაწილით გათვალისწინებული დებულებების მოქმედების ვადის გაგრძელებას 2028 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ცვლილებით სსკ-ის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, რომლის მიხედვითაც 2028 წლის 1 იანვრამდე ჩერდება საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნის ამოქმედება. ზ) სსკ-ის 310-ე მუხლის მე-4 ნაწილის კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქცია მიზნად ისახავს კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედების შეჩერების გადავადებას 2028 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული 310-ე მუხლის მე-4 ნაწილი ცვლილებით სსკ-ის შესაბამისობაში მოვა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, რომლის მიხედვითაც 2028 წლის 1 იანვრამდე ჩერდება საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნის ამოქმედება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, კანონპროექტის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ცალკეული საგადასახადო შეღავათების და სპეციალური წესების მოქმედება უნდა გადავადდეს 2028 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2026 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილია შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: კანონპროექტის შესაბამისად, ხდება 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ცალკეული საგადასახადო შეღავათების და სპეციალური წესების მოქმედების გადავადება 2028 წლის 1 იანვრამდე. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა. აღნიშნული საგადასახადო შეღავათების ვადის ამოწურვის შედეგად შესაძლებელია შემცირდეს სექტორული სტიმულირების ეფექტი, რაც უარყოფითად იმოქმედებს რეგიონულ ეკონომიკურ აქტივობაზე, თვითდასაქმებასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით და მიღებულ იქნეს მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე, რათა კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ამოქმედდეს კანონპროექტით განსაზღვრულ დროს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს სსკ-ით გათვალისწინებული რიგი დებულებების მოქმედების ვადის გაგრძელებას, რაც შესაბამის გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ: 1. კანონპროექტის მიხედვით, 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადდება იმ ნორმების მოქმედება, რომელთა თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი, თუ ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარულ წელს არ აღემატება 200 000 ლარს. ასევე, აღნიშნულ ვადამდე გაგრძელდება ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემულ ხელფასებზე დადგენილი შეღავათი საშემოსავლო გადასახადში. აღნიშნული ცვლილებების შედეგად შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურიბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, თუმცა ზუსტი გავლენა დამოკიდებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წლიურ მოცულობაზე, ამ სფეროში დასაქმებულ პირთა რაოდენობასა და მათი ხელფასების ოდენობაზე. 2. 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვითაც არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი. აღნიშნული შეღავათის გაგრძელების შედეგად შემცირდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ცვლილების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოსალოდნელი დანაკლისი დაახლოებით 4.2 მლნ. ლარია. 3. კანონპროექტით, 2028 წლის 1 იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება თამბაქოს ნედლეულზე. აღნიშნული ცვლილების შედეგად შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ბოლო ორი წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ შეღავათის გაგრძელების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტი საშუალოდ ვერ მიიღებს დაახლოებით 1 391 450 ლარს წელიწადში. 4. კანონპროექტით 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება მოქმედი წესი, რომლის თანახმად ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება. ფიზიკური პირის ფიქსირებული გადასახადის ობიექტად განიხილება საცხოვრებელი ადგილის ფართობი, ხოლო განაკვეთი განისაზღვრება 10 ლარად 1 კვადრატულ მეტრზე თვეში. აღნიშნული ცვლილების შედეგად მოსალოდნელია სახელმწიფო ბიუჯეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის ზრდა, რადგან ფიქსირებული გადასახადის გამოთვლის სიმარტივე და ადვილი ადმინისტრირება ხელს შეუწყობს ამ საქმიანობის ლეგალიზაციას და ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. ზუსტი რაოდენობრივი ეფექტი დამოკიდებულია რეგისტრირებული გაქირავების ობიექტების რაოდენობასა და მათ საერთო ფართზე. 5. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ბაზრობის ორგანიზების და ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების გაუქმებას. ვინაიდან სსკ-ის 26-ე და 262 მუხლებით ბაზრობის ორგანიზების და ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის განსაზღვრული სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ფაქტობრივად არ ამოქმედებულა და ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მცირე მეწარმეებისთვის მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 1 პროცენტით დაბეგვრის რეჟიმი, ხსენებულ დებულებებს, რომლებიც ამოქმედების შემთხვევაში მოვაჭრეების 3 პროცენტით დაბეგვრას ითვალისწინებს, დაკარგული აქვს აქტუალობა. ამასთან, რადგანაც აღნიშნული ნორმები ფაქტობრივად არ ამოქმედებულა, არც მათი დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საჭიროება დამდგარა. შესაბამისად, ისევე როგორც, 26-ე და 262 მუხლების შემთხვევაში, წარმოდგენილი მუხლების ამოღების შედეგად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა ნეიტრალური იქნება. 6. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას. 2023-2024 წლების განმავლობაში იმპორტირებული საინვესტიციო ოქროს ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 194 500 ლარს, ხოლო დღგ-ის სახით ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაახლოებით 35 000 ლარი იყო. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების შედეგად შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. 7. კანონპროექტით 2028 წლის პირველ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია აღნიშნული მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა. 79-ე და 812 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათის მიზანია 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული მშენებლობების სრულად დასრულება. ცვლილების შედეგად მოსალოდნელია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირება, რომლის ოდენობა დამოკიდებული იქნება 2026 წლისთვის არსებული დაუსრულებელი მშენებლობების რაოდენობაზე, რომლებიც აკმაყოფილებს ამ ნაწილებით გათვალისწინებულ პირობებს. 8. სსკ-ის 309-ე მუხლის 131-ე ნაწილის ახალი რედაქცია მიზნად ისახავს ამავე ნაწილით გათვალისწინებული დებულებების მოქმედების გაგრძელებას 2028 წლის 1 იანვრამდე. კონკრეტულად კი აღნიშნულ ვადამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა. აღნიშნული ცვლილებით საქონლის იმპორტისას დღგ-ის დასაბეგრი თანხის გამოთვლის წესი თვისობრივად არ იცვლება, ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის თვალსაზრისით იგი ნეიტრალურია. 9. სსკ-ის 309-ე მუხლის 132-ე და 310-ე მუხლის მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დღგის შეღავათი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნით დადგენილ გათავისუფლებებთან, შეჩერდება 2028 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან შენარჩუნდება იმპორტის გადასახადისაგან განთავისუფლების არსებული შეღავათები და 2028 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული შინაარსობრივად ახალი და უფრო ფართო შეღავათები, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი პირი ისარგებლებს გათვალისწინებული შეღავათებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ითვალისწინებს სსკ-ით გათვალისწინებული, 2026 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ზოგიერთი შეღავათის გაგრძელებას 2028 წლის 1 იანვრამდე, რაც დადებითად აისახება პირებზე, რომლებზეც იგი ვრცელდება. კერძოდ, გახანგრძლივდება შეღავათის მოქმედების ვადა, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი. ყოველივე აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ პირებზე, რადგან მათ არ მოუწევთ გადასახადების გადახდა. 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის დადგენილი საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების შეღავათის მოქმედების ვადა. კერძოდ, არ დაიბეგრება რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რაც დადებით გავლენას მოახდენს აღნიშნული პირების შემოსავალზე. პროექტის შესაბამისად, 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება იმპორტის გადასახადში არსებული შეღავათი, რომელიც შეეხება თამბაქოს ნედლეულის იმპორტს. საქართველოში თამბაქოს ნედლეულის გათავისუფლების რეჟიმის გაგრძელებას დადებითი ფინანსური გავლენა ექნება იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნული საქონლის იმპორტს. პროექტის შესაბამისად, 2028 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება დღეს მოქმედი დებულება, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება. ფიზიკური პირისთვის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი, ხოლო განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. ცვლილება დადებით გავლენას იქონიებს ასეთ პირებზე, ვინაიდან მათ არ მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა ზოგადი წესის მიხედვით, რომელიც შეადგენს ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავლის 20 პროცენტს. ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია 2028 წლის 1 იანვრამდე საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან იმ ფიზიკურ პირთა გათავისუფლება, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად სსკ-ის შესაბამისად. აღნიშნული დადებითად იმოქმედებს ხსენებულ პირებზე, ვინაიდან მათ არ მოუწევთ საკონტროლო-სალარო აპარატების შეძენა და მათი საშუალებით შემოსავლების აღრიცხვა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ბაზრობის ორგანიზების და ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმისა და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების გაუქმებას. ვინაიდან ბაზრობის ორგანიზების და ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის განსაზღვრული სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ფაქტობრივად არ ამოქმედებულა და ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მცირე მეწარმეებისთვის მოქმედებს საშემოსავლო გადასახადის 1 პროცენტით დაბეგვრის რეჟიმი, ხსენებულ დებულებებს, რომლებიც ამოქმედების შემთხვევაში მოვაჭრეების 3 პროცენტით დაბეგვრას ითვალისწინებს, დაკარგული აქვს აქტუალობა. ამასთან, რადგანაც აღნიშნული ნორმები ფაქტობრივად არ ამოქმედებულა, არც მათი დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საჭიროება დამდგარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ნეიტრალურია. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-11, მე-12 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათი გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს ამ სეგმენტში, ახდენენ საინვესტიციო ოქროს იმპორტს და შემდგომ მიწოდებას საქართველოს ბაზარზე, აგრეთვე საბანკო და საფინანსო სისტემის სუბიექტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ოქროს სერტიფიკატებითა და მონეტებით ვაჭრობას. მოსალოდნელია, რომ ფინანსური შედეგები აღნიშნულ პირთათვის იქნება დადებითი, რადგან საინვესტიციო ოქროს იმპორტისა და მიწოდების დღგ-ისგან გათავისუფლება ამცირებს ინვესტიციის ფაქტიურ ღირებულებას დაახლოებით 18%-ით, გაიზრდება ოქროს ბაზრის ლეგალური ბრუნვა, რაც შექმნის წინაპირობებს ფინანსური სექტორისა და ფინანსური ინსტრუმენტების (მაგ., ოქროს სერტიფიკატები) განვითარებისათვის. კანონპროექტით, 2028 წლის პირველ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია აღნიშნული მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა. ცვლილების შედეგად დღგ-ის ნაწილში შემცირდება საგადასახადო ტვირთი იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ან ნაწილებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად უძრავი ქონების მიწოდებასა და მათ მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებულ სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას. სსკ-ის 309-ე მუხლის 131-ე ნაწილის ახალი რედაქცია მიზნად ისახავს ამავე ნაწილით გათვალისწინებული დებულებების მოქმედების გაგრძელებას 2028 წლის 1 იანვრამდე. კონკრეტულად კი აღნიშნულ ვადამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა. აღნიშნული ცვლილებით საქონლის იმპორტისას დღგ-ის დასაბეგრი თანხის გამოთვლის წესი თვისობრივად არ იცვლება, ამიტომ ამ ცვლილებას არ ექნება გავლენა შესაბამის პირებზე. სსკ-ის 309-ე მუხლის 132-ე და 310-ე მუხლის მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დღგის შეღავათი, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის X წიგნით დადგენილ გათავისუფლებებთან, შეჩერდება 2028 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული უარყოფით ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებისთვისაც საბაჟო კოდექსი ითვალისწინებდა ახალი შეღავათების ამოქმედებას 2026 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ახალი შეღავათები უფრო ფართო და მრავალფეროვანია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული