სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა
📋 განხილვის ეტაპები
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 24
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
კულტურის კომიტეტის სხდომა
თარიღი
14 ნოემბერი 2025 12:00
2025 წლის 14 ნოემბერი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
1. სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ
გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის
მოსმენა;
მომხსენებელი: სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს გენერალური დირექტორი - თეა ონიანი.
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი
N24
2025 წლის 14 ნოემბერი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)
დღის წესრიგი
1.
სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების
შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
მომხსენებელი: სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი - თეა ონიანი.
სხდომას უძღვებოდა: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია
სხდომის მდივანი: ანა კუჭუხიძე - აპარატის თანამშრომელი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გიორგი გაბუნია; ეკა ჭიჭინაძე; არჩილ ბერიძე;
ისკო დასენი; ზაზა ლომინაძე; გიორგი სოსიაშვილი; გრიგოლ აბესაძე; მალხაზ თორია.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები; სსიპ - საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
სხდომა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ გახსნა და დაადასტურა
კომიტეტში კვორუმის არსებობა. მან დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს
ხმათა უმრავლესობით.
მოისმინეს: კულტურის კომიტეტის სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული
სააგენტოს
გენერალურმა
დირექტორმა თეა
ონიანმა სააგენტოს
საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მომხსენებელმა
კომიტეტის
წევრებს
სააგენტოს
საქმიანობის
ძირითადი
მიმართულებები და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
როგორც თეა ონიანმა აღნიშნა, კულტურის სამინისტროსთან კოორდინაციით
მიმდინარეობს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების
პროექტის
მომზადება,
რომელიც
კულტურული
მემკვიდრეობის სფეროში მონიტორინგისა და ინსპექტირების პროცესებისთვის
შესაბამისი
საკანონმდებლო
ჩარჩოს
შექმნას
ითვალისწინებს.
მომხსენებელმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა-აღდგენის საკითხზე
და დარგში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას კიდევ ერთი ქართული
არამატერიალური
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლი
დაემატება.
„უახლოეს მომავალში გვექნება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კიდევ
ერთი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - „ქართული
ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“, რაც დიდი აღიარებაა ჩვენი
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის“- განაცხადა თეა ონიანმა.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია
არსებული პრობლემების ერთობლივად გაანალიზება და მათი გადაჭრისთვის
შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობა.
„პრობლემებზე საუბარი აუცილებელია. მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის
საკითხში ჩართული იყოს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტო, ასევე კულტურის სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები.
ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების
გადარჩენასა და მათ რეაბილიტაციაზე“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
თეა ონიანმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.
„ზუსტად იმის თქმა, როდის დასრულდება გელათის კვლევითი და საკონსერვაციო
სამუშაოები, ამ ეტაპზე რთულია, რადგან კვლევის პროცესი კვლავ გრძელდება. უკვე
დაწყებულია ტაძრის გადახურვის კვლევა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
ეტაპია. აუცილებელია ტაძრის სრულფასოვან გადახურვაში მოქცევა და დროებითი
კონსტრუქციის მოხსნა. სავარაუდოდ, ეს პროცესი იქნება გრძელვადიანი.“ განაცხადა თეა ონიანმა
კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია
სხდომის მდივანი - ანა კუჭუხიძე