„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
27.02.2023,
სარეგისტრაციო
კოდი:
040090000.05.001.020812) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“
ქვეპუნქტი:
„ტ1) ცენტრალური შემსყიდველი ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი ცენტრალური შემსყიდველი ორგანო;“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:
„თავი IV1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
მუხლი 251. ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. ამ კანონის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ცენტრალიზებული შესყიდვის
განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც
არის კანონის საფუძველზე შექმნილი, დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი.
2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია
საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და მათ
შესაბამისად შემუშავებული ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება.
3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა.
4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
5. ცენტრალური შემსყიდველი
საქართველოს მთავრობა.
ორგანოს
სახელმწიფო
კონტროლს
ახორციელებს
6. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ამ კანონის 41-ე მუხლით განსაზღვრული
დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;
ცენტრალიზებულ
შესყიდვებთან
ბ) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური
შესწავლა, გაანალიზება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ საკითხის
გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება – შესაბამისი წინადადების საქართველოს
მთავრობისთვის წარდგენა;
გ) მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის
საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებით
განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
7. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს
და ყოველი მომდევნო წლის 1 ივნისამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ანგარიში
ქვეყნდება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
8. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ სფეროში ცენტრალიზებულ
შესყიდვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება დამატებით
შესაძლებელია მიენიჭოს სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას. ასეთ შემთხვევაში, ამ კანონის 41-ე
მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება ვრცელდება აღნიშნულ სფეროში მოქმედ შემსყიდველ
ორგანიზაციაზე.
მუხლი 252. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი
1. ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი:
ა) აწესრიგებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ
საკითხებს;
ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს;
გ) თვალყურს ადევნებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურული
ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით
აკონტროლებს თანამშრომელთა საქმიანობას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანამშრომლებს;
ე) განკარგავს ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს სახსრებს და აკონტროლებს მათ
გამოყენებას;
ვ) ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე
საქართველოს მთავრობას დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი
გადაწყვეტილებების მისაღებად;
ზ) წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს სახელმწიფო ხელისუფლების
ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე პირებთან
ურთიერთობაში;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი კანონით დადგენილი წესით პასუხს
აგებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობისთვის.
4.
ცენტრალური
შემსყიდველი
ორგანოს
ხელმძღვანელს
შეიძლება
ჰყავდეს
მოადგილე/მოადგილეები, მოადგილეების რაოდენობა, თანამდებობაზე დანიშვნისა და
გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 253. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაფინანსება
1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ფინანსდება:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) ცენტრალური შემსყიდველი
გათვალისწინებული საფასურით;
ორგანოს
ანგარიშზე
გადახდილი
ამ
კანონით
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით.
2. ცენტრალურ შემსყიდველი ორგანოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, მას
უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს
ანგარიში კომერციულ ბანკშიც.“.
3. 41-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ცენტრალიზებული
შესყიდვა გამოიყენება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც
შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხოლო საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი აქტითა და შესყიდვის პირობებით გათვალისწინებული შემსყიდველი
ორგანიზაცია ვალდებულია საქონელი, სამუშაო ან მომსახურება ცენტრალიზებული
შესყიდვის ფარგლებში შეისყიდოს.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ცენტრალური
შემსყიდველი ორგანო ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას
ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ანაზღაურების გარეშე
ან ანაზღაურებით, რომლის სავალდებულოობა ან/და ოდენობა განისაზღვრება ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს მიერ. ეს საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს:
ა) შესყიდვის პროცედურების დაგეგმვასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით
კონსულტაციის გაწევას;
ბ) შესყიდვის პროცედურების შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და
მისივე ხარჯით დაგეგმვასა და განხორციელებას.“;
გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 53-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. შესყიდვის პირობების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი
ორგანიზაცია სააგენტოს ანგარიშზე იხდის შესყიდვის პირობების გამოქვეყნების საფასურს
100 ლარის ოდენობით. მისი გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით. ეს საფასური არ ბრუნდება, გარდა ელექტრონული სისტემის
გაუმართაობის ან შეცდომით საფასურის ზედმეტად გადახდის შემთხვევისა.“.
5. 55-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეკონომიკური ოპერატორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაცხადის
წარსადგენად, ხოლო მისი არარსებობისას – წინადადების წარსადგენად სააგენტოს ანგარიშზე
იხდის განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურს 100 ლარის ოდენობით. მისი
გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ეს
საფასური არ ბრუნდება, გარდა ელექტრონული სისტემის გაუმართაობის ან შეცდომით
საფასურის ზედმეტად გადახდის შემთხვევისა.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და
დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.
6. 66-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შესყიდვის ობიექტი არის
ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება მისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია
საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის
ოფიციალურ გაცვლით კურსზე, საქონლის ერთეულის ფასის გამოთვლასთან
დაკავშირებული საკითხები, განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე
შემსყიდველი
ორგანიზაციის
მიერ
საზღვარგარეთ
დაფუძნებული
ფილიალის,
წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სააგენტოს და საქართველოს პროკურატურის
საზღვარგარეთ წარმომადგენლების მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.“.
7. 70-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ცენტრალიზებული შესყიდვის შემთხვევაში საბანკო გარანტიის მოთხოვნის
სავალდებულოობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი განსხვავებული ზღვარი
დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.“.
8. 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
1.
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებისა, მე-5
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-6 - მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
2.
ამ კანონის პირველი მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი,
მე-6 - მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონი ითვალისწინებს ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანოს –
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნას, რომელიც იქნება კანონის საფუძველზე
შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს შექმნის ვალდებულებას საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ამდენად, ცვლილების მიზანს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის,
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნულის
გათვალისწინებით, საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში აგრეთვე აისახება ამ
ახალი ორგანოს შექმნასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები,
მათ შორის, მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და ძირითადი ფუნქციები,
ხელმძღვანელის დანიშვნის წესი და უფლებამოსილებები, დაფინანსების წყარო,
ორგანიზაციული და ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხები. გასათვალისწინებელია,
რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, 2027 წლის 1 იანვრიდან
ძალადაკარგულად ცხადდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
ამდენად, ამ ორგანოს ფუნქციონირების უწყვეტობის შესანარჩუნებლად, მიზანშეწონილია,
რომ ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული დებულებები
ასახული იყოს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. ამასთან, საგულისხმოა,
რომ 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები და
ინსტრუმენტები,
რომელთა
გამოყენებითაც
განხორციელდება
ცენტრალიზებული
შესყიდვები, შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში ასახული ის ზოგადი
დებულებები, რაც უკავშირდება უშუალოდ ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების
პროცესს არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილ კანონპროექტში.
ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება შესყიდვის პირობების გამოქვეყნების,
აგრეთვე, განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურის კონკრეტული ოდენობა და იგი
ნაცვლად ზღვრული ოდენობისა (არაუმეტეს 100 ლარისა), განისაზღვრება ფიქსირებული 100
ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილების შედეგად, ახალი „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოდის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის წარმოდგენილ
პროექტთან და ნორმის ადრესატთათვის – შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვის
პროცედურაში მონაწილეობის მსურველთათვის უფრო ნათელი ხდება შესყიდვის პირობების
გამოქვეყნების, აგრეთვე, განაცხადის/წინადადების წარდგენის თანმდევი ფინანსური
შედეგები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და საკანონმდებლო სივრცის ერთიანობის
უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებული მიდგომა ასახულ იქნეს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონშიც
და
დადგინდეს
შესყიდვის
პირობების
გამოქვეყნების,
ასევე,
განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურის კონკრეტული, ფიქსირებული ოდენობა –
არსებული ზღვრული ოდენობის (არაუმეტეს 100 ლარისა) ნაცვლად და აისახოს ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს კანონით შექმნასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
რამდენადაც შესყიდვის პირობების გამოქვეყნების, აგრეთვე, განაცხადის/წინადადების
წარდგენის საფასურის შესახებ დებულებები, ასევე ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
შექმნასთან დაკავშირებული საკითხები ასახულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში, მხოლოდ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების განხორციელების გზით არის შესაძლებელი შესყიდვის პირობების
გამოქვეყნებისა და განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურის კონკრეტული,
ფიქსირებული ოდენობის დადგენა, აგრეთვე ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
შექმნასთან და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დადგინდება შესყიდვის პირობების გამოქვეყნებისა და
განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურის კონკრეტული, ფიქსირებული ოდენობა,
ნაცვლად ზღვრული ოდენობისა. ამავდროულად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნასთან დაკავშირებული
დებულებები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონთან.
ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს საკანონმდებლო სივრცის
ერთიანობას, რამდენადაც „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში მოდის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის წარმოდგენილ პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, 2027 წლის 1 იანვრიდან
ძალადაკარგულად ცხადდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
ამდენად, ამ ორგანოს ფუნქციონირების უწყვეტობის შესანარჩუნებლად, მიზანშეწონილია,
რომ ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოსთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული დებულებები
ასახული იყოს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. ამასთან, საგულისხმოა,
რომ 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები და
ინსტრუმენტები,
რომელთა
გამოყენებითაც
განხორციელდება
ცენტრალიზებული
შესყიდვები, შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში ასახული ის ზოგადი
დებულებები, რაც უკავშირდება უშუალოდ ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების
პროცესს არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილ კანონპროექტში.
ამავდროულად, წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება შესყიდვის პირობების
გამოქვეყნების, აგრეთვე, განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურის კონკრეტული
ოდენობა და იგი ნაცვლად არსებული ზღვრული ოდენობისა (არაუმეტეს 100 ლარისა),
განისაზღვრება ფიქსირებული 100 ლარის ოდენობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2026 წლის 1 იანვრიდან, გარდა
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებისა, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა
და მე-6 - მე-8 პუნქტებისა, რამდენადაც, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე
საქართველოს
კანონის
პროექტით
სატენდერო/საკონკურსო განცხადების/დოკუმენტაციის (ახალი კანონის მიხედვით –
შესყიდვის პირობების) გამოქვეყნების, აგრეთვე, სატენდერო/საკონკურსო წინადადების
(ახალი კანონის მიხედვით – განაცხადის/წინადადების) წარდგენის საფასურის ცვლილების
ვადად გათვალისწინებულია 2026 წლის 1 იანვარი.
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი - მე-3 პუნქტები, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და
მე-6 - მე-8 პუნქტების ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2026 წლის 1 ივნისიდან,
რამდენადაც, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნასთან დაკავშირებული ცვლილებების
ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2026 წლის 1 ივნისი.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი წარმოადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას,
რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის
დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დაფინანსების წყაროსთან მიმართებით, საგულისხმოა,
რომ მისი შექმნის პირველ წელს (2026) ამ ორგანოს, შესაძლოა, დასჭირდეს დაფინანსება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო შემდგომი წლებიდან (შესაბამისად „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროსაც) იგი საკუთარი შემოსავლებით
მოახდენს ფუნქციონირებას.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია
უკვე ითვალისწინებს წარმოდგენილ კანონპროექტში ასახული დებულებების ნაწილს.
კერძოდ, დებულებას, რომლითაც იქმება ახალი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი, დგინდება კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო განცხადებისა და
სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასური 100 ლარის ოდენობით, ასევე
დებულება, რომლის მიხედვით, კონსოლიდირებულ ტენდერში წინადადების წარდგენის
საფასურად დგინდება 100 ლარი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ „საჯარო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონი 100 ლარს ითვალისწინებს ზღვრულ ოდენობად, და არა
კონკრეტულ ოდენობად. გარდა ამისა, საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი
ითვალისწინებს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
ანგარიშზე, დასადები შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის
ოდენობით თანხის გადახდის ვალდებულებასაც. აღნიშნული ცვლილებები ძალაში უნდა
შესულიყო „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან ერთად
შევიდოდა ძალაში, თუმცა ამ წარმოდგენილი საკანომდებლო პაკეტით დაჩქარდება მათი
მიღება, რისი გავლენაც მითითებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონისპროექტის განმარტებით
ბარათში.
ამასთან, საგულისხმოა, რომ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსთან მიმართებით,
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილთან დაკავშირებით გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება ამ ორგანოს თანამშრომელთა ოდენობაზე. აღსანიშავია, რომ ნაწილი საშტატო
ერთეულებისა, გადმოტანილი იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საშტატო
რიცხოვნობიდან, ნაწილი კი, დამატებით იქნება მოთხოვნილი. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე
საუბარია 80 საშტატო ერთეულზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საგულისხმოა, რომ ამჟამად მოქმედი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა გათვალისწინებულია 2027 წლის 1 იანვრიდან,
ხოლო წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს შემქნას 2026 წლის 1 ივნისიდან. ამდენად, ვინაიდან „საჯარო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დროს უკვე შექმნილი იქნება
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, საჭირო აღარ იქნება ამ ორგანოს დაფუძნებისთვის
აუცილებელი საჭირო ტექნიკისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა, (გარდა იმ შემთხვევისა, თუ
2027 წელს არ დადგება ხსენებული საქონლის დაზიანების გამო შეცვლის/განახლების
აუცილებლობა).
ამასთან, საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის
ამოქმედების დროს, მოსალოდნელია, რომ ეს ორგანო საკუთარი შემოსავლებით მოახდენს
ფუნქციონირებას. კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ცენტრალური
შემსყიდველი ორგანო ფინანსდება, მათ შორის „ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
ანგარიშზე გადახდილი ამ კანონით გათვალისწინებული საფასურით“, რაც ამავე
კანონპროექტის თანახმად, წარმოადგენს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელ თანხას, დასადები შესყიდვის
ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის
ოდენობამ წლის განმავლობაში, შესაძლოა შეადგინოს 10-15 მილიონი ლარი (სავარაუდო
ოდენობა).
საგულისხმოა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი 2026 წლის განმავლობაში ითვალისწინებს
შემდეგ გავლენებს:
2026 წლის ბიუჯეტის შეთანხმება
ათასი ლარი
დასახელება
ბიუჯეტი
გადასახდელები
10,000.0
ხარჯები
9,000.0
შრომის ანაზღაურება
6,200.0
საქონელი და მომსახურება
1,950.0
გრანტები
700.0
სოციალური უზრუნველყოფა
50.0
სხვა ხარჯები
100.0
არაფინანსური აქტივების ზრდა
1,000.0
ამასთან, მოსალოდნელია, რომ 2027 - 2029 წლებში ბიუჯეტი 10%-ით გაიზრდება,
შესაბამისად, იქნება 11000.0, 12100.0 და 13 310.0 ათასი ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება შესყიდვის პირობების
გამოქვეყნების, აგრეთვე, განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურის კონკრეტული
ოდენობა და იგი ნაცვლად ზღვრული ოდენობისა (არაუმეტეს 100 ლარისა), განისაზღვრება
ფიქსირებული 100 ლარის ოდენობით, რაც ნორმის ადრესატებს – შემსყიდველ
ორგანიზაციებსა და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ პირებს უქმნის ნათელ
წარმოდგენას შესყიდვებში მონაწილეობის ფინანსურ შედეგებთან მიმართებით.
ამასთან, საგულისხმოა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით იზრდება მოქმედი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურები
(აღნიშნული კი, თავის მხრივ უკვე გათვალისწინებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს
კანონში).
კერძოდ,
სატენდერო/საკონკურსო
განცხადებისა
და
სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის საფასურის ოდენობა და
ნაცვლად არსებული 50 ლარისა, ხოლო რიგ შემთხვევებში 25 ლარისა, განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტის თანახმად, სატენდერო/საკონკურსო წინადადების
წარდგენისათვის საფასურის ოდენობა ნაცვლად არსებული 50 ლარისა, განისაზღვრება 100
ლარის ოდენობით. აგრეთვე, პროექტის თანახმად, კონსოლიდირებულ ტენდერში
გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს
ანგარიშზე აგრეთვე გადაიხადოს თანხა – დასადები შესყიდვის ხელშეკრულების
ღირებულების არაუმეტეს 1%-ის ოდენობით. ამდენად, შესაძლოა კანონპროექტს გავლენა
ჰქონდეს როგორც მიმწოდებლებზე (მათ შორის მიმწოდებლად რეგისტრირებულ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე), ისე შემსყიდველ ორგანიზაციებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, დგინდება შესყიდვის პირობების გამოქვეყნების,
აგრეთვე, განაცხადის/წინადადების წარდგენის საფასურის კონკრეტული ოდენობა და იგი
ნაცვლად ზღვრული ოდენობისა (არაუმეტეს 100 ლარისა), განისაზღვრება ფიქსირებული 100
ლარის ოდენობით, რაც ნორმის ადრესატებს – შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვებში
მონაწილეობის მსურველ პირებს უქმნის ნათელ წარმოდგენას შესყიდვებში მონაწილეობის
ფინანსურ შედეგებთან მიმართებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.