„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
- „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ (203/3-XIმპ, 12/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე, „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (203/3-XIმპ, 12/11/2025) (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი
მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ
ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე
დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“
საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი
მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონი
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 18.04.2007, მუხ. 116);
ბ) „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად
საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და
კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 443).
მუხლი 2.
1. გაუქმდეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე
დროებითი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეული
2026
წლის
1
იანვრიდან.
2. ლიკვიდირებულ იქნეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
ტერიტორიაზე
დროებითი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულის
ადმინისტრაცია − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 2026 წლის 1 იანვრიდან.
3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ
ოსეთის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ამ
პუნქტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში შექმნას სალიკვიდაციო კომისია და
განსაზღვროს მისი შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები.
4. სალიკვიდაციო კომისიამ უზრუნველყოს შესაბამისი უწყების/უწყებების
განსაზღვრა, რომელსაც/რომლებსაც გადაეცემა/გადაეცემათ ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულტერიტორიული
ერთეულის
ადმინისტრაციის
−
სამხრეთ
ოსეთის
ადმინისტრაციის საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივები,
მიმდინარე ვალდებულებები და სამსახურებრივი დოკუმენტაცია (შესაბამისი
საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტები).
5. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონით ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე
დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის −
სამხრეთ
ოსეთის
ადმინისტრაციის
(პროგრამული
კოდი
−
44
00)
გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი სახსრების განკარგვა
განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
შესაბამისად.
6. ამ კანონის საფუძველზე გათავისუფლებულ ყოფილი სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური
ოლქის
ტერიტორიული
ტერიტორიაზე
ერთეულის
დროებითი
ადმინისტრაციის
−
ადმინისტრაციულსამხრეთ
ოსეთის
ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი
სარგოს ოდენობით.
7. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი უწყებების წარდგინებით ამ პუნქტის
ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე
აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, მათ შორის, სათანადო ნორმატიული აქტების
მიღება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-5−მე-7
პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-5−მე-7 პუნქტები ამოქმედდეს
2026 წლის 1 იანვრიდან.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი
მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ
ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე
დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“
საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს
ტერიტორიული
სახელმწიფოებრივი
კონსტიტუციური
კანონით,
მოწყობა
გადაისინჯება
უფლებამოსილებათა
საქართველოს
გამიჯვნის
პრინციპის
საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის
სრულად აღდგენის შემდეგ. აღნიშნული ჩანაწერი გამორიცხავს საქართველოს
სახელმწიფოს ფარგლებში იმგვარი ტერიტორიული ერთეულის არსებობას,
რომელიც
არ
არის
საქართველოს
კონსტიტუციით
გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორია სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი, მეტიც,
მისი
განმსაზღვრელი
ელემენტია.
სახელმწიფოს
ტერიტორიული
მოწყობა
გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების ტერიტორიულ-ადმინისტრაციული
ორგანიზებას, რაც მოიცავს ურთიერთობას სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილებს,
ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის. საქართველოს ტერიტორიული
მოწყობის საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავად კონსტიტუცია
განსაზღვრავს იმ პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში დადგება დღის
წესრიგში ტერიტორიული მოწყობის გადასინჯვა. ამრიგად, ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველოს
კონსტიტუციასთან
შეუთავსებელია
დროებითი
ადმინისტრაციულ-
ტერიტორიულ ერთეულის არსებობა.
ამასთანავე, „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად
საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და
კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევა,
ასევე, შესაბამისი პრინციპების შემუშავება და საკითხების გადაწყვეტა უნდა
მოეხდინა ამ კანონის ფარგლებში შექმნილ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც
უნდა
შესულიყვნენ
კონფლიქტის
ქართული
და
ოსური
მხარეებისა
და
საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი
კანდიდატებიდან პარიტეტის პრინციპით დანიშნული წევრები, თუმცა ეს კომისია
არ შექმნილა. საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტით
გათვალისწინებული
საკითხის
თაობაზე,
აღნიშნული
კანონისგან
დამოუკიდებლად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო (ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრო)
საკუთარი
კომპეტენციის
ფარგლებში
მოქმედებს
შესაბამისი
კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე და ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებული უძრავი ქონებების დეკლარირებას, საჯარო რეესტრის მიერ მათი
შემდგომი აღრიცხვის მიზნით. ამ პროცესში მომზადებულია 80 694 ქონებრივი
დეკლარაცია და საჯარო რეესტრში აღრიცხვის მიზნით გადაგზავნილია 289
სრულყოფილი ქონებრივი დეკლარაცია (თანდართული დოკუმენტაციითა და
საკადასტრო ნახაზებით). ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის აღსრულების
პრაქტიკული
გამოწვევიდან
გამომდინარე,
მიზანშეწონილია
მისი
ძალადაკარგულად გამოცხადება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი
მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ
ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე
დაზარალებულთა
ქონებრივი
რესტიტუციისა
და
კომპენსაციის
შესახებ“
საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ძალადაკარგულად გამოცხადდება „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში
კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის
შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად
საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და
კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ძალადაკარგულად გამოცხადდება:
ა) „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი
მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონი
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 18.04.2007, მუხ. 116);
ბ) „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად
საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და
კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 443).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისათის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი
მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ
ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე
დაზარალებულთა
ქონებრივი
რესტიტუციისა
და
კომპენსაციის
შესახებ“
საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებული
ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან, ხოლო კანონის
გამოქვეყნებისთანავე
ამოქმედდება
ნორმები,
რომლებიც
დაკავშირებულია
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ
ოსეთის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის პროცესის ორგანიზებასთან.
ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრიდან, ლიკვიდაციის შედეგად
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ
ოსეთის
ადმინისტრაციის
გათავისუფლებულ
თანამშრომლებს
მიეცემათ
კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დღეის მდგომარეობით,
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონით, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის −
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განსაზღვრულია 75
ერთეულით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად გათვალისწინებულია
2 034 700 ლარი. 3 თვის კომპენსაციის თანხებიდან საშემოსავლო გადასახადის
(20%)
მიმართვა
მოხდება
სახელმწიფო
ბიუჯეტში.
გარდა
აღნიშნულისა,
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ
ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმების შედეგად, თანამშრომელთა წლიური შრომის
ანაზღაურებიდან სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ასევე იქნება
გავლენა ზემოაღნიშნული შრომის ანაზღაურების 20% ოდენობით.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიხედვით, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის
ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის (პროგრამული კოდი 44 00)
გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი სახსრების განკარგვა
განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
შესაბამისად.
დღეის
მდგომარეობით,
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წლიური
ბიუჯეტი შეადგენს 3 600 000 ლარს. ამასთან, 2026 წლის 1 იანვრიდან, ლიკვიდაციის
შედეგად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის −
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ
კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დღეის მდგომარეობით,
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონით, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის −
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განსაზღვრულია 75
ერთეულით, ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად გათვალისწინებულია
2 034 700 ლარი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და
მის
სისტემაში
არსებული
უწყების
მიერ
მისაღებ
პირდაპირ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდაციის შედეგად
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის − სამხრეთ
ოსეთის
ადმინისტრაციის
გათავისუფლებულ
თანამშრომლებს
მიეცემათ
კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. დღეის მდგომარეობით,
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონით, საბჭოს აპარატში საშტატო რიცხოვნობა განსაზღვრულია 75 ერთეულით,
ხოლო შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად გათვალისწინებულია 2 034 700
ლარი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
ინიციატორთა მოსაზრებით, კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და
მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონის იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, ირაკლი კირცხალია,
არჩილ
გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
ალექსანდრე
დავით
მათიკაშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
ალუდა
ტაბატაძე,
ღუდუშაური,
თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, ირაკლი კირცხალია,
არჩილ
გორდულაძე,
თორნიკე
ჭეიშვილი,
ალექსანდრე
დავით
მათიკაშვილი,
რატი
იონათამიშვილი,
ალუდა
თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ტაბატაძე,
ღუდუშაური,