„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე
ნომერი
#201/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 86 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 5
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 23-ე მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია, ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების გარდა, დამატებით შეიქმნას სხვა სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებიც (ერთი ან რამდენიმე პალატა/კოლეგია).“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მისი თანხმობით, სამოსამართლო უფლებამოსილება შესაძლებელია ასევე განახორციელოს იმავე სასამართლოს სხვა პალატაშიც/საგამოძიებო კოლეგიაშიც ან ერთი პალატის შემადგენლობაში შექმნილი სხვა ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვითაც.“. გ) მე-6-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააპელაციო სასამართლოს ჰყავს თავმჯდომარე და მისი 2 მოადგილე, რომელთაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეთაგან ერთ-ერთი მათგანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დანიშნოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მისი, როგორც მოადგილის უფლებამოსილების ვადით.“; 7. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული აღნიშნული უფლებამოსილება. 8. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლა. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.“. 3. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განიხილავს საქმეებს;“; ა.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას − სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.“. 4. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. სააპელაციო სასამართლოს მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილება თავმჯდომარის პირველი 1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას; ე) ახორციელებს საქართველოს უფლებამოსილებებს. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა 2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას; გ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ახორციელებს საქართველოს უფლებამოსილებებს. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა 3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე; სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით. 4. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე/მოადგილე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.“. 5. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ, მისი თანხმობით, სამოსამართლო უფლებამოსილება შესაძლებელია ასევე განახორციელოს იმავე სასამართლოს სხვა კოლეგიაშიც ან სხვა ვიწრო სპეციალიზაციის მიხედვითაც, აგრეთვე - განახორციელოს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებაც, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაევალოს საქმის მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განხილვაც.“. 6. 32-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განიხილავს საქმეებს;“; ბ) მე-2 პუნქტის „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 7. 321 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 321. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები 1. იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც არანაკლებ 30 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც იმავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეთაგან ერთ-ერთი მათგანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.“. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეების განხილვაში; ბ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევის ან სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; გ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; ე) ამ კანონით გათვალისწინებულ თავმჯდომარის მოვალეობას; ვ) ახორციელებს საქართველოს უფლებამოსილებებს. შემთხვევაში კანონმდებლობით ასრულებს სასამართლოს გათვალისწინებულ სხვა 3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე: ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში; ბ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასრულებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილებას; გ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს; დ) ახორციელებს საქართველოს უფლებამოსილებებს. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა 4.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე/მოადგილე შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარე. პირველი კოლეგიის 5.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: პირველი ა) პირადი განცხადება; ბ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა; გ) დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება; დ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს უფლებამოსილების ვადის გასვლა. თავმჯდომარის მოადგილის 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას (გარდა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტა ფორმდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობიდან თავისუფლდება ამ კანონის XIII1 თავის შესაბამისად.“. 8. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის/სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება 1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ასრულებს ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარე სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით. 3. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს. 4. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს. 5. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.“. 9. 341 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის პროცედურის დაწყებას აცხადებს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას აწვდის საზოგადოებრივ მაუწყებელს.“; ბ) მე-11-მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ფარულად, ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ ქულებით იმავე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით იმავე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე ფარულად, ამ კანონის 351 მუხლის გათვალისწინებით კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე კეთილსინდისიერების კრიტერიუმით იმავე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ პუნქტის შესაბამისად არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, მიიჩნევა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში. ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა, ასევე ამ კანონის 351 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული განზოგადებული შეფასებები ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კანდიდატთა შეფასებების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს განკარგულებას, რომელშიც მიეთითება შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების ვინაობა, აგრეთვე იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. აღნიშნული განკარგულების მიღებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საბჭოს წევრებს წარუდგენს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ, კანდიდატთა შეფასებების შესახებ შეჯამებულ წერილობით ინფორმაციას. შემდგომ ეტაპზე გადადის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის გამოცხადებული. ამასთანავე, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა შემდგომ ეტაპზე, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების გამოვლენისას აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია და ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, აღნიშნულ სიაში მყოფ კანდიდატებს საბჭოს ღია დახურულ სხდომაზე კენჭი სათითაოდ, შემდეგი წესის დაცვით ეყრებათ: პირველ რიგში, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატთაგან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს, შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით, თანამიმდევრობით ეყრებათ კენჭი დანარჩენ კანდიდატებს. თუ აღმოჩნდა, რომ ორი ან ორზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, კენჭისყრის რიგითობის განსაზღვრისას მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია, − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრა ღიაა ფარულია. კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 351 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი საქართველოს პარლამენტს წარედგინება, თუ მას მხარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს. საქართველოს პარლამენტს კანდიდატები ერთიანად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით წარედგინება. ეს წარდგინება და ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.“; გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. თუ საქართველოს პარლამენტი კანდიდატს/კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევს, 2 კვირის განმავლობაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია - საქართველოს პარლამენტის მიერ ჩატარებული უშედეგო კენჭისყრის დღიდან 2 კვირის განმავლობაში კანდიდატებად რეგისტრირებულ პირთა სიაში მითითებული კანდიდატებიდან, ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით, შეარჩიოს იმ რაოდენობის კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არსებობს, და ის/ისინი ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ამასთანავე, სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება იმავე პუნქტების შესაბამისად. ამ პუნქტით დადგენილი პროცედურა ერთჯერადია.“; დ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი: „151. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ განახორციელებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ პროცედურას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევი პროცედურა ვაკანტურად დარჩენილ თანამდებობაზე იწყება ხელახლა, საერთო წესით.“; ე) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს კანდიდატი ვერ წარუდგინა ან კანონით დადგენილი ყველა სათანადო პროცედურის ამოწურვის შედეგად ვერ შეივსო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსია, 1 თვის ვადაში შესაბამისი კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.“. 10. 343 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 343. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გასაჩივრება“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, ამ კანონის 341 მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ მიაჩნია, რომ: ა) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო; ბ) კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიდგომა დისკრიმინაციული იყო; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები; დ) ინფორმაცია, რომელიც ამ წარდგინებას საფუძვლად დაედო, არსებითად მცდარია და ამის დასადასტურებლად კანდიდატმა სათანადო მტკიცებულებები წარადგინა; ე) კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დარღვევით ჩატარდა, რასაც შეეძლო საბოლოო შედეგზე არსებითი გავლენა მოეხდინა. 2. საჩივარი ამ კანონის 341 მუხლის მე-13 ან მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც მიღებულ საჩივარს დაუყოვნებლივ გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას. აღნიშნული საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენის შემთხვევაში ამ კანონის 341 მუხლით განსაზღვრული პროცედურა ჩერდება, ვიდრე უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საჩივარში მითითებული უნდა იყოს: ა) უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის დასახელება; ბ) საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი, მოწინააღმდეგე მხარის დასახელება და მისამართი; გ) გასაჩივრებული /წარდგინების და მისი მიმღები ორგანოს ზუსტი დასახელება; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული /წარდგინების გასაჩივრების საფუძველი, აგრეთვე ამ საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები; ე) საჩივრისთვის დართული წერილობითი მასალების ნუსხა; ვ) საჩივრის წარმდგენი პირის ხელმოწერა.“; დ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 10. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების უცვლელად დატოვების თაობაზე; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე. 11. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების გასაჩივრების საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმების საფუძველი, თუ საკვალიფიკაციო პალატას მიაჩნია, რომ შესაბამისმა დარღვევამ საბოლოო შედეგზე გავლენა მოახდინა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი წარდგინების მიღება გამოიწვია.“; ე) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) 131 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „131. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინება საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს ამ მუხლით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს იხილავს მისთვის ამ საჩივრის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაცემიდან 1 კვირის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით.“; ზ) 132 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 11. 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირი რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე განწესდება უვადოდ. 2. რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით აცხადებს კონკურსს და აღნიშნული სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დასანიშნად სათანადო პროცედურას წარმართავს.“. 12. 351 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამართლეობის კანდიდატი და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 2025 წლის 1 იანვრამდე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე ფასდებიან 2 ძირითადი კრიტერიუმით − კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.“. 13. 36-ე მუხლის: ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, განაწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.“. ბ) 42 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 14. 364 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, ამ კანონის 36-ე მუხლის 41 და 4 პუნქტებით დადგენილი წესით მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, ღია ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, ამ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე განწესების შესახებ. თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებას მხარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლები დაუჭერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესების შესახებ/მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, განსხვავებულ აზრთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს.“. 2 15. 371 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სხვა სასამართლოში მივლინებულ მოსამართლეს ყოველთვიურად მიეცემა თანამდებობრივ სარგოზე სამივლინებო დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის სხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მივლინების შემთხვევაში ზემოაღნიშნული დანამატის ოდენობისა და ამ სასამართლოში მივლინებული მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ჯამი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.“; 16. 47-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 11 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან 7 წევრზე მეტი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.“; ბ) 162 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „162. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული განკარგულება უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებაში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა ეს განკარგულება. ; 17. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება სხდომის გამართვის თარიღისა და სხდომის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია.” 18. 561 მუხლი ამოღებულ იქნეს. 19. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 4 წლის ვადით. კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევენ კომიტეტის წევრები მისი, როგორც კომიტეტის წევრის უფლებამოსილების ვადით.“. 20. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, როგორც წესი, მოიწვევა წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა 1/5-ის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად არჩეული უნდა იქნეს (იქნენ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი (წევრები), საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი (წევრები), ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი (წევრები). საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, სხდომამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.“. 21. 663 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დამოუკიდებელი საბჭოს წევრ მოსამართლეს, აგრეთვე - დამოუკიდებელი საბჭოს იმ არამოსამართლე წევრს, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიცაა, დამოუკიდებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის დამოუკიდებელმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები. დამოუკიდებელი საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრებს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის ეძლევათ ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.“; 22. 68-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.“; 23. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტს: ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 8.35;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 7.80;“. მუხლი 2. 1. 2025 წლის 31 დეკემბრიდან გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი; 2025 წლის 31 დეკემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდეს აღნიშნული დეპარტამენტის თავმჯდომარე და მის მიერ 2025 წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში 2025 წლის 31 დეკემბრიდან იგი დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს: ა) საკუთარი აპარატის სტრუქტურაში საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების, აგრეთვე შესასრულებელი უფლებამოსილების გათვალისწინებით ამ სტრუქტურულ ერთეულში საჯარო მოსამსახურეთა სათანადო საშტატო ნუსხის დამტკიცება; ბ) ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტში მენეჯმენტის დეპარტამენტის მოქმედი თავმჯდომარისათვის საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის შეთავაზება. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთავაზებაზე თანხმობის არსებობის შემთხვევაში ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტში მენეჯმენტის დეპარტამენტის მოქმედი თავმჯდომარის დანიშვნა საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შექმნილი სტრუქტურული ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2025 წლის 31 დეკემბრიდან; ერთეულის ბ) ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტში მენეჯმენტის დეპარტამენტში თანამდებობებზე მყოფი საჯარო მოსამსახურეების დანიშვნა საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შექმნილი სტრუქტურული ერთეულში მათი თანამდებობების ტოლფას თანამდებობებზე, მათი წერილობითი თანხმობის და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საშტატო ნუსხის გათვალისწინებით, 2025 წლის 31 დეკემბრიდან. თუ ეს საჯარო მოსამსახურეები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 2025 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით არ წარუდგენენ აღნიშნულ წერილობით თანხმობას, 2025 წლის 31 დეკემბრიდან მათზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობის წესი. ასეთ საჯარო მოსამსახურეს 2025 15 დეკემბრის შემდეგ არ აქვს მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნის უფლება და იგი 2025 წლის 31 დეკემბრიდან კანონის შესაბამისად შეიძლება ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვში. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ცალკეულ საკითხებს, რომლებიც საჭიროებს ცვლილებას როგორც სამართლებრივ-ტექნიკური, ისე შინაარსობრივი მიმართულებით. აღნიშნულ საკითხთა შორისაა შემდეგი: – საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი „ვალდებულია დაიცვას და განამტკიცოს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი და თანასწორუფლებიანი შტოს – სასამართლო ხელისუფლების – ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა.“1 აღნიშნული ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ეკისრება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტის დაზუსტება; – ერთმანეთისგან სასამართლოებში განსხვავდება კოლეგიებს რაიონულ შორის (საქალაქო) მოსამართლეთა და სააპელაციო სპეციალიზაციისა და სტრუქტურის მოდელი, კერძოდ რაიონულ (საქალაქო) სასმართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება არ არის შესაძლებელი სააპელაციო სასამართლოში. მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად რაოდენობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ჰქონდეს 1 და საქართველოს დისკრეციული მოსამართლეთა იუსტიციის არასაკმარისი უმაღლეს უფლებამოსილება საბჭოს სააპელაციო იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 18-ე მუხლის მე-3 პუნქტი. სასამართლოში თავად შეარჩიოს შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლე საქმეთა განხილვის მიზნით; – მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მიზანშეწონილია არსებობდეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ორი თანამდებობა; – სასამართლოს ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ აფასებდნენ ფარულად, ნაცვლად, საჯარო (ღია) ფორმისა, რაც გამორიცხავს უმაღლესი საბჭოს წევრებზე ყოველგვარ შესაძლო ზეგავლენას; – სასამართლო სისტემის მიერ სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა კონკურსის წესები ჩატარდეს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და დაიხვეწოს კანდიდატის მიერ კონკურსის შედეგად მიღებული გადაწვეტილების გასაჩივრების წესი; – სასამართლოში საქმეთა არათანაბარი გადანაწილების პრევენციის, მოსამართლეთა სპეციალიზაციით საქმიანობის, შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრისა და მივლინების წესები მიზანშეწონილია მოაწესრიგოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში დასახული მიზნების მიღწევა, მისი არსიდან გამომდინარე, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში დაიხვეწება საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში მოქმედი სამართლებრივი რეგულაციები. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება სასამართლო ხელისუფლების წინაშე არსებული გამოწვევების უფრო ეფექტიანად დაძლევა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის დაცვა, ასევე - ეფექტიანობის (მათ შორის - ხალხის ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით) უზრუნველყოფა არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური უფლებამოსილება. ამიტომ, ამ უფლებამოსილების უზენაესი სასამართლოს პლენუმისადმი მიკუთვნების შესახებ ნორმა (მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი) ამოღებულ უნდა იქნეს კანონიდან. მოქმედი რედაქციით, მოსამართლეთა სპეციალიზაციისა და სასამართლოს სტრუქტურის მხრივ, დამკვიდრებულია შემდეგი მოდელი: რაიონული (საქალაქო) სასამართლოების დონეზე სპეციალიზებული კოლეგიების შექმნის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს2; ხოლო სააპელაციო სასამართლოების დონეზე სასამართლოს სტუქტურას ამომწურავად განსაზღვრავს კანონი. მიზანშეწონილია, სააპელაციო სასამართლოების დონეზეც სასამართლოს სპეციზალიზებული სტრუქტურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც სასამართლოს ეფექტიანობაზე პასუხისმგებელ კონსტიტუციურ ორგანოს, რისთვისაც შესაბამისი ცვლილება შევა 23ე მუხლის 21 პუნქტში. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ფუნქციონირებისას, ხშირია შემთხვევა, როდესაც შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლე, სხვადასხვა ობიექტური გარემოებებიდან (დროებითი შრომისუუნარობა, შვებულება, მივლინება და ა.შ.) გამომდინარე, ვერ ახორციელებს მართლმსაჯულებას. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემისათვის დამახასიათებელი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის საქმეთა პრობლემიდან სიმრავლის და გამომდინარე, მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების მიზნის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია აღნიშნული ეფექტიანად ჩანაცვლდეს, მოსამართლე თუნდაც სხვა მაქსიმალურად ოპერატიულად სპეციალიზაციის და მოსამართლით. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს (სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეების ნაცვლად), რომლის ერთ-ერთი კონსტიტუციური ფუნქცია სწორედ სასამართლოს ეფექტიანობის უზრუნველყოფაა, უნდა მიენიჭოს დისკრეციული უფლებამოსილება - ელექტრონული პროგრამის 2 იხ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი. გამოყენების გარეშეც შეარჩიოს შესაბამისი მოსამართლე, რომელსაც მისი სურვილის შემთხვევაში დაევალება სხვა სპეციალიზაციის საქმეთა განხილვაც, როგორც დროებითი ღონისძიება. ამიტომ, უნდა შეიცვალოს 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი (სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით) და 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ასევე - 32-ე მუხლის ,,დ1“ ქვეპუნქტი (რაიონულ (საქალაქო) სასამართლოსთან მიმართებით). მიზანშეწონილია, დიდი დატვირთვის მქონე სასამართლოებში, როგორებიცაა სააპელაციო სასამართლოები და ის რაიონული (საქალაქო) სასამართლოები, სადაც არანაკლებ 30 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავდეს 2 მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დანიშნოს პირველ მოადგილედ. ამიტომ, შესაბამისი ცვლილებები (მათ შორის - სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას მათი უფლებამოსილების შემსრულებელი პირის განსაზღვრის სახით) უნდა შევიდეს 23-ე მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებში, 26-ე მუხლში (სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით), 321 მუხლსა და 33-ე მუხლში (რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებთან მიმართებით), ასევე - 68-ე მუხლის მე-7 პუნქტში, 69-ე მუხლის მე-2 პუნქტში (საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლესთან, მათ შორის - სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეებთან მიმართებით, მათი თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის განსაზღვრის სახით). საერთო სასამართლოების სისტემის ფუნქციონირების პროცესში ინტეგრირებული ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამიდან, აგრეთვე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელთ არსებული სხვა საინფორმაციო წყაროებიდან გამომდინარე, სასამართლოს ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია საბჭოს გააჩნია. გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლო ამუშავებს სტატისტიკურ მონაცემებს მთელს სასამართლო სისტემასთან მიმართებით. ამიტომ, აქტუალური აღარ არის სასამართლოს თავმჯდომარეებისათვის სხვადასხვა განცხადებებისა თუ საჩივრების განზოგადების მასალების საბჭოსათვის წარდგენის ვალდებულების შენარჩუნება, რის გამოც კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი (სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებთან მიმართებით) და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი (რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეებთან მიმართებით) ამოღებულ უნდა იქნეს კანონიდან. მარტივდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურა 341 მუხლის ცვლილებების მიხედვით, კერძოდ: ა) პროცედურის უზრუნველყოფს დაწყების შესახებ შეტყობინების საზოგადოების საქართველოს ინფორმირებას იუსტიციის სავსებით უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსება და ინფორმაციის საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიწოდება; ბ) კანდიდატთა შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე ყოველგვარი შესაძლო ზეგავლენის (როგორც გარე ძალებისაგან, ისე - შიდა კორპორაციული) მოხდენის პრევენციისათვის, კანდიდატთა შეფასებები, ასევე - მათთან დაკავშირებული კენჭისყრები უნდა შედგეს (ჩატარდეს) ფარულად, საბჭოს დახურულ სხდომებზე. შესაბამისად, შეფასებებისა და კენჭისყრების ფარულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია - შენარჩუნდეს ამ შეფასებათა და კენჭისყრებში მიღებულ გადაწყვეტილებათა დასაბუთებისა და მათი გამოქვეყნების, ასევე შეფასებებში არსებული ხარვეზების შესავსებად ვადის დაწესების ვალდებულებები; ამასთან, ვინაიდან კენჭისყრა არის პროცედურის დამოუკიდებელი ეტაპი, ის არ უნდა იქცეს შეფასებით განპირობებულ ფორმალობად, რის გამოც უნდა უნდა დაიშვებოდეს პროცედურაში მონაწილე ყველა კანდიდატის მიმართ კენჭისყრის ჩატარება. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის კონსტიტუციურობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მისი არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ წარდგენილი სარჩელი არ დააკმაყოფილა; გ) თუ საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საბჭოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატის არჩევის შესახებ, საბჭოს შეეძლება, ან ამგვარი წესით, ხელახლა წაურდგინოს პარლამენტს კანდიდატი, ან - შესარჩევი პროცედურა დაიწყოს თავიდან; დ) დასაშვები იქნება მხოლოდ საბჭოს წარდგინების გასაჩივრება და აღარ მოხდება ე.წ. საბუთების გადარჩევისა და საჯარო მოსმენის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების ცალ-ცალკე გასაჩივრება, რაც აფერხებდა ხოლმე პროცედურის მიმდინარეობას. წარდგინების კანონიერების განხილვის ფარგლებში, რა თქმა უნდა, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას შეეძლება - შეამოწმოს ზემოთ აღნიშნულ ეტაპებზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაც. ამასთან, თუ საკვალიფიკაციო პალატა დააკმაყოფილებს საჩივარს, თუმცა - საბჭო კვლავ იმავე კანდიდატის წარდგინების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება სხვა კანდიდატს შეეძლება მხოლოდ ერთჯერადად და არა დაუსრულებლად, რაც ლოგიკურია, რადგან საბჭო კოლეგიური კონსტიტუციური ორგანოა და მისი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია არ შეიძლება მუდმივად იქნეს ეჭვქვეშ დაყენებული; ასევე მარტივდება და, შექმნილი ფაქტობრივ-სამართლებრივი ვითარებიდან გამომდინარე, იხვეწება რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა კონკურსის წესები, ასევე - თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლის შეფასებისა სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის დანამატის შესახებ კანონის დონეზე დაწესებული მინიმალური 10%-იანი ზღვარი უქმდება და დანამატის ოდენობის განსაზღვრა სრულად მიეკუთვნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრეციას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების ეფექტიანობის უზრუნველმყოფ კონსტიტუციურ ორგანოს წარმოადგენს; ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მის საქმიანობაში მენეჯმენტის მაქსიმალურად წარმომადგენელი თავმჯდომარეები, შესაბამისად, პირები ჩაერთოს - სასამართლოების უშუალო სასამართლოს/პალატის/კოლეგიის მიზანშეწონილია - საქართველოს საერთო სასამართლოების კონფერენციის მიერ საბჭოში არჩეულ 11 მოსამართლე წევრთა შორის სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეთა ე.წ. კვოტა (არაუმეტეს 6 წევრი) გაიზარდოს 7-მდე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის ჩაბმის და შემდგომი მონაწილეობის უზრუნველყოფის ორგანოებისათვის დაწესებულია ვალდებულება საქართველოს ადმინისტრაციული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით; თუმცა, იმავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება და, შესაბამისად, მითითებული ვალდებულებაც არ ეკისრება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; ამიტომ, საბჭოსათვის ამ ვალდებულების დაწესება ორგანული კანონით დაუსაბუთებელია, თანაც იმის გათვალისწინებით, დაუბრკოლებლად გაასაჩივროს რომ საბჭოს დაინტერესებულ მიერ პირს მიღებული შეუძლია განკარგულება სასამართლოში, თუ მიიჩნევს, რომ განკარგულება უკანონოა და მას აყენებს პირდაპირ (უშუალო) ზიანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შეიცვალოს 47-ე მუხლის 162 პუნქტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი არის საბჭოს აპარატის სტრუქტურული ერთეული, სხვა დეპარტამენტების მსგავსად; თუმცა, არც ერთი სხვა დეპარტამენტის არსებობა არ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო დონეზე. არ არსებობს არავითარი რაციონალური არგუმენტი ამგვარი დიფერენციაციის გასამართლებლად. შესაბამისად, მიზანშეწონილია - საბჭოს აპარატის სტრუქტურის განსაზღვრა ასევე სრულად მიეკუთვნოს საბჭოს კომპეტენციას, რის გამოც 561 მუხლი ამოღებულ უნდა იქნეს კანონიდან და შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს მენეჯმენტის დეპარტამენტის რეორგანიზაციისათვის, რაც აისახება კანონის გარდამავალ დებულებებში. მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციული კომიტეტის საქართველოს მოსამართლეთა თავმჯდომარე აირჩევა კონფერენციის კონფერენციის მიერ, ადმინისტრაციული კომიტეტის უკვე არჩეულ წევრთაგან; ამდენად, კომიტეტის თავმჯდომარის ასარჩევად ხშირად აუცილებელი ხდება რამდენიმე ასეული მოსამართლის მონაწილეობით ფარული კენჭისყრის 2-ჯერ ჩატარება. მიზანშეწონილია - კომიტეტის თავმჯდომარე აირჩიონ თავად კომიტეტის წევრებმა, მისივე უფლებამოსილების ვადით; ამიტომ, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს 64ე მუხლის მე-3 პუნქტში. მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგი განთავსდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე. მოსამართლეთა კონფერენცია მოსამართლეთა თვითმმართველი ორგანოა, რომელიც წყვეტს სასამართლო სისტემის ორგანიზებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს; საქართველოს უზენაესი სასამართლო კი მხოლოდ მართლმსაჯულების უმაღლესი ინსტანციის (საკასაციო) სასამართლოა და იგი არ ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნციებს მთელი სასამართლო სისტემის მოსამართლეთა მიმართ. კონფერენციის ამდენად, დღის უფრო წესრიგი ლოგიკური განთავსდება იქნება, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, რადგან სწორედ საბჭო არის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლად და ეფექტიანად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი კონსტიტუციური ორგანო. ამიტომ, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს 66-ე მუხლის მე-3 პუნქტში. მიზანშეწონილია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების წესი განსაზღვროს თავად დამოუკიდებელმა საბჭომ (ხაზგასასმელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის დანამატების განსაზღვრის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს იმავე საბჭოს). ამასთან, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ დამოუკიდებელი საბჭოს არამოსამართლე წევრის შრომის ანაზღაურება უნდა გაუტოლდეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს წევრი იმავდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც (ასეთ შემთხვევაში, დამოუკიდებელი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრთა შრომის ანაზღაურება დამოუკიდებელ საბჭოში იქნება იდენტური). ამიტომ, შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს 663 მუხლის მე-8 პუნქტში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. რაც შეეხება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც გულისმხობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შესახებ ნორმების ორგანული კანონიდან ამოღებას, რის საფუძველზეც მოხდება აღნიშნული დეპარტამენტის რეორგანიზაცია, ამოქმედდება 2025 წლის 31 დეკემბრიდან. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული კანონისთვის უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი და საბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების მიზნებიდან გამომდინარე არ არის გათვალისწინებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპრექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფას. აუცილებელი ხარჯების დაფინანსება მოხდება საერთო სასმართლოებისათვისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი ასიგნებებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შედეგად, სასამართლო სისტემაში შეიქმნება დამატებითი ხელმძღვანელი თანამდებობები. კერძოდ, დაემატება სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიცია, რომლისთვისაც განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი სარგო. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს მიენიჭება უფლებამოსილება დაამტკიცოს დანამატი როგორც საბჭოს წევრ მოსამართლეს, ასევე იმ არამოსამართლე წევრს, რომელიც ერთდროულად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამასთან, დამოუკიდებელი საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრები თავიანთი მოვალეობების შესრულებისთვის მიიღებენ ანაზღაურებას, რომლის ოდენობა გათანაბრდება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოსთან. აღნიშნული ცვლილებები უშუალო გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ახალი თანამდებობებისა და დანამატების დაწესების შედეგად გაიზრდება იმ პირების შრომითი შემოსავალი, რომლებიც დაკავებული იქნებიან კანონპროექტით განსაზღვრულ პოზიციებზე. შესაბამისად, მათი მიერ გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის ოდენობაც გაიზრდება, რაც სახელმწიფოსთვის დამატებითი შემოსავლების მობილიზებას უზრუნველყოფს. ასევე, კანონპროექტით გაუქმდება მენეჯმენტის დეპარტამენტი და შეიქმნება სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში მოსამართლეებს შორის საქმეთა ფუნქციონირებას. მენეჯმენტის განაწილების ელექტრონული პროგრამის დეპარტამენტის თანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ დაინიშნონ ახალ სტრუქტურულ ერთეულში. აღნიშულ ცვლილებებს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ვერ გადაინიშნება ახალ სტრუქტურულ ერთეულში, შემცირდება მათი მიერ თანამდებობრივი სარგოდან გადასახდელი მოცულობა, რაც შესაბამისი ოდენობით საშემოსავლო შეამცირებს გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შედეგად დაემატება სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა, რომელსაც განესაზღვრება ახალი თანამდებობრივი სარგო. აღნიშნულს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. შესაბამისი ხარჯები დაიფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. აგრეთვე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელმა საბჭომ შეიძლება დაუწესოს დანამატი დამოუკიდებელი საბჭოს წევრ მოსამართლეს და ასევე, არამოსამართლე წევრს, რომელიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც. ასევე, დამოუკიდებელი საბჭოს სხვა არამოსამართლე წევრებს თავისი მოვალეობის შესრულებისთვის მოვალეობის შესრულებისათვის ეძლევათ ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა მოახდინოს გავლენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გაზრდის მიმართულებით. ასევე, კანონპროექტით გაუქმდება მენეჯმენტის დეპარტამენტი და შეიქმნება სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში მოსამართლეებს შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. მენეჯმენტის დეპარტამენტის თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა დაინიშნონ ახალ სტრუქტურულ ერთეულში, ხოლო მობილობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათ მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნულ ცვლილებებს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელთა ნაწილი უარს განაცხადებს ახალ სტრუქტურულ ერთეულში გადასვლაზე, ბიუჯეტში დაზოგილი იქნება თანხები, ვინაიდან მათ აღარ მიეცემათ ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით შემოდის ახალი თანამდებობა სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავჯდომარის პირველი მოადგილის სახით, რომელსაც ექნება განსხვავებული თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე დგინდება დამოუკიდებელი საბჭოს წევრებისათვის ფინანსური დანამატის განსხავებული წესი. შესაბამისად კანონპროექტი გავლენას მოახდენს აღნიშნულ პირებზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები აგრეთვე პირდაპირ ვრცელდება მენეჯმენტის დეპარტამენტის თანამშრომლებზე, რომელთა ადმინისტრაციული ერთეული სრულად უქმდება და მის ნაცვლად იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები პირველ რიგში მათზე მოახდენს ფინანსურ გავლენას. თანამშრომლებს მიენიჭებათ შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში გაგრძელონ საქმიანობა ახალ სტრუქტურულ ერთეულში. იმ პირების შემთხვევაში, რომლებიც გადანიშვნაზე უარს თანამდებობრივი განაცხადებენ, სარგოს გაცემის შეწყდება მათთვის საფუძველი, ხოლო ყოველთვიური თუ მობილობის განხორციელება ვერ მოხდება, სახელმწიფო მათ მიმართ გაატარებს ფინანსური კომპენსაციის გაცემის ვალდებულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონპროექტის განხორციელებას ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც. თუ მენეჯმენტის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ვერ გადაინიშნება ახალ სტრუქტურულ ერთეულში მათ აღარ ექნებათ ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე შესაძლებელია მათი ნაწილის მიმართ საჭირო გახდეს კომპენსაციის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და საქართველოს ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე რატი ჭეიშვილი, ალექსანდრე იონათამიშვილი, ალუდა გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.