„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-10
ბიუროს ნომერი 87
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის
(პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-13 მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს
პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება,
ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური,
შემოქმედებითი საქმიანობებისა ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში
საქმიანობისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის
მიერ სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ან საავიაციო სფეროს
სახელმწიფო
ან
სახელმწიფოს
განხორციელებული
წილობრივი
საქმიანობისა,
მონაწილეობით
აგრეთვე
შექმნილ
საზღვარგარეთ
საწარმოში
საერთაშორისო
ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საქმიანობისა, რომელიც ხორციელდება
საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად,
ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის
აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის საქმიანობისა).
ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის
პირისა
და
პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად
სამეცნიერო,
პედაგოგიურ,
შემოქმედებით
საქმიანობას
მხოლოდ
შესაბამისი
დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით,
მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის
საფუძველზე,
ხოლო
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ
შესაბამისი
დაწესებულების
ხელმძღვანელის
ან
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის
შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული
თანხმობების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ
გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საჯარო მოსამსახურეს არ აქვს
უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა
საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში −
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
−
საქართველოს
საპენსიო
ფონდის
მმართველობითი
ფუნქციის
საბჭოს
წევრის
შესასრულებლად
მუნიციპალიტეტში
-
ქალაქ
თანამდებობისა),
შექმნილ
თბილისის
კომისიაში
მმართველობითი/სათათბირო
(გარდა
მუნიციპალიტეტის
ქალაქ
მერთან
თბილისის
შექმნილ
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა) ან
საბჭოში (გარდა არაანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევისა) ან კერძო
სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი
ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე
თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.“.
2. მე-18 და 181 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა
რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა,
ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი მაუწყებლისა და
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოსა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში,
რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან
მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს:
ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა საჯარო სამსახურისა, მათ შორის,
საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, იმ
საწარმოსი, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო
ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილი საწარმოსი)
მხოლოდ
შესაბამისი
დაწესებულების
ხელმძღვანელის
ან
საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული
სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული
წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
ბ) ეკავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
აკადემიური თანამდებობა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ
კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის
საფუძველზე;
გ) იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილი
პირის/ორგანოს
წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
დ) ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით და
სპორტულ საქმიანობებს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ
კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით
გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
181. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო სამსახურში, მათ
შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე, საჯარო სამართლის
იურიდიული
პირის
-
საზოგადოებრივი
მაუწყებლისა
და
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსა),
სახელმწიფო
ორგანოს ან
მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებულ
არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან
მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან
ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ აქვს
უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური,
შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების
რეზერვში საქმიანობისა, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების
უფლების აღიარების კომისიაში საქმიანობისა) საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში,
რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან
მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ვრცელდება 2025 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ
სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ფიზიკური
და
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირების
მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ
მიწაზე
საკუთრების
უფლების
აღიარების
კომისიაში
უფლებამოსილების
განხორციელებისათვის კომისიის წევრებს ანაზღაურება არ მიეცემათ. ეს შეზღუდვა არ
ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად
დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებზე, რომელთა
საქმიანობა ფინანსდება დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის
გამოყოფილი
ფინანსური
რესურსებიდან,
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
აგრეთვე,
„კორუფციის
წინააღმდეგ
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
დადგენილი შეთავსების შეზღუდვა არ ითვალისწინებდა გამონაკლისად იმ პირებს,
რომლებიც საქმიანობენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში — საზოგადოებრივ
მაუწყებელში და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში,
მიუხედავად მათი საქმიანობის სპეციფიკისა.
შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონში გამონაკლისის დაზუსტება ისე, რომ იგი მოიცავდეს როგორც ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე
საკუთრების
უფლების
აღიარების
იურიდიული
პირების
—
კომისიის
საზოგადოებრივი
წევრებს,
ისე
მაუწყებლისა
საჯარო
და
სამართლის
საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს, რათა მათ შეეძლოთ
თავიანთი საქმიანობის განხორციელება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპრექტით ხდება „ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთმანეთთან შესაბამისობაში
მოყვანა აღნიშნული კომისიის წევრთა მიერ შეთავსებით მუშაობის და მათ მიერ
ანაზღაურების მიღების თვალსაზრისით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, შესაბამისობაში მოვა ორი საკანონმდებლო აქტი და ამასთანავე,
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებსა და საჯარო სამართლის
იურიდიული
პირების
—
საზოგადოებრივი
მაუწყებლისა
და
საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს მიეცემათ შესაძლებლობა
განახორციელონ შეთავსებითი სამუშაო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
2.
საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს
პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება,
ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური,
შემოქმედებითი საქმიანობებისა ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში
საქმიანობისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირის
მიერ სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ან საავიაციო სფეროს
სახელმწიფო
ან
სახელმწიფოს
განხორციელებული
წილობრივი
საქმიანობისა,
მონაწილეობით
აგრეთვე
შექმნილ
საზღვარგარეთ
საწარმოში
საერთაშორისო
ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საქმიანობისა, რომელიც ხორციელდება
საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად,
ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის
აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში − საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის საქმიანობისა).
ამასთანავე, საჯარო მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის
პირისა
და
პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს, ახორციელებდეს ანაზღაურებად
სამეცნიერო,
პედაგოგიურ,
შემოქმედებით
საქმიანობას
მხოლოდ
შესაბამისი
დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით,
მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის
საფუძველზე,
ხოლო
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება მას შეუძლია მხოლოდ
შესაბამისი
დაწესებულების
ხელმძღვანელის
ან
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის
შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული
თანხმობების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება 10 დღის ვადაში და ამ
გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საჯარო მოსამსახურეს არ აქვს
უფლება, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა
საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში −
საჯარო
სამართლის
მმართველობითი
ფუნქციის
იურიდიული
საბჭოს
წევრის
შესასრულებლად
მუნიციპალიტეტში
-
ქალაქ
პირის
−
საქართველოს
თანამდებობისა),
შექმნილ
თბილისის
კომისიაში
საპენსიო
ფონდის
მმართველობითი/სათათბირო
(გარდა
მუნიციპალიტეტის
ქალაქ
მერთან
თბილისის
შექმნილ
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა) ან
საბჭოში (გარდა არაანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელების შემთხვევისა) ან კერძო
სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი
ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე
თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.
2. მე-18 და 181 პუნქტები ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
18. საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა
რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა,
ასევე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი მაუწყებლისა და
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოსა), სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში,
რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან
მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს:
ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა საჯარო სამსახურისა, მათ შორის,
საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, იმ
საწარმოსი, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო
ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილი საწარმოსი)
მხოლოდ
შესაბამისი
დაწესებულების
ხელმძღვანელის
ან
საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული
სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული
წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
ბ) ეკავოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
აკადემიური თანამდებობა მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ
კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის
საფუძველზე;
გ) იღებდეს სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილი
პირის/ორგანოს
წერილობითი თანხმობის საფუძველზე;
დ) ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით და
სპორტულ საქმიანობებს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ
კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით
გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
181. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საჯარო სამსახურში, მათ
შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა რელიგიური და წევრობაზე
დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე, საჯარო სამართლის
იურიდიული
პირის
-
საზოგადოებრივი
მაუწყებლისა
და
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსა),
სახელმწიფო
ორგანოს ან
მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებულ
არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან
მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან
ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს არ აქვს
უფლება, ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური,
შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების
რეზერვში საქმიანობისა, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების
უფლების აღიარების კომისიაში საქმიანობისა) საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში,
რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან
მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან ეს უკანასკნელი მისი
მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი
ვადის დადგენას.
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუმცა ვრცელდება 2025 წლის 1
ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული
შეზღუდვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად
დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებზე სწორედ 2025
წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა, თუმცა კომისიის საქმიანობა, მათი ფუნქციების და
მოვალეობების გათვალისწინებით (ამასთან განსახილველი საკითხების
ინტერესებიდან გამომდინარე) არ შეჩერებულა და უწყვეტად მიმდინარეობს.
საჯარო
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მიზანშეწონილია, კანონპროექტი განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი
ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან
არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის
წევრებსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების — საზოგადოებრივი მაუწყებლისა
და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს
დროულად მიეცეთ შეთავსებითი სამუშაოს შესაძლებლობა.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღების
შემთხვევაში,
განკუთვნილი
თანხები
დაფინანსდება
კომისიის
წევრთა
ანაზღაურებისათვის
დელეგირებული
უფლებამოსილების
განხორციელებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსებიდან, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ოდენობითა და წესით (ისევე
როგორც ეს პროცესი 2025 წლის 1 ნოემბრამდე ხორციელდებოდა).
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა
შესაძლოა
გავლენა
მოახდინოს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ან/და
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე
საკუთრების
უფლების
აღიარების
კომისიის
წევრებსა
და
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეთავსებით
შეასრულონ
ანაზღაურებადი
საქმიანობა.
შესაბამისად,
მათ
მიერ
მიღებული
შემოსავლებზე გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო
გადასახადის გადახდის ვალდებულება, რაც აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის ან/და
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილში.
გავლენის ოდენობა დამოკიდებულია იმ პირთა რაოდენობაზე და მათ მიერ მიღებული
ანაზღაურების მოცულობაზე, რომლებიც შეთავსებით განახორციელებენ საქმიანობას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებზე,
რომელთა საქმიანობა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ფინანსდებოდა დელეგირებული
უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსებიდან,
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ოდენობითა და
წესით, დადგენილი იყო რომ სრული ხარჯი წლიურად კომისიის წევრებისათვის
შეადგენდა არაუმეტეს 160 800 ლარს (კომისიის მაქსიმუმ 11 წევრის შემთხვევაში).
გავლენის
ოდენობა
დამოკიდებულია
კომისიის
წევრთა
რაოდენობასა
და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მათთვის გამოყოფილი თანხების მოცულობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღებას ექნება დადებითი ფინანსური გავლენა როგორც ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მერთან არსებული კომისიის წევრებზე, ისე საჯარო სამართლის
იურიდიული პირების - საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებზე, რომელთაც მიეცემათ შეთავსებით
საქმიანობის შესაძლებლობა.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის,
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ
ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა
უფლებებს.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით ქალისა და
მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორის ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი,
ლევან მაჭავარიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი,
ლევან მაჭავარიანი.