„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ნიკა ელისაშვილი, ვლადიმერ ბოჟაძე, ირაკლი ხელაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი სამხარაძე, დავით კაჭარავა, ნოდარ ტურძელაძე, აკაკი ალადაშვილი, შოთა ხაბარელი, ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი, ლევან მაჭავარიანი
ნომერი
#194/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1524 და 1525 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1524. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის ან/და რეალიზაციის წესის დარღვევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილებში, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. 5. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 1525. ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება 1. ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა), რაც მტვერჩახშობას ვერ უზრუნველყოფს, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.“. 2. 1527 და 1528 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1527. ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება 1. ამტვერებადი მასალის გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებით ან/და არასათანადოდ გადახურული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს, − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. მუხლი 1528. ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა 1. ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგის/შედეგების აღმოფხვრის ხარჯი, სრულად ეკისრება სამართალდამრღვევს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ყოველთვის წამოადგენს ჰაერის დაბინძურება, რასაც, მათ შორის იწვევს მთელი რიგი ისეთი ქმედებები, რომლიც სამართალდარღვევადაა გამოცხადებული, თუმცა მიუხედავად ამისა, ადამიანების მხრიდან კვლავ არაერთი ფაქტი ფუქსირდება ამ დარღვევების. აღნიშნული დაბინძურების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების, ამტვერებადი მასალების შესაბამისი წესის გარეშე დამუშავება, ამტვერებადი მასალების არასათანადო წესით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა, განთავსება, ბეტონმზიდი მანქანების არასათანადოდ გადაადგილება და ა.შ. განვითარებული ქვეყნების (ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) პრაქტიკის შესწავლა ცხადჰყოფს, რომ ამტვერებადი მასალების გადაზიდვა, განთავსება, დამუშავება და რეალიზაცია საჭიროებს სპეციფიკური რეგულაციების დაცვას, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მტვერჩახშობა და ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილება. 2019 წლის 30 მაისს კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით დარეგულირდა ზემოაღნიშნული საკითხი, განისაზღვრა სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები. კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 28 თებერვლის N54-35 დადგენილებით დაამტკიცდა ,,მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი“. აღნიშნული წესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებასა ან/და რეალიზაციაზე გავრცელდება 2026 წლის 1 იანვრიდან. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებიდან გავიდა 5 წელზე მეტი, შესაბამისად, რეგულაციის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტის ტერიტორიაზე ეფექტურად ამოქმედებისათვის, უკვე აუცილებელია სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული სანქციების გადახედვა. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (შემდგომში - კოდექსი) გათვალისწინებული ზოგიერთი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას, რაც თავისი მხრივ გახდება კიდევ უფრო შემაკავებელი შესაბამისი დარღვევების და ექნება პრევენციული ხასიათი. ეს სამართალდარღვევებია: ა) მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის ან/და რეალიზაციის წესის დარღვევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბ) ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, გ) ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება, დ) ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა, პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან ეს საკითხები წარმოადგენს საკანონმდებლო აქტის რეგულირების სფეროს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო ვალდებულია, არ დაუშვას გარემოზე ისეთი მავნე ზემოქმედების შესაძლებლობა, რომელიც ხელყოფს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებას ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაბინძურებისკენ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ. კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია, ჯანსაღი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად, სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოს წარმოებასთან დაკავშირებით ტერიტორიის დაზიანებისა და ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის პრევენციისათვის რეგულაციების გამკაცრებით ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირება. კანონპროექტის მიღების შედეგად კოდექსის 1524,, 1525, 1527 და 1528 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის გაიზრდება სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის ოდენობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის პირველი მუხლის შესაბამისად, კოდექსში ახალი რედაქციით ყალიბდება 1524, 1525, 1527 და 1528 მუხლები. ყველა მუხლთან მიმართებით, შეიძლება ითქვას რომ ხდება სანქციების გახუთმაგება, ყველა სამართალდარღვევის კუთხით, კერძოდ, ა) 1524 მუხლი ითვალისწინებს სანქციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან/და რეალიზაციაზე, ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან იზრდება 2500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარიდან იზრდება 5000 ლარამდე. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით ნაცვლად 1000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 3000 ლარით ნაცვლად 15000 ლარისა. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარით ნაცვლად 1000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10000 ლარით ნაცვლად 2000 ლარისა, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 10000 ლაროთ ნაცვლად 2000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 30000 ლარის ოდენობით ნაცლად 6000 ლარისა. ამავე მუხლით განსაზღვრული სანქცია ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამიოდაა განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდებით, ნაცვლად 2000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2500 ლარით ნაცვლად 500 ლარისა. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 500 ლარით ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 5000 ლარით ნაცვლად 1000 ლარისა. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარით ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 5000 ლარით ნაცვლად 1000 ლარისა, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლაროთ ნაცვლად 1000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარის ოდენობით ნაცლად 3000 ლარისა. ბ) 1525 მუხლი გათვალისწინებული ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან იზრდება 2500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისათვის - 1000 ლარიდან იზრდება 5000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით 1000 ლარის ნაცვლად, ხოლო იურიდიული პირი - 10000 ლარით 2000 ლარის ნაცვლად. გ) 1527 მუხლით გათვალისწინებული ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებისას ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 (მოქმედი - 200) ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 2500 (მოქმედი 500) ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 25000 ლარით 500 ლარის ნაცვლად, ხოლო იურიდიული პირი 5000 ლარით 1000 ლარის ნაცვლად. რაც შეეხება ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება-გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა, იურიდიული პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით - ნაცვლად 1000 ლარისა. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით 1000 ლარის ნაცვლად, ხოლო იურიდიული პირი 10000 ლარით 2000 ლარის ნაცვლად. დ) 1528 მუხლით გათვალისწინებული ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრისას გზის სავალ ნაწილზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2500 ლარის ოდენობით ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის 5000 ლარით - ნაცვლად 1000 ლარისა. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით, 1000 ლარის ნაცვლად, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით, 2000 ლარის ნაცვლად. 1528 მუხლის შენიშვნას ემატება მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალური სამსახურების/სამსახურის მიერ ბეტონის დაღვრის შედეგების/შედეგის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯი, სრულად დაეკისრება სამართალდამრღვევს. ამასთანავე, კანონპროექტით გათვალისწინებული ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. სამართალდარღვევები, ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 15-ე დღეს, რადგან, კანონპროექტის ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდის არსებობა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით, რომელიც დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე და დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე. აღნიშნული სამართალდარღვევები შედის მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში, შესაბამისად, ჯარიმების გადახდიდან მიღებული თანხა მიემართება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. აქვე აღვნიშნავთ დღეს არსებულ მდგომარეობას: ა) მუხლი 1524 - მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის ან/და რეალიზაციის წესის დარღვევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამ მუხლით დღეის მდგომარეობით არ არის დარღვევები გამოვლ;ენილი, რადგან ამოქმედება იგეგმება 2026 წლიდან. ბ) მუხლი 1525 - ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, 2025 წელს გამოვლინდა 27 დარღვევა, დაკისრებულია 24 500 ლარი. 2024 წელს გამოვლინდა 25 დარღვევა, დაკისრებულია 18 500 ლარი. 2023 წელს გამოვლინდა 38 დარღვევა, დაკისრებულია 30 000 ლარი. გ) მუხლი 1527 - ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება. 2025 წელს გამოვლინდა 173 დარღვევა, დაკისრებულია 56 700 ლარი. 2024 წელს გამოვლინდა 274 დარღვევა, დაკისრებულია 89 200 ლარი. 2023 წელს გამოვლინდა 590 დარღვევა, დაკისრებულია 176 600 ლარი. დ) მუხლი 1528 - ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა. 2025 წელს გამოვლინდა 50 დარღვევა, დაკისრებულია 38 000 ლარი. 2024 წელს გამოვლინდა 44 დარღვევა, დაკისრებულია 28 500 ლარი. 2023 წელს გამოვლინდა 19 დარღვევა, დაკისრებულია 10 500 ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 1528 მუხლში (ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა) ზუსტდება, რომ სამართალდარღვევის შედეგების აღმოფხვრა ეკისრება სამართალდამრღვევს. რაც, ცხადია რომ ამ პირის ფინანსურ მდგომარეობაზე იქონიებს გავლენას, რადგან მისი გადასახდელი იქნება სამართალდარღვევის შედეგის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯი. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ამ დარღვევის შედეგს არ აღმოფხვრის სამართალდამრღვევი, მაშინ მუნიციპალური ინსპექცია ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური (თბილისის შემთხვევაში) უზრუნველყოფს ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად ხარჯის გაწევას (რაც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდება) და შემდეგ ამ ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვს დადგენილი წესით სამართალდამრღვევისგან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებიც ჩაიდენენ აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს. ამასთან, მათ მიმართ უკვე გახუთმაგებული საჯარიმო სანქციები იქნება გამოყენებული. გარდა მაგისა, 1528 მუხლში (ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა) ზუსტდება, რომ სამართალდარღვევის შედეგების აღმოფხვრა ეკისრება სამართალდამრღვევს. რაც, ცხადია რომ ამ პირის ფინანსურ მდგომარეობაზე იქონიებს გავლენას, რადგან მისი გადასახდელი იქნება სამართალდარღვევის შედეგის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას და შესაბამისად, არ ადგენს მისი ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. შემოიფარგლება მხოლოდ საჯარიმო სანქციებით და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესით. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (შემდგომში - კოდექსი) გათვალისწინებული ზოგიერთი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას, რაც თავისი მხრივ გახდება კიდევ უფრო შემაკავებელი შესაბამისი დარღვევების და ექნება პრევენციული ხასიათი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჯარიმების ოდენობა კანონპროექტით გათვალსწინებულ ყველა სამართალდარღვევის შემთხვევაზე, იზრდება 5-ჯერ. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებაში მუნიციპალიტეტის მერიამ. მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, შოთა ხაბარელი, დიმიტრი სამხარაძე, ნიკა ელისაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი, დავით კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ზარქუა.