„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ნიკა ელისაშვილი, ვლადიმერ ბოჟაძე, ირაკლი ხელაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, სალომე ჯინჯოლავა, დიმიტრი სამხარაძე, დავით კაჭარავა, ნოდარ ტურძელაძე, აკაკი ალადაშვილი, შოთა ხაბარელი, ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი, ლევან მაჭავარიანი
ნომერი
#195/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2682 მუხლი: „მუხლი 2682. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას სამართალდამრღვევს უგზავნის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის ავტორისათვის ამ ინფორმაციის, მის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნასთან ერთად, უზრუნველყოფს აღნიშნული გადაწყვეტილების ასლის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი უარს განაცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, საფოსტო გზავნილის მიმტანი პირი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და ეს ჩაბარებად მიიჩნევა. 3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი და პირობები მტკიცდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ. მუხლი 2. ამ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაცნობის წესი, გავრცელდეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ მუხლის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი წარმოდგენილი კანონპროეტის შესაბამისად ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მას ემატება ახალი 2682 მუხლი: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი“. წინამდებარე ცვლილება განპირობებული შემდეგი გარემოებით: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი ორგანოები ახორციელებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში - კოდექსი) 771 მუხლით (აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება), 1536 მუხლით (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა), 1502 და 1503 მუხლებით (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება / იერსახის თვითნებური შეცვლა), 1583 მუხლით (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის დაკვეთისათვის, წარმოებისა და გავრცელებისთვის დადგენილი წესების დარღვევა), 1523 მუხლით (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაზიანება) და სხვა მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარვევებზე რეაგირებას და ამავე კოდექსით განსაზღვრული სანქციების შეფარდებას. დადგენილი სამართალდამრღვევის წესით, ხდება მიერ, საქართველოს შეფარდებული კანონმდებლობით სამართალდარღვევების ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების/საჯარიმო ქვითრების გასაჩივრება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რაოდენობა 2024-2025 წლებში ჯამში შეადგენს დაახლოებით 370 ბრძანებას. იკვეთება შემთხვევები, როდესაც, სამართალდამრღვევის მიერ, რომელსაც ჰქონდა გასაჩივრებული მის მიმართ გამოწერილი ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევათა ოქმი/საჯარიმო ქვითარი და უფლებამოსილი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწვეტილება, რომლითაც არ მომხდარა ამ სანქციის გაუქმება, ამ პირის მიერ არ ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარება. კერძოდ, 2024-2025 წლებში საერთო ჯამში არ იქნა ჩაბარებული დაახლოებით 165 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არ მომხდარა 450 000 ლარის ჩარიცხვა. ასევე, დაკისრებული სანქციები (ჯარიმების გადახდა) რჩება აღუსრულებელი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხის გადაჭრა, პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს ექნება შესაძლებლობა, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი და პირობები. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს კანონის აღსრულებას, კერძოდ სამართალდამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ემატება 2682 მუხლის, კერძოდ: ა) პირველი ნაწილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი საქმეზე უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციული ადმინისტრაციული ადმინისტრაციული საჩივრის ორგანოს მიერ განხილვის მიღებული სამართალდარღვევის საფუძველზე ზემდგომი გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას სამართალდამრღვევს უგზავნის ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ინფორმაციის, უზრუნველყოფს ქალაქ ორგანო მის მიერ ადმინისტრაციული მითითებულ აღნიშნული საჩივრის მისამართზე გადაწყვეტილების ავტორისათვის გაგზავნასთან ასლის თავის ადგენს თუ ამ ერთად, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას; ბ) მე-2 ნაწილის სამართალდარმღვევისათვის თანახმად, კოდექსი ჩაბარებად, კერძოდ, რა ითლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ეს პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი ჩაიბარებს გზავნილს, ხოლო თუ აღნიშნული პირი ან ამ პირის მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრი უარს განაცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, საფოსტო გზავნილის მიმტანი პირი/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილი პირი საფოსტო გზავნილზე/საჯარიმო ქვითარზე სათანადო აღნიშვნას გააკეთებს და ეს ჩაბარებად მიიჩნევა; გ) მე-3 ნაწილით, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფოსტის მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხერხდა ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარებულად მიიჩნევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. დ) მე-4 ნაწილით, ადმინისტრაციული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის სამართალდარღვევის საფუძველზე საქმეზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი და პირობები მტკიცდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, რადგან მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონის ამოქმედება თანხვედრაში იყოს საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების ამოქმედების თარიღთან. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი იქონიებს გავლენას ადგილობრივ, სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან, სამართალდამრღვევი პირები, რომელთა მიმართაც არც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში არ დაუკმაყოფილდათ მოთხოვნა და ძალაში დარჩა სანქციები, ამ გადაწყვეტილებების ჩაბარებების შემთხვევები უფრო დააჩქარებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას და მის აღსრულებას. ეს კი საბოლოო ჯამში გულისხმობს დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებას, რაც შევა შესაბამის ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც იურიდიულ პირებზე ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას იმ პირთა მიმართ, ვინც ჩაიდინა სამართალდარღვევა, შემდეგ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და მიუხედავად იმისა რომ აქამდე არ იბარებდა ამ გადაწყვეტილებებს, ახლა მოხდება მისი ჩაბარების დაჩქარება, რაც თავის მხრივ დააჩქარებს მის აღსრულებას. დღეის მდგომარეობით უკვე მიღებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია დაახლოებით 165 პირს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი და ა.შ. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, ისეთი რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, შოთა ხაბარელი, დიმიტრი სამხარაძე, ნიკა ელისაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი, დავით კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი ზარქუა.