„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი
ნომერი
#199/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.017771). მუხლი 2. 1. 2026 წლის 1 იანვარს გაუქმდეს ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილეების თანამდებობები და ლიკვიდირებულ იქნეს ბიზნესომბუსდმენის აპარატი. ამ მომენტში შეწყდეს ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილეების უფლებამოსილებები, აგრეთვე ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამდებობის პირისა და თანამშრომლის უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა, აგრეთვე ბიზნესომბუდსმენის აპარატში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა (ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში). 2. ბიზნესომბუდსმენის ყველა იმ ყოფილ თანამდებობის პირსა და თანამშრომელს (გარდა ყოფილი ბიზნესომბუდსმენისა), რომელსაც 2026 წლის 1 იანვრას შეუწყდა უფლებამოსილება (შრომითი ურთიერთობა), 2026 წლის 1 იანვრიდან 1 თვის განმავლობაში მიეცეს ერთჯერადი კომპენსაცია. ამ კომპენსაციის ოდენობაა შესაბამისი პირისთვის ბოლოს განსაზღვრული შრომის ანაზღაურების სამმაგი ოდენობა. 3. 2025 წლის 31 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფი ბიზნესომბუდსმენი 2026 წლის 1 იანვრიდან მიღებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლად და შეასრულოს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება. 2026 წლის 1 იანვრიდან თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილეები და მიეცეთ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. ლიკვიდაციის შედეგად საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 5. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და აპარატის კუთვნილი დოკუმენტაციის 2026 წლის 1 იანვრიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა გამოქვეყნებისთანავე. ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2015 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომლის მთავარი ფუნქცია იყო განეხორციელებინა მედიაცია კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ 2015-2025 წლების პერიოდში სახელმწიფო ინსტიტუტები კიდევ უფრო დაიხვეწა და განვითარდა. დღეისათვის უკვე გვაქვს რეალობა, რომელშიც ჩამოყალიბებულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობების მყარი და კოორდინირებული სისტემა, რომელშიც ბიზნესის ინტერესები სისტემურადაა წარმოდგენილი სხვადასხვა უწყებაში. შესაბამისად, ჩნდება ფუნქციური დუბლირების წერტილები უკვე არსებულ სახელმწიფო სტრუქტურებთან.    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის იმპლემენტაციას, უზრუნველყოფს ინვესტიციების მოზიდვას, მეწარმეობის განვითარებასა და კერძო სექტორთან ეფექტიან კომუნიკაციას. სამინისტროს სტრუქტურაში მოქმედებს „აწარმოე საქართველოში“ და სხვა შესაბამისი სააგენტოები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე და მეწარმეთა საჭიროებებზე დროულ რეაგირებაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ადგენს და ახორციელებს საგადასახადო, საბაჟო და საბიუჯეტო პოლიტიკას. სამინისტრო მართავს ბიზნესის ფინანსურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საკითხებს. მის სისტემაში მოქმედი დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს ეფექტიან მექანიზმს, რომელიც რეაგირებს მეწარმეთა საგადასახადო დავებსა და სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებებზე. ეროვნული ბანკი და სხვა მარეგულირებელი უწყებები – იცავენ შესაბამისი სექტორების სტაბილურობას, ზედამხედველობენ ბაზრის გამჭვირვალობასა და სამართლიან სავაჭრო პრაქტიკას. ასევე აღნიშნული მარეგულირებელი უწყებები რეაგირებენ ბაზრის დომინანტური მოთამაშეების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, რაც სრულად მოიცავს კერძო სექტორის ინტერესების დაცვის პრინციპებს. აღნიშნული ორგანოები მოქმედებენ მკაფიო სამართლებრივ ჩარჩოში და ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაციის მექანიზმებით, რაც გამორიცხავს შუამავალი რგოლის საჭიროებას.  საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – მონაწილეობს ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში, ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების სტრატეგიულ ზედამხედველობას, უზრუნველყოფს სამეწარმეო გარემოს ხელშემწყობი, განვითარებაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფას. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თანამშრომლობს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილების მიღებისას აბალანსებს ბიზნესის და საერთო საზოგაოდებრივ ინტერესებს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე. კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში საქართველოს მთავრობა, სამინისტროები, მარეგულირებელი ორგანოები და პარლამენტი თანამშრომლობენ კერძო სექტორთან მჭიდრო და კოორდინირებულ რეჟიმში. ბიზნეს და დარგობრივი ასოციაციები და სავაჭრო პალატები ინტეგრირებულია პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რაც უზრუნველყოფს დიალოგის ინკლუზიურობას და გამჭვირვალობას. ამ პირობებში, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტმა თანდათან დაკარგა თავდაპირველი ფუნქციური მნიშვნელობა და მისი შენარჩუნება აღარ წარმოადგენს ეფექტურ ან საჭირო მექანიზმს. ზემოხსენებულზე დაყრდნობით, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ოპერირება ასევე ქმნის გაუმართლებელ ბიუროკრატიულ ტვირთს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმება არ შეამცირებს სახელმწიფოს შესაძლებლობას დაიცვას კერძო სექტორის უფლებები; პირიქით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს სახელმწიფო მმართველობის ოპტიმიზაცას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადებას და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით ძალადაკარგულად გამოცხადდება „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონი“ და მოხდება ბიზნესომბუდსმენის აპარატის ლიკვიდირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად: - ძალადაკარგულად გამოცხადდება „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონი. 2026 წლის 1 იანვრიდან უქმდება ბიზნესომბუდსმენის და მისი მოადგილეების თანამდებობები. 2026 წლის 1 იანვრიდან - - - თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან ბიზნესომბუდსმენი და მისი მოადგილეები და მიეცემათ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 2025 წლის 31 დეკემბერს თანამდებობაზე მყოფი ბიზნესომბუდსმენი 2026 წლის 1 იანვრიდან მიღებულ იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლად და შეასრულებს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. ლიკვიდაციის შედეგად საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ბალანსზე რიცხული ქონების, მატერიალურტექნიკური ბაზისა და დოკუმენტაციის 2026 წლის 1 იანვრიდან განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესს დაადგენს საქართველოს მთავრობა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილების სრულად ასამოქმედებლად დამატებითი ღონისძიებების განხორციელება არის საჭირო, ნაწილი ნორმებისა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი კი 2026 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება მოხდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია ლიკვიდაციის შედეგად საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მისი მოადგილეებისა და ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებისთვის კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება ბიზნესომბუდსმენის, მისი მოდგილეების და ბიზნესომბუდსმენის აპარატში დასაქმებული პირების მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი (დაახლოებით 121 350 ლარი). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშვებულ ვერსიაში ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის გამოყოფილი იყო 1 000 000 ლარი. კანონპროექტით გათვალისწინებულია ლიკვიდაციის შედეგად საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, მის მოადგილეებისა და ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიზოგება დაახლოებით 797 750 ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება მოდგილეებზე, ბიზნესომბუდსმენის აპარატში სტაჟიორენზე სახელფასო ანაზღაურების კუთხით. ბიზნესომბუდსმენზე, მის დასაქმებულ პირებსა და ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება ბავშვთა უფლებებს. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება; მდგომარეობაზე კანონპროექტის კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორის ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი.