„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.05.2012, სარეგისტრაციო კოდი:
460030000.05.001.016744) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კონტრაქტორი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული
საქართველოს
საწარმო,
რომელიც
ინვესტორის
დაკვეთით,
ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ ტერიტორიაზე აშენებს
ოლიმპიურ
სოფელს
და
ოლიმპიადის
ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს, აგრეთვე თავისუფალი
ინდუსტრიული ზონის, საბაჟო საწყობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ნაგებობებს,
ან/და ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა მშენებლობას;“.
2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე (შემდგომ − მშენებლობის
ტერიტორია) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას თავისუფალი
ინდუსტრიული ზონა, საბაჟო საწყობი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა
ობიექტები;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მომზადება გამოწვეულია „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით, რომლითაც
უქმდება სპეციალური სავაჭრო ზონის მარეგულირებელი ნორმები. რამდენადაც
„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი შეიცავს მითითებებს
სპეციალურ
სავაჭრო
ზონაზე,
საქართველოს
საკანონმდებლო
აქტების
ურთიერთშესაბამისობის
უზრუნველსაყოფად,
საჭიროა
თანმდევი
ცვლილება
განხორციელდეს „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია, რამდენადაც „საქართველოს საგადასახადო კოდექსთან“
ურთერთშესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭიროა ცვლილების შეტანა „ოლიმპიური
მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში,
საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანა კი შესაძლებელია კანონის მიღებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონი შესაბამისობაში მოვა „საქართველოს საგადასახადო კოდექსთან“.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი და მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით და აღნიშნული ქვეპუნქტებიდან ამოღებულ იქნება
მითითება სპეციალურ სავაჭრო ზონაზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, კანონპროექტი წარმოადგენს
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლის ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2026
წლის 1 იანვარი. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია
დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია
საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის ა.ვ) ქვეპუნქტით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ხდება „ოლიმპიური
მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან სპეციალურ სავაჭრო ზონაზე
მითითების ამოღება. შედეგად ინვესტორს შეეძლება სსზ-ს ნაცვლად ბაზრობის საქმიანობის
განხორციელება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მცირე მეწარმეებისთვის მოქმედებს
საშემოსავლო გადასახადის 1 პროცენტით დაბეგვრის რეჟიმი, ხსენებულ დებულებებს,
რომლებიც ამოქმედების შემთხვევაში მოვაჭრეების 3 პროცენტით დაბეგვრას ითვალისწინებს,
ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვისაც დაკარგული აქვს აქტუალობა. აღნიშნულიდან
გამომდინარე, ფინანსური შედეგი იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, ნეიტრალურია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის,ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.