„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.11.2025
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#182/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგია 1. ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პოლიტიკის პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს და აყალიბებს მიდგომებს დასახული მიზნების/ამოცანების განსახორციელებლად. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას სულ მცირე 4 წელიწადში ერთხელ.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-4-მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მწარმოებელი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს პროდუქტს ან ახდენს პროდუქტის ბაზარზე განთავსებას საკუთარი სახელით ან საკუთარი სავაჭრო ნიშნის ქვეშ. 5. დისტრიბუტორი – მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც, თავისი საქმიანობის ფარგლებში, პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და არ წარმოადგენს მწარმოებელს ან იმპორტიორს. 6. ავტორიზებული წარმომადგენელი − მწარმოებლის მიერ ავტორიზებული იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე, მოქმედებს მწარმოებლის სახელით კოდექსით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული გარკვეული ვალდებულებების შესრულების მიზნით. ავტორიზებულ წარმომადგენელს მწარმოებლის ნაცვლად შეიძლება მიმართოს უფლებამოსილმა პირმა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, პროდუქტის პირველადი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის, იმპორტის გზით კომერციული ან/და არაკომერციული მიზნებისთვის.“; გ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 ნაწილი: „81. ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის ნებისმიერი სახის მიწოდება დისტრიბუციის, გამოყენების ან მოხმარების მიზნით კომერციული საქმიანობის ფარგლებში, სასყიდლის მიღების მიზნით ან უსასყიდლოდ.“; დ) მე-16 და მე-17 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. პროდუქტის გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია ისეთი პროდუქტის დაბრუნებისკენ, რომელიც უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის. 17. პროდუქტის ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია მიწოდების ჯაჭვში არსებული პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის პრევენციის ან/და შეწყვეტისაკენ.“ . 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი: „თავი III1. ბაზარზე ზედამხედველობა მუხლი 131. რეგულირების სფერო 1. ეს თავი არეგულირებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. 2. ეს თავი არ არეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზედაც ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოქმედება. 3. ამ თავის მოქმედება ვრცელდება როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე, იმპორტირებული პროდუქტების მიმართ. მუხლი 132. ტერმინთა განმარტება 1. ამ თავის მიზნებისთვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბაზარზე ზედამხედველობა − ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებების და მიღებული ზომების ერთობლიობა, რაც მიზნად ისახავს პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვას; ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო; გ) შეუსაბამობა - კოდექსით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნ(ებ)ის დარღვევა; დ) ეკონომიკური ოპერატორი − ამ კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და პროდუქტის უშუალოდ მომხმარებლისთვის მიმწოდებელი პირი/პირები, რომელიც/რომლებიც პასუხისმგებელია/პასუხისმგებელნი არიან პროდუქტის უსაფრთხოებისთვის; ე) მაკორექტირებელი ქმედება - ეკონომიკური ოპერატორის მიერ, საკუთარი ინიციატივით ან ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნით, შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება; ვ) ნებაყოფლობითი ღონისძიება - ეკონომიკური ოპერატორის მიერ, საკუთარი ინიციატივით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის გარეშე, მაკორექტირებელი ზომების მიღება; ზ) რისკი - ზიანის გამომწვევი საფრთხის დადგომის ალბათობისა და ამ ზიანის სიმძიმის ერთობლიობა; თ) საფრთხის შემცველი პროდუქტი - პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; ი) სერიოზული საფრთხის შემცველი პროდუქტი - პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს და საჭიროებს სახელმწიფო ორგანოებისაგან გადაუდებელ ჩარევას, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც რისკი არ იწვევს დაუყოვნებლივ შედეგებს; კ) დადასტურებული საფრთხე − შესაბამისი აკრედიტებული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული ლაბორატორიის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმების განხორციელებით ან/და საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოსგან/ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსგან ან პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის თაობაზე ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროდუქტის გამოყენება/ექსპლუატაცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; ლ) დოკუმენტური შემოწმება − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება; მ) ტექნიკური შემოწმება − პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმება/გამოცდა; ნ) შემოწმების ოქმი − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ტექნიკური შემოწმების ან/და დოკუმენტური შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც აგრეთვე შეიცავს ამ კოდექსის 136 მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების შემოწმების შედეგებს და შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადებს − ასეთის არსებობის შემთხვევაში; ო) შემზღუდველი ღონისძიება - ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების ან/და ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ; პ) მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიულ პირი, რომლისთვისაც პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდა როგორც მომხმარებლისთვის პირადი გამოყენების ან/და სამრეწველო/პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნებისთვის. 2. ამ თავში გამოყენებულ იმ ტერმინებზე, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლში, ვრცელდება ამ კოდექსში გამოყენებულ იმავე ტერმინთა განმარტებები. მუხლი 133. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს საქართველოს ბაზარზე განთავსებულ იმ პროდუქტებზე, რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით, განსაზღვრულია ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. 2. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს პროპორციულობის პრინციპის დაცვით, დამოუკიდებლად, ობიექტურად და მიუკერძოებლად. 3. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად და მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებთან, შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებთან. 4. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 5. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 134. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება 1. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება ამ თავით, ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესისა და პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის შესაბამისად, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით. 2. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება: ა) რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ ბ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; გ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. 3. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით ან/და ტექნიკური შემოწმებით. 4. პროდუქტის დოკუმენტური შემოწმება ხორციელდება ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მისთვის პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მიწოდებით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. 5. ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებით/გამოცდით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. 6. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელებისას ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე პროდუქტის კონკრეტული კომპონენტი ან ის მახასიათებელი, რომლის თაობაზედაც მას აქვს რისკის შესახებ ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი. 7. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში, ასევე, პროდუქტის რეალიზაციის, წარმოების, დასაწყობებისა და შენახვის ადგილებში. 8. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომლის თაობაზედაც მას აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისა და გარემოსთვის, იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელებისთვის. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომლის ფიზიკური მახასიათებლების ან/და სხვა თვისებრივი მახასიათებლების გამო ვერ მოხერხდება პროდუქტის ნიმუშის აღება. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის შემოწმება შეიძლება ადგილზე განხორციელდეს. 10. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საფრთხის ეფექტიანად აღმოჩენასა და გამოვლენას. 11. თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია დადასტურებული საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა აღნიშნული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. 12. ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს მიმართოს პროდუქტის შეჩერების თაობაზე. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი პროდუქტის შემოწმებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება. 13. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსის ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება. 14. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, პროდუქტის მიმართ, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით. მუხლი 135. ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები 1. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე განთავსებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. 2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან და უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში. 3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსების ან/და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას დარწმუნდეს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია. ეკონომიკურმა ოპერატორმა, ასევე, უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტაციის შენახვა იმავე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის წარსადგენად. 4. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, ასევე, საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, საფოსტო მისამართი, დაიტანოს პროდუქტზე, მის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 5. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მიაწოდოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები და ინფორმაცია, მათ შორის, პროდუქტის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვში ჩართული ეკონომიკური ოპერატორების შესახებ. 6. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკურ ოპერატორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი, რომელიც მან გახადა ხელმისაწვდომი ბაზარზე, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ქმედება პროდუქტით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტი შეიცავს რისკს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, შეუსაბამობებისა და ყველა განხორციელებული მაკორექტირებელი ქმედების შესახებ. 8. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მიაწოდოს მას პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები, რომლის შესყიდვისთვის გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების აღება ხდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში. 9. თუ პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს პროდუქტი არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს პროდუქტის ნიმუშის ღირებულება, აგრეთვე პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ მისთვის შესაბამისი მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში და გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წარუდგინოს გადახდიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნული ქვითარი შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც. 10. თუ პროდუქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია აღნიშნული ქმედებები განახორციელოს საკუთარი ხარჯით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მის მიერ განსაზღვრულ ვადაში. 11. ავტორიზებულ წარმომადგენელს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მწარმოებლის მიერ გაცემული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე, უნდა ჰქონდეს მინიჭებული უფლებამოსილება ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისათვის და აღნიშნული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარუდგინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს. მუხლი 136. შემზღუდველი ღონისძიებები 1. თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული კონკრეტული პროდუქტი ან/და პროდუქტების სერია არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, იგი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის/დადასტურებული საფრთხის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან/და განადგურება ეკონომიკური ოპერატორის ხარჯზე. 2. თუ შემოწმებით გამოვლინდა დოკუმენტური შეუსაბამობა ან/და ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. თუ ეკონომიკური ოპერატორი აღნიშნულ ვადაში ვერ აღმოფხვრის შეუსაბამობას, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ამის თაობაზე შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, რომელიც ვალდებულია გადაამოწმოს შეუსაბამობის აღმოფხვრის ფაქტი. 3. თუ პროდუქტი არ შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ. 4. თუ პროდუქტი არ შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს ან/და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს ასეთ საფრთხეს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ. 5. საფრთხის კატეგორია განისაზღვრება რისკის ანალიზზე დაყრდნობით, ზიანის დადგომის ალბათობისა და მისი სიმძიმის შეფასების შედეგად, პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის შესაბამისად. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქტის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქტის საფრთხის შემცველ პროდუქტად მიჩნევის საფუძველი. 6. ამ მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილების სახით. მისი შესრულება სავალდებულოა. თუ ამ დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად მიიჩნევა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ამ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. აღნიშნული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. თუ პროდუქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, პროდუქტის ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის დადგენილების აღსრულების მიზნით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია, დაავალოს ეკონომიკურ ოპერატორს აღნიშნული პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების ან/და გარემოსთვის. 8. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ დადგენილებაში ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება გონივრული ვადა აღნიშნული პროცესის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს წერილობით შეატყობინოს პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების პროცესის დასრულების შესახებ. პროდუქტის ბაზრიდან ამოღებისთვის, გამოთხოვისთვის ან განადგურებისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია. 9. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესაბამისი დადგენილების შესრულების ფაქტი. თუ ამ დადგენილების შესრულების განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურმა ოპერატორმა არ შეასრულა აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები, მას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად. 10. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკონომიკური 9 ოპერატორისთვის ამ კოდექსის 13 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილება ამ მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამის თაობაზე გაიცემა სათანადო სააღსრულებო ფურცელი. 11. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ახორციელებს ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების კონტროლს. 12. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებებით. 13. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს საზოგადოებისთვის პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება. პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების წყაროები, ამ ინფორმაციის მიწოდების დადასტურების ხერხები და ვადები ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილებით, მოსალოდნელი საფრთხის და მისი გავრცელების რისკის ანალიზზე დაყრდნობით. 14. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ბაზარზე განთავსებულ პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია და ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს ეკონომიკურ ოპერატორს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − აგრეთვე საბაჟო ორგანოს. მუხლი 137. ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე. მუხლი 138. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა 1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 3 000 ლარამდე. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე. მუხლი 139. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა 1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ბაზრიდან ამოღების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 8 000 ლარამდე. მუხლი 1310. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა 1. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 7 000 ლარამდე. 2. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარიდან 10 000 ლარამდე. მუხლი 1311. ეკონომიკური ოპერატორის მიერ დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა პროდუქტის უსაფრთხოებასთან 1. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, − მწარმოებლის, ავტორიზებული გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 3. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, − მწარმოებლის, ავტორიზებული გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 5. ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც ისეთი პროდუქტის ბაზარზე არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი პროდუქტის წარმომადგენლის ან იმპორტიორის მიერ, − მწარმოებლის, ავტორიზებული გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 7. ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 8. 1 კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა − გათვალისწინებული გამოიწვევს დაჯარიმებას შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. 9. ამ მუხლის მიზნებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის მიმართ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას 1 კალენდარული წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მას უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. თუ ამ დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად მიიჩნევა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. აღნიშნული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 1312. ბაზარზე ზედამხედველობასთან სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაკავშირებული ადმინისტრაციული 1. ამ კოდექსის 137-1311 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. 2. ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეიძლება არ შედგეს შემოწმების ადგილზე. ეს ოქმი სამართალდამრღვევს გადაეცემა ან ეგზავნება, ხოლო თუ ამ ოქმის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, აღნიშნული ოქმი ჩაბარებულად მიიჩნევა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ამ ოქმის საჯაროდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. გამოქვეყნების წესი განისაზღვრება 3. ამ კოდექსის 137-1310 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. 4. ამ კოდექსის 137-1310 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკონომიკურ ოპერატორს არ ათავისუფლებს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შესრულების ვალდებულებისგან. 5. ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო. 6. ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე და პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღებისა და გამოთხოვის შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჩივრდება საქართველოს საერთო სასამართლოებში. მუხლი 1313. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი ამ კოდექსის 137-1311 მუხლების შესაბამისად დაკისრებული სათანადო ჯარიმა სამართალდამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. სამართალდამრღვევმა ამ კოდექსის 1311 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს ჯარიმის გადახდიდან 5 დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც.“. 4. მე-14 მუხლის 11 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 5. მე-15 მუხლის: ა) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ძ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ჭ“-„ჰ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 6. 191-193 მუხლები ამოღებულ იქნეს. 7. 25-ე მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.“; ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისა.“; გ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა, გარდა ამ კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისა. ამ კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ.“; დ) 23-ე ნაწილის: დ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში დადგენილი ვადის დარღვევისათვის.“; მიღებისათვის დ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ამ კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას.“. 8. 26-ე მუხლის მე-41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობასთან დაკავშირებული, ამ კოდექსის 43-ე მუხლითა და 45-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევების ჩადენისას, დაინტერესებული პირის დასაბუთებული თხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისათვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით დაკისრებული ჯარიმისგან პირის გათავისუფლების შესახებ, თუ მას გადახდილი აქვს შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმა.“. 9. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა 1. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით. 2. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარით. 3. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით. 4. კარიერის, მაღაროს, შახტის, ნავთობბაზის, მაგისტრალური ნავთობსადენის, მაგისტრალური გაზსადენის, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 6000 ლარით.“. 10. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა 1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით. 2. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარით. 3. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარით. 4. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით. მუხლი 29. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა 1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით. 2. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით. 3. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. 4. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.“. 11. 31-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ფარულად ექსპლუატაცია 1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის ფარულად ექსპლუატაცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.“. 12. 34-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა 1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.“. 13. 37-ე და 38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა 1. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. 2. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით. მუხლი 38. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა 1. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით. 2. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით.“. 14. 421-427 მუხლები ამოღებულ იქნეს. 15. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება. 1. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. 2. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობანაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით. შენიშვნა: 1. უნებართვო მშენებლობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის თანასაკუთრების ობიექტია, გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.“. 16. 44-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 17. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 45. სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა. 1. სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარით.“. 18. 48-ე - 521 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. მუხლი 49. მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით. მუხლი 50. მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება - გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით. მუხლი 51. მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარით. მუხლი 52. იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. შენიშვნა: თუ მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იგი ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოებს და აცნობოს ასეთი საფრთხის შესახებ. მესაკუთრე ვალდებულია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მესაკუთრეს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ განახორციელებს ამ შენიშვნით განსაზღვრულ ღონისძიებებს. მუხლი 521. იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების (რემონტის), რეკონსტრუქციის, აღდგენის ან/და დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს და მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ შენობა-ნაგებობა მუნიციპალიტეტის იერსახეს ამახინჯებს, თუ მას დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარე შემომზღუდავი კონსტრუქცია. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას შენობა-ნაგებობის მდგომარეობის გათვალისწინებით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (შენობა-ნაგებობის დამცავი ბადით შეფუთვა სამართალდარღვევის გამოსწორებად არ ჩაითვლება). ამ მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ სამართალდარღვევა განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ამ კოდექსით დადგენილი წესით დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიმართ გასცეს მითითება მისი დემონტაჟის მოთხოვნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ შენობა-ნაგებობის შეკეთება (რემონტი), რეკონსტრუქცია ან აღდგენა შეუძლებელია. 4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და საცხოვრებლად გამოყენებულ შენობა-ნაგებობაზე.“. 19. 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტანდარტის გამოყენება ნებაყოფლობითია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული.“. 20. 69-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის, შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულების სავალდებულოობა. 2. პირს შეუძლია გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მოთხოვნები. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მტკიცების ტვირთი გადადის მწარმოებელზე.“. მუხლი 2 1. 2026 წლის 1 ივნისამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ნოემბრის №539 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა; ბ) შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2028 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ბაზარზე ზედამხედველობის პირველი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-6 და მე-14 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-6 და მე-14 ნაწილები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: არასასურსათო პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ძირითად მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). კოდექსის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა მინიმალური რეგულირებითა და ტექნიკური ბარიერების დაწესებით, რათა დაცულ იქნეს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საკუთრება და გარემო. აღნიშნული მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტიანი სისტემის არსებობის შემთხვევაში. ბაზარზე ზედამხედველობას საქართველოში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) იმ პროდუქტებზე, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია სააგენტო. ბაზარზე ზედამხედველობის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისი პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც ემსახურება ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დაცვას, როგორიცაა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების თუ საკუთრების დაცვა, სამართლიანი კონკურენციის პირობების შექმნა და განვითარება. შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტები რისკის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ, ასევე, ხელს უშლის სამართლიან კონკურენციას კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის. შესაბამისად, აუცილებელია ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის გაძლიერება, ეკონომიკური ოპერატორებისთვის მკაფიო, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი წესების დადგენით, შესაბამისობის კონტროლის გაძლიერებითა შესაძლებლობების განვითარებით. ამასთან, 2014 წელს საქართველოს, და ევროკავშირს, აღმასრულებელი ევროპის ორგანოების ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების III–A და III–B დანართებით საქართველოს დაეკისრა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულება როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ დონეზე. აღნიშნული გულისხმობს საქართველოს ვალდებულებას, სხვადასხვა სექტორში, მათ არასასურსათო პროდუქტებზე მიმართულებით, დაახლოების შორის, ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პრიორიტეტების გათვალისწინებით, მოახდინოს ეტაპობრივი დაახლოება. კოდექსის ცვლილების პროექტი გარკვეულწილად მიზნად ისახავს სწორედ ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან დინამიურ დაახლოებას. პროექტი მიზნად ისახავს შესაბამისობის უზრუნველყოფას „პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობისა და შესაბამისობის შესახებ“ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის (EU) 2019/1020 რეგულაციასთან (შემდგომში - N2019/1020 რეგულაცია). აღნიშნული რეგულაციით, ასევე, ცვლილება შევიდა ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 9 ივლისის (EC) 765/2008 რეგულაციაში, რომელიც ადგენდა მოთხოვნებს აკრედიტაციისა და ბაზარზე ზედამხედველობისადმი, პროდუქციის რეალიზაციასთან მიმართებით და რომლის ეროვნულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის ვალდებულება განსაზღვრული არის ასოცირების შეთანხმების III–B დანართით. აღნიშნული ცვლილების შედეგად, (EC) 765/2008 რეგულაციაში ძალადაკარგულად გამოცხადდა ბაზარზე ზედამხედველობის მარეგულირებელი ნორმები. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული კანონმდებლობის N2019/1020 რეგულაციასთან დაახლოების საკითხი. ასევე, გარკვეული სახის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ობიექტის მფლობელის მიერ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დროის გარკვეულ პერიოდში შეუტყობინებლობისათვის (დაუყოვნებლივ 24 საათის განმავლობაში ან 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა) განსაზღვრული ჯარიმების ოდენობაც მცირეა ამ მოთხოვნის დარღვევის შედეგად შესაძლო მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით. სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში არსებულმა პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ზემოხსენებულ შემთხვევაში, საჭიროა გაიზარდოს გარკვეულ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე (ბუნებრივი გამოქვაბული ან მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობა, ლიფტი, ესკალატორი) მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ობიექტის მფლობელის მიერ სააგენტოსთვის დროის გარკვეულ პერიოდში შეუტყობინებლობისათვის (დაუყოვნებლივ 24 საათის განმავლობაში ან 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა) განსაზღვრული ჯარიმების ოდენობაც, ვინაიდან, მცირე საჯარიმო თანხების შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდეს ამ ობიექტებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობას. გარდა ამისა, კოდექსის მოქმედ რედაქციაში სამშენებლო სამართალდარღვევებისათვის დადგენილი ჯარიმების ოდენობა არის დიფერენცირებული იმის მიხედვით, თუ სად ჰქონდა ადგილი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, “საქართველოს ტყის კოდექსითა” და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, თვითმმართველ ქალაქში, მუნიციპალიტეტის დასახელებაში ქალაქში, მუნიციპალიტეტის დასახელებაში - დაბაში ან სოფელში. ამასთან, კოდექსის მოქმედი რედაქციით ამა თუ იმ კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დადგენილი დიფერენცირებული ჯარიმების ოდენობები სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან და სამართალდარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ქმნის გარკვეულ დისბალანსს. მაგალითად, კოდექსის 49-ე მუხლის მოქმედი რედაქციით მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, “საქართველოს ტყის კოდექსითა” და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში, აგრეთვე, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ჯარიმდება 30 000 ლარით, იგივე ქმედება თვითმმართველ ქალაქში ჯარიმდება - 500 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახელებაში - ქალაქში - 200 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახელებაში - დაბაში ან სოფელში - 50. მოყვანილი მაგალითების მიხედვით, ერთი და იმავე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დადგენილი ჯარიმების რაოდენობებს შორის სხვაობა აშკარაა. თითქმის ანალოგიური შემთხვევებია ყველა სხვა სამშენებლო სამართალდარღვევების სახეებთან დაკავშირებულ სანქციების მუხლებში. თითოეული კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ერთი საჯარიმო თანხის განსაზღვრა, აღმოფხვრის იმ აშკარა სხვაობას ჯარიმის თანხებს შორის, რაც არის კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, მათი მაღალი რისკის შემცველი სტატუსიდან გამომდინარე, არ არის გამართლებული ერთი და იმავე სამართალდარღვევაზე საჯარიმო თანხების დიფერენცირება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თითოეული კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის განისაზღვროს ერთი საჯარიმო თანხა, კერძოდ კი ის მაქსიმალური თანხა, რაც დადგენილია მოქმედ რედაქციაში არსებულ მუხლებში და მათი ოდენობა არ უნდა იყოს დიფერენცირებული იმ პრინციპით, თუ სად იქნა ჩადენილი სამართალდარღვევა. გარდა ამისა, პროდუქტის კოდექსის მოქმედი რედაქციით, არსებულ მუხლებში საჯარიმო თანხებს შორის არსებული აშკარა სხვაობა და მუნიციპალიტეტის დასახელებაში - ქალაქში ან თუნდაც მუნიციპალიტეტის დასახელებაში - დაბაში ან სოფელში სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დადგენილი თანხები არის მცირე, შეიძლება ითქვას მიზერულიც ამავე მუხლებით სხვა ტერიტორიულ ერთეულებში ჩადენილ იმავე სახის სამართალდარღვევაზე. შესაბამისად, მომავალში დიდი ალბათობით იქნება იმის რისკი, რომ თუნდაც დაბაში ან სოფელში მცირე ჯარიმების გამო მეწარმე სუბიექტის მხრიდან ადგილი ჰქონდეს თუნდაც სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ან სხვა სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტებს, მაშინ როდესაც ადგილი აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობას ან თუნდაც მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის დროს საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ცვლილება შედის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში, კერძოდ 64-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 69-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში, რომლებიც განსაზღვრავს სტანდარტის სავალდებულოდ გამოყენების პირობას და ზუსტდება რომ სტანდარტის გამოყენება სავალდებულო ხდება არა მხოლოდ ტექნიკურ რეგლამენტში კონკრეტული სტანდარტის აღნიშვნისას, არამედ საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში შესაბამისი მითითებისას, რომლებიც ადგენენ კონკრეტულ მოთხოვნებს. არსებული პრაქტიკით, არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით, რომლებიც არ არის ტექნიკური რეგლამენტის სახით დამტკიცებული, ხოლო მათში სტანდარტის მითითებით ვერ განხორციელდება სავალდებულოდ გამოყენების ვალდებულების დაწესება, რადგან კანონის მოქმედი რედაქცია მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის ფარგლებში აქცევს ამ უკანასკნელს. მაგალითად, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები დარეგულირებულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 და N257 დადგენილებებით. მითითებული წესები ითვალისწინებს კონსტრუქციულ პროექტის/სქემის წარდგენას, როგორც ერთ-ერთ სავალდებულო სანებართვო დოკუმენტაციას. იმის გათვალისწინებით, რომ იგეგმება შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული დაპროექტებისა და გაანგარიშების პროცესში საქართველოს სტანდარტების, მათ შორის ევროკოდებისა და შესაბამისი ეროვნული დანართების დანერგვა და მათი სავალდებულოდ გამოყენება, საჭიროა მითითებულ დადგენილებებში შესაბამისი აღნიშვნა. თუმცა კოდექსის მოქმედი რედაქცია სტანდარტის სავალდებულოდ გამოყენებას მხოლოდ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებით უშვებს და ეს უკანასკნელი პრობლემას ქმნის საკითხის დარეგულირებაში, რადგან N255 და N257 დადგენილებები არ არის დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის სახით. აქედან გამომდინარე, გარკვეულ სფეროებში შესაბამისი საკითხების მოწესრიგების მიზნით, საჭიროა ცვლილება შევიდეს კოდექსის მოქმედ რედაქციაში და სტანდარტის სავალდებულოდ გამოყენების შესაძლებლობა დაშვებულ იქნას საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტებში შესაბამისი მითითების შემთხვევაში. პროექტით ასევე ხდება პროდუქტის კოდექსში არსებული ტექნიკური ხასიათის ხარვეზების გამოსწორება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი პროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში, აღსანიშნავია ცვლილებები, რომლებიც შეეხება არსებულ ტერმინთა დახვეწასა და ახალი ტერმინების დამატებას ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის (EU) 2019/1020 რეგულაციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ასევე, მნიშვნელოვანია ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგიის თაობაზე ჩანაწერის გაჩენა და კოდექსის სტრუქტურის ცვლილების ფარგლებში ბაზარზე ზედამხედველობის შესახებ III1 თავის დამატება, რითიც უზრუნველყოფილი იქნება მეტი მკაფიოობა ბაზარზე ზედამხედველობის სისტემაში მონაწილე სუბიექტებისთვის და პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში. ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მუხლობრივი დაახლოება, რომელიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან დინამიური დაახლოების ფარგლებში და მიზნად ისახავს ზემოხსენებულ რეგულაციასთან დაახლოებას, მნიშვნელოვნად გაზრდის თავსებადობას ევროკავშირის სისტემებთან. შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის მიზნების განსახორციელებლად და მეტად დახვეწილი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა. სისტემის ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემდგომ, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის დადგენილი ჯარიმები ამ დარღვევების შედეგად მოსალოდნელი საფრთხეების შესაბამისი იქნება. აღნიშნულ პროექტს ექნება აგრეთვე პრევენციული ხასიათი იმ კუთხით, რომ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მფლობელების მხრიდან, გაზრდილი ჯარიმების შემთხვევაში უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვას, რაც თავის მხრივ შეამცირებს იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება მიადგეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს. აღნიშნული კი პირდაპირ კავშირშია იმ გარემოებასთან, რომ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ავარიის/უბედური შემთხვევის ფაქტები. გარდა ამისა, გარკვეული სახის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე (ბუნებრივი გამოქვაბული ან მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობა, ლიფტი, ესკალატორი) მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ობიექტის მფლობელის მიერ სააგენტოსთვის დროის გარკვეულ პერიოდში შეუტყობინებლობისათვის (დაუყოვნებლივ 24 საათის განმავლობაში ან 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა) გაზრდილი ჯარიმის შემთხვევაში შემცირდება ობიექტის მფლობელების მხრიდან, ობიექტზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა. აღნიშნული კი სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობას მისცემს დროულად მოახდინოს რეაგირება მომხდარ ავარიის/უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ეფექტურად და დროულად იქნეს გამოკვლეული და დადგენილი ინციდენტის გამომწვევი მიზეზები და გარემოებები და ასევე, დაისახოს შესაბამისი ღონისძიებები მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, თითოეული კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, ერთი საჯარიმო თანხის განსაზღვრა და სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით დიფერენცირებული ჯარიმების ოდენობის გაუქმება აღმოფხვრის იმ აშკარა სხვაობას ჯარიმის თანხებს შორის, რაც არის კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში. გარდა ამისა, გარკვეულწილად მოხდება საჯარიმო თანხების გაზრდა, ვინაიდან, თითოეული კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის განისაზღვრება ერთი საჯარიმო თანხა, კერძოდ კი ის მაქსიმალური თანხა, რაც დადგენილია პროდუქტის კოდექსის შესაბამისი მუხლების მოქმედ რედაქციაში, ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს. შემოწმების აქტის შედგენის ვადებთან და მასში შესატან ინფორმაციასთან დაკავშირებული ცვლილებით სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფრო ეფექტურად განახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას, ვინაიდან, კანონში ზუსტად იქნება დადგენილი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადაში უნდა შედგეს შემოწმების აქტი. ასევე, ამ აქტში აისახება ინფორმაცია მხოლოდ მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ასევე, პროდუქტის კოდექსის შესაბამისი მუხლებიდან აირსავსები და აირგასამართი სადგურების ამოღებით გასწორდება კანონში არსებული ხარვეზი. ამას გარდა, კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა შესრულება, გაჩნდება ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს განვითარებას და შეამცირებს საქართველოს ბაზარზე კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტების ხელმისაწვდომობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის საფუძველზე, კოდექსს ემატება 31 მუხლი, რომლის საფუძველზეც შემუშავდება ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული სტრატეგია. ამასთან, ცვლილების ფარგლებში, ახალი რედაქციით ყალიბდება მწარმოებლის, დისტრიბუტორის, ავტორიზებული წარმომადგენლის, ბაზარზე განთავსების, პროდუქტის გამოთხოვის, პროდუქტის ამოღებისა და ბაზარზე ზედამხედველობის ტერმინთა განმარტებები და, ასევე, კოდექსს ემატება ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, შეუსაბამობის, მაკორექტირებელი ქმედების, ნებაყოფლობითი ღონისძიების, რისკის, საფრთხისა და სერიოზული საფრთხის შემცველი პროდუქტის, შემზღუდველი ღონისძიებისა და მომხმარებლის ტერმინთა განმარტებები. კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება III1 თავი, რომელიც არეგულირებს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილების, ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების, ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს. 131 მუხლი ადგენს III1 თავის მოქმედების სფეროს, რომლის მე-3 ნაწილით დაზუსტდა, რომ აღნიშნული თავით რეგულირდება როგორც საქართველოში წარმოებულ, ასევე, იმპორტირებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესი, რაც მოქმედი რედაქციის ფარგლებშიც ხორციელდებოდა. ამავე თავით რეგულირდება ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესიც. კოდექსის III1 თავში ერთიანდება კოდექსის არსებული რედაქციის ყველა ის ნორმა, რომელიც ეხება ბაზარზე ზედამხედველობის საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ნორმების სისტემატიზებასა და მიკვლევადობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალადაკარგულად ცხადდება ყველა ის მუხლი/ნაწილი, რომლის გადმოტანაც ხდება აღნიშნულ თავში. წარმოდგენილი ცვლილების პროექტით, პროდუქტის განადგურება აღარ წარმოადგენს დამოუკიდებელ შემზღუდველ ღონისძიებას, რომლის ვალდებულებაც ეკონომიკურ ოპერატორს ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან თუ პროდუქტი შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან/და გარემოსთვის. ცვლილების პროექტით, ძალადაკარგულად ცხადდება პროდუქტის განადგურების, როგორც დამოუკიდებელი შემზღუდველი ღონისძიების, მარეგულირებელი ნორმები და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, პროდუქტის ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის დადგენილების აღსრულების მიზნით, დაავალოს ეკონომიკურ ოპერატორს აღნიშნული პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების ან/და გარემოსთვის. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების პროექტის 134 მუხლის მე-11-მე-14 ნაწილებით საკანონმდებლო დონეზე ხდება სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და სსიპ - ბაზარზე ზედმახედველობის სააგენტოს შორის ინფორმაციის გაცვლისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების საკითხების მოწესრიგება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხები ანალოგიურად რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტების ფარგლებში. ამასთან, ცვლილების პროექტის მიხედვით, ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურების პროდუქტის წარმოების, დასაწყობებისა და შენახვის ადგილებში განხორციელებისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ არის დადასტურებული საფრთხის არსებობა. აღნიშნულ შემთხვევებშიც ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება რისკის ანალიზის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც ხელს შეუწყობს ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის და ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის მე-4 მუხლის მე-4-მე-6 ნაწილები, მე-8, მე-16 და მე-17 ნაწილები. კოდექსს, ასევე, ემატება 31, მე-4 მუხლის 81 ნაწილი და III1 თავი და ძალადაკარგულად ცხადდება კოდექსის მე-14 მუხლის 11 ნაწილი, მე-15 მუხლის „უ“ „ძ“ და „ჭ“-„ჰ1“ პუნქტები, 191-193, 421-427 და 44-ე მუხლები. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის 27-ე, 28-ე და 29-ე მუხლებში, რომლებიც ადგენენ პასუხისმგებლობას მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის და ხორციელდება აღნიშნული მუხლებით დადგენილი ჯარიმის ოდენობების გაზრდა. ცვლილება შედის ასევე 38-ე მუხლშიც, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას გარკვეული სახის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე, კერძოდ: ბუნებრივი გამოქვაბული ან მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობა, ლიფტი და ესკალატორი მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ობიექტის მფლობელის მიერ დროის გარკვეულ პერიოდში შეუტყობინებლობისათვის (დაუყოვნებლივ 24 საათის განმავლობაში ან 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა) და ხორციელდება აღნიშნული მუხლით დადგენილი ჯარიმის ოდენობების გაზრდაც. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებებით, კოდექსის 31-ე, 34-ე და 37-ე მუხლებიდან აირსავსები და აირგასამართი სადგურების ამოღებით გასწორდება კანონში არსებული ხარვეზი. კანონპროექტით ცვლილება შედის პროდუქტის კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე, 52-ე და 521 მუხლებშიც, რომლებიც ადგენენ პასუხისმგებლობას სამშენებლო სამართალდარღვევებისათვის. მითითებული მუხლების მოქმედ რედაქციაში დადგენილი ჯარიმების ოდენობა არის დიფერენცირებული იმის მიხედვით, თუ სად ჰქონდა ადგილი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, კერძოდ, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, „საქართველოს ტყის კოდექსითა“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, თვითმმართველ ქალაქში, მუნიციპალიტეტის დასახელებაში ქალაქში, მუნიციპალიტეტის დასახელებაში - დაბაში ან სოფელში. წარმოდგენილი ცვლილებით ზემოაღნიშნულ მუხლებში თითოეული კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის განისაზღვრება ერთი საჯარიმო თანხა და იგი აღარ იქნება დიფერენცირებული სამართალდარღვევა. იმ პრინციპით, თუ სად იქნა ჩადენილი კოდექსის 43-ე მუხლი ეხება უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოებას და მასშიც საჯარიმო თანხები დიფერენცირებულია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა. 44-ე მუხლი კი ადგენს პასუხისმგებლობას იგივე სახის სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მხოლოდ მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. აღნიშნულ მუხლში საჯარიმო თანხები კი დიფერენცირებულია იმის მიხედვით, თუ ვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იქნა ჩადენილი სამართალდარღვევა, კერძოდ სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ თუ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. ორივე მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას ერთი და იგივე სახის სამართალდარღვევისათვის, თუმცა 43-ე მუხლში პასუხისმგებლობა განისაზღვრება მხოლოდ იმ საფუძვლით, თუ სად ჰქონდა ადგილი სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ხოლო 44-ე მუხლში კი მითითებულია 43-ე მუხლისგან განსხავებული კონკრეტული ტერიტორიები და აქ პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კრიტერიუმია ის, თუ ვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იქნა ჩადენილი სამართალდარღვევა. სწორედ ამ კრიტერიუმის საფუძველზე უნდა განისაზღვროს მხოლოდ ამ სახის სამართალდარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ცვლილებით ხდება 43-ე და 44-ე მუხლების ერთ მუხლად გაერთიანება და 43-ე მუხლის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება, სადაც პასუხისმგებლობა განისაზღვრება იმის გათვალისწინებით, თუ ვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წარმოებს უნებართვო მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი.შესაბამისად, როგორც აღინიშნა ხორციელდება 44-ე მუხლის ამოღება. ამასთან, ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი და 25-ე მუხლის მე-5 ნაწილი. აღნიშნული ცვლილებით ზუსტად იქნება დადგენილი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადაში უნდა შედგეს შემოწმების აქტი. ასევე, ამ აქტში აისახება ინფორმაცია მხოლოდ მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. შემოთავაზებული ცვლილებებიდან გამომდინარე, კოდექსის 25-ე მუხლის გარკვეული ნაწილები მოითხოვენ ტექნიკურ ცვლილებას, რაც წარმოდგენილი პროექტით ხორციელდება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილში, მე-13 ნაწილში და 23-ე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში მითითებულია კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 49-ე მუხლი ქვეპუნქტებისაგან აღარ შედგება, შესაბამისად, ყველა ხორციელდება 49-ე მუხლის შესახებ მითითების ცვლილება. ზემოხსენებულ ნორმაში პროექტის თანახმად, კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიხედვით, სტანდარტის გამოყენება ამასთან, ნებაყოფლობითია. საქართველოს მთავრობის დაინტერესებულ სამართლებრივი აქტით პირს უფლება განსაზღვრული აქვს, მოთხოვნების შესასრულებლად შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი სამართლებრივი და აქტით მე-2 ნაწილების განსაზღვრული თანახმად, საქართველოს მოთხოვნების მთავრობის დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის, შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულების სავალდებულოობა. ამასთან, პირს შეუძლია გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მოთხოვნები. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მტკიცების ტვირთი გადადის მწარმოებელზე. აღსანიშნავია, რომ სტანდარტების სავალდებულოობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია არა მარტო მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით, არამედ სხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტებითაც. ამდენად, ცვლილება ითვალისწინებს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-6 და მე-14 ნაწილებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის პირველი-მე-6 და მე-14 ნაწილები ამოქმედდება 2026 წლის 1 ივნისიდან, ვინაიდან, აღნიშნული ნაწილებით გათვალისწინებული ცვლილებები საჭიროებს რიგ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე, წარმოშობს გარკვეულ ვალდებულებებს ეკონომიკური ოპერატორებისათვის, რომელთა ჯეროვნად შესრულებისათვის საჭირო არის გარკვეული დრო, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კანონპროექტი ითვალისწინებს ძალაში შესვლის სპეციალურ ვადას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან, შესაბამისად დაფინანსების წყაროს აუცილებლობა არ არსებობს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წარმოდგენილი კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სავალდებულო ხდება ავტორიზებულ წარმომადგენელზე წერილობითი მინდობილობის გაცემა. მინდობილობის გაცემის (მინდობილობის დადასტურება) მომსახურების საფასურია 10 ლარი. აღნიშნული მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლის 15% ( შპს-ს შემთხვევაში - მოგების გადასახადი) ან 20% ( ინდ. მეწარმის შემთხვევაში - საშემოსავლო გადასახადი) მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. შემოსავლის ოდენობა დამოკიდებული იქნება მასზედ, თუ რამდენი მინდობილობა დადასტურდება საშუალოვადიან პერიოდში. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, თუ პროდუქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა. აღნიშნული რეგულაციის უზრუნველსაყოფად პროექტის სიახლეს წარმოადგენს ეკონომიკური ოპერატორის მიერ ასეთი პროდუქტის განადგურება რომლის განხორციელებასაც უზრუნველყოფს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე კომპანიები. მოცემული კომპანიები აღნიშნული მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლის 15% (მოგების გადასახადი) მიმართავენ სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, მოცემული ცვლილება დადებით ფინანსურ გავლება მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება ასეთი კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელ თანხის ოდენობაზე. კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, იმ კუთხით, რომ ცვლილება ეხება ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევებისათვის დადგენილი ჯარიმის ოდენობების გაზრდას. ეს უკანასკნელი კი მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს. წარმოდგენილი ცვლილების პროექტი, სამშენებლო საშემოსავლო ნაწილზე ზედამხედველობის კი სფეროში ითვალისწინებს ჯარიმების გაზრდას. კერძოდ, კოდექსის 27-ე-29-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები ორმაგდება, ხოლო 38-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ჯარიმები ოთხმაგდება. სტატისტიკური მონაცემები მიხედვით, 27-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა 2024 წლის პირველი აგვისტოდან 2025 წლის პირველი აგვისტოს ჩადენილია 7 შემთხვევაში. ვინაიდან მოცემული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 150 ლარიდან იზრდება 300 ლარამდე და 1 წლის განმავლობაში მოცემული სამართალდარღვევიდან მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში შესულია 1050 ლარი, საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა შესაბამის მუნიციპალიტეტში ჯამში მიემართოს 8400 ლარი (300* 7*4)1. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკური ოპერატორის, მათ შორის, იმპორტიორის, მწარმოებლისა და ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსების ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ჯარიმის გაუქმებას, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან რომელიც შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან/და გარემოსთვის. შესაბამისად, ვინაიდან ზემოხსენებული სამართალდარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმები უქმდება, აღნიშნული ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, მისი შემცირების კუთხით. პროექტით შეიცვალა უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოების შესახებ სამართალდარღვევის მუხლის კვალიფიკაცია და გაიზარდა ჯარიმის ოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება დადებით გავლენას მოახდენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მოქმედი რედაქციით, თვითმმართველ ქალაქში ჩადენილი სამართალდარღვევა ჯარიმდება 3000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში: ქალაქში - 2000 ლარით, დაბაში/ სოფელში - 200 ლარით. ცვლილების მიხედვით, მოცემული ჯარიმები სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის განისაზღვრა 25 000 ლარით, ხოლო იგივე სამართალდარღვევა კერძო საკუთრებაში უძრავ ქონებაზე 8 000 ლარით, ხოლო უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინროკომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია ნაცვლად 25 000 ლარისა განისაზღვრა 4 000 ლარით. როგორც აღინიშნა სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პროექტის ჯარიმად განისაზღვრა 8 000 ლარი, ხოლო არსებული რედაქციით მოცემულ ქმედებაზე ჯარიმად დადგენილია 20 000 ლარი. შესაბამისად, პროექტი მოცემულ ნაწილში გავლენას მოახდენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, შემოსავლების შემცირების კუთხით. შემცირებული თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის სახესა და რაოდენობაზე. პროექტით ასევე შეიცვალა ჯარიმის ოდენობა სანებართვო პირობების დარღვევისა და შეუსრულებლობის მუხლის კვალიფიკაცია. კერძოდ, სამართალდარღვევები არ კვალიფიცირდება ადგილმდებარეობის მიხედვით და ის ხდება ერთიანი მათ შორის ხორციელდება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონის შესახებ ჩანაწერისა და მოცემული ტერმინის განმარტების ამოღება. აღნიშნული 2024 წლის პირველი აგვისტოდან 2025 წლის პირველი აგვისტოს პერიოდში 28-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ჩადენილია 9-ჯერ, 29-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - 4-ჯერ, 38-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ერთხელ. 1 სამართალდარღვევების ჯარიმები 200, 500 ან 1000 ლარიდან გაიზარდა 20 000 ლარამდე. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება დადებით გავლენას მოახდენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, მისი გაზრდის კუთხით. აღნიშნული სამართალდარღვევა 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის აგვისტომდე ჩადენილია 14 შემთხვევაში. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში მოცემული სამართალდარღვევიდან ბიუჯეტში შესულმა თანხამ შესაძლოა შეადგინოს 1 120 000 ლარი (14*20 000*4). იგივე პრინციპით შეიცვალა კოდექსის 48-511 მუხლები, რომელთა მიერ განსაზღვრული სამართალდარღვევები აღარ კვალიფიცირდება ადგილმდებარეობის მიხედვით და ხდება ერთიანი. კერძოდ, კოდექსის 48-ე-მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ჯარიმები (1000, 200, 50) შეიცვალა და ყველა შემთხვევისთვის განისაზღვრა 1000 ლარად, 49-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები (30 000, 500, 200, 50) - 30 000 ლარად, 50-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები (10 000, 1000, 200, 5 000) - 10 000 ლარად და 51 მუხლის ჯარიმები (200, 1000, 500, 50 000) - 50 000 ლარად. შესაბამისად აღნიშნული ცვლილებებიც დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, მისი გაზრდის კუთხით. ამასთან, აღსანიშნავია რომ „მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონის“ კოდექსიდან ამოღებამ გამოიწვია გამომდინარე პროექტის - „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ვებგვერდი, 20/07/2023, სარეგისტრაციო კოდი -240110000.05.001.021008) საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანნის პროექტის მომზადების აუცილებლობა. პროექტით ასევე ხორციელდება აირსავსები და აირგასამართი სადგურების შესახებ ჩანაწერების კოდექსის 28-ე, 31-ე, 34-ე და 37-ე მუხლებიდან ამოღება. წარმოდგენილი ცვლილებით ხორციელდება ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება, ვინაიდან მოცემული სადგურების მიერ განხორციელებული შესაბამისი სამართალდარღვევის კვალიფიკაცია პრაქტიკაში ხორციელდებდა არა ზემოხსენებული მუხლებით, არამედ კოდექსის 271 მუხლით, რაც ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის მიერ ავტომატური ვიდეოტექნიკის დამონტაჟების, აგრეთვე მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, მოცემული ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის და არ გააჩნია ფინანსური გავლენა. პროექტით ასევე ხორციელდება კოდექსის 425 მუხლის ამოღება, რაც ითვალისწინებდა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს განადგურების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას. აღნიშნული სამართალდარღვევა მოქმედი რედაქციით, მხოლოდ რადიაქციული და ბირთვული პროდუქტებისთვის არის გათვალისწინებული. წარმოდგენილი პროექტით კი ყველა პროდუქტი, რომელიც შეიცავს შესაბამის საფრთხეს, ექვემდებარება განადგურებას. შესაბამისად, მოცემული სამართალდარღვევა საერთო სამართალდარღვევების მუხლში მოექცა და ამ მხრივ ფინანსურ გავლენას არ იქონიებს. ამასთან ასეთ დარღვევას პრაქტიკაში ადგილი არ ჰქონია და სავარაუდოდ მომავალშიც არ ექნება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტით კოდექსს ემატება 131 მუხლი (III1 თავის მოქმედების სფეროს), რომლის მე-3 ნაწილით დაზუსტდა, რომ აღნიშნული თავით რეგულირდება, როგორც საქართველოში წარმოებულ, ასევე, იმპორტირებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების წესი, რაც მოქმედი რედაქციის ფარგლებშიც ხორციელდებოდა. შესაბამისად, მოცემული ცვლილება ფინანსურ გავლენას არ იქონიებს. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების პროექტის 134 მუხლის მე-11-მე-14 ნაწილებით საკანონმდებლო დონეზე ხდება სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შორის ინფორმაციის გაცვლისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების საკითხების მოწესრიგება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხები ანალოგიურად რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტების ფარგლებში, შესაბამისად, კანონში მათი გაწერა რაიმე დამატებით ვალდებულებებს არ წარმოშობს არც ეკონომიკური ორგანოებისთვის. ოპერატორებისთვის და არც ადმინისტრაციული ამასთან, ცვლილების პროექტის მიხედვით, ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურების პროდუქტის წარმოების, დასაწყობებისა და შენახვის ადგილებში განხორციელებისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ არის დადასტურებული საფრთხის არსებობა. აღნიშნულ შემთხვევებშიც ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება რისკის ანალიზის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც ხელს შეუწყობს ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2028 წლის 1 იანვრამდე ბაზარზე ზედამხედველობის პირველი ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელდება არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსის ფარგლებში. შესაბამისად, პროექტი მოცემულ ნაწილში არ იქონიებს ფინანსურ გავლენას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზედაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, პროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს მწარმოებელზე, მის მიერ ავტორიზებულ წარმომადგენელზე წერილობითი მინდობილობის გაცემის აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 10 ლარს. ნაწილში, ვინაიდან პროექტის თანახმად, კოდექსს ემატება 135 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებებს, როგორიცაა: ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან თანამშრომლობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა, პროდუქტზე ნიშანდების დატანა და სხვს ვალდებულებები. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ვალდებულებებს ითვალისწინებს ყველა მოქმედი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს ძირითად მოთხოვნებს ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პროდუქტებზე, ცვლილებით უბრალოდ ხდება ჰორიზონტალურ დონეზე ერთიანი ჩარჩოს შექმნა. შესაბამისად, ამ ნაწილში რაიმე წარმოეშობათ. დამატებითი ფინანსური ხარჯი ეკონომიკურ ოპერატორებს არ ამასთან, წარმოდგენილი ცვლილების პროექტის 134 მუხლის მე-11-მე-14 ნაწილებით საკანონმდებლო დონეზე ხდება სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და სსიპ - ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს შორის ინფორმაციის გაცვლისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების საკითხების მოწესრიგება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხები ანალოგიურად რეგულირდება ტექნიკური რეგლამენტების ფარგლებში. შესაბამისად, კანონში მათი გაწერა რაიმე დამატებით ვალდებულებებს არ წარმოშობს არც ეკონომიკური ოპერატორებისთვის და არც ადმინისტრაციული ორგანოებისთვის. გამომდინარე აქედან, წარმოდგენილ ცვლილებას ფინანსური გავლენა არ აქვს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, თუ პროდუქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა. აღნიშნული რეგულაციის უზრუნველსაყოფად პროექტის სიახლეს წარმოადგენს ეკონომიკური ოპერატორის მიერ ასეთი პროდუქტის განადგურება საკუთარი ხარჯებით, რაც გაზრდის მათ ხარჯებს. ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება გასანადგურებელი პროდუქტის რაოდენობასა და თვისებებზე. ამასთან, აღნიშნული შემოსავლების გაზრდის კუთხით დადებით ფინანსურ გავლენას ცვლილება მოახდენს ამ მომსახურების გამწევ კომპანიებზე, , მეორეს მხრივ კი აღნიშნული მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლის 15%-ის (მოგების გადასახადი) სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა მათზე ფინანსურ გავლენას წარმოადგენს. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკური ოპერატორის, მათ შორის, იმპორტიორის, მწარმოებლისა და ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ ისეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსების ან ისეთი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ჯარიმის გაუქმებას, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან რომელიც შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან/და გარემოსთვის. შესაბამისად, ვინაიდან ზემოხსენებული სამართალდარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმები უქმდება, აღნიშნული ცვლილება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს ზემოხსენებულ პირებზე, მათი ხარჯების შემცირების კუთხით. პროექტით შეიცვალა უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოების შესახებ სამართალდარღვევის მუხლის კვალიფიკაცია და გაიზარდა შესაბამისი ჯარიმები, რაც გავლენას მოახდენს თვითმმართველ ქალაქში, მუნიციპალიტეტის დასახლებაში, მათ შორის დაბაში/ სოფელში და ქალაქში და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ტერიტორიაზე სამართალდამრღვევ პირებზე, კერძოდ გაზრდის მათ ხარჯებს. ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის სახეზე. როგორც აღინიშნა სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჩადენილი სამართალდარღვევისთვის პროექტის ჯარიმად განისაზღვრა 8 000 ლარი, ხოლო არსებული რედაქციით მოცემულ ქმედებაზე ჯარიმად დადგენილია 20 000 ლარი. შესაბამისად, პროექტი მოცემულ ნაწილში სავარაუდოდ გავლენას მოახდენს სამართალდამრღვევების ფინანსურ მდგომარეობაზე, მათი ხარჯების შემცირების კუთხით. ხარჯების ოდენობის შემცირება დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევის სახეზე. პროექტით ასევე შეიცვალა ჯარიმის ოდენობა სანებართვო პირობების დარღვევისა და შეუსრულებლობის მუხლის კვალიფიკაცია. კერძოდ, სამართალდარღვევები არ კვალიფიცირდება ადგილმდებარეობის მიხედვით და ის ხდება ერთიანი. აღნიშნული სამართალდარღვევების ჯარიმები 200, 500 ან 1000 ლარიდან გაიზარდა 20 000 ლარამდე. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ გავლენას მოახდენს სამართალდამრღვევი პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, მათი ხარჯების გაზრდით მხრივ. იგივე პრინციპით შეიცვალა კოდექსის 48-511 მუხლები. შესაბამისად აღნიშნული ცვლილებებიც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს სამართალდამრღვევი პირების ფინანსურ მდგომარეობაზე ხარჯების გაზრდით კუთხით. პროექტის თანახმად, კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიხედვით, სტანდარტის გამოყენება ამასთან, ნებაყოფლობითია. საქართველოს მთავრობის დაინტერესებულ სამართლებრივი აქტით პირს უფლება განსაზღვრული აქვს, მოთხოვნების შესასრულებლად შეიმუშაოს და გამოიყენოს სხვა ტექნიკური მიდგომა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში კონკრეტული სტანდარტის გამოყენების შესახებ პირდაპირ არის მითითებული. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი სამართლებრივი და აქტით მე-2 ნაწილების განსაზღვრული თანახმად, საქართველოს მოთხოვნების მთავრობის დასაკმაყოფილებლად სტანდარტის, მათ შორის, მეთოდის, შერჩევა ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მთავრობის სამართლებრივ აქტში მითითებულია კონკრეტული სტანდარტის შესრულების სავალდებულოობა. ამასთან, პირს შეუძლია გამოიყენოს საწარმოს შიდა სტანდარტი ან სხვა სტანდარტი, თუ ამით დაკმაყოფილდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის მოთხოვნები. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მტკიცების ტვირთი გადადის მწარმოებელზე. აღსანიშნავია, რომ სტანდარტების სავალდებულოობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია არა მარტო მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით, არამედ სხვა ნორმატიული სამართლებრივი აქტებითაც. ამდენად, ცვლილება ითვალისწინებს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრას და შესაბამისად, მოცემული ცვლილება არ იქონიებს ფინანსურ გავლენას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ცალკეულ შემთხვევებში ითვალისწინებს სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების გაზრდას, ვინაიდან არსებული ჯარიმების ოდენობა არ არის სამართალდარღვევებიდან გამომდინარე საფრთხეების შესაბამისი, კერძოდ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის შედეგად შესაძლო მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით არის მცირე. ამასთან, ზოგიერთი ჯარიმების ოდენობის კორექტირება (გაზრდა) დღემდე არ განხორციელებულა და მათი ოდენობა არის იგივე, რაც იყო 2012 წელს, როდესაც ამოქმედდა პროდუქტის კოდექსი. მაგალითისთვის, კოდექსის მოქმედი რედაქციით ამა თუ იმ კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დადგენილი დიფერენცირებული ჯარიმების ოდენობები სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან და სამართალდარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ქმნის გარკვეულ დისბალანსს. მაგალითად, კოდექსის 49-ე მუხლის მოქმედი რედაქციით მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, “საქართველოს ტყის კოდექსითა” და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში, აგრეთვე, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ჯარიმდება 30 000 ლარით, იგივე ქმედება თვითმმართველ ქალაქში ჯარიმდება - 500 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახელებაში - ქალაქში - 200 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახელებაში - დაბაში ან სოფელში - 50. მოყვანილი მაგალითების მიხედვით, ერთი და იმავე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დადგენილი ჯარიმების რაოდენობებს შორის სხვაობა აშკარაა. თითქმის ანალოგიური შემთხვევებია ყველა სხვა სამშენებლო სამართალდარღვევების სახეებთან დაკავშირებულ სანქციების მუხლებში. თითოეული კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ერთი საჯარიმო თანხის განსაზღვრა, აღმოფხვრის იმ აშკარა სხვაობას ჯარიმის თანხებს შორის, რაც არის კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში. ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, მათი მაღალი რისკის შემცველი სტატუსიდან გამომდინარე, არ არის გამართლებული ერთი და იმავე სამართალდარღვევაზე საჯარიმო ჩადენის ადგილის მიხედვით. თანხების დიფერენცირება სამართალდარღვევის შესაბამისად, მნიშვნელოვანია თითოეული კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის განისაზღვროს ერთი საჯარიმო თანხა, კერძოდ კი ის მაქსიმალური თანხა, რაც დადგენილია მოქმედ რედაქციაში არსებულ მუხლებში და მათი ოდენობა არ უნდა იყოს დიფერენცირებული იმ პრინციპით, თუ სად იქნა ჩადენილი სამართალდარღვევა. გარდა ამისა, პროდუქტის კოდექსის მოქმედი რედაქციით, არსებულ მუხლებში საჯარიმო თანხებს შორის არსებული აშკარა სხვაობა და მუნიციპალიტეტის დასახელებაში - ქალაქში ან თუნდაც მუნიციპალიტეტის დასახელებაში - დაბაში ან სოფელში სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დადგენილი თანხები არის მცირე, შეიძლება ითქვას მიზერულიც ამავე მუხლებით სხვა ტერიტორიულ ერთეულებში ჩადენილ იმავე სახის სამართალდარღვევაზე. ასევე, გარკვეული სახის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ობიექტის მფლობელის მიერ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დროის გარკვეულ პერიოდში შეუტყობინებლობისათვის (დაუყოვნებლივ 24 საათის განმავლობაში ან 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა) განსაზღვრული ჯარიმების ოდენობაც მცირეა ამ მოთხოვნის დარღვევის შედეგად შესაძლო მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევებში სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების ოდენობების გაზრდა მიზანშეწონილია. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების 47-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებასთან, რომლის თანახმად, საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას „ასოცირების შესახებ“ შეთანხმების III-B დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან. III-B დანართში მითითებულია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 9 ივლისის (EC) 765/2008 რეგულაციასთან, რომელიც ადგენს მოთხოვნებს აკრედიტაციისა და ბაზარზე ზედამხედველობისადმი, პროდუქციის რეალიზაციასთან მიმართებით. ვინაიდან, „პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობისა და შესაბამისობის შესახებ“ ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის (EU) 2019/1020 რეგულაციით ცვლილება შევიდა (EC) 765/2008 რეგულაციაში და ძალადაკარგულად გამოცხადდა ბაზარზე ზედამხედველობის მარეგულირებელი ნორმები, დღის წესრიგში დადგა ბაზარზე ზედამხედველობის ეროვნული კანონმდებლობის (EU) 2019/1020 რეგულაციასთან დაახლოების საკითხი. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი გამომდინარეობს „პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობისა და შესაბამისობის შესახებ“ ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2019 წლის 20 ივნისის (EU) 2019/1020 რეგულაციიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა, თუმცა კანონპროექტის მომზადებისას გათვალისწინებულ იქნა პოლონეთის, ლიეტუვის რესპუბლიკის და გერმანიის გამოცდილება ბაზარზე ზედამხედველობის სფეროში, ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის კუთხით. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.