„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.11.2025
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#184/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1596 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევა, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“. 2. 1597 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1597. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შესაბამისი თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“. 3. 1598 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1598. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული დავის ადმინისტრაციული წესით განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“. 4. 1599 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1599. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური ხელმძღვანელის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“. შემსყიდველი ორგანოს მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით იქმნება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო (შემდგომ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო), რომელიც განისაზღვრება ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ. სწორედ ეს ორგანო განახორციელებს ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტით იცვლება ამჟამად მოქმედი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესიც. კერძოდ, კონსოლიდირებულ ტენდერს ჩაატარებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით შექმნის ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი. ამასთან, ვინაიდან წარმოდგენილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისიის საქმიანობაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ასახული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული დებულებები და ამავდროულად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო არ წარმოადგენს შემსყიდველ ორგანიზაციას ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელებისას, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ნათლად იყოს მითითებული იმ პირთა წრე, რომელთა მიმართებითაც, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ასახულ მიდგომებთან შესაბამისობა წარმოადგენს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. კერძოდ, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილების პროექტით - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც განისაზღვრება ცენტრალიზებული შესყიდვების განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში ასახულ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილ ცვლილებით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მუხლებში, კერძოდ: „მუხლი 1596. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა“, „მუხლი 1597. სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების პირობებისა და წესების დარღვევა“, „მუხლი 1598. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა“ და „მუხლი 1599. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობა ან ყალბი ინფორმაციის მიწოდება“ ხორციელდება იმ პირთა წრის შესახებ ინფორმაციის ნათლად მითითება, რომელთა მიმართებითაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები. კერძოდ, ამ სუბიექტთა ჩამონათვალს ემატება ცენტრალური შემსყიდველი ორგანო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2026 წლის 1 ივნისიდან, ვინაიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შეიქმნება 2026 წლის 1 ივნისიდან. შესაბამისად, სწორედ აღნიშნულ თარიღს უკავშირდება პროექტით განსაზღვრული, ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული დებულებების ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი წარმოადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას, რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროება და აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ სასამართლოს ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტით იქმნება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო. ამასთან, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისიის საქმიანობაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ასახული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული დებულებები და ამავდროულად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო არ წარმოადგენს შემსყიდველ ორგანიზაციას ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელებისას. წარმოდგენილი კანონპროექტით, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, განისაზღვრება ახალი სუბიექტი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომლის მიმართაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი. ამდენად, კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი შემოსავლის ცვლილება, რაც დამოკიდებული იქნება ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოდენობაზე, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების – როგორც საქმის განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოს გადაწყვეტილებაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. დამატებითი საქმეების განხილვა (არსებობის შემთხვევაში) არ გაზრდის სასამართლო ხარჯებს და არსებული რესურსის ფარგლებში განხორციელდება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: წარმოდგენილი კანონპროექტით, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, განისაზღვრება ახალი სუბიექტი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომლის მიმართაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი. ამდენად, კანონპროექტს შესაძლოა ჰქონდეს ფინანსური გავლენა იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტულ ოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი, თუმცა გათვალისწინებულია ახალი სუბიექტი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომლის მიმართაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ)არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.