„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (189/2-XIმპ; 10/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-3 მუხლს დაემატოს
შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში
შექმნილი პროდუქციის რეალიზება, აგრეთვე, ამ მუხლის 21 პუნქტის „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონის პროექტით, ცვლილება შედის „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შესახებ“ საქართველოს კანონში.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 21
პუნქტის შესაბამისად,
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;
ბ) საგამომცემლო საქმიანობა;
გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი
პროდუქციის რეალიზება;
დ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი
პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;
ე) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით)
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ვ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი
წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით
სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად,
სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის,
სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია/ანაზღაურებადი მომსახურების
გაწევა, აგრეთვე, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური
სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც
ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის და სწავლების ხარისხზე
უარყოფითად არ მოქმედებს. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო
დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ არსებული ან/და საკუთარი შემოსავლების
გამოყენებით შეძენილი რესურსებით აწარმოონ პროდუქცია, მოახდინონ მათი
რეალიზაცია ან/და განახორციელონ მომსახურება, პრაქტიკულად ეს პოტენციალი მათ
მიერ გამოუყენებელია.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 21
პუნქტის ჩანაწერი დათქმას აკეთებს მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებზე, შესაბამისად იმისათვის, რომ მოხდეს „პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების რეალიზება
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მიზანშეწონილია „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლთან და „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლს დაემატოს
ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების უფლებამოსილება განახორციელონ შესაბამისი საგანმანათლებლო
საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება, დამხმარე ხასიათის
სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში
და შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი
წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით
სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მსგავსად, სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით
დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იყოს განახორციელოს შესაბამისი
საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება, აგრეთვე,
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 21
პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა. ამისათვის
აუცილებელია, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონში განხორციელდეს პროექტით გათვალისწინებული ცვლილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის მიღებით, სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო
დაწესებულება, უფლებამოსილი იქნება განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო
საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება, აგრეთვე, „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 21 პუნქტის „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-3 მუხლს ემატება შემდეგი რედაქციის 22 პუნქტი:
„22. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში
შექმნილი პროდუქციის რეალიზება, აგრეთვე, ამ მუხლის 21 პუნქტის „ე“ და „ვ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა.“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონის მიღებით, სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო
დაწესებულებები უფლებამოსილი გახდებიან განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა.
მიმდინარე პერიოდში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს სისტემის ქვეშ დაფუძნებულია 27 პროფესიული კოლეჯი, მათ შორის 22
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე.
შესაძლებელია,
რომ
აღნიშნული
ცვლილების
შედეგად,
საგანმანათლებლო
დაწესებულებებს გაეზარდოთ შემოსავლები და წლიურად გადააჭარბოს 1 მილიონ ლარს.
თუმცა, „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის
მიხედვით, რომელიც მითითებას აკეთებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტზე, საგანმანათლებლო
დაწესებულებები
თავისუფლდებიან
ვალდებულებისაგან
საქართველოს
კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართოს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება გავლენას არ
მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად,
სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის,
სასწავლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია/ანაზღაურებადი მომსახურების
გაწევა, აგრეთვე, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური
სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც
ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო არ არის და სწავლების ხარისხზე
უარყოფითად არ მოქმედებს.
პროფესიული
განათლების
სპეციფიკიდან
გამომდინარე,
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ყოველწლიურად იქმნება გარკვეული რაოდენობის პროდუქცია,
რომლის რეალიზების სრულად ჩამოყალიბებული მექანიზმები სისტემაში ამ დრომდე არ
არსებობს. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს
შესაძლებლობა აქვთ არსებული ან/და საკუთარი შემოსავლების გამოყენებით შეძენილი
რესურსებით აწარმოონ პროდუქცია, მოახდინონ მათი რეალიზაცია ან/და განახორციელონ
მომსახურება, პრაქტიკულად ეს პოტენციალი მათ მიერ გამოუყენებელია.
საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებით შემოსავლის მომტან აქტივობებს აქვს
მნიშვნელოვანი დადებითი მხარეები, ესენია:
დამატებითი შემოსავლების ხარჯზე საგანმანათლებლო დაწესებულებები
შეამცირებენ დაფინანსების საჭიროებას;
საგანმანათლებლო დაწესებულებებს უჩნდებათ დამატებითი რესურსი
ინსტიტუციური განვითარებისათვის;
ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალა (პროფესიული
სტუდენტების
სახით)
სამუშაო
ბაზარზე
ირიბად
შესვლას
ახორციელებს
კურსის/პროგრამის სრულ დამთავრებამდე. აღნიშნული პოზიტიურ გავლენას მოახდენს
პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე და მისი მოთხოვნადობის გაზრდაზე;
ეკონომიკური საქმიანობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
კერძო სამეწარმეო კულტურის განვითარებას;
ეკონომიკური საქმიანობა არის სასწავლო პროცესის შემავსებელი ნაწილი და
დამატებით უზრუნველყოფს მასში ჩართულ კურსდამთავრებულთა მომზადების ზრდას;
სასწავლო პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციის შედეგად მიღებული
შემოსავალი განაპირობებს საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსურ მდგრადობას და
ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების მიზნების განხორციელებას
სხვადასხვა მიმართულებით: მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება-განახლებას,
პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების უცხოეთში
სტაჟირებაზე გაშვებას, პრეზენტაციებისა და გამოფენების მოწყობას, PR აქტივობებს და ა.შ.
სასწავლო
პროცესში
წარმოებული
პროდუქციის/მომსახურების
რეალიზაცია
საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს, ერთის მხრივ, ჯანსაღი
კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, მეორეს მხრივ, გაამყარონ თანამშრომლობითი
ურთიერთობები. ასევე, ხელი შეეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და
პროფესიული სტუდენტების ურთიერთობის გამყარებას პარტნიორ-ორგანიზაციებთან და
დამსაქმებლებთან, მათ შორის კლიენტებთან. ასევე, მსგავს აქტივობებში ჩართვა ხელს
შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობადობას, იმიჯის ამაღლებასა და
კონტიგენტის მოზიდვას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, ვინაიდან, შესაძლებელი გახდება დამატებითი შემოსავლების ხარჯზე
საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეამცირონ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილი. დღეს პროფესიული განათლების დაფინანსების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს
ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესის წარმართვისთვის,
ასევე, კოლეჯები სარგებლობენ პროგრამული ბიუჯეტით. შესაბამისად, აღნიშნული
ცვლილების შემდგომ დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა განხორციელებული
სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მიმართონ სასწავლო პროცესის
ხარისხის გაუმჯობესების მიზნებისათვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღნიშნული ცვლილება პოზიტიურ გავლენას მოახდენს მესამე პირებზე. წარმოებული
პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციის პროცესში პროფესიული სტუდენტები
განივითარებენ სამეწარმეო და შრომით უნარ-ჩვევებს, რაც კურსდამთავრებულთა
დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებელს რეალურად გაზრდის. საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და პროფესიული სტუდენტების მონაწილეობა მცირე მეწარმეობის
განვითარებაში, გაზრდის ნდობას შრომის ბაზარზე პროფესიული სტუდენტების მიმართ,
რაც ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტების კონკურენტუნარიანობის და
მოტივაციის ამაღლებას. ასევე, პოზიტიურად აისახება ზოგადად შრომის ბაზარზე და
გაიზრდება სამუშაო ადგილების ზრდის ტენდენცია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.