„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის 31 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ „ძ“ ქვეპუნქტები:
„შ) საარბიტრაჟო და მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;
ჩ) შემდეგი იურიდიული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე:
ჩ.ა) იურისტის/იურიდიული კომპანიის მიერ კლიენტის ინტერესების დაცვა;
ჩ.ა.ა) საარბიტრაჟო წარმოების, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის
გამოყენების პროცესში საქართველოში ან უცხო ქვეყანაში, აგრეთვე საერთაშორისო
არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე;
ჩ.ა.ბ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ან
სამართალდამცავ ორგანოში, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოში, ტრიბუნალში ან
ინსტიტუტში;
ჩ.ბ) იურიდიული კონსულტაცია, თუ ის ამ მუხლის „ჩ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ნებისმიერი პროცესისთვის მომზადებას უკავშირდება, ან თუ არსებობს აშკარა ნიშანი და
დიდი ალბათობა იმისა, რომ საკითხი, რომელსაც იურიდიული კონსულტაცია ეხება,
გახდება განხილვის საგანი იმავე ქვეპუნქტის შესაბამისად;
ჩ.გ) დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმება და დადასტურება, აგრეთვე დოკუმენტის
აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;
ჩ.დ) სასამართლოს მიერ ან კანონით დანიშნული წარმომადგენლისა და მეურვის მიერ
გაწეული იურიდიული მომსახურება, რომლის მიზანია სასამართლოს ან კანონით
განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით სპეციალური ამოცანების
შესრულება;
ჩ.ე) საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული
სხვა სახის იურიდიული მომსახურება;
ც) უცხო ქვეყანაში შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად საარბიტრაჟო
წარმოების, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის გამოყენების პროცესში
საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე,
აგრეთვე უცხო ქვეყნის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოში,
საერთაშორისო სასამართლოში, ტრიბუნალში ან ინსტიტუტში მოწმის, ექსპერტის ან/და
თარჯიმნის მონაწილეობასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე;
ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან
(შემდგომ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) ამ კანონის 206 მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვაზე.“.
2. მე-3 მუხლის პირველის პუნქტის:
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა.
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში კონკურსის ან ელექტრონული
ტენდერის
ჩატარების
შესახებ
განცხადებასთან,
სატენდერო/საკონკურსო
დოკუმენტაციასთან,
შესყიდვის
ობიექტის
სავარაუდო
ღირებულებასთან
და
სატენდერო/საკონკურსო წინადადების ფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება
სახელმწიფო
შესყიდვების
სააგენტოს
თავმჯდომარის
მიერ
დამტკიცებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან
დაკავშირებული ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტით; “;
ბ) „მ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ2) ერთიანი გარანტია – გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის
ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი
ორგანიზაციის წინაშე, რომლებთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის
შესახებ ხელშეკრულებას. ერთიანი გარანტია შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად.
ერთიანი გარანტიის მოქმედების ვადა, მისი გაცემისა და წარდგენის წესი და პირობები
განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ
შესყიდვასთან დაკავშირებული ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი აქტით;“;
გ) „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო1) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი
ორგანოს მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო
განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, 100
ლარის ოდენობით. კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული
ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი
განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;
დ) „უ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:
„უ1) ცენტრალიზებული შესყიდვა – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ამ კანონის
III1 თავით განსაზღვრული ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის
განხორციელება;“;
ე) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) კონსოლიდირებული ტენდერი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ
შემთხვევაში, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ განხორციელებული პროცედურა
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ან/და იმ შესყიდვის მიზნით, რომლის
ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ
მონეტარულ ზღვრებს. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების დეტალური წესი და
პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით;“.
3. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული
სხვა საკითხები (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი)
დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.
4. მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. ბაზრის კვლევა
1. სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებლად შემსყიდველი ორგანიზაცია ახორციელებს
ბაზრის კვლევას. ამ მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია რჩევისთვის
დამოუკიდებელ ექსპერტს, ორგანიზაციას ან/და პოტენციურ მიმწოდებელს მიმართოს,
აგრეთვე შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია
უზრუნველყოს, რომ ბაზრის კვლევის განხორციელების პერიოდში მიღებული რჩევებისა
და ინფორმაციის გამოყენებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული
კანონის მიზნები.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს
პირველადი კვლევა წლიური გეგმის შესამუშავებლად.
აგრეთვე
ბაზრის
3. ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანებით.
4. კონსოლიდირებული ტენდერის მოსამზადებლად ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
ახორციელებს ბაზრის კვლევას. ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
5. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.
5. მე-9 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში
ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ
შესყიდვად, თუ ისინი ერთი წყაროდან ფინანსდება, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტის „ა“-„გ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია სახელმწიფო
შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების
შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებისა და ვადების გამოყენებისათვის და სხვა
მოთხოვნების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით.“;
ბ) 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი
დაფინანსების წყაროდან ცალ-ცალკე შესყიდვა, თუ შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის
ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.“;
გ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის
მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევის შედეგები;“.
6. 101 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ
ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში
საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 150 000 ლარის და მეტი სავარაუდო
ღირებულების, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 300 000 ლარის და მეტი სავარაუდო
ღირებულების შესყიდვის ობიექტების შესყიდვისას, სატენდერო განცხადებისა და
სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების
წარსადგენად საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს ამ
კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი
ვადები. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქონლის,
მომსახურებისა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო
შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ
ზღვრებს.“.
7. 151 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო
დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად
განისაზღვრება შემდეგი ვადები:
ა) 150 000 ლარამდე სავარაუდო ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის
შემთხვევაში – არანაკლებ 7 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 5 დღე განკუთვნილია
სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო
2 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად;
ბ) 150 000 ლარის და მეტი სავარაუდო ღირებულების საქონლისა და მომსახურების
შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 7 დღე
განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად,
ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად. იმავდროულად, თუ
შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ
მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო
განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე
პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე;
გ) 300 000 ლარამდე სავარაუდო ღირებულების სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში –
არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო
განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე –
სატენდერო წინადადების წარსადგენად;
დ) 300 000 ლარის და მეტი სავარაუდო ღირებულების სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში –
არანაკლებ 20 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 15 დღე განკუთვნილია სატენდერო
განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 5 დღე –
სატენდერო წინადადების წარსადგენად. იმავდროულად, თუ შესასყიდი სამუშაოს
სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვრება
არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო
დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო
სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე.“.
8. 191 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 191 . საფასურის განაკვეთი
1. კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში
საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 100 ლარის
ოდენობით.
2. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი, გარდა
სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული საფასურისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის
თანხას დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის
ოდენობით. ამ თანხის ოდენობა, მისი გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის, შეცდომით
გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები დგინდება კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით.“.
9. 202 მუხლი ამოღებულ იქნეს.
10. III თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:
„თავი III1 ცენტრალიზებული შესყიდვა
მუხლი 204. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი,
დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ
თავით განსაზღვრულ საქმიანობას.
2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია
საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და მათ
შესაბამისად შემუშავებული ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება.
3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.
4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
5. ცენტრალური შემსყიდველი
საქართველოს მთავრობა.
ორგანოს
სახელმწიფო
კონტროლს
ახორციელებს
6. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ამ კანონის III1 თავით განსაზღვრული ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული
საქმიანობის განხორციელება;
ბ) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური
შესწავლა, გაანალიზება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ საკითხის
გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება – შესაბამისი წინადადების საქართველოს
მთავრობისთვის წარდგენა;
გ) მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის
საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური
დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
შემსყიდველი
ორგანოს
7. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ფინანსდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) ცენტრალური შემსყიდველი
გათვალისწინებული საფასურით;
ორგანოს
ანგარიშზე
გადახდილი
ამ
კანონით
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით.
8. ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე,
მას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.
9. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ
ანგარიშს და ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
ანგარიში ქვეყნდება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
10.
საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილებით,
კონკრეტულ
სფეროში
ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება
დამატებით შესაძლებელია მიენიჭოს სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას. ასეთ შემთხვევაში,
ამ კანონის 206 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება აღნიშნულ სფეროში მოქმედ
შემსყიდველ ორგანიზაციაზე.
11. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრალიზებულ
შესყიდვებთან დაკავშირებული ამ თავითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით
დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვაზე, აგრეთვე, მის მიერ ცენტრალიზებული
შესყიდვების რაციონალურ განხორციელებაზე.
მუხლი 205. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი
1. ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი:
ა) აწესრიგებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ
საკითხებს;
ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს;
გ) თვალყურს ადევნებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურული
ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით
აკონტროლებს თანამშრომელთა საქმიანობას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანამშრომლებს;
ე) განკარგავს ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს სახსრებს და აკონტროლებს მათ
გამოყენებას;
ვ) ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე
საქართველოს მთავრობას დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი
გადაწყვეტილებების მისაღებად;
ზ) წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს სახელმწიფო ხელისუფლების
ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე პირებთან
ურთიერთობაში;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი
ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი კანონით დადგენილი წესით
პასუხს აგებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობისთვის.
4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს
მოადგილე/მოადგილეები, მოადგილეების რაოდენობა, თანამდებობაზე დანიშვნისა და
გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 206. ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა
1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, შესყიდვის ერთგვაროვანი
ობიექტების შესყიდვის ან/და იმ შესყიდვის მიზნით, რომლის ღირებულება შეადგენს ან
აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მონეტარულ ზღვრებს
განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცენტრალური
შემსყიდველი ორგანო უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას,
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების
შესაბამისად.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითა და
სატენდერო
დოკუმენტაციით
გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია
ვალდებულია საქონელი, სამუშაო ან მომსახურება ცენტრალიზებული შესყიდვის
ფარგლებში შეისყიდოს.
4. კონსოლიდირებულ ტენდერს ატარებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო
კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის მიმართ გამოიყენება ამ კანონის მე-11 მუხლის მე2-მე-8 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
სატენდერო კომისიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი აქტით.
5. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა,
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ
საქმიანობას ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე,
ანაზღაურების გარეშე ან ანაზღაურებით, რომლის სავალდებულოობა ან/და ოდენობა
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. ეს საქმიანობა
შეიძლება მოიცავდეს:
ა) შესყიდვის დაგეგმვასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით კონსულტაციის
გაწევას;
ბ) შესყიდვის შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით
დაგეგმვასა და განხორციელებას.
6. ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების დეტალური წესი და პირობები,
აგრეთვე, ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შესაბამისი მონაცემების სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების დეტალური წესი და
პირობები, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
207. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადება და
კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია
1. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადებასა და
კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების
შესახებ სატენდერო განცხადების ფორმა, აღნიშნულ განცხადებაში მისათითებელი
მონაცემები, განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან
ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესი, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის
სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტით.
2.
კონსოლიდირებული
ტენდერის
ფარგლებში
სატენდერო
წინადადების
უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის სავალდებულოობა, აგრეთვე ამ გარანტიის
ოდენობა და მისი წარდგენის, ამოქმედებისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. თუ კონსოლიდირებული ტენდერის
შემთხვევაში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა არ
მოითხოვება, შესყიდვის ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად, საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს მისი უზრუნველყოფის
სხვა საშუალება/საშუალებები.“.
11. 21-ე მუხლის:
ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვის ობიექტი არის
ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო
დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და
ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, საქონლის ერთეულის ფასის
გამოთვლასთან დაკავშირებული საკითხები, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების
მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა
სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის)
შესყიდვაზე.“;
ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან
დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება
შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. ამასთანავე, ცენტრალიზებული შესყიდვის
ფარგლებში, საბანკო გარანტიის მოთხოვნის სავალდებულოობა, აგრეთვე საჭიროების
შემთხვევაში − მისი განსხვავებული ზღვარი დგინდება საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტით. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით
გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან შესაძლებელია განთავისუფლდეს
პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ
წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის
გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა
ხორციელდება ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და
გარანტიისა და დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესი დგინდება კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული ამ
პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“;
დ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო
შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული ამ
პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.
12. 211 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში ამ მუხლით გათვალისწინებული წინასწარ
ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.
13. 22-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე
მოსთხოვოს ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და
შესყიდვების მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და
ინფორმაცია, ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის
ჩათვლით.“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, აგრეთვე
ხელშეკრულებისა და ამ კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული
სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა,
მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესი, ვადა და პირობები დგინდება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან
დაკავშირებული ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტით.“.
14. 221 მუხლი პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახური
შესყიდვას
ამოწმებს
შემსყიდველი
ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს აუდიტის მეშვეობით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან
დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
3. შესყიდვის მონაწილე ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას/ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული
შესაბამისი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.“.
15. 231 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს,
სახელმწიფო
შესყიდვის
განხორციელებასთან
დაკავშირებული
შემსყიდველი
ორგანიზაციის/შემსყიდველი
ორგანიზაციის
სატენდერო
კომისიის
გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.“.
16. 237 მუხლის:
ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის
გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს:
ა) როგორც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, ისე პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება:
ა.ა) გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სატენდერო/საკონკურსო
განცხადებასთან და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან;
ა.ბ) ნებისმიერ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა.ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მიღებულია/განხორციელებულია
სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე;
ა.გ) გადაწყვეტილებას, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯა ამ
პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;
ბ) მხოლოდ პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება სატენდერო/საკონკურსო წინადადებების
მიღების დაწყების შემდეგ მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას,
რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიმწოდებლის სტატუსით
რეგისტრირებულ პირს – გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო
შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი საქონლის,
მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების
სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და
საჩივარი ეხება გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან
დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის
გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ საჩივარი ეხება:
ა) ამ კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად სახელმწიფო
შესყიდვის საშუალებისა და მეთოდის შერჩევას;
ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ
გადაწყვეტილებას − თუ შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია;
გ) საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში − სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერებას.
3. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის
გადაწყვეტილება/ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს შემდეგ ვადებში:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილება/ქმედება − სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან
ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო ქმედება – ამ
ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი
სახელმწიფო შესყიდვის შედეგად ხელშეკრულების დადებამდე;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება −
აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული
სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა საბჭო განიხილავს საჩივრის
დასაშვებობის საკითხს. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს, თუ:
ა) იგი არაუფლებამოსილმა პირმა წარადგინა;
ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა ან საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის
დროისთვის უკვე დადებულია ხელშეკრულება;
გ) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო
კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას/ქმედებას;
დ)
შემსყიდველი
ორგანიზაციის/შემსყიდველი
ორგანიზაციის
სატენდერო
კომისიის/უფლებამოსილი
ორგანოს/შესარჩევი
კომისიის
შესაბამისი
გადაწყვეტილება/ქმედება, ამ კანონის შესაბამისად, საბჭოში გასაჩივრებას არ
ექვემდებარება;
ე) დავის საგანი არ არსებობს;
ვ) საბჭოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე
საფუძვლით;
ზ) არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე
საფუძვლით;
თ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს განსჯადია;
ი) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე
საფუძვლით.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები საჩივრის
დასაშვებად ცნობისთანავე ავტომატურად ჩერდება. სახელმწიფო შესყიდვის პროცესი
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ვაჭრობის
დასრულების შემდეგ ჩერდება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი
ორგანიზაცია/შემსყიდველი
ორგანიზაციის
სატენდერო
კომისია/უფლებამოსილი
ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ
განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის
პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი
ორგანიზაცია/შემსყიდველი
ორგანიზაციის
სატენდერო
კომისია/უფლებამოსილი
ორგანო/შესარჩევი კომისია ასევე ვალდებულია იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან
შეაჩეროს გამოცხადებული ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის
პროცედურები (არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ
კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის
არსებობისას.
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
სახელმწიფო
შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები ჩერდება აგრეთვე შესყიდვებში
მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/ შერჩევის პროცესში მონაწილეობის
მსურველისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილისთვის. გამარტივებული შესყიდვის
შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
იწვევს გამარტივებული შესყიდვის პროცედურების შეჩერებას, გარდა გადაუდებელი
აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურისა.“.
17. 2311 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს, შერჩევის
პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს,
შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო
კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება
პირდაპირ სასამართლოში გაასაჩივროს.“.
18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი:
„მუხლი 242. გამოქვეყნების ან/და წინადადების წარდგენის საფასურის გადახდის დროებითი
წესი
2026 წლის 1 ივნისამდე:
ა) გამოქვეყნების საფასური წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო
განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და
სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელ სავალდებულო თანხას, 100 ლარის
ოდენობით. კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების
საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით;
ბ) კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო
წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 100 ლარის ოდენობით, ხოლო
კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის
– 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება
დადგინდეს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ
ქვეპუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფასური. საფასურის გადახდის,
შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები დგინდება
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს მთავრობამ, ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად, 2026 წლის
1 ივნისამდე, დაამტკიცოს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
სტრუქტურა და დებულება და დანიშნოს მისი ხელმძღვანელი;
ბ) ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების, მათ შორის კონსოლიდირებული
ტენდერის ჩატარების დეტალური წესი და პირობები, აგრეთვე ამ კანონის პირველი
მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტით
განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და ამ კანონის პირველი მუხლის მე7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 191 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული
თანხის ოდენობა, მისი გადახდისა და დაბრუნების წესი.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ამ
კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად, უზრუნველყოს:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პუნქტებთან დაკავშირებულ
შესაბამის
კანონქვემდებარე
ნორმატიულ
აქტებში
სათანადო
ცვლილებების
განხორციელება,
აგრეთვე
ამ
კანონის
პირველი
მუხლის
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა – 2026 წლის 1 იანვრამდე;
ბ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პუნქტებთან დაკავშირებულ
შესაბამის
კანონქვემდებარე
ნორმატიულ
აქტებში
სათანადო
ცვლილებების
განხორციელება – 2026 წლის 1 ივნისამდე;
გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ამ კანონთან და ამ კანონის
შესაბამისად მიღებულ/გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის/აქტების
მოთხოვნებთან შესაბამისობა ამ პუნქტითა და ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი
ვადების გათვალისწინებით.
3. 2026 წლის 1 ივნისამდე:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში
განხორციელდეს რეორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მიღებულ/გამოცემულ კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ სამართლებრივ
აქტებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა, ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი
ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე;
გ) მიღებულ/გამოცემულ კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ სამართლებრივ
აქტებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა 2026 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილი
სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში, მათ დასრულებამდე, გარდა ამ კანონით
პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) გამოცხადებულ/ჩატარებულ კონსოლიდირებული ტენდერებიდან წარმოშობილ
სამართლებრივ ურთიერთობებს შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა შესაბამისი
კონსოლიდირებული
ტენდერის
ფარგლებში
წარმოშობილი
სამართლებრივი
ურთიერთობების დასრულებამდე;
ე) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში
არსებული კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებული სამსახურებრივი
დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) გადაეცეს
ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. 2026 წლის 1 ივნისიდან:
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ფუნქციები და
უფლებამოსილებები გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ცენტრალურ
შემსყიდველ ორგანოს;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტისთვის
მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) შეწყდეს შრომითი ურთიერთობები საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტში
დასაქმებულ პირებთან. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ცენტრალურმა
შემსყიდველმა ორგანომ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცენტრალიზებული
შესყიდვების დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის
თანამდებობებზე;
დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონსოლიდირებულ
ტენდერებთან მიმართებით:
დ.ა.) კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილებების მიღების/ქმედების
განხორციელების საჭიროების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილებები
მიიღება/ქმედებები ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ, ამ კანონით ან/და მის შესაბამისად
გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით;
დ.ბ) სასამართლოში წარდგენილ კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ
სარჩელებთან მიმართებით მოპასუხედ გამოდის საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო.
5. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით, კომპეტენციის
ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ, აგრეთვე, შესაბამისმა უწყებებმა, უზრუნველყონ
სათანადო ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, მათ
შორის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, აგრეთვე
შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტისა და მე-2-მე-18 პუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი, გარდა ამავე პუნქტით გათვალისწინებული
კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტისა, აგრეთვე მე-5-მე-7 პუნქტები და მე-18 პუნქტი
ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან
გამოცხადებულ შესყიდვებზე.
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონის პირველი
მუხლის 31 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი, მე -2 პუნქტი, მე-3 პუნქტი და მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტი, აგრეთვე მე-8-მე-17 პუნქტები
ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ
გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებზე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს ინსტიტუციურად დამოუკიდებელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს (შემგომ –
ცენტრალური შემსყიდველ ორგანო) შექმნას, ბაზრის კვლევის საკანონმდებლო დონეზე
რეგლამენტაციას, შემსყიდველი ორგანიზაციის ეფექტიანი საქმიანობისა და მეტი
მოქნილობის უზრუნველსაყოფად კანონის მოქმედების სფეროდან დამატებითი
გამონაკლისების დადგენას, აგრეთვე, ელექტრონული ტენდერისთვის შესაბამისი ვადების
შერჩევასთან და ხელოვნურ დაყოფასთან დაკავშირებული საკითხების ცვლილებას. ამასთან,
წარმოდგენილი კანონპროექტით სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული
სისტემის (შემდგომ – სისტემა) შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად,
დასახვეწად, ასევე მისი ახალი კომპონენტებისა და მოდულების განსავითარებლად,
გათვალისწინებულია სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო
დოკუმენტაციის
გამოქვეყნებისთვის,
აგრეთვე
წინადადების
წარდგენისთვის
კანონმდებლობით დაწესებული საფასურის ოდენობის ცვლილება.
აღსანიშნავია,
რომ
წარმოდგენილი
კანონპროექტით
იქმნება
ინსტიტუციურად
დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი
ორგანო, რომელიც განისაზღვრება ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებაზე
უფლებამოსილ ორგანოდ. პროექტით ასევე განიმარტება ტერმინი – „ცენტრალიზებული
შესყიდვა“, ახლებურად განისაზღვრება კონსოლიდირებული ტენდერის ცნება და დგინდება
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ძირითადი
საკითხები, მათ შორის, მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და ძირითადი
ფუნქციები, ხელმძღვანელის დანიშვნის წესი და უფლებამოსილებები, დაფინანსების წყარო,
ორგანიზაციული და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტით აგრეთვე
იცვლება ამჟამად მოქმედი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი. კერძოდ,
კონსოლიდირებულ ტენდერს, ნაცვლად საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
სატენდერო კომისიისა, ჩაატარებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია,
რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით შექმნის ცენტრალური შემსყიდველი
ორგანოს ხელმძღვანელი. ამასთან, პროექტის თანახმად, ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს,
დამატებით, ექნება ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის
განხორციელების უფლებამოსილება, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე,
სათანადო ანაზღაურების გარეშე ან სათანადო ანაზღაურებით საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი წესით. ამასთან, ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების დეტალური
წესი და პირობები, აგრეთვე ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა
საკითხები (მათ შორის, ბაზრის კვლევის განხორციელების წესი, ინტერესთა კონფლიქტთან
დაკავშირებული საკითხები, წინასწარი ანგარიშსწორებისას გარანტიის წარდგენის წესი და
პირობები, აგრეთვე ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შესაბამისი მონაცემების
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების დეტალური წესი
და პირობები და სხვა) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი პროექტით აგრეთვე დგინდება, რომ საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ სფეროში ცენტრალიზებულ შესყიდვასთან
დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება დამატებით შესაძლებელია
მიენიჭოს სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ვინაიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს
წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზარზე არსებული მდგომარეობის
მოკვლევა – ბაზრის კვლევა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია აღნიშნული საკითხის
საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება1, შემდგომში ბაზრის კვლევის პროცესის იმგვარად
წარმართვის ვალდებულების დასადგენად, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას შეექმნას
მაქსიმალურად სრულყოფილი და კომპლექსური სურათი ბაზარზე არსებული
შემოთავაზებების,
მათ
შორის,
პოტენციურ
მიმწოდებელთა
არეალის,
მათი
შესაძლებლობების, შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების და სავარაუდო საფასურის
თაობაზე, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს სახელმწიფო შესყიდვის წარმატებით
განხორციელებას და შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების დაკმაყოფილებას. პროექტის
თანახმად, ბაზრის კვლევის განხორციელების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის შემდეგ,
კონსოლიდირებული ტენდერის მოსამზადებლად ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ
განსახორციელებელი ბაზრის კვლევის წესი დადგინდება საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტით.
ამავდროულად,
კანონპროექტის
მიღების
მიზანია
სახელმწიფო
შესყიდვების
განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციების მოქნილობის გაუმჯობესება, კანონის
მოქმედების სფეროდან დამატებითი გამონაკლისების დადგენის გზით. აღსანიშნავია, რომ
საარბიტრაჟო და მედიაციის მომსახურების, აგრეთვე, იურიდიული მომსახურების
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სახელმწიფო
შესყიდვის
მეშვეობით
მიღება,
მომსახურების თავისებურებების გათვალისწინებით, სირთულეებთანაა დაკავშირებული.
მაგალითად, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებში წარმომადგენლობის
ბაზრის კვლევის, როგორც ყოველი კონკრეტული შესყიდვის განხორციელებამდე ჩასატარებელი
მოსამზადებელი სამუშაოს განხორციელების საკითხი ამჟამად გათვალისწინებულია „შემსყიდველი
ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის № 2 ბრძანებით.
1
(მედიატორი/არბიტრი) დანიშვნა ხორციელდება წინასწარ, მხარეთა მიერ შეთანხმებული ან
დავის განმხილველი ორგანოს მიერ დანიშნული პირის მიერ. იურიდიული მომსახურება
უკავშირდება ისეთ საკითხს, როგორიცაა მხარის ინტერესების დაცვა, რაც, თავის მხრივ, ასევე
გულისხმობს საქმის დეტალების გაცნობას, პრობლემის მოგვარების სავარაუდო გზების
შეთავაზებას, ასევე ჩართულობას მხარეთა მოლაპარაკების პროცესში (ასეთის არსებობის
შემთხვევაში). საგულისხმოა, რომ იურიდიული მომსახურების პოტენციური გამწევის მიერ
შეთავაზებული სამართლებრივი გზები, მათ შორის, პროცედურული ნაბიჯები, შესაძლოა, არ
აღმოჩნდეს მისაღები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, როგორც მომსახურების მიმღები
პირისთვის, რამაც, შესაძლოა ხელი შეუშალოს ამავე იურიდიული მომსახურების მიზნის
მიღწევას. ამდენად, აღნიშნული მომსახურების მიღება სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით
წარმოადგენს ერთგვარ სირთულეს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. ამავდროულად, იმის
გათვალისწინებით, რომ საარბიტრაჟო და უცხო ქვეყნის სასამართლო პროცესში, კერძოდ,
საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე, რიგ
შემთხვევაში, აუცილებელია ან/და სავალდებულოა მოწმეების, თარჯიმნების ან შესაბამისი
დარგის ექსპერტების დასწრება და აღნიშნულთან დაკავშირებული შესყიდვის სახელმწიფო
შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვით განხორციელება, აგრეთვე
სირთულეს წარმოადგენს, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის გამონაკლისსაც. ამასთან,
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც შეიქმნება ინსტიტუციურად
დამოუკიდებელი ორგანო – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, კანონის მოქმედება აგრეთვე
არ გავრცელდება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან ცენტრალიზებულ შესყიდვებთან
დაკავშირებული საქმიანობისა და დამხმარე საქმიანობის ფარგლებში მომსახურების
შესყიდვაზე, რაც უზრუნველყოფს ცენტრალიზებული შესყიდვების პროცესის მეტ
მოქნილობას.
წარმოდგენილი კანონპროექტი აგრეთვე, მიზნად ისახავს სისტემის შეუფერხებელი
ფუნქციონირების უზრუნველყოფას, დახვეწას, მისი ახალი კომპონენტებისა და მოდულების
განვითარებას, სისტემის მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული სერვისების
მიწოდებისთვის ხელის შეწყობას და ახალი სერვისების შექმნას. აღნიშნული მიზნების
მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად კანონპროექტი ითვალისწინებს სატენდერო/საკონკურსო
განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის, აგრეთვე
წინადადების წარდგენისთვის კანონმდებლობით დაწესებული საფასურის გაზრდას.2
საგულისხმოა, რომ ამჟამად დადგენილი სატენდერო/საკონკურსო წინადადების
წარდგენისთვის საფასური მოქმედებს 2010 წლის 1 სექტემბრიდან3,
ხოლო
სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის
გამოქვეყნებისთვის საფასური – 2011 წლის 24 ივნისიდან.4 2024 წლის მონაცემებით, სისტემაში
რეგისტრირებულია 64 226 მომხმარებელი, რომელთაგან 4 751 შემსყიდველი ორგანიზაციის,
ხოლო 59 475 მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებული პირია. აღსანიშნავია, რომ 2011
სატენდერო/საკონკურსო
განცხადებისა
და
სატენდერო/საკონკურსო
დოკუმენტაციის
გამოქვეყნებისთვის საფასურის ოდენობა ამჟამად გათვალისწინებულია „სატენდერო განცხადებისა და
სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის
გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანებით.
3
https://matsne.gov.ge/ka/document/view/31252%23part_39?publication=17
4
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1382865?publication=0
2
წლის ბოლოსთვის სისტემაში რეგისტრირებული იყო მხოლოდ 10 417 მომხმარებელი, აქედან
3 052 შემსყიდველი ორგანიზაციაა, ხოლო 7 365 – მიმწოდებელი. ამდენად, რეგისტრირებულ
მომხმარებელთა რაოდენობის ყოველწლიურად ზრდა5, პირდაპირპროპორციულად ზრდის
სისტემის დატვირთვას, ასევე შესაბამის თანამშრომელთა მეტი ჩართულობის
აუცილებლობას. გარდა ამისა, კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ცვლილებას
კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამჟამად
დაწესებულ საფასურთან მიმართებით. კერძოდ, მას შემდეგ, რაც შეიქმნება ცენტრალური
შემსყიდველი ორგანო, საფასურთან მიმართებით იმოქმედებს განსხვავებული მიდგომა და
კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში წინადადების წარდგენისთვის დაწესდება
საფასური – 100 ლარის ოდენობით. ამასთან, ამავე თარიღიდან, კონსოლიდირებულ
ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება, ცენტრალური შემსყიდველი
ორგანოს ანგარიშზე აგრეთვე გადაიხადოს თანხა – დასადები შესყიდვის ხელშეკრულების
ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით. აღნიშნული თანხის ოდენობა, მისი გადახდისა
და დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
ამასთანავე, წარმოდგენილი კანონპროქტით იცვლება ელექტრონული ტენდერის
ჩატარებისას, ვადების შერჩევასთან დაკავშირებული, დღეს არსებული მიდგომა და
შესაბამისი ვადის შერჩევა, ძირითადად, დამოკიდებული იქნება შესყიდვის ობიექტის
ღირებულებაზე და არაერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ღირებულებაზე. ამასთან,
განისაზღვრება, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება ერთი
საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი დაფინანსების
წყაროდან ცალ-ცალკე შესყიდვა, თუ შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული
საშუალებების გამოყენებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნულ გამონაკლისებთან, ბაზრის
კვლევასთან და სატენდერო/საკონკურსო წინადადების წარდგენისთვის, აგრეთვე
სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის დაწესებულ
საფასურებთან,
აგრეთვე,
ცენტრალური
შემსყიდველი
ორგანოს
შექმნასა
და
ფუნქციონირებასთან, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ცენტრალური შემსყიდველი
ორგანოს ანგარიშზე თანხის გადახდასთან და შესაბამისი ვადების შერჩევასთან
დაკავშირებით წარმოდგენილ კანონპროექტში არსებული ძირითადი მიდგომები უკვე
გათვალისწინებულია
ევროკავშირთან
ასოცირების
შეთანხმებით
განსაზღვრული
ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს მიერ მომზადებულ და
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან
ერთად 2023 წლის 9 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
2024 წელს ელ.სისტემაში დარეგისტრირდა 3,243 ახალი მიმწოდებელი და 61 ახალი შემსყიდველი
ორგანიზაცია; 2023 წელს ელ.სისტემაში დარეგისტრირდა 3,508 ახალი მიმწოდებელი და 247 ახალი
შემსყიდველი ორგანიზაცია; 2022 წელს სისტემაში დარეგისტრირდა 3,550 ახალი მიმწოდებელი და 50
ახალი შემსყიდველი ორგანიზაცია;
5
ვინაიდან, გამონაკლისები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედების სფეროდან, აგრეთვე, სატენდერო/საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის
საფასურის ოდენობა, ელექტრონული ტენდერისთვის შესაბამისი ვადების შერჩევასთან და
ხელოვნურ დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის
ჩატარებასთან დაკავშირებული ძირითადი დებულებები განისაზღვრება „სახელმწიფო
შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონით. ამდენად, მხოლოდ „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებით არის შესაძლებელი კანონის
მოქმედების სფეროდან ახალი გამონაკლისების გათვალისწინება, დადგენილი საფასურის
ცვლილება ან/და მისი გაზრდილი ოდენობით გათვალისწინება, აგრეთვე ცენტრალიზებული
შესყიდვის განხორციელებაზე უფლებამოსილი ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანოს
– ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაფუძნება და ზემოაღნიშნული ვადების
შერჩევასთან ან/და ხელოვნურ დაყოფასთან დაკავშირებული მიდგომების ცვლილება.
ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ბაზრის კვლევის განხორციელების მიზნების
გათვალისწინებით,
აგრეთვე,
კონსოლიდირებული
ტენდერის
ეფექტიანობის
უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია ბაზრის კვლევისა და კონსოლიდირებული ტენდერის
ფარგლებში კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე თანხის გადახდასთან დაკავშირებული
საკითხების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დადგინდება კანონის მოქმედების სფეროდან დამატებითი
გამონაკლისები, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება ბაზრის კვლევის სავალდებულოდ
განხორციელების საკითხი და შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი, შემდგომში ბაზრის
კვლევის განხორციელების დეტალური წესის ნორმატიულ დონეზე მოსაწესრიგებლად.
ამასთან, შეიცვლება ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას შესაბამისი ვადების შერჩევასთან
და ხელოვნურ დაყოფასთან დაკავშირებული, დღეს არსებული მიდგომები. ასევე,
კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო –
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო და განისაზღვრება მის ფუნქციონირებასთან
დაკავშირებული ძირითადი საკითხები. ამასთან, დადგინდება, რომ საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ სფეროში ცენტრალიზებულ შესყიდვასთან
დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება დამატებით შესაძლებელია
მიენიჭოს სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
გაიზრდება
სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის
გამოქვეყნებისთვის, აგრეთვე, სატენდერო/საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის
ამჟამად დადგენილი საფასურის ოდენობა. აგრეთვე, აღნიშნული ორგანოს შექმნის შემდგომ,
კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადების წარდგენისათვის საფასური განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით. ამავდროულად, იმავე თარიღიდან, კონსოლიდირებულ ტენდერში
გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
ანგარიშზე აგრეთვე გადაიხადოს თანხა – დასადები შესყიდვის ხელშეკრულების
ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით.
ამდენად, წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის
კანონით
დაკისრებული
უფლებამოსილების
დროულად
და
შეუფერხებლად
განხორციელებას. ამასთან, ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანოს – ცენტრალური
შემსყიდველი
ორგანოს
შექმნით
გაიზრდება
ცენტრალიზებული
შესყიდვების
განხორციელების ეფექტიანობა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს შემსყიდველი
ორგანიზაციების ადამიანური და დროით რესურსების დაზოგვას. ამავდროულად,
საფასურებთან დაკავშირებული ცვლილება უზრუნველყოფს სისტემის დახვეწასა და მის
შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ფუძნდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო –
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ცენტრალიზებული
შესყიდვების განხორციელებაზე. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება აღნიშნული ორგანოს
ფუნქციონირებასთან
დაკავშირებული
რიგი
საკითხები
და
დგინდება,
რომ
ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების დეტალური წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. ამავდროულად,
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,
კონკრეტულ სფეროში ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის
განხორციელების უფლება დამატებით შესაძლებელია მიენიჭოს სხვა შემსყიდველ
ორგანიზაციას.
ამასთან, ამავე კანონპროექტით ხორციელდება ბაზრის კვლევის სავალდებულოდ
განხორციელების საკითხის საკანონმდებლო რეგლამენტაცია, ასევე დგინდება შესაბამისი
საფუძველი, შემდგომში ბაზრის კვლევის განხორციელების დეტალური წესის ნორმატიულ
დონეზე მოსაწესრიგებლად.
წარმოდგენილი პროექტით დგინდება დამატებითი გამონაკლისები კანონის მოქმედების
სფეროდან. კერძოდ, პროექტის მიხედვით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედება არ გავრცელდება საარბიტრაჟო და მედიაციის მომსახურების სახელმწიფო
შესყიდვაზე, აგრეთვე, კანონპროექტით განსაზღვრული იურიდიული მომსახურებების
სახელმწიფო შესყიდვაზე, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის
გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე, მოწმის, ექსპერტის ან/და თარჯიმნის მონაწილეობასთან
დაკავშირებულ შესყიდვებზე, რაც აღნიშნული მომსახურების მნიშვნელობისა და მისი
შესყიდვის თავისებურების გათვალისწინებით უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციის
უფლებამოსილებების ეფექტიან განხორციელებას. ამასთან, წარმოდგენილი პროექტის
თანახმად, მას შემდეგ, რაც შეიქმნება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო –
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, კანონის მოქმედება აგრეთვე არ გავრცელდება
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული
საქმიანობისა და დამხმარე საქმიანობის ფარგლებში მომსახურების შესყიდვაზე, რაც
უზრუნველყოფს ცენტრალიზებული შესყიდვების პროცესის მეტ მოქნილობას.
კანონპროექტით აგრეთვე იზრდება ამჟამად მოქმედი სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა
და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასურის ოდენობა და
ნაცვლად არსებული 50 ლარისა, ხოლო რიგ შემთხვევებში 25 ლარისა, განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტის თანახმად, სატენდერო/საკონკურსო წინადადების
წარდგენისათვის საფასურის ოდენობა ნაცვლად არსებული 50 ლარისა, განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით. გარდა ზემოაღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც შეიქმნება
ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო,
კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვრება 100 ლარის
ოდენობით ხოლო კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი
ვალდებული იქნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე აგრეთვე გადაიხადოს
თანხა – დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით.
ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროქტით იცვლება ელექტრონული ტენდერის
ჩატარებისას, ვადების შერჩევასთან დაკავშირებული დღეს არსებული მიდგომა და შესაბამისი
ვადის შერჩევა, ძირითადად, დამოკიდებული იქნება შესყიდვის ობიექტის ღირებულებაზე და
არა ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ღირებულებაზე. ამასთან, განისაზღვრება, რომ
სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება ერთი საბიუჯეტო წლის
განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი დაფინანსების წყაროდან ცალცალკე შესყიდვა, თუ შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული საშუალებების
გამოყენებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, გარდა
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის
პირველი მუხლის 31 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტისა და მე-2 - მე-18 პუნქტებისა. ამდენად, კანონის
მოქმედების სფეროდან გამონაკლისებთან დაკავშირებული ცვლილება (გარდა პროექტით
გათვალისწინებული
ცენტრალური
შემსყიდველი
ორგანოსგან
ცენტრალიზებულ
შესყიდვებთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის საგამონაკლისო დებულებისა)
ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, აღნიშნული ნორმების ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი, გარდა ამავე პუნქტით გათვალისწინებული
კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტისა, აგრეთვე მე-5 - მე-7 პუნქტები და მე-18 პუნქტი
ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. ამდენად, სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და
სატენდერო/საკონკურსო
დოკუმენტაციის
გამოქვეყნებისთვის,
აგრეთვე,
სატენდერო/საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის საფასურის ოდენობასთან (გარდა
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ
გადასახდელი 1%-სა), ასევე ბაზრის კვლევის საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტაციასთან
დაკავშირებული დებულებები და ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას, ვადების
შერჩევასთან და ხელოვნურ დაყოფასთან დაკავშირებული ცვლილებები ამოქმედდება 2026
წლის 1 იანვარიდან და გავრცელდება 2026 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ შესყიდვებზე,
ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე საჭიროა, სააგენტოს მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების
წესის შემუშავება და დამტკიცება, აგრეთვე, სათანადო ცვლილებების განხორციელება
სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის
პირველი მუხლის 31 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტი, მე-3 პუნქტი და მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტი, აგრეთვე მე-8 - მე-17 პუნქტები
ამოქმედდება 2026 წლის 1 ივნისიდან და გავრცელდება მისი ამოქმედების შემდგომ
გამოცხადებულ
კონსოლიდირებულ
ტენდერებზე.
ამდენად,
ინსტიტუციურად
დამოუკიდებელი ორგანო – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შეიქმნება 2026 წლის 1
ივნისიდან. შესაბამისად, სწორედ აღნიშნულ თარიღს უკავშირდება პროექტით
განსაზღვრული, ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული ძირითადი დებულებების
ამოქმედება.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
წარმოდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილია შემდეგი
გარემოებების გათვალისწინებით:
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ინსტიტუციურად სრულიად ახალი და
დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი
ორგანოს შექმნას 2026 წლის პირველი ივნისიდან. აღნიშნული რეფორმის ეფექტიანი
განხორციელებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართლებრივი ჩარჩოს დროული
და სრულყოფილი იმპლემენტაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარდამავალი პერიოდის
შეუფერხებელი მართვა და შემდგომ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ფუნქციონირების
დროულად და შეუფერხებლად დაწყება. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის პირველ
ივნისამდე უნდა დაამტკიცოს სსიპ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და
დანიშნოს მისი ხელმძღვანელი. ამასთან, გარდამავალ პერიოდში უნდა განისაზღვროს
ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების, მათ შორის, კონსოლიდირებული
ტენდერის ჩატარების დეტალური წესი.
ამავდროულად, წარმოდგენილი კანონრპროექტი, შემსყიდველი ორგანიზაციის ეფექტიანი
საქმიანობისა და მეტი მოქნილობის უზრუნველსაყოფად, ითვალისწინებს ბაზრის კვლევის
საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტაციას, აგრეთვე, ელექტრონული ტენდერისთვის
შესაბამისი ვადების შერჩევასთან, ხელოვნურ დაყოფასთან და საფასურებთან
დაკავშირებული საკითხების ცვლილებას
2026 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნულთან
დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება ევალება სსიპ - სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოსაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტი
განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით და მიღებულ იქნეს მიმდინარე წლის საშემოდგომო
სესიაზე, რათა არ შეფერხდეს ახალი რეგულაციების შემუშავების პროცესი და წარმოდგენილი
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილებები
ამოქმედდეს
კანონპროექტით
განსაზღვრულ დროს.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო
დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასურის ნაწილში შესაძლოა დაფინანსების წყარო
იყოს როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტი ან უწყების საკუთარი შემოსავლები, რადგან ნებისმიერი ტიპის
დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციამ შესაძლოა განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები.
თანამშრომელთა კომპენსაციის ნაწილში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაფინანსების
წყაროს წარმოადგენს სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
რაც შეეხება,
ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, საგულისხმოა, რომ საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღებული „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედი რედაქცია (რომლის ძირითადი დებულებების ამოქმედების თარიღად
გათვალისწინებულია 2027 წლის 1 იანვარი) უკვე ითვალისწინებს დამოუკიდებელი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის სსიპ — ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის
ვალდებულებას. სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად და
აღნიშნული ორგანოს ფუნქციონირების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად
იქნა მიჩნეული ამ ცვლილების უფრო ადრე ამოქმედება.
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაფინანსების წყაროსთან მიმართებით, საგულისხმოა,
რომ მისი შექმნის პირველ წელს ამ ორგანოს, შესაძლოა, დასჭირდეს დაფინანსება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან, ხოლო შემდგომი წლებიდან იგი საკუთარი შემოსავლებით მოახდენს
ფუნქციონირებას. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ცენტრალური
შემსყიდველი ორგანო ფინანსდება, მათ შორის „ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
ანგარიშზე გადახდილი ამ კანონით გათვალისწინებული საფასურით“.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტით იზრდება სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და
სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასურის ოდენობა და
ნაცვლად არსებული 50 ლარისა, ხოლო რიგ შემთხვევებში 25 ლარისა, განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტის თანახმად, სატენდერო/საკონკურსო წინადადების
წარდგენისათვის საფასურის ოდენობა ნაცვლად არსებული 50 ლარისა, განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით. ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მას შემდეგ,
რაც შეიქმნება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, დადგინდება კონსოლიდირებულ
ტენდერში
სატენდერო/საკონკურსო
განცხადებისა
და
სატენდერო/საკონკურსო
დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასურის ოდენობა 100 ლარის ოდენობით, რაც
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს 5000 ლარს. ამასთან, კანონის მოქმედი
რედაქციის თანახმად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია
დადგინდეს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის
განსხვავებული საფასური. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ კანონპროექტით, მას შემდეგ,
რაც შეიქმნება დამოუკიდებელი ორგანო – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო,
კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადების წარდგენის საფასურად, ნაცვლად დღეს
არსებული საფასურისა, დადგინდება 100 ლარი. ამასთან, ამავე თარიღიდან განისაზღვრება
კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე, დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების
არაუმეტეს 1%-ის ოდენობით თანხის გადახდის ვალდებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სააგენტოს საკუთარ
შემოსავალზე (სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო
დოკუმენტაციის გამოქვეყნების, აგრეთვე სატენდერო/საკონკურსო წინადადების წარდგენის
ნაწილში), ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შემოსავალზე (ვინაიდან ზემოაღნიშნული
თანხა 1%-ის ოდენობით წარმოადგენს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე
გადასახდელ თანხას), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტზეც (ვინაიდან თუ შეიცვლება სააგენტოს
შემოსავლები, შესაბამისად, პროპორციულად შეიცვლება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში
გადასარიცხი თანხების ოდენობა). გავლენის ოდენობა დამოკიდებულია შემსყიდველი
ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი შესყიდვის პროცედურების რაოდენობაზე,
აღნიშნულ
პროცედურებში
წარსადგენი
წინადადების
რაოდენობაზე,
აგრეთვე,
განსახორციელებელი
კონსოლიდირებული
ტენდერების
რაოდენობასა
და
კონსოლიდირებულ ტენდერებში დასადები ხელშეკრულებების რაოდენობაზე.
ამასთან, რამდენადაც წარმოდგენილი კანონის პროექტით წესდება კანონის მოქმედების
სფეროდან დამატებითი გამონაკლისები, შემსყიდველი ორგანიზაციები აღარ იქნებიან
ვალდებულნი გამოიყენონ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებები აღნიშნული
მომსახურების შესყიდვისას და გამოაქვეყნონ სატენდერო/საკონკურსო განცხადება და
სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია. ამდენად, კანონპროექტს შესაძლოა გავლენა
ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, აგრეთვე სააგენტოს საკუთარ
შემოსავალზე, ვინაიდან შემსყიდველი ორგანიზაციები აღარ გადაიხდიან გამოქვეყნების
საფასურს აღნიშნული მომსახურების შესყიდვისას, ხოლო ამ მომსახურების გაწევით
დაინტერესებული სისტემაში რეგისტრირებული მიმწოდებლები – სატენდერო/საკონკურსო
წინადადების წარდგენის საფასურს. ამასთან, გავლენის ოდენობა დამოკიდებულია
შემსყიდველი ორგანიზაციების საარბიტრაჟო და მედიაციის მომსახურების აგრეთვე,
იურიდიული მომსახურებების მიღების საჭიროებასა და საერთაშორისო არბიტრაჟის,
მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე, მოწმის, ექსპერტის ან/და
თარჯიმნის მონაწილეობის საჭიროებაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,
საქართველოს
მთავრობის
მიერ
მიწოდებული
დოკუმენტაციის
საფუძველზე
კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას და გამარჯვებულის გამოვლენას უზრუნველყოფს
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. წარმოდგენილი კანონპროექტით ზემოაღნიშნულ
ფუნქციას სრულად შეასრულებს ახალი ორგანო. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტო აღარ იქნება კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანო.
იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტით იქმნება ახალი ორგანო – ცენტრალური
შემსყიდველი ორგანო, საშემოსავლო გადასახადის კუთხით, აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა
მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ამ
ორგანოს თანამშრომელთა ოდენობაზე. საგულისხმოა, რომ ნაწილი საშტატო ერთეულებისა,
გადმოტანილი იქნება შესყიდვების სააგენტოს საშტატო რიცხოვნობიდან, ნაწილი კი,
დამატებით იქნება მოთხოვნილი. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე საუბარია 80 საშტატო ერთეულზე.
საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია
უკვე ითვალისწინებს ზემოაღნიშნული დებულებების ნაწილს. კერძოდ, დებულებას,
რომლითაც დგინდება
კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო განცხადებისა და
სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასური 100 ლარის ოდენობით, ასევე
დებულება, რომლის მიხედვით, კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადების წარდგენის
საფასურად დგინდება 100 ლარი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონი 100 ლარს ითვალისწინებს ზღვრულ ოდენობად, და არა
კონკრეტულ ოდენობად. გარდა ამისა, საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი
ითვალისწინებს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
ანგარიშზე, დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის
ოდენობით თანხის გადახდის ვალდებულებასაც. აგრეთვე – წარმოდგენილი კანონპროექტით
გათვალისწინებულ გამონაკლისებს კანონის მოქმედების სფეროდან. აღნიშნული
ცვლილებები ძალაში უნდა შესულიყო „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედებასთან ერთად შევიდოდა ძალაში, თუმცა ამ წარმოდგენილი საკანომდებლო
პაკეტით დაჩქარდება მათი მიღება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რამდენადაც
წარმოდგენილი
კანონპროექტით
იზრდება
ამჟამად
დადგენილი
სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის
გამოქვეყნებისთვის საფასურის ოდენობა (დგინდება 100 ლარი, 50 ლარის ან რიგ
შემთხვევებში 25 ლარის ნაცვლად), კანონპროექტს გავლენა ექნება შემსყიდველ
ორგანიზაციებზე, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან, რამდენადაც
წარმოდგენილი კანონპროექტით იზრდება ამჟამად დადგენილი წინადადების წარდგენის
საფასურის ოდენობა (დგინდება 100 ლარი, 50 ლარის ნაცვლად), კანონპროექტს შესაძლოა
გავლენა ჰქონდეს იმ შემსყიდველ ორგანიზაციაზე, რომელიც სისტემაში რეგისტრირებულია
მიმწოდებლის სტატუსით.
ამავდროულად, საგულისხმოა, რომ კანონპროექტით, მას შემდეგ, რაც შეიქმნება
დამოუკიდებელი ორგანო – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო (2026 წლის 1 ივნისიდან),
კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადების წარდგენის საფასურად, ნაცვლად დღეს
არსებული საფასურისა (რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს 5000 ლარს.
ამასთან,
კანონის
მოქმედი
რედაქციის
თანახმად,
საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილებით შესაძლებელია დადგინდეს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო
წინადადების წარდგენისათვის განსხვავებული საფასური) , დადგინდება 100 ლარი. ამასთან,
ამავე თარიღიდან განისაზღვრება კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული
პრეტენდენტის მიერ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე, დასადები შესყიდვის
ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით თანხის გადახდის
ვალდებულება. შესაბამისად, კანონპროექტი ამ კუთხითაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე (იმ შემსყიდველი ორგანიზაციებთან მიმართებით, რომელიც სისტემაში
რეგისტრირებულნი არიან მიმწოდებლის სტატუსით), თუმცა გავლენის ზუსტი ოდენობა
დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შესყიდვის
პროცედურების რაოდენობასა და აღნიშნულ პროცედურებში წარდგენილი წინადადების
რაოდენობაზე (კერძოდ, იმ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ წინადადების
რაოდენობაზე, რომელიც სისტემაში რეგისტრირებულია მიმწოდებლის სტატუსით), აგრეთვე
განსახორციელებელი
კონსოლიდირებული
ტენდერების
რაოდენობასა
და
კონსოლიდირებულ ტენდერებში დასადები ხელშეკრულებების რაოდენობაზე.
ამასთან, რამდენადაც წარმოდგენილი კანონის პროექტით წესდება კანონის მოქმედების
სფეროდან დამატებითი გამონაკლისები, შემსყიდველი ორგანიზაციები აღარ იქნებიან
ვალდებულნი გამოიყენონ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებები აღნიშნული
მომსახურების შესყიდვისას, გამოაქვეყნონ სატენდერო/საკონკურსო განცხადება, აგრეთვე,
სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია და შესაბამისად, გადაიხადონ საფასური (ამჟამად
არსებულია 50 ლარი, ხოლო რიგ შემთხვევებში 25 ლარი). ამდენად, წარმოდგენილი პროექტი
ამ მიმართულებით გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის დაზოგვას. ამასთან, გავლენის
ოდენობა დამოკიდებულია შემსყიდველი ორგანიზაციების საარბიტრაჟო და მედიაციის
მომსახურების აგრეთვე, იურიდიული მომსახურებების მიღების საჭიროებასა და
საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე,
მოწმის, ექსპერტის ან/და თარჯიმნის მონაწილეობის საჭიროებაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსთან მიმართებით,
საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია (რომლის ძირითადი დებულებების
ამოქმედების თარიღად გათვალისწინებულია 2027 წლის 1 იანვარი) უკვე ითვალისწინებს
დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ — ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს შექმნის ვალდებულებას. სახელმწიფო სახსრების რაციონალური
ხარჯვის უზრუნველსაყოფად და აღნიშნული ორგანოს ფუნქციონირების მნიშვნელობიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამ ცვლილების უფრო ადრე ამოქმედება.
კანონპროექტის ამოქმედებიდან ცენტრალური შემსყიდველი ორგანო დაფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი საბიუჯეტო წლიდან
(2026 წლიდან) აუცილებელი იქნება საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინება ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოსთვის მათი თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების მიზნით.
საგულისხმოა, რომ ნაწილი საშტატო ერთეულებისა, გადმოტანილი იქნება შესყიდვების
სააგენტოს საშტატო რიცხოვნობიდან, ნაწილი კი, დამატებით იქნება მოთხოვნილი.
სავარაუდოდ, ამ ეტაპზე საუბარია 80 საშტატო ერთეულზე. ამასთან, შემდგომი წლებიდან ეს
ორგანო საკუთარი შემოსავლებით მოახდენს ფუნქციონირებას. კერძოდ, წარმოდგენილი
კანონპროექტის თანახმად ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ფინანსდება, მათ შორის
„ცენტრალური
შემსყიდველი
ორგანოს
ანგარიშზე
გადახდილი
ამ
კანონით
გათვალისწინებული საფასურით“, რაც ამავე კანონპროექტის თანახმად, წარმოადგენს
კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელ თანხას, დასადები შესყიდვის
ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის
ოდენობამ წლის განმავლობაში, შესაძლოა შეადგინოს 10-15 მილიონი ლარი (სავარაუდო
ოდენობა). ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სრულყოფილად მუშაობის მიზნით,
აუცილებელია დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინება შესაბამისი საოფისე
აღჭურვილობის შეძენის, მათ შორის, საკანცელარიო და საკომუნიკაციო ხარჯების გაწევის
მიზნით. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში
იქნება აუცილებელი საჭირო ტექნიკისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა,
თუ მომდევნო წელს არ დადგა ხსენებული საქონლის დაზიანების გამო შეცვლის/განახლების
აუცილებლობა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ამჟამად, სააგენტოს ცენტრალიზებულ
შესყიდვების დეპარატმენტში დასაქმებული თანამშრომელთა ნაწილი არის სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომელი.
კანონპროექტის მიღებით ავტომატურად არ გაუქმდება ხსენებული საშტატო ნუსხით
გათვალისწინებული პოზიციები.
ამასთან, საგულისხმოა, რომ კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1 ივნისიდან წყდება
შრომითი ურთიერთობები საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტში დასაქმებულ
პირებთან. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ცენტრალურმა შემსყიდველმა
ორგანომ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა უზრუნველყოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცენტრალიზებული შესყიდვების
დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე
ახალ ორგანოში. ამდენად, თუ კანონპროექტს შედეგად მოჰყვება თანამშრომელთა
გათავისუფლება, იმგვარად რომ ისინი არ იქნებიან გადაყვანილნი სსიპ ცენტრალურ
შემსყიდველ ორგანოში, შესაბამის პოზიციებზე, აღნიშნულის ფინანსური გავლენა,
თითოეული თანამშრომლის გათავისუფლების მაგალითზე, საშუალოდ იქნება შემდეგი:
შრომის ანაზღაურება საშუალოდ, თვეში 3674 ლარი, ხოლო ორი თვის კომპენსაცია 7348
(3674*2) ლარი.
2026 წლის ბიუჯეტის შეთანხმება
ათასი ლარი
დასახელება
ბიუჯეტი
გადასახდელები
10,000.0
ხარჯები
9,000.0
შრომის ანაზღაურება
6,200.0
საქონელი და მომსახურება
1,950.0
გრანტები
700.0
სოციალური უზრუნველყოფა
50.0
სხვა ხარჯები
100.0
არაფინანსური აქტივების ზრდა
1,000.0
ამასთან, მოსალოდნელია, რომ 2027 - 2028 წლებში ბიუჯეტი 10%-ით გაიზრდება,
შესაბამისად, იქნება 11000.0 და 12100.0 ათასი ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი კანონპროექტით იზრდება სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და
სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასურის ოდენობა და
ნაცვლად არსებული 50 ლარისა, ხოლო რიგ შემთხვევებში 25 ლარისა, განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტის თანახმად, სატენდერო/საკონკურსო წინადადების
წარდგენისათვის საფასურის ოდენობა ნაცვლად არსებული 50 ლარისა, განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით. აგრეთვე, პროექტის თანახმად, კონსოლიდირებულ ტენდერში
გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
ანგარიშზე აგრეთვე გადაიხადოს თანხა – დასადები შესყიდვის ხელშეკრულების
ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით. ამდენად, შესაძლოა კანონპროექტს გავლენა
ჰქონდეს მიმწოდებლებზე (მათ შორის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე), თუმცა გავლენის ოდენობა დამოკიდებულია შემსყიდველი
ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი შესყიდვის პროცედურების რაოდენობაზე და
აღნიშნულ
პროცედურებში
წარსადგენი
წინადადების
რაოდენობაზე,
აგრეთვე
განსახორციელებელი კონსოლიდირებული ტენდერების რაოდენობასა და მის/მათ
ფარგლებში დასადები ხელშეკრულებების რაოდენობაზე.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
საგულისხმოა,
რომ
კანონპროექტის
თანახმად,
ცენტრალიზებული
შესყიდვის
ფარგლებში,
საბანკო
გარანტიის
მოთხოვნის
სავალდებულოობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი განსხვავებული ზღვარი
დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. ამასთან, ცენტრალიზებული
შესყიდვის
ფარგლებში
დაუშვებელი
იქნება
გარანტიის
წარდგენისგან
პრეტენდენტის/პოტენციური მიმწოდებლის გათავისუფლება მისი საქმიანი რეპუტაციისა და
მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის
გათვალისწინებით.
ამდენად,
აღნიშნულს
შესაძლოა
გავლენა
ჰქონდეს
პრეტენდენტებზე/პოტენციურ მიმწოდებლებზე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ
ცენტრალიზებულ შესყიდვებში.
ამასთან, საგულისხმოა, რომ ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტი აღარ იქნება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტრუქტურული ერთეული 2026 წლის 1 ივნისიდან.
კანონპროექტის თანახმად, ამავე თარიღიდან წყდება შრომითი ურთიერთობები საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცენტრალიზებული
შესყიდვების დეპარტამენტში დასაქმებულ პირებთან. ამასთან, საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირმა – ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ, საჭიროების შემთხვევაში,
შესაძლოა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტში დასაქმებულ
პირთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე ახალ ორგანოში. ამდენად,
კანონპროექტის მიღებას აგრეთვე გავლენა ექნება სააგენტოს ცენტრალიზებული შესყიდვების
დეპარტამენტში დასაქმებულ თანამშრომლებზე, რომელთა ოდენობა, ამ ეტაპზე შეადგენს 29
თანამშრომელს, აქედან 3 – დასაქმებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, ხოლო 6 –
წარმოდგენს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ „შტატგარეშე“ თანამშრომელს.
ამდენად, თუ კანონპროექტს შედეგად მოჰყვება თანამშრომელთა გათავისუფლება, იმგვარად
რომ ისინი არ იქნებიან გადაყვანილნი სსიპ ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში, შესაბამის
პოზიციებზე,
აღნიშნულის
ფინანსური
გავლენა,
თითოეული
თანამშრომლის
გათავისუფლების მაგალითზე, საშუალოდ იქნება შემდეგი: შრომის ანაზღაურება საშუალოდ,
თვეში 3674 ლარი, ხოლო ორი თვის კომპენსაცია 7348 (3674*2) ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით
იზრდება
სატენდერო/საკონკურსო
განცხადებისა
და
სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასურის ოდენობა და
ნაცვლად არსებული 50 ლარისა, ხოლო რიგ შემთხვევებში 25 ლარისა, განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტის თანახმად, სატენდერო/საკონკურსო წინადადების
წარდგენისათვის საფასურის ოდენობა ნაცვლად არსებული 50 ლარისა, განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ კანონპროექტით, მას შემდეგ, რაც შეიქმნება
დამოუკიდებელი ორგანო – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, კონსოლიდირებულ
ტენდერში წინადადების წარდგენის საფასურად, ნაცვლად დღეს არსებული საფასურისა,
დადგინდება 100 ლარი. ამასთან, ამავე თარიღიდან განისაზღვრება კონსოლიდირებულ
ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
ანგარიშზე, დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის
ოდენობით თანხის გადახდის ვალდებულება. ამ თანხის ოდენობა, მისი გადახდისა და
დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
კანონის პროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად
განსაზღვრული
გადასახდელის განსაზღვრის პრინციპი ეფუძნება არსებული პრაქტიკით გათვალისწინებულ
დაშვებებს. ასევე, გაანალიზებულია არსებული სხვადასხვა გადასახდელების ოდენობები,
შესაბამისად მოცემულ კანონის პროექტში წარმოდგენილი ახალი გადასახდელის
კალკულაცია თანაზომადია და შესაბამისობაში მოდის ანალოგიური სახის სხვა შენატანებთან.
გარდა ამისა, მოცემული გადასახდელის შემოღებისას გაანალიზებულია საუკეთესო
საერთაშორისო გამოცდილება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.