საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15433/25/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 46

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 17 ნოემბერი 2025 12:00 2025 წლის 17 ნოემბერი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (1-9893/25; მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. 11.11.2025)
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება რუსუდან თევზაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. რუსუდან თევზაძეს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
დასკვნა
2-15433/25 17-11-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 17 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადების საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2025 წლის 31 ოქტომბერს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს რუსუდან თევზაძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ოქმი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის 2025 წლის 17 ნოემბერი 12.00 სთ. ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის ოქმი N46 სხდომის თავმჯდომარე: დავით მათიკაშვილი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, თამარ ხვედელიანი, იოსებ ჯორბენაძე, თორნიკე ფაღავას უფლებამონაცვლე ზურაბ რურუა და გენრიეტა წიწავას უფლებამონაცვლე არჩილ გორდულაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-9893/25; 11.11.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა. მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის პროექტი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ 2025 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების ნამდვილობა და მოამზადა დასკვნა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად, კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს რუსუდან თევზაძეს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (N1-9893/25; 11.11.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა მოისმინეს: დავით მათიკაშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ პეტიციაზე (№1-9893/25; 11.11.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგებს. დავით მათიკაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო შესწავლის შედეგები, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეს პეტიციის განაცხადი წარედგინება წერილობით ან/და ელექტრონულად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობით წარდგენილი პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით. შემოწმების შედეგად დადგინდა,რომ წარმოდგენილი პეტიციის 300 მხარდამჭერიდან (8 ფურცელი) 2 მხარდამჭერის შემთხვევაში არ არის მითითებული სახელი და გვარი სრულად, 1 მხარდამჭერის შემთხვევაში პირადი ნომერი, ხოლო 1 მხარდამჭერის შემთხვევაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომერი, ამასთანავე, 299 მხარდამჭერის შემთხვევაში არ არის განხორციელებული ხელმოწერა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც 227-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. 299 მხარდამჭერის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა არ აღემატება 300 პირის ხელმოწერას. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ პეტიციის (N1-9893/25; 11.11.2025) ავტორს უარი უნდა ეთქვას პეტიციის განხილვაზე. აზრი გამოთქვეს: გიორგი კახიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ წარმოდგენილი პეტიცია, შეეხება ძალიან სენსიტიურ თემას - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პაციენტებს, ამიტომ სასურველი და მიზანშეწონილი იქნება, რომ კომიტეტი დაუკავშირდეს პეტიციის ავტორს, ხარვეზების გამოსწორების და პეტიციის ხელხლა წარმოდგენის მიზნით. დავით მათიკაშვილი დაეთანხმა გიორგი კახიანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ანალოგიურ შემთხვევაში და ამჯერადაც კომიტეტის აპარატი აუცილებლად დაუკავშირდება პეტიციის ავტორს ხარვეზების განმარტებისა და მათი შესაძლო კორექტირების მიზნით. კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და სხვა მოსაზრებები არ გამოთქმულა კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭიროს უარყოფით დასკვნას საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ პეტიციაზე (№1-9893/25; 11.11.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. დავით მათიკაშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი 2