საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საპარლამენტო დელეგაციის 2025 წლის 2-6 ნოემბერს საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-15205/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერი 2-15510/25 17-11-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2025 წლის 17 ნოემბრის №91 სხდომა ბიუროს სხდომის თავმჯდომარე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბიუროს სხდომის დღის წესრიგის საკითხი – ,,II. საორგანიზაციო საკითხები“, №3 ბიუროს მიერ განხილული საკითხი (ბიუროს სხდომის ოქმი №91-XⅠმპ): „საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი (#2-15205/25; 12.11.2025) 2025 წლის 2-6 ნოემბერს საპარლამენტო დელეგაციის საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტის ანგარიში“. ბიუროს გადაწყვეტილება: „ბიურომ ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის 2-6 ნოემბერს საპარლამენტო დელეგაციის საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტის ანგარიში.“. საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომის ოქმიდან ამონაწერს ვადასტურებ: იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ტაბატაძე
წერილი
2-15205/25 12-11-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმოგიდგენთ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ანგარიშს საუდის არაბეთის სამეფოში (2-6 ნოემბერი, 2025 წელი). დანართი 3 გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში 2-6 ნოემბერი, 2025 წელი ქ. ერ-რიადი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა: ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ირაკლი შატაკიშვილი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ვახტანგ თურნავა - საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; ვიქტორ სანიკიძე - საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი; საუდის არაბეთის პარლამენტის - შურას საბჭოს მიწვევით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით 2-6 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ერ-რიადს ესტუმრა. საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ალი ალ-აქლასა და კომიტეტის სხვა წევრებთან შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, განიხილა სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და ოფიციალურ ერ-რიადს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ ეკონომიკურ პროგრესზე. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ სირიის არაბული რესპუბლიკის ახალი ხელისუფლება უკან გაიწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებას და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის საუდის არაბეთის სამეფოს ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თავის მხრივ, საუდელმა კანონმდებლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ხაზი გაუსვეს ოკუპირებული რეგიონების საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მშვიდობა უალტერნატივოა როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა თუ სხვა კონფლიქტურ რეგიონებში. დასასრულ, მხარეებმა ერთხმად დაადასტურეს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისადმი ერთგულება და ყურადღება გაამახვილეს გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების დაცვის აუცილებლობაზე. საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების წარმატებული დინამიკა და შეთანხმდნენ საკანონმდებლო ორგანოებს შორის ინსტიტუციური, აგრეთვე სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურისტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე. საუბარი შეეხო სამომავლოდ ორმხრივი ვიზიტებისა და სამუშაო შეხვედრების დაგეგმვასაც, მათ შორის 2026 წელს საუდის არაბეთის დელეგაციის საპასუხო ვიზიტს საქართველოში. მსგავსი გზავნილები გაჟღერდა პოლიტიკურ საკითხებში საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართულ საუდ ალ-სატისთან შეხვედრაზეც: ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, კონფლიქტების დიპლომატიური გზებით მოგვარების აუცილებლობას, რეგიონებში ძალათა ჯანსაღი ბალანსის არსებობის საჭიროებასა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვას. მხარეებმა გააქტიურებული კმაყოფილებით დინამიკა. აღნიშნეს ნიკოლოზ მაღალი სამხარაძემ დონის ვიზიტების საუდელი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია. საუდის არაბეთის სამეფოს სავაჭრო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანთან ვალიდ ალ-ორაინანთან შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველო–საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს მეშვეობით კერძო სექტორების მჭიდროდ დაახლოებაზე. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ახლო აღმოსავლეთის წამყვანი ანალიტიკური ორგანიზაციის - სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის პრეზიდენტთან აბდულაზიზ საგერთან. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს სტრატეგიული ინტერესები, საგარეო პრიორიტეტები, ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები, რეგიონული პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები და შეთანხმდნენ ქვეყნების აკადემიურ სივრცეებსა და ანალიტიკურ ცენტრებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, აგრეთვე აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციის ჩატარებაზე. სამხრეთ შორის კავკასიისა ერთობლივი უშუალო და ახლო სამეცნიერო