„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი
ნომერი
#202/3-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 188-ე მუხლის: 1) პირველი ნაწილის ცხრილის მე-3 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ თამბაქო, თამბაქოს ნაწარმი 3 2401 თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები 1 კგ 30 2402 10 000 01 – –სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, თამბაქოს შემცველობით 1 ღერი 2.1 2402 10 000 02 – – სიგარილები (წვრილი სიგარები), თამბაქოს შემცველობით 20 ღერი 2.4 2402 20 – სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით 20 ღერი 2.75 – ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე 20 ღერი 1.3 2403 11 000 00 −− ჩილიმით მოსაწევი თამბაქო, ამ ჯგუფის სუბპოზიციისთვის 1- ელი შენიშვნის შესაბამისად 1 კგ 30 2403 19 − − დანარჩენი 1 კგ 30 2403 91 000 00 − − ჰომოგენიზებული ან აღდგენილი თამბაქო 1 კგ 30 2403 99 100 00 − − − საღეჭი ან საყნოსი (ბურნუთი) თამბაქო 1 კგ 30 2404 11 000 00 – – თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობით 20 ცალი / ღერი 1.85 2404 12 000 00 – – დანარჩენი, ნიკოტინის შემცველობით 1 მლ 1.2 2404 19 900 00 – – – დანარჩენი 1 მლ 1.2 2) 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი; 3)11 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამი;“ 3) მე-10 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი: „11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-3 გრაფით დადგენილი განაკვეთის გამოყენების წესი და პირობები, ასევე კვოტირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად გავრცელებულია მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხში. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა შეადგინა 314 ტონა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა. დარგის განვითარება დგას გარკვეული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია, კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის არაკონკურენტუნარიანობა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სიგარეტის ბაზრის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა, ადგილობრივი წარმოების წილი მთლიანი ბაზრის მოცულობაში მხოლოდ დაახლოებით 5-6%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ შეზღუდულ მოცულობას წარმოადგენს. არსებული ეკონომიკური გარემოებების პირობებში, როდესაც მისი საცალო ფასი მნიშვნელოვნად დაბალია საბაზრო ფასთან შედარებით, ადგილობრივი მწარმოებლები აღმოჩნდნენ ნაკლებად კონკურენტუნარიან მდგომარეობაში. მცირე მოცულობა ზრდის ერთეულზე წარმოების ხარჯებს, რაც საბოლოოდ მათ ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის როგორც ფასის, ისე ხარისხის, ინვესტიციის მოზიდვის ან წარმოების მასშტაბირების თვალსაზრისით. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების გაძლიერების, კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მისი საბაზრო წილის ზრდის მიზნით მიზანშეწონილია ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურება, მათ შორის – კონკრეტული საბაზრო სეგმენტისთვის (ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივად წარმოებული სიგარეტებისთვის) გადასახადების შემცირება. გარდა ამისა, სიგარეტზე არსებული აქციზის პოლიტიკა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ცდილობს როგორც ფისკალური, ისე საზოგადოებრივი მიზნების მიღწევას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილებაც. შედეგად, მიღწეული იქნება ფისკალურ მოთხოვნებსა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას შორის დაბალანსებული მიდგომა, რის საფუძველზეც სიგარეტზე მოქმედი აქციზის პოლიტიკა სრულად შეასრულებს თავის მიზნებს და ამასთან, ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას, დასაქმების ზრდას და საბიუჯეტო შემოსავლების სტაბილიზაციას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა. აღნიშნულის მისაღწევად კი საჭიროა ადგილობრივი წარმოების სიგარეტებზე (2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) აქციზის განაკვეთის შემცირება. გარდა ამისა, ფისკალური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილებაც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ადგილობრივი წარმოების სიგარეტების (2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) აქციზის განაკვეთის შემცირებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც ბაზრის სტრუქტურაზე, ისე კონკურენტულ გარემოზე. შედეგად, ჩამოყალიბდება ჯანსაღი კონკურენტული გარემო და ბაზარზე გაიზრდება ადგილობრივი წარმოების წილი. აღნიშნული ხელსაყრელ პირობებს შექმნის, როგორც ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებისთვის, ისე საბიუჯეტო შემოსავლების სტაბილიზაციისთვის. გარდა ამისა, 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილების შედეგად მოსალოდნელია სიგარეტზე არსებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში ფისკალური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილში, კერძოდ: - - 2402 20 კოდში მითითებული ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე დაიბეგრება 20 ღერზე 1.3 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით; 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ასევე იმპორტირებული სიგარეტები დაიბეგრება 20 ღერზე 2.75 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით. 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამი. ხოლო ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი. გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებით 188-ე მუხლს ემატება შემდეგი მე-11 ნაწილი, რომლის მიხედვითაც საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტისათვის ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-3 გრაფით დადგენილი განაკვეთის გამოყენების წესი და პირობები, ასევე კვოტირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო წელი იწყება 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი განხილული და მიღებული იქნას დაჩქარებული წესით, რათა შესაძლებელი იყოს 2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე აქციზის განაკვეთის ცვლილების გათვალისწინება სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 2024 წლის მონაცემებით, ადგილობრივი წარმოების სიგარეტებზე, თამბაქოს შემცველობით (2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობა) დარიცხული აქციზის ოდენობამ შეადგინა დაახლოებით 62.7 მლნ ლარი, იმპორტირებულ სიგარეტზე (2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობა) კი - 1 145 მლნ ლარი. ადგილობრივად წარმოებული სიგარეტებისთვის, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე აქციზის განაკვეთის შემცირება (1.3 ლარისა (ნაცვლად 1.9 ლარის) და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის (ნაცვლად 30 პროცენტის) ჯამი), ერთი მხრივ, დროებით შეამცირებს ამ მიმართულებით დაგეგმილ საბიუჯეტო შემოსავალს, თუმცა, მეორეს მხრივ, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ცვლილება დადებით გავლენას მოახდენს მთლიანი ბაზრის სტრუქტურასა და კონკურენტულ გარემოზე. კერძოდ, შემცირებული საგადასახადო ტვირთი შექმნის წინაპირობებს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის პროდუქტის ფასის შემცირებისა და ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი პოზიციის დაკავებისთვის. შედეგად აქციზიდან მიღებულ შემოსავალთან ერთად გაიზრდება სხვა სახის გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები, მათ შორის დამატებული ღირებულების გადასახადიდან (დღგ), საშემოსავლო და მოგების გადასახადიდან. ვინაიდან წარმოების ზრდა ნიშნავს მეტ დასაქმებას, მეტ ეკონომიკურ აქტივობას და მწარმოებლის მომგებიანობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, აღნიშნული ზრდა შეძლებს იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც აქციზის შემცირებას მოჰყვება. ამასთან, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტებისთვის და იმპორტირებული სიგარეტებისთვის აქციზის განაკვეთი იზრდება 2.75 ლარამდე (ნაცვლად 1.9 ლარისა) და აქციზის განაკვეთი იქნება 2.75 ლარისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის (ნაცვლად 30 პროცენტის) ჯამი. შედეგად, გრძელვადიან პერსპექტივაში კანონპროექტის მიღებას ექნება დადებითი ფისკალური ეფექტი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთის შემცირება მწარმოებლებისთვის შეამცირებს ერთეულის თვითღირებულებას, რაც გააუმჯობესებს მათ ფინანსურ მდგრადობას და უზრუნველყოფს ადგილობრივი წარმოების უწყვეტ ფუნქციონირებას. შემცირებული საგადასახადო ტვირთი მათ ასევე მისცემს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მიმართონ ტექნოლოგიური განახლებისკენ, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და დასაქმების ზრდისკენ. გარდა ამისა, 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილების შედეგად მოსალოდნელია სიგარეტზე არსებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში სიგარეტის ფასის ზრდა, შედეგად, ფისკალური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ადგილობრივად წარმოებული სიგარეტებისთვის, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე (2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე) აქციზის განაკვეთი მცირდება 1.3 ლარამდე (ნაცვალად 1.9 ლარისა). ასევე, 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 1.3 ლარისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის (ნაცვლად 30 პროცენტის) ჯამი. გარდა ამისა, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების 2402 20 კოდით აღნიშნული სიგარეტების, თამბაქოს შემცველობით, ასევე იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთი იზრდება 2.75 ლარამდე (ნაცვლად 1.9 ლარისა). ასევე, 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 2.75 ლარისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის (ნაცვლად 30 პროცენტის) ჯამი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის /დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი.