„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2025
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#211/2-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-24
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს იმ სახელმწიფოებრივი ანდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვა შესაძლოა განახორციელოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღეის მდგომარეობით არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც საქართველოს მთავრობას მისცემს უფლებამოსილებას განსაზღვროს იმ სახელმწიფოებრივი ანდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვა შესაძლებელია განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა (შემდგომ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი). არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების დაცვა შესაძლებელია სათანადოდ ვერ განახორციელოს კერძო დაცვითმა ორგანიზაციებმა, მათი კვალიფიკაციისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის სიმწირიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობას გააჩნდეს ბერკეტი, რომ თავად განსაზღვროს იმ ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვაც უნდა განხორციელდეს გამოცდილი, საპოლიციო უნარებით აღჭურვილი თანამშრომლების მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონში ჩაიწეროს ნორმა, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება, დადგენილებით განსაზღვროს სახელმწიფოებრივი ანდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვაც შესაძლებელია განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის მთავარ მარეგულირებელ სამართლებრივ აქტს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მისთვის დამატებითი კომპეტენციის მისანიჭებლად აუცილებელია ცვლილება შევიდეს დასახელებულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება დაამტკიცოს იმ სახელმწიფოებრივი ანდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვა შესაძლებელია განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც საქართველოს მთავრობას საშუალება მისცემს დადგენილებით განსაზღვროს იმ სახელმწიფოებრივი ანდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვა შესაძლებელია განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს იმ სახელმწიფოებრივი ანდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვა შესაძლოა განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ობიექტების რაოდენობასა და მათთან დადებულ ხელშეკრულებებზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს იმ სახელმწიფოებრივი ანდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვა შესაძლოა განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, რამაც შესაძლოა გაზარდოს სახელმწიფოებრივი ანდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების დაცვასთან დაკავშირებული ხარჯები. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ობიექტების რაოდენობასა და მათთან დადებულ ხელშეკრულებებზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ, ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს იმ სახელმწიფოებრივი ანდა საზოგადოებრივი ნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვა შესაძლოა განახორციელოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, კერძო დაცვითმა ორგანიზაციებმა შესაძლოა ვეღარ განახორციელოს აღნიშნული ობიექტების დაცვას, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იქ დასაქმებულ პირებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. მრავალმხრივ უკავშირდება გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.