საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლების ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ მიერ წარმოდგენილ (№1-9893/25; 11.11.2025) საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტებისათვის მედიკამენტების დაფინანსების შესახებ პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ.

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-15438/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-17
კომიტეტის სხდომის ნომერი 46

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 17 ნოემბერი 2025 12:00 2025 წლის 17 ნოემბერი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირიN8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან თევზაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (1-9893/25; მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი. 11.11.2025)
დასკვნა
2-15438/25 17-11-2025 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა პეტიციაზე მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 17 ნოემბერს პარლამენტისათვის კომიტეტის წარდგენილ სხდომაზე განიხილა პეტიციაზე (№1-9893/25; საქართველოს 11.11.2025) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების შედეგები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეს პეტიციის განაცხადი წარედგინება წერილობით ან/და ელექტრონულად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობით წარდგენილი პეტიციის განაცხადზე/პეტიციაზე პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, ხელმოწერით, მისი სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და ტელეფონის ნომრის მითითებით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი პეტიციის 300 მხარდამჭერიდან (8 ფურცელი) 2 მხარდამჭერის შემთხვევაში არ არის მითითებული სახელი და გვარი სრულად, 1 მხარდამჭერის შემთხვევაში პირადი ნომერი, ხოლო 1 მხარდამჭერის შემთხვევაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომერი, ამასთანავე, 299 მხარდამჭერის შემთხვევაში არ არის განხორციელებული ხელმოწერა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge 227-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც 227-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არის შესრულებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 299 მხარდამჭერის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მოთხოვნები, რის საფუძველზეც ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა არ აღემატება 300 პირის ხელმოწერას. შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ პეტიციის ავტორს უარი უნდა ეთქვას პეტიციის განხილვაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავითი მათიკაშვილი