საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.10.2025
ავტორი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი
ნომერი
#[583e]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-10-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 19
შენიშვნა გასვლითი სხდომა- სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სხდომათა დარბაზი ქალაქი თბილისი, ვასო გოძიაშვილის ქუჩა №49

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლითი სხდომა თარიღი 27 ოქტომბერი 2025 12:00 2025 წლის 27 ოქტომბერი, 12:00 საათი სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სხდომათა დარბაზი ქალაქი თბილისი, ვასო გოძიაშვილის ქუჩა N49 დღის წესრიგი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ; მომხსენებელი: ირაკლი გულედანი - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი ოქმი N19 2025 წლის 27 ოქტომბერი, 12 საათი სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სათათბირო ოთახი ქალაქი თბილისი, ვასო გოძიაშვილის ქუჩა N49 სხდომას თავმჯდომარეობდა: გელა სამხარაული (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გუგუჩია - გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით შერაზადიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ დუგლაძე, ედიშერ თოლორაია, სამველ მანუკიანი, ვასილ ჩიგოგიძე. აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, მარიამ ტყეშელაშვილი, ნინო ქორიძე, ეკატერინე ობოლაძე, გიორგი გვასალია, ირმა ქიტიაშვილი, ნინო ჟღენტი. მოწვეული სტუმრები: ლაშა ავალიანი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გულედანი - სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი, ანა გულბანი - სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, ეთერ გვრიტიშვილი - მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის უფროსი, მარინა დონდუაშვილი - ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის უფროსი, მარინა ღვინჯილია - სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსი, თამარ მაჭარაძე - საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი, ქეთევან თოთლაძე - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 1 დღის წესრიგი (პროექტი) 1. სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ. (მომხსენებელი: ირაკლი გულედანი - სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი). კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, კომიტეტის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, მისასალმებელი სიტყვით მიმართა მინისტრის მოადგილემ - ლაშა ავალიანმა. მან აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოს ასეთი ვიზიტები და ჩართულობა, რომლის დროსაც კომიტეტის წევრებს მიაწვდიან ინფორმაციებს მიმდინარე აქტივობებზე და იმ საჭიროებებზე, რომლებიც ერთად არის გადასაწყვეტი. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიმართულებებზე და ლაბორატორიის როლზე: მცენარეთა სიჯანსაღე, ცხოველთა ჯანმრთელობა, სურსათის უვნებლობა, რაც საბოლოო ჯამში ადამიანის ჯანმრთელობაზე გადის. I. მოისმინეს: ირაკლი გულედანის ინფორმაცია - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის და 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ცხოველთა (მათ შორის ფრინველი, თევზი, ფუტკარი) დაავადებებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა, ასევე სურსათისა და სასმელი წყლის კვლევა. სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში შედის თბილისის ლაბორატორია, ორი ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია ქუთაისსა და ახალციხეში; ათი რეგიონული ლაბორატორია გორში, მარნეულში, დუშეთში, გურჯაანში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ბათუმში, საჩხერესა და 2 მესტიაში. ლაბორატორია, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულია ქვეყნის მასშტაბით დაავადების კერის სალიკვიდაციო და საკარანტინო ღონისძიებებში, ლაბორატორიის ქსელი ხელს უწყობს ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდების აპრობაციასა და დანერგვას. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2023 წლის მონაცემებით ლაბორატორია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტის ისო/იეკ 17025:2017/2018‐ის მოთხოვნებს; დღეისათვის ლაბორატორიაში დანერგილია 592 კვლევის მეთოდი; ISO 9001:2015 მართვის სისტემა სერტიფიცირებულია; 2023 წლის განმავლობაში მოხდა არსებული სტანდარტულ ოპერაციული პროცედურების (SOP) გადახედვა, განახლება და ახალი SOP-ების შემუშავება; ლაბორატორიის სპეციალისტებმა წარმატებით ჩააბარეს პროფესიული ტესტირებები. უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის: მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის: სურსათის კვლევის დეპარტამენტის: პოლიმერების ტესტირების ლაბორატორიის, გენეტიკური ტესტირების ლაბორატორიის და სხვა მიმართულებებით განხორციელებულ და მიმდინარე აქტივობებზე, ახალი მეთოდების დანერგვაზე. სურსათის კვლევის დეპარტამენტში დაინერგა 4 მეთოდი; მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში 14 მეთოდი; ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში დაინერგა 7 მეთოდი. ირაკლი გულედანმა ასევე, ისაუბრა საანგარიშო პერიოდში, 2023-2025, წლებში ლაბორატორიაში შემოსულ თანხებზე. მისი განცხადებით, 2023 წელთან შედარებით მიმდინარე პერიოდზე 2024 წლის შემოდინება თითქმის 7,6% გაიზარდა. პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ლაბორატორიაში პრაქტიკა და სტაჟირება გაიარეს სხვადასხვა მიმართულების 40 მომავალმა სპეციალისტმა; სახელმწიფო სტაჟირებას გადის 5 სპეციალისტი; დასაქმდა 4 სპეციალისტი; მომხსენებელმა ისაუბრა საანგარიშო პერიოდში ლაბორატორიაში შემოსულ ნიმუშებზე ჩატარებული კვლევების რაოდენობაზე. 2024 წლის განმავლობაში ლაბორატორიაში გაიმართა: სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, რეგიონებში ვიზიტები და ა.შ. აქტიურად მიმდინარეობდა ლაბორატორიის მიღწევებისა და სიახლეების გავრცელება შესაბამის პლატფორმებზე. დაიბეჭდა და გავრცელდა საცნობარო ლიტერატურა ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, 2023 წლის მარტში, კანონმდებლობაში შესული ცვლილებიდან გამომდინარე, ლაბორატორიამ მიიღო რეფერენს სტატუსი; მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ისო 17043 სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით; ჩატარდა მუშაობა, ლაბორატორიათაშორისი შედარებების ორგანიზების მიმართულებით. 3 2024 წელი: პროფესიულ ტესტირებებში მონაწილეობა, სულ 27 საკვალიფიკაციო ტესტირება; სურსათის კვლევის დეპარტამენტში დაინერგა 15; მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში დაინერგა 14; ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში დაინერგა 4; დაიწყო გენეტიკური კვლევები სხვადასხვა დაავადებების მიმართულებით; ბიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების კვლევების დანერგვისათვის მოსამზადებელი სამუშაოები. სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრა მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო 2025 წლის გეგმები: (პროფესიულ ტესტირებებში მონაწილეობა; ახალი კვლევების მეთოდების დანერგვა სამივე მიმართულებით; რეგიონში ლაბორატორიული აჭარის სექტორის ავტონომიური გაძლიერება; რესპუბლიკის ლაბორატორიული ინფორმაციული სისტემის (LIMS) ახალი მოდულის გაშვება). ირაკლი გულედანის განცხადებით, ქვეყანაში არის საჭიროება მოხდეს ლაბორატორიული სიმძლავრეების გაძლიერების, განსაკუთრებით რეგიონებში. გურჯაანი (რეგიონის მზარდი ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე); ქუთაისი (დასავლეთ საქართველოში არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე); ახალციხე (მეცხოველეობიდან გამომდინარე). მან წარმოადგინა აღნიშნულ რეგიონებში გურჯაანის ლაბორატორიის განვითარების, ქუთაისის ზონალურდიაგნოსტიკური ლაბორატორიის განვითარების და ახალციხის ზონალურ დიაგნოსტიკური ლაბორატორიის განვითარების გეგმებზე., აზრი გამოთქვეს: 1. გიორგი გუგუჩია: რომლის განცხადებით, ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ლაბორატორია ასეთ დონეზეა და კიდევ მეტად ვითარდება. რამდენადაც მისთვის ფუნქციონირებენ, ცნობილია, თუმცა მათი არსებული კვლევები კერძო ცდება ლაბორატორიებიც ერთმანეთს. ბიზნესის პრობლემაა, რომ შესაძლებელია, კერძო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევა არასწორი იყოს და მათ მიერ გაცემული დასკვნა არ შეესაბამებოდეს სიმართლეს. აქედან გამომდინარე, შემდეგ მიმართავენ სახელმწიფო ლაბორატორიას და ხშირ შემთხვევაში არის ცდომილება. სანამ ამ ეტაპამდე მივლენ, კონკრეტულ ფირმას/კომპანიას, შეიძლება აეკრძალოთ პროდუქციის შემოტანა და უჩნდებათ პრობლემები. საინტერესოა, თუ არსებობს სტატისტიკა, თუ აქვთ მონაცემები, მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით. 2. გელა სამხარაული: რომელმაც აღნიშნა, რომ წლების წინ მოუწია ერთგვარი შუამავლის ფუნქციის შესრულება კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიებს შორის. კერძო წუხდა, რომ კონკრეტული კვლევების მიმართულებით (რაც 4 მათთვის კომერციულად საინტერესო იყო) სახელმწიფო ლაბორატორიის ჩართულობით, ისინი არათანაბარ პირობებში იქნებოდნენ, რადგან სახელმწიფო ლაბორატორია ბიუჯეტის რესურსს ხარჯავს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, განხილვების დროს მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კერძო ლაბორატორიებისთვის სახელმწიფო უკეთესია, ლაბორატორია. კვლევებში, აქცენტი მიზერულად გაკეთდებოდა ჩაერთოს მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც სახელმწიფოსთვის არის საინტერესო, მაგრამ არა კომერციულად. გელა სამხარაული დაინტერესდა რეგიონული ლაბორატორიებით, სადაც ხდება ნიმუშების მიტანა და პასუხების მიღება. საინტერესოა, ეს ყველა მიმართულებას ეხება, თუ რა მიმართულებითაც ფუნქციონირებს ფილიალი, მხოლოდ მას. კომიტეტის თავმჯდომარე ასევე დაინტერესდა პესტიციდების, სასუქების, შხამქიმიკატების თემით, რადგან მოსახლეობისგან არის პრეტენზიები. არის ცოდნის ნაკლებობა და არ იციან მათი გამოყენებისას, შედეგი როგორი იქნება. როდის იქნება გამართული კვლევები, რომ შეძლონ ქვეყნაში ნებისმიერი სასუქის გამოყენებისას, ზუსტად იცოდნენ, რა შედეგი მოყვება თანამშრომლობენ მის სხვა მოხმარებას. ასევე, საინტერესოა, ლაბორატორიებთან, რამდენად ჯანდაცვის, შსს- ლაბორატორიებთან. 3. ირაკლი გულედანი: რომელმაც განაცხადა, რომ ურთიერთობა სახელმწიფოსა და კერძო ლაბორატორიას შორის დიდი ხანია არსებობს. დღეისათვის დარეგულირებულია კარგად, მითითება აქვთ, რომ სახელმწიფო არ შევიდეს კონკურენციაში კერძო ბიზნესთან. კონკრეტულ კვლევებთან დაკავშირებით, თუ რამე სადაო იქნება, მათ, როგორც რეფერენს-ლაბორატორიას, მაშინ მომართავენ. თუ მოთხოვნა გაჩნდა, ნერგავენ შესაბამის მეთოდს და მერე სთავაზობენ კერძო სექტორს. სახელმწიფო ლაბორატორია არ არის იმისთვის შექმნილი, რომ ყველა კვლევა ჩაატაროს. მათ უფრო მენტორული ვალდებულება აიღეს, მეთოდების, მითითებების კუთხით. კერძო ლაბორატორიებში უნდა გაიზარდოს კვლევების რაოდენობა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცდომილებები, სამწუხაროდ არის. ტენდერებში კერძო სექტორს ხელს არავის უშლის, თუმცა არის კვლევები, რომელიც მარტო მათ აქვთ. თუ გადასამოწმებლად ჭირდებათ, მაშინ შედის სახელმწიფო პროცესში. რეგიონული ლაბორატორიების კვლევები ეხება ყველა კვლევას, რომელსაც ახორციელებს ლაბორატორია, რაც აქვთ პრეისკურანტში. შიდა ლოჯისტიკა აწყობილი აქვთ. ნიმუშსაც გააჩნია, ძირითად შემთხვევებში, თავისი რესურსით ახდენენ ტრანსპორტირებას. არის ნიმუშები, რომელსაც არ ჭირდება განსაკუთრებული პირობები და საფოსტო მომსახურებით ხდება ტრანსპორტირება. რაც შეეხება პესტიციდებს, მომხსენებელმა განაცხადა, რომ მინისტრისგან დავალება მიიღეს, პირველ 5 ეტაპზე აკეთებენ შეფასებას, აქტიურად მუშაობენ, რა ლაბორატორიული შესაძლებლობა არის საჭირო, ადმინისტრაციული რესურსიც მნიშვნელოვანია. ამ გეგმის მომზადების ეტაპზე არიან. მას გაუჭირდება თარიღი დაასახელოს, თუმცა გეგმაზე მუშაობას ერთ თვეში მაინც დაასრულებენ. ამის მერე ბიუჯეტის მოძებნას და თანხების მობილიზებას დაახლოებით 1 ეტაპობრივად. სხვა წელი პროფილის დაჭირდება, პროცესებს ლაბორატორიებთან მიყვებიან დაკავშირებით, მეთოდიკაში სხვაობაა, თუმცა პრინციპი ერთია. მაგალითად, პესტიციდებს სამხარაულის ლაბორატორია ვერ შეამოწმებს, ისინი ამ მიმართულებით არ მუშაობენ. 4. გელა სამხარაული: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა. პირველი მონახაზი არის და დაზუსტებული ბიუჯეტის განხილვისას, თუ მათი მხრიდან იქნება სწრაფი რეაგირება და შესაბამისად, სამინისტროს ბიუჯეტში იქნება ამ კუთხით საკითხი დაყენებული, სოფლის მეურნეობის კომიტეტი ყველანაირად დაუჭერს მხარს ამ თანხების მობილიზებაში. ასევე, აზრი გამოთქვეს: დავით შერაზადიშვილმა, ვასილ ჩიგოგიძემ, ლაშა ავალიანმა, ხოლო მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის და 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ. სხდომის თავმჯდომარე: გელა სამხარაული სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 6