სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 30
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
თარიღი
10 ნოემბერი 2025 13:00
2025 წლის 10 ნოემბერი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა;
მომხსენებელი: ელენე ღუბიანური - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი;
2. მოხსენება - გეოდინამიკური პროცესებისა და მიმდინარე გამოწვევების შესახებ;
მომხსენებელი: ელენე ღუბიანური - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომის ოქმი N30
2025 წლის 10 ნოემბერი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ვარლამ
ლიპარტელიანი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ხახუბია, გოდერძი
ჩანქსელიანი, ალექსანდრე დალაქიშვილი, გიორგი ჭყონია, ზაურ დარგალი, ვლადიმერ
ბოჟაძე, დავით დოლიძე, ვიკა ფილფანი.
აპარატის თანამშრომლები: კომიტეტის აპარატის უფროსი - ნათია შამათავა, მთავარი
სპეციალისტი - ნანა გოგიტიძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე - მარიამ ბლიაძე,
კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტები: ანა ბერიძე, მანანა მოსიძე, ფიქრია
რობაქიძე, ანი სისორდია, ელისო შანავა და კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი ხათუნა მუკბანიანი.
დღის წესრიგი
1. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის
მოსმენა.
მომხსენებელი: ელენე ღუბიანური - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი.
2. მოხსენება - გეოდინამიკური პროცესებისა და მიმდინარე გამოწვევების შესახებ.
მომხსენებელი: ელენე ღუბიანური - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი.
I საკითხი
მოისმინეს:
მაია ბითაძის ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის თაობაზე. სიტყვა
მოხსენებისთვის გადაეცა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს ელენე
ღუბიანურს.
მოისმინეს:
ელენე ღუბიანურის ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის
საქმიანობის შესახებ ანგარიშზე. აღინიშნა, რომ 2025 წელს საკმაოდ
მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა გარემოს ეროვნული
სააგენტოს სტრუქტურაში, ისევე როგორც ფუნქციებში, კერძოდ, სააგენტოს
დაემატა მთელი რიგი პოლიტიკის მიმართულებების აღსრულების ნაწილი.
სწორედ
აღნიშნულიდან
გამომდინარე
შეიქმნა
ისეთი
ახალი
დეპარტამენტები,
როგორიცაა:
მეტეოროლოგიის
დეპარტამენტი,
ჰიდროლოგიის
დეპარტამენტი
და
ჰიდრომეტეოროლოგიური
სადამკვირვებლო და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
დეპარტამენტი, ასევე, ახალი სამმართველო - გეოლოგიური პროცესების
თანამედროვე
ტექნოლოგიებით
კვლევის
სამმართველო,
სადაც
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად კიდევ უფრო
გაძლიერდა სადამკვირვებლო ქსელი და მიღებული მონაცემები
ინტეგრირდა ერთიან ბაზაში. ამასთან, სამინისტრომ სააგენტოს გადასცა
ავტომობილების გაფრქვევების სტანდარტებთან შესაბამისობის დასკვნების
მომზადების, ისევე, როგორც „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა
და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციით
(CITES) განსაზღვრული სახეობებით ვაჭრობის, ექსპორტისა და
იმპორტისთვის ნებართვის გაცემის ფუნქცია.
მომხსენებლის ინფორმაციით, სააგენტოში ასევე დაიწყო აქტიური მუშაობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად,
გარემოსდაცვით
სფეროში
არსებული
ავტორიზაციის
გაცემის
მიმართულებით „ერთი სარკმლის პრინციპის“ დანერგვისთვის, კერძოდ,
შეიქმნება ელექტრონული პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს
გარემოსდაცვითი
სერვისების
ერთიან
ციფრულ
პლატფორმაში
ინტეგრირებას, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ერთ სივრცეში,
სწრაფად და მოქნილად მიიღონ საჭირო მომსახურება.
ამას გარდა, ხაზი გაესვა, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და
„სამრეწველო
ემისიების
შესახებ“
კანონებიდან
გამომდინარე
ვალდებულებების შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებებს, კერძოდ,
2026 წლისთვის სააგენტოში შეიქმნება წყლის რესურსების მართვის
დეპარტამენტი, ისევე როგორც, სამრეწველო ემისიების დეპარტამენტი.
ამავდროულად, შეიქმნება
წყლით სარგებლობის ნებართვების
სამმართველო,
რომელიც
უზრუნველყოფს
ზედაპირული
წლის
ობიექტებიდან წყალაღებისა და წყალჩაშვების ნებართვების გაცემას.
დასაქმებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ჯამში
საშტატო და შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 2024 წელს
შეადგენდა 436 ადამიანს, ხოლო 2025 წელს სამინისტროს მიერ
განხორციელებული რეფორმებისა და გარკვეული კადრების გადმოყვანის
საფუძველზე, ისევე როგორც, ახალი რესურსის მობილიზების ფონზე,
შეადგენს 469 ადამიანს. ამავდროულად, აღინიშნა რომ სახელმწიფო
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში სააგენტომ აიყვანა 28 სტაჟიორი, თუმცა
მაინც დიდ გამოწვევას წარმოადგენს დეფიციტურ პროფესიებში ახალი
კადრების მოზიდვა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა, რომელიც
სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს.
აგრეთვე, აღინიშნა, რომ მთავრობის 502-ე დადგენილებით განსაზღვრულ
სააგენტოს ფასიან მომსახურებებში შევიდა რიგი ცვლილებები, კერძოდ,
დაემატა ახალი ფუნქციები და მოხდა ფასების გადახედვა. ახალ ფუნქციებს
შორისაა, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი
სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავი მექანიკური
საშუალებებიდან
გაფრქვევის
გამონაბოლქვის
ევროკავშირის
კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების
საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ ტექნიკურ
რეგლამენტთან შესაბამისობის დასკვნის გაცემის მომსახურება.
ამას გარდა, მომხსენებლის ინფორმაციით გამოიკვეთა თანამედროვე
ფუნქციური
მაღალტექნოლოგიურად
აღჭურვილი ლაბორატორიის
ქუთაისში გახსნის საჭიროება, სადაც ფუნქციონირებს გარემოს ეროვნული
სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლობა. ხაზი გაესვა, რეგიონული
წარმომადგენლობის განვითარებისა და გაძლიერების მნიშვნელობას, რათა
მოხდეს მყისიერი რეაგირება მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტების
მხრიდან დაფიქსირებულ მოთხოვნებზე. აგრეთვე, აღინიშნა, რომ იგეგმება
რეგიონული ოფისის მშენებლობა ქალაქ გურჯაანში.
პრეზენტაციის ფარგლებში, მომხსენებელმა ასევე ისაუბრა უცხოელი
დონორების წამყვანი მეტეოროლოგიური ინსტიტუტების როლზეც, მათ
შორის, ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის როლზე, რომლის
დახმარებითაც
მიმდინარეობს
აქტიური
მუშაობა
თანამედროვე
ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ადრეული გაფრთხილების
სისტემებთან მიმართებაში. საფრთხეების მონიტორინგთან დაკავშირებით
კი, აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებობს მსოფლიო მეტეოროლოგიური
სტანდარტების შესაბამისი 256 ჰიდრო მეტეოროლოგიური სადგური და
იგეგმება კიდევ 50 ასეთი სადგურის დაყენება წლის ბოლომდე.
აღინიშნა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი რეფორმა არის საინფორმაციო და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც ფინელების
მხარდაჭერით ხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
ადრეული გაფრთხილების სისტემის განვითარებას. ამავდროულად,
მიმდინარეობს მობილური აპლიკაციის დანერგვა, რომელიც საქართველოს
მოსახლეობას
მისცემს
შესაძლებლობას,
მიიღოს
ინფორმაცია
მოსალოდნელი ატმოსფერული მოვლენისა თუ სტიქიის შესახებ
თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, სააგენტოში
მიმდინარეობს მნიშვნელოვანი კვლევა წამყვანი შვეიცარული კომპანიის,
დახმარებით, რომლის მიზანია
გამოვლენილ ცხელ წერტილებზე
მოსალოდნელი მყინვარული ბუნებრივი საფრთხეების შერბილების
ღონისძიებების განხორციელება. ამავდროულად, სააგენტო ახორციელებს
მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს
როგორც ფიზიკურ-ქიმიურ, ასევე ბიოლოგიურ მონიტორინგსაც, იმისთვის,
რომ დროულად მოხდეს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონით
გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად და ეფექტურად
შესრულება. ასევე, ხაზი გაესვა, შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევას,
კერძოდ, სააგენტოს წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი
ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს, 14 წერტილში მუდმივ დაკვირვებასა
და წყლის პარამეტრების განსაზღვრას, ისევე როგორც, სარეწაო სახეობებისა
და ქვოტების განსაზღვრას.
მომხსენებლის
ინფორმაციით,
სააგენტო
ასევე
ახორციელებს
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს. დღესდღეობით ქვეყანაში
არსებობს 15 ავტომატური და სამი მოძრავი სადგური, მომავალ წელს კი
დაგეგმილია დამატებით 10 სადგურის განთავსება, რაც შესაძლებელს
გახდის მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემების
მუდმივ რეჟიმში მიღებას. ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ინფორმაცია
ხელმისაწვდომია air.gov.ge-ზე და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს
შეუძლია 24 საათიან რეჟიმში გაეცნოს საათობრივ მონაცემებს
პრეზენტაციის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო „გარემოსდაცვითი
შეფასების კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე
სიახლეებს, კერძოდ, დადგინდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების
გაცემის ახალი ვადა და შემოღებულ იქნა გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღების შესაძლებლობა.
მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
დამტკიცდა
საზღვაო
წყლებში
აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების მართვის გეგმები, როგორც
თევზის, ასევე მოლუსკების ზონებისათვის. აღნიშნულის თაობაზე კი,
მაქსიმალურად გამარტივებულად მიეწოდა ინფორმაცია მეწარმეებს, რათა
უზრუნველყონ შესაბამისი ნებართვების აღება. ასევე, დაიწყო მუშაობა
საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან
დაახლოების, თევზჭერის სერთიფიკატის გაცემის ახალი სისტემის
დანერგვისა CATCH) და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების
შემუშავების მიმართულებით.
ამავდროულად, აღინიშნა, რომ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი
სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და მონიტორინგის ცენტრთან და ასევე,
შეთანხმებულია მეორე - ხრამი-დებედას მემორანდუმის გაფორმებაც, ასევე,
მიმდინარეობს
მუშაობა
თანამშრომლობის
მემორანდუმების
გასაფორმებლად ავსტრიასა, თურქეთსა და ყაზახეთთან.
აზრი გამოთქვა:
მაია ბითაძემ: გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრებული ახალი
ფუნქცია-მოვალეობები ნამდვილად აერთიანებს იმ მიმართულებებს, რასაც
გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმები ჰქვია. მან წარმატება უსურვა
სააგენტოს უფროსს, სააგენტოს მთელ გუნდთან ერთად, რამდენადაც
ძალიან დიდია იმ სამუშაოს მასშტაბი, რასაც სააგენტო ახორციელებს იმის
პარალელურად, რომ სააგენტოს უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს კვლევები,
დაგეგმვა და მონიტორინგი, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან
დოკუმენტებზე მუშაობა, როგორიცაა საფრთხეების რუქები. როგორც ვიცით,
ასეთი რუქები უკვე არსებობს დედაქალაქისთვის, რამაც ბოლო წლების
განმავლობაში ეფექტიანი გახადა ინფორმაციის მოპოვება დედაქალაქში
არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც თავისთავად ბუნებრივია,
გულისხმობს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისა თუ სივრცითი
მოწყობის დოკუმენტების შედგენისას, დაინტერესებული მხარეები მეტად
ინფორმირებულნი არიან. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ ძალიან მალე
საქართველო მთლიანად დაიფარება ამგვარი რუქებით. შეკითხვა კი
შეეხებოდა აღნიშნული რუქების მომზადების ვადებსა და დაჩქარებული
მომსახურეობის
შემოღების
მიმართვიანობის სიხშირეს.
შემდგომ,
ასეთ
მომსახურეობაზე
ჰაერის ხარისხის მართვის საკითხთან დაკავშირებთ კი აღინიშნა, რომ
სამინისტრომ ნამდვილად ნულიდან დაიწყო ჰაერის მონიტორინგის ქსელის
შექმნა. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია აღნიშნული ერთიანი ქსელის შეკვრა,
ხოლო მეორე მხრივ, მონიტორინგის შედეგების ავტორიზაციის
დოკუმენტებში ასახვა. შეკითხვა შეეხებოდა სააგენტოს ხედვას აღნიშნული
შედეგების მიხედვით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე.
ასევე, ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია ემატება სააგენტოს, „წყლის
რესურსების მართვისა“ და „სამრეწველო ემისიების“ შესახებ კანონებიდან
გამომდინარე,
შესაბამისად,
საინტერესოა,
ამ
კუთხით
როგორ
მიმდინარეობს მზადება და როგორი იქნება ახალი დეპარტამენტების
ჩართულობა უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე,
სააგენტოში დაბრუნდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის
დროს საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის კომპონენტი,
თუმცა, საერთაშორისო პლატფორმებზე კვლავაც განათლებისა და
ინფორმაციის ცენტრი წარმოადგენს ქვეყანას და შესაბამისად, ამ კუთხით
ხომ არ არის დაგეგმილი რაიმე სახის ცვლილებები.
კითხვა დასვა:
ვლადიმერ ბოჟაძემ:
მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო
ანგარიშისთვის. შეკითხვა შეეხებოდა რეგიონში მოქმედ სააგენტოს
წარმომადგენლობებს, განსაკუთრებით კი ექსპერტების ადგილზე
მობილიზების საკითხს: რამდენად არსებობს რესურსები იმისათვის, რომ
რეგიონულ წარმომადგენლობებშიც იყვნენ სათანადო რაოდენობის
სპეციალისტები, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პრობლემის
დაფიქსირებისას, დროულად მოხდეს რეაგირება?
მოისმინეს:
ელენე ღუბიაურის ინფორმაცია:
როგორც მოგეხსენებათ, საფრთხის
რუქების მომზადების პროცესი, დონორების დახმარებით, ძალიან
აქტიურად მიმდინარეობს, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში თითქმის უკვე
დასრულებულია აღნიშნული პროცესი. მართალია პროექტი 2027 წლამდეა
გაწერილი, თუმცა ორ-სამ წლიან ჭრილში ძირითადი მონახაზი მზად იქნება.
ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განისაზღვროს
პასუხისმგებელი უწყებების კომპეტენციები, რომ კონკრეტული საფრთხის
დადგომის შემთხვევაში თითოეულმა უწყებამ სწრაფი და ეფექტური
რეაგირება მოახდინოს. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული
სააგენტოს ფუნქციას ძირითადად აღნიშნული საფრთხის იდენტიფიცირება
და რეკომენდაციის გაწევა წარმოადგენს, სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას,
გააგრძელოს კოორდინირებული მუშაობა სხვა სახელმწიფო უწყებებთან,
მათ შორის, ახალი პასუხისმგებლობების აღების მიმართულებით.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ უკვე მომზადებულია თბილისის
ზონირების რუქა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს,
თუ რომელია აქტიური მეწყერული უბანი, მაღალი გეოდინამიკური
პროცესი, თუ საშუალო და მცირე რისკის ზონა. ასევე, აქტიურად
გრძელდება მუშაობა რეგიონების ზონირების რუქებზე, რაც საბოლოო
ჯამში,
მნიშვნელოვნად
შეუწყობს
ხელს
რეგიონების
სწორ
ინფრასტრუქტურულ
განვითარებას.
ამას
გარდა,
სააგენტო
ყოველწლიურად ამზადებს გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც მოცემულია
მთელი საქართველოს მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკის ზონები.
აღნიშნული ბიულეტენი იგზავნება ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგ კი
ტარდება სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული შეკითხვის თაობაზე აღინიშნა, რომ
სააგენტოს მიერ გაზიარებული იქნა კვლევის შედეგები გარემოზე
ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის, რომელიც ძალიან აქტიურად
არის ჩართული ამა თუ იმ ობიექტის ჰაერის დაბინძურების მიმართულებით
ინსპექტირებაში. თბილისშიც რამდენიმე დატვირთულ უბანში შეიმჩნევა
გადაჭარბება, თუმცა ძირითადად ეს არის უბნები, სადაც სატრანსპორტო
მოძრაობა არის ძალიან აქტიური. შესაბამისად, სააგენტო მიზანშეწონილად
მიიჩნევს, მუნიციპალურ დონეზე
სატრანსპორტო პოლიტიკის
დარეგულირებას, ისევე როგორც, მშენებლობის ნებართვის გაცემის
პროცესში გამწვანების მიმართულებით ახალი მავალდებულებელი
ნორმების შემოღებას.
მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია აქტიური მუშაობა,
როგორც „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის აღსრულებასთან,
ისე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის ამოქმედებასთან
დაკავშირებით. კერძოდ, 2026 წლის იანვრიდან სააგენტო გეგმავს ახალი
დეპარტამენტების შექმნას და ადამიანური რესურსის მობილიზებას. ასევე
აღინიშნა, რომ პროფესიონალი კადრების მოზიდვა მნიშვნელოვან
გამოწვევას წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, სააგენტო აქტიურად
თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან,
შესაბამისი პროფესიების განვითარების მიზნით.
პარალელურად,
დაწყებულია მუშაობა ზემოხსენებული კანონებით გათვალისწინებულ
კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზეც.
განათლების ცენტრის ფუნქციებთან დაკავშირებით კი აღინიშნა, რომ ერთერთი ფუნქცია, კერძოდ, გარემოსდაცვითი ნებართვების გაცემის პროცესში
საჯარო განხილვების ჩატარების ფუნქცია სამინისტროდან გადავიდა
სააგენტოში. ცვლილებებამდე, აღნიშნულ ფუნქციას ასრულებდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ცვლილების
შედეგად კი, პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვრა გარემოს ეროვნული
სააგენტო. შესაბამისად, ორჰუსის კონვენციის მხარეც გახდა სააგენტო,
ამდენად, მიზანშეწონილია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის გაგრძელება.
II საკითხი
მოისმინეს:
ელენე ღუბიანურის ინფორმაცია გეოდინამიკური პროცესებისა და
მიმდინარე გამოწვევების შესახებ. აღინიშნა, რომ საკმაოდ გააქტიურებულია
გეოდინამიკური პროცესები. კერძოდ, თუკი ადრე შესაძლებელი იყო
მეწყერულ-გრავიტაციული პროცესების წარმოქმნის და განვითარების
პროგნოზირება 3, 5, 8 და 11 წლიან პერიოდისათვის, ახლა ეს პერიოდი
მნიშვნელოვნად არის შემცირებული. საუბარი შეეხო ხარაგაულში
მიმდინარე პროცესსაც, რომლის სერიოზულობიდან გამომდინარეც
გეოლოგების ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ ადგილზე,
ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად. სწორედ მათი დამსახურებითა და
საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის შედეგად, პროცესი მშვიდობით
დამთავრდა. ამასთანავე, ხაზი გაესვა, სააგენტოს ინიციატივას,
მუნიციპალიტეტების
დონეზე
დარგობრივი
სპეციალისტების
დასაქმებასთან დაკავშირებით, რათა საჭიროების შემთხვევაში მყისიერად
მოხდეს რეაგირება. აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეფასდა
მუნიციპალიტეტების მხრიდან, მაგრამ სირთულეს წარმოადგენს
პროფესიონალი კადრების მოძიება და მათი დაფინანსების წყაროს
განსაზღვრა.
კითხვა დასვა:
ვიკა ფილფანმა: ქ. რუსთავში, მიმდინარე წლის სექტემბერში, ჩეხური
ორგანიზაციის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელიც ქალაქში ჰაერში მძიმე
ლითონების საშიშ დონეზე მიუთითებდა. შეკითხვა კი სწორედ აღნიშნული
კვლევის საფუძველზე სააგენტოს მიერ დადგენილ ღონისძიებებსა თუ
განსახორციელებელ ქმედებებს შეეხებოდა. ასევე, შეკითხვა დაისვა
გამაფრთხილებელ სისტემებთან დაკავშირებით: თქვენთვის ცნობილია
რაჭაში, შოვში, 2023 წელს მომხდარი ტრაგედია. ამავე წელს საფრთხე
დადგენილი იქნა დევდორაკის მყინვარსა და ჭალაათის მყინვარზე.
ნამდვილად მისასალმებელია თქვენს მიერ გაჟღერებული პროექტები,
თუმცა დამატებით რომ გაგვიზიაროთ ინფორმაცია ამ მყინვარებზე
გატარებული ღონისძიებებისა და იქ არსებული მდგომარეობის თაობაზე.
აზრი გამოთქვა: მაია ბითაძემ: ხაზი გაუსვა სამინისტროს მიერ ბოლო წლების განმავლობაში
განხორციელებული საქმიანობის მნიშვნელობას, რამდენადაც სამინსიტროს
უწევდა არა მხოლოდ კონკრეტულ მოვლენებზე რეაგირება, არამედ ახალი
სისტემების შექმნა, მათ შორის, ისეთებისა, როგორებიცაა ადრეული
გაფრთხილების სისტემა და სასიგნალო სისტემა. ასევე, აღინიშნა, რომ ჩვენს
ქვეყანაში განხორციელებული პარალელური დათვლები და შეფასებები,
მათ შორის, ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით, არარეალისტურია, ხოლო ის
სისტემა, რომელზეც ქალბატონმა ელენემ ისაუბრა, არის დარგის
სპეციალისტების მიერ შექმნილი სისტემა.
ქ. რუსთავთან დაკავშირებით კი აღინიშნა, რომ კომიტეტი ძალიან
აქტიურად მუშაობას ქ. რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების
მიმართულებით, მიღებულ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც
პრაქტიკულად აიძულა ყველა საწარმო, რომ ეტაპობრივად დაეწყოთ
ფილტრების გამოცვლა, ისვე როგორც, დაეყენებინათ თვითმონიტორინგის
სისტემები. თუმცა აღსანიშნია ისიც, რომ ზოგიერთ საწარმოში საწარმოო
ციკლის სიძველიდან გამომდინარე, შეუძლებელიც კი იყო ასეთი
სისტემების შექმნა, შესაბამისად, მათ მოუწიათ არა მხოლოდ ფილტრების,
არამედ მთლიანი ტექნოლოგიური ციკლის გამოცვლა, რაც საკმაოდ
რთული აღმოჩნდა, ფინანსური და ეკონომიკური ფაქტორებიდან
გამომდინარე.
მოისმინეს:
ელენე ღუბიაურის ინფორმაცია: ჩეხეთის კვლევასთან დაკავშირებით
აღინიშნა, რომ ძირეულად იქნა შესწავლილი აღნიშნული კვლევის
მეთოდოლოგია და დადგინდა რომ ეს მეთოდოლოგია დადარებადიც კი არ
არის იმ მეთოდოლოგიასთან და იმ პრინციპებთან, რის საფუძველზეც
სააგენტო
ახორციელებს
ატმოსფერული
ჰაერის
დაბინძურების
მონიტორინგს. კერძოდ, ჩეხური კვლევის ფარგლებში, ჰაერის ხარისხის
მონიტორინგი მართალია ხორციელდებოდა ევროკავშირის ჰაერისა და
გარემოს დაცვის შესაბამის დირექტივებზე დაყრდნობით, მაგრამ
ერთჯერადი ანუ პერიოდული ნიმუშების აღებით, მაშინ, როდესაც გარემოს
ეროვნული სააგენტო 24 საათიანი დაკვირვების რეჟიმში, მრავლობით
წერტილში ახორციელებს მონიტორინგს. ამდენად, ერთჯერადად,
კონკრეტულ დაბინძურებულ წერტილში აღებული მონაცემი ვერ იქნება
დადარებული მუდმივი და მრავალწერტილოვანი მონიტორინგის
შედეგებსა და დაკვირვებასთან, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო
ახორციელებს. რაც შეეხება, სანდოობას, გარემოს ეროვნული სააგენტოს
მიერ გამოყენებული მეთოდოლოგია უპირატესია იმდენად, რამდენადაც,
სრულად ეფუძნება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნებს
და გამყარებულია საქართველოს კანონმდებლობით.
ადრეული გაფრთხილების სისტემასთან დაკავშირებით კი აღინიშნა, რომ ის
სრულიად გასხვავდება განგაშის სასიგნალო სისტემისაგან. სწორად
აღინიშნა, რომ დევდორაკზე მოწყობილია განგაშის სისტემა, რომელიც
კონკრეტული სიგნალის მიღების შემდგომ, აძლევს საშუალებას შესაბამის
მხარეებს, რომ პროტოკოლის მიხედვით, დროულად მოახდინონ შესაბამისი
რეაგირება. შესაბამისად, განგაშის სისტემის მოწყობა ყველა ცხელ
წერტილზე არათუ მიზანშეწონილი, არამედ გაუმართლებელიც კია.
ამჟამად მიმდინარეობს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რისკის ზონებისა
და ცხელი წერტილების კვლევა შვეიცარიის დახმარებით, რომელი კვლევის
ფარგლებშიც ერთ-ერთი განხილვის საგანი გახლდათ ის, თუ რამდენად
მიზანშეწონილი იქნებოდა დევდორაკის მსგავსი სისტემის მოწყობა ყველა
იმ წერტილზე, სადაც არსებობს მომატებული საფრთხე. შესაბამისი
სიმულაციებიც კი გაკეთდა კონკრეტულ ადგილებზე განგაშის სისტემის
მუშაობის ეფექტიანობის შესაფასებლად და დადგინდა, რომ ზოგიერთ
შემთხვევაში არასწორ ადგილას სიგნალმა შეიძლება კიდევ უფრო
სავალალო შედეგი მოგვცეს, ვიდრე ამ სისტემის არარსებობამ. შესაბამისად,
მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა მიენდოს დარგის
სპეციალისტებს და
საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით
იდენტიფიცირებულ იქნას ამა თუ იმ ცხელ წერტილზე გაფრთხილებისა თუ
განგაშის სისტემის მოწყობის ან რაიმე სხვა შემარბილებელი ღონისძიებების
განხორციელების მიზანშეწონილობა.
შოვის ტრაგედიას რაც შეეხება, ხელისუფლება კვლავაც ინტენსიურ რეჟიმში
აგრძელებს
მუშაობას
მოსალოდნელი
საფრთხის
დროული
იდენტიფიცირებისა და დროული რეაგირების განხორცილების მიზნით.
თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერული და ყველა
შესაბამისი კვლევის თანახმად დადასტურებულია, რომ შოვის ტრაგედიის
პროგნოზირება შეუძლებელი იყო, იმდენად, რამდენადაც სხვადასხვა
ბუნებრივი საფრთხე და მოვლენა ისე დაემთხვა ერთმანეთს, რომ სიგნალი
რომც ყოფილიყო, შეიძლებოდა კიდევ
დამდგარიყო.
უფრო სავალალო შედეგი
მოისმინეს:
ირაკლი მეგრელიძის ინფორმაცია: ადრეული შეტყობინების სისტემის და
განგაშის სისტემის მნიშვნელობის შესახებ, რომელი სისტემების თაობაზეც,
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არასწორად ხდება მოსახლეობის
ინფორმირება. რაც შეეხება შოვს, აქ აბსოლუტურად განსხვავებული
გამოწვევა გვაქვს, რომელიც არამარტო კავკასიონის მყინვარებზე, არამედ
ევროპაში, ალპებშიც კი დგას და რაც კლიმატის ცვლილებით არის
გამოწვეული.
შოვში
განვითარებული
მოვლენების
წინასწარი
პროგნოზირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ეს გახლდათ მყისიერი
მოწყვეტა. ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც არამხოლოდ
საქართველოში, არამედ მსოფლიოში დგას, თუმცა, პროცესის სირთულიდან
გამომდინარე, თანამედროვე მეცნიერების მიერაც კი ჯერ კიდევ ვერ იქნა
მოძიებული
გადაჭრის გზები.
არსებობს მხოლოდ
გარკვეული
მეთოდოლოგიები, რომლებზეც შვეიცარიელებთან ერთადაც აქტიურად
მიმდინარეობს მუშაობა, კერძოდ, საუბარია, იმ ტექნოლოგიაზე, რომლის
საშუალებითაც ხდება დიდი მასების გადაადგილების შესწავლა. ამდენად,
სააგენტო აქტიურად მიყვება ევროპულ სტანდარტებს, როგორც
მონიტორინგის, ისე საინჟინრო გადაწყვეტილებების მიმართულებით.
კითხვა დასვა:
ვიკა ფილფანმა: დაზუსტდა შეკითხვა ქ. რუსთავთან დაკავშირებით და
ასევე, დამატებით დაისვა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაციას
ფლობს სააგენტო პირველ ოქტომბერს გამოცემულ განკარგულებაზე,
რომლის თანახმადაც ბაკურიანში, პლატოზე მდებარე ტყის მასიურ ნაწილს,
დაახლოებით 5 ჰექტრამდე ტერიტორიას, ჩამოერთვა სახელმწიფო ტყის
სტატუსი.
მოისმინეს:
მაია ბითაძის ინფორმაცია ქ. რუსთავთან დაკავშირებული შეკითხვის
თაობაზე. ზუსტად ერთი კვირის წინ გაიმართა კომიტეტის სხდომა ქ.
რუსთავის ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. ამას გარდა, კომიტეტისა და ქ.
რუსთავის მერის ერთობლივი ინიციატივით პერიოდულად, წელიწადში
რამდენჯერმე ხორციელდება ღონისძიება ქ. რუსთავში, ეტაპობრივად
მიღწეული შედეგების ადგილზე გაცნობის მიზნით, ასევე, საკომიტეტო
მოსმენების ფარგლებში პერიოდულად ხდება ინფორმაციის წარმოდგენა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ. ეს არის
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, რომლის ანგარიშიც ასევე
მოსმენილ იქნა წინა კომიტეტის სხდომაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ
ჰაერის დაბინძურების პრობლემასთან ბრძოლის მიზნით, მნიშვნელოვნად
გავზარდეთ სანქციები, რამაც მნიშვნელობანი შემაკავებელი ეფექტი იქონია.
თუმცა, ბუნებრივია, კვალავ არის შემთხვევები, როდესაც კომპანიები
თვითნებურად საქმიანობენ და განმეორებით არღვევენ კანონის
მოთხოვნებს, რა დროსაც, მართალია შესაძლებელია ამ კომპანიებისათვის
საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების ჩამორთმევა, თუმცა ამის
ნაცვლად, სახელმწიფოს არჩეული აქვს „ეტაპობრივად გამოსწორების გეგმა“.
ტყის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით კი აღინიშნა, რომ
აღნიშნული წარმოადგენს სატყეო სააგენტოს კომპეტენციას და რომ ტყის
ფართობის კორექტირება მუდმივი პროცესია. ეს არ არის ტერიტორია,
რომელსაც დაცული ტერიტორიის რომელიმე კატეგორიის სტატუსი აქვს,
არამედ ეს არის ტერიტორია, რომლის საზღვრებიც ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში, შესაბამისი გარემოებების შეფასების საფუძველზე შეიძლება
დაკორექტირდეს.
გადაწყვიტეს:
ცნობად იქნეს მიღებული გარემოს ეროვნული სააგენტოს 2025 წლის
საქმიანობის შესახებ ანგარიში და გეოდინამიკური პროცესებისა და
მიმდინარე გამოწვევების შესახებ მოხსენება.
სხდომის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი
მაია ბითაძე
ანი სისორდია