„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1920, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს
შემდეგი შინაარსის „ჰ4“ ქვეპუნქტი:
„ჰ4) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, როგორც
მოსარჩელე ან მოპასუხე – ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ცენტრალური
შემსყიდველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ
საქმეზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტით იქმნება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო (შემდგომ –
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო), რომელიც განისაზღვრება ცენტრალიზებული
შესყიდვების განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ. ამასთან, გასათვალისწინებელია,
რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულ იმ
სუბიექტთა ჩამონათვალში, რომლებიც თავისუფლდებიან საერთო სასამართლოებში
განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, აგრეთვე გვხვდება საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და საჯარო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. ამდენად, ვინაიდან
ზემოაღნიშნული ცვლილების მიღების შედეგად იქმნება დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც
განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებთან, კერძოდ, ცენტრალიზებულ შესყიდვებთან
დაკავშირებულ საქმიანობას, მიზანშეწონილია რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონში გათვალისწინებული იყოს ერთიანი მიდგომა სახელმწიფო
შესყიდვებთან მიმართებით და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნისთანავე, ეს
ორგანო გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე
– ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია წარმოდგენილი საკანონმდებლო
პაკეტის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილების - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანის
აუცილებლობით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტის მიღების შედეგად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნისთანავე, ეს
ორგანო გათავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან როგორც მოსარჩელე ან
მოპასუხე – ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ცენტრალური შემსყიდველი
ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, მისი შექმნისთანავე,
გათავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე –
ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე. შესაბამისად
ცვლილება შედის კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტში და
„ჰ4“ ქვეპუნქტის სახით
გამონაკლისების ჩამონათვალს ემატება - საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2026 წლის 1 ივნისიდან, ვინაიდან
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო –
ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შეიქმნება 2026 წლის 1 ივნისიდან. შესაბამისად, სწორედ
აღნიშნული თარიღს უკავშირდება პროექტით განსაზღვრული, ცენტრალიზებულ
შესყიდვებთან დაკავშირებული დებულებების ამოქმედება.
ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი წარმოადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ ცვლილებას,
რომლითაც მოთხოვნილია დაჩქარებული წესით განხილვა. აღნიშნულის აუცილებლობის
დასაბუთება ასახულია საკანონმდებლო პაკეტში შემავალ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
განმარტებითი ბარათის „ა.ვ“ ქვეპუნქტში.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რამდენადაც ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს არ მოუწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა,
ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე, კანონპროექტის
მიღებას გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გავლენის ოდენობა
დაკავშირებული იქნება მოსარჩელეთა რაოდენობასა და სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რამდენადაც ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს არ მოუწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა
(რომლის ოდენობა დამოკიდებულია სასარჩელო მოთხოვნაზე და განისაზღვრება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საპროცესო კანონმდებლობით),
ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ საქმეზე, კანონპროექტის
მიღებას დადებითი გავლენა ექნება, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ
ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ასიგნებებზე, ასევე, ცენტრალური შემსყიდველი
ორგანოს საკუთარ სახსრებზე (ვინაიდან ცენტრალური შემსყიდველი ორგანო მხოლოდ
პირველ წელს დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შემდეგ კი საკუთარი
შემოსავლებიდან). გავლენის ოდენობა დაკავშირებული იქნება მოსარჩელეთა რაოდენობასა
და სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.