საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა 2025 წლის 19 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარდგინებით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის წევრის ზურაბ ქადაგიძის არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-11-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 28
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
თარიღი
19 ნოემბერი 2025 13:00
2025 წლის 19 ნოემბერი, 13:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
1.
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (192/2-XIმპ; 12.11.2025);
მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე
დარახველიძე;
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის,
რატი
იონათამიშვილის,
ალუდა
ღუდუშაურის,
დავით
მათიკაშვილის,
გურამ
მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილისა და ალექსანდრე ტაბატაძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული
კანონების პროექტები: „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „რეფერენდუმის შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ“
საქართველოს
პარლამენტის
კანონში
რეგლამენტის
ცვლილების
პროექტი
შეტანის
„საქართველოს
თაობაზე“
და
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (200/3-XIმპ; 12.11.2025);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით მათიკაშვილი;
4.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
„გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025
წლის ეროვნული ანგარიშის პროექტი“ (1-9089; 13.10.2025);
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე.
დასკვნა
2-15655/25
19-11-2025
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარდგინებით კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია კომიტეტის წევრი ზურაბ ქადაგიძე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
რატი იონათამიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომა N28
2025 წლის 19 ნოემბერი, 13:00 სთ.
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი,
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
დღის წესრიგი
1. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი
2. საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 192/2-XIმპ; 12.11.2025);
მომხსენებელი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი
იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი
ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილისა და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“,
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N 200/3-XIმპ; 12.11.2025);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით მათიკაშვილი
4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის
უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის
პროექტი“ (N 1-9089; 13.10.2025).
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე
2025 წლის 19 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო
კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის
დღის წესრიგი.
სხდომას თავმჯდომარეობდა - რატი იონათამიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები:
ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სუმბატ კიურეღიანის უფლებამონაცვლე - იმედა ნიკურაძე,
ირაკლი ჭეიშვილის უფლებამონაცვლე - ზურაბ რურუა, თორნიკე ფაღავას უფლებამონაცვლე გენრიეტა წიწავა, სოფიო ხორგუანი.
კომიტეტმა პირველ საკითხად განიხილა:
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე.
საკანონმდებლო ცვლილებები კომიტეტს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,
ალექსანდრე დარახველიძემ წარმოუდგინა.
შემოთავაზებული
ცვლილებების
თანახმად:
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც საგზაო მოძრაობის
უსაფრთხოების სფეროში განისაზღვრება პასუხისმგებლობა ახალი ქმედებებისათვის და ახლებურად
ყალიბდება ზოგიერთი სამართალდარღვევის შინაარსი;
მკაცრდება ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სფეროში არსებული
ზოგიერთი სამართალდარღვევებისათვის. გამკაცრება გულისხმობს სახდელის სახით დაწესებული
ჯარიმების ზრდას;
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცალკეული
სამართალდარღვევებისთვის, ახლებურად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის
მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა შესამცირებელი რაოდენობა.
საკითხის განხილვის პროცესში, კომიტეტის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკანონმდებლო
პაკეტით წარმოდგენილ რამდენიმე ცვლილებაზე და გარემოებაზე, რაზეც გამოითქვა მოსაზრებები
და კომიტეტს მათი გათვალისწინება მიზანშეწონილად მიაჩნია.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებზე მითითებით, კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 5, წინააღმდეგი
- 1, მხარი დაუჭირა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონების პროექტებს: „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კომიტეტმა განიხილა:
საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი
იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი
ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილისა და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“.
საკანონმდებლო ცვლილებები კომიტეტს, ერთ-ერთმა ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის
წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააცნო.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას.
კოდექსის ახალი რედაქციის მიხედვით: განისაზღვრება არჩევნებში ეტლით მოსარგებლე
ამომრჩევლის მონაწილეობის წესი. ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის
არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის
კუთხით;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ზუსტდება ფოტო-ვიდეოგადაღების წესები. იცვლება სხვა
სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის
ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს
სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება.
არჩევნების სათანადოდ ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით განისაზღვრება სახელმწიფო
ორგანოებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლები;
საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სრულად დაკომპლექტებისა და
პოტენციური კადრების მოძიების პროცესის წახალისების მიზნით, იცვლება საქართველოს საარჩევნო
ადმინისტრაციის მოხელეთა თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და შრომით ურთიერთობასთან
დაკავშირებული საკითხები;
კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან
გაძევების საკითხები. მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. იცვლება და
ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის
გაუქმების საფუძვლები.
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით ცვლილებები გათვალისწინებულია, აგრეთვე
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. ამასთანავე,
ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა დადებითად შეაფასა შემოთავაზებული ცვლილებები და კენჭისყრით, მომხრე - 5
წინააღმდეგი - 1, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის,
თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ
მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგიზ შარმანაშვილისა და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს:
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტს
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს წარმოუდგინა ინფორმაცია, ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად,
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ მიერ, კომიტეტის წევრის ზურაბი ქადაგიძის,
კანდიდატურის წარდგენის შესახებ.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 5, წინააღმდეგი - 1, მხარი დაუჭირა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილედ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარდგინებით, კომიტეტის
წევრის ზურაბ ქადაგიძის არჩევას.
სხდომის დასასრულს კომიტეტმა განიხილა:
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის
უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის
პროექტი“.
მოხსენება, საქართველოს
წარმოადგინა.
საგარეო
საქმეთა
მინისტრის
მოადგილემ,
ხათუნა
თოთლაძემ
წარმოდგენილი ანგარიშის პროექტი შედგება ორი ნაწილისგან: ზოგადი ნაწილი და ანგარიშის მიერ
მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების ამსახველი ცხრილი. ანგარიშის ორივე ნაწილი
მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი
სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებულ ღონისძიებებს.
წარმოდგენილ ანგარიშში მითითებულია, მოცემულ პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის
სფეროში მიღებული არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესახებ, შემდეგი მიმართულებებით:
ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დისკრიმინაციული
ნიშნით/სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალისა და მამაკაცის
თანასწორობა; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა; ბავშვთა უფლებები; სამართლიანი
სასამართლოს უფლება;
რეფორმები პენიტენციურ სისტემაში; ადამიანით ვაჭრობასთან
(ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და
პერსონალურ მონაცემთა დაცვა; რელიგიის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება;
შრომა და დასაქმება;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები; ეთნიკური
უმცირესობების უფლებები; უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება;
განხილვის შემდგომ საკითხზე მსჯელობისას კომიტეტის მხრიდან აღინიშნა, რომ გაერო-ს
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმით გათვალისწინებული რეკომენდაციების
შესრულება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სახელმწიფოში არსებული გამოწვევების აღმოფხვრასა და,
შესაბამისად, სხვადასხვა ძირითადი უფლების დაცვის განმტკიცებას.
ამავდროულად, წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ გაიცა რეკომენდაციები,
რომლებიც აისახება კომიტეტის დასკვნაში.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა, კენჭისყრით მომხრე - 5, წინაღმდეგი - 0, თავი შეიკავა - 1, საქართველოს დადებითად
შეაფასა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR)
მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების გაუმჯობესების მიზნით
განხორციელებული ღონისძიებები და აღნიშნული უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ
საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტი.
(კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად იხილეთ სხდომის აუდიო ჩანაწერი)
სხდომის თავმჯდომარე: რატი იონათამიშვილი
სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია