„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-24
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს ცვლილება და 39-ე მუხლს
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ საწარმოში, რომლის ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ფლობს,
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო,
გარდა ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული
საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე, სახელმწიფოს 50% ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი
მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი
შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს.
საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა,
მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი
საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.
მუხლი 2
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7
პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, იყოს სამეწარმეო საქმიანობის
სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, საკონტროლო, სამეთვალყურეო და სარევიზიო
ორგანოების წევრი.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 39-ე მუხლის მე3 პუნქტის თანახმად, „იმ საწარმოში, რომლის ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს
სახელმწიფო ფლობს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას
სამეთვალყურეო საბჭო, გარდა ამ მუხლის 31 და 32 პუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
აღნიშნული
საწარმოს
სამეთვალყურეო
საბჭოში,
სახელმწიფოს
წარმომადგენელი შეიძლება იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა
კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად
საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე
ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ
მიიჩნევა.“. ამასთან, „კანონი“ არ ითვალისწინებს სახელმწიფოს 50% ან 50%-ზე ნაკლები
წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს
წარმომადგენელად საჯარო მოსამსახურის არსებობის საგამონაკლისო შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ „საინვესტიციო ხელშეკრულებისა“ და „აქციონერთა შეთანხმების“
მოწონებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025
წლის 22 ოქტომბრის N1712 განკარგულების საფუძველზე, ქვეყნისათვის უმსხვილესი
საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით, არაბთა გაერთიანებული საამიროს
დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანია ,,EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS
LIMITED“-ისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით გაფორმდა „საინვესტიციო
ხელშეკრულება“,
რომლითაც
განისაზღვრა
თბილისისა
და
გარდაბნის
(კრწანისის
ტერიტორია) და აჭარის (ბათუმი/გონიო) ტერიტორიებზე უძრავი ქონებისა და ტურისტული
ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად საჭირო
აქტივობები და „აქციონერთა შეთანხმება“, რომლითაც დადგინდა სახელმწიფოსა და ,,EAGLE
HILLS
DEVELOPMENT
HOLDINGS
LIMITED“-ის
მიერ
ერთობლივი
წილობრივი
მონაწილეობით მოქმედი კომპანიის
- შპს ,,იგლ ჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011)
მმართველობის წესები, კაპიტალის სტრუქტურა და პარტნიორთა უფლება-მოვალეობების
ჩარჩო, მისი განხორციელების წესები.
„აქციონერთა შეთანხმების“ თანახმად, სახელმწიფოსა და ,,EAGLE HILLS DEVELOPMENT
HOLDINGS LIMITED“-ის მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი შპს ,,იგლ
ჰილს საქართველოს“ (ს/ნ 404770011, შემდგომში - ერთობლივი საწარმო) სამეთვალყურეო
საბჭოს შემადგენლობა უნდა შედგებოდეს როგორც ინვესტორის, ასევე, სახელმწიფოს
წარმომადგენლებისაგან. ამასთან, აღნიშნულ საწარმოში
მონაწილეობა განისაზღვრება 50%-ზე ნაკლები ოდენობით.
სახელმწიფოს
წილობრივი
„ერთობლივი საწარმოს“ მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით, აუცილებელია,
მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დანიშნულ იქნენ საჯარო მოსამსახურეები, რაც
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით,
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს
განხორციელების გარეშე შეუძლებელია.
კანონში
სათანადო
ცვლილების
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საინვესტიციო ხელშეკრულებითა“ და „აქციონერთა შეთანხმებით“ გათვალისწინებული
პროექტის განხორცილებისა მიზნით, აუცილებელია „კანონში“ განხორციელდეს ცვლილება
და განისაზღვროს, რომ მსგავსად სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით
მოქმედი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოსი, შესაძლებელია, სახელმწიფოს 50% ან 50%-ზე
ნაკლები
წილობრივი
მონაწილეობით
მოქმედი
საწარმოს
სამეთვალყურეო
საბჭოში
სახელმწიფოს წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან
ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც
იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო
ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, სახელმწიფოს 50%
ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში
სახელმწიფოს წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან
ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს და დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების
გარეშე ასრულებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით გათვალისწინებულია „კანონის“ 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდება
ახლებური რედაქციით,
რომლითაც დადგინდება, რომ სახელმწიფოს 50%-ზე მეტი
წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს მსგავსად, შესაძლებელია, სახელმწიფოს 50%
ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში
სახელმწიფოს წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან
ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც
იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო
ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობად არ მიიჩნევა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი
ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია
მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რაც განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ ქვეყნისათვის უმსხვილესი საინვესტიციო პროქტის განხორციელების
მიზნით, „ერთობლივი საწარმოს“ სამეთვალყურეო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს, მათ შორის,
საჯარო მოსამსახურეებისაგან, შესაძლოდ მოკლე ვადაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს.
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ფინანსურ გავლენას არ იქონიებს ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის ზეგავლენას ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ
ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
და
მრავალმხრვ
ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან
მაჭავარიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი,
ლევან მაჭავარიანი.