„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.11.2025
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#210/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-24
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია გადაანგარიშდება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, თუ კომპენსაცია დანიშნული აქვს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირს - ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით; ბ) გარდაცვლილის ოჯახის წევრს - მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, გადაანგარიშება ხორციელდება ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი და 11 პუნქტების შესაბამისად; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, გადაანგარიშება ხორციელდება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად. მუხლი 2 1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გადაანგარიშების პირობა ვრცელდება მხოლოდ 2026 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში გასაცემ კომპენსაციებზე. 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გადაანგარიშების პირობა იმ კომპენსაციაზე, რომლის გაცემა შეჩერებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვრცელდება მისი გაცემის განახლების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2024 წლის 3 აპრილის №4098-XIVმს-Xმპ საქართველოს კანონით (შემდგომ - ცვლილების კანონი) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომ - კანონი) განხორციელდა ცვლილებები (ამოქმედდა 2024 წლის 1 მაისიდან), რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობები გადაუანგარიშდათ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციით მოსარგებლე ძალოვანი სტრუქტურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს. აღნიშნული ცვლილებით დადგინდა ახალი კოეფიციენტები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ცვლილების განხორციელებამდე დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობები. სახელმწიფო კატეგორია, კომპენსაციების რომლებზეც არ გადაანგარიშების გავრცელდა პროცესში ცვლილების გამოიკვეთა კანონით გარკვეული გათვალისწინებული გადაანგარიშება, ვინაიდან მათ სახელმწიფო გასაცემლები დანიშნული ჰქონდათ კანონის ამოქმედებამდე (2006 წლის 1 იანვრამდე) მოქმედი კანონმდებლობით. ასეთი სუბიექტები იყვნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილი პირები, რომლებსაც სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული ჰქონდათ არა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით, არამედ 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2006 წლის 1 იანვრამდე ზემოაღნიშნულ სუბიექტებს მოპოვებული ჰქონდათ ე.წ. სამხედრო პენსიის მიღების უფლება, მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები და სამსახურიდან დათხოვნისას თავიანთი სტატუსით უთანაბრდებოდნენ სამხედრო მოსამსახურეებსა და პოლიციის მუშაკებს. 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის სამსახურებიდან შესახებ“ დათხოვნილ პირთა დეპარტამენტიდან, საქართველოს დეპარტამენტიდან და დათხოვნილი პირები) საქართველოს მიმართ (საქართველოს საგადასახადო საქართველოს კანონი, ფინანსთა სახელმწიფო რომელიც ზემოაღნიშნული ფინანსთა სამინისტროს საბაჟო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო სამინისტროს კომპენსაციის საგანგებო როგორც ლეგიონიდან დანიშვნას, ისე გადაანგარიშებას არ ითვალისწინებს. აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან - 2006 წლის 1 იანვრიდან ამავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით დანიშნულ და გაცემულ პენსიებს (პენსიის დანამატებთან ერთად) ეწოდა კომპენსაცია და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და მათი გაცემა გაგრძელდა, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაცია, ხოლო ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით (2005 წლის ოქტომბრის მოქმედი რედაქცია) დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილი პირებისთვის დანიშნული კომპენსაციები), გაგრძელდა ე.წ. შენარჩუნებული უფლებით - ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე. ამდენად, ზემოაღნიშნული სამსახურიდან დათხოვნილი პირები გაიგივებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეებთან და პოლიციის მუშაკებთან და ამ კანონით მოსარგებლე სხვა სუბიექტების მსგავსად, სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო, 2006 წლის 1 იანვრამდე მათაც დანიშნული ჰქონდათ ე.წ. სამხედრო პენსია, რომელსაც 2006 წლის 1 იანვრიდან ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია. შესაბამისად, მათ გააჩნდათ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ გასაცემლების გადაანგარიშების შემთხვევებში, მათაც გაეზრდებოდათ დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა, რაც არ მომხდარა, ვინაიდან გადაანგარიშება შეეხო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტებს, აღნიშნული პირები კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ კანონის სუბიექტებს არ წარმოადგენდნენ, ვინაიდან 2006 წლამდე განსხვავებული იყო ამ ორგანოების უწყებრივი დაქვემდებარება, სახელწოდება (საბაჟო სამსახური, საგანგებო ლეგიონი, საგადასახადო სამსახური) და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. შესაბამისად, დანიშნული კომპენსაციების გადაანგარიშების თვალსაზრისით, ისინი არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სხვა სამხედრო მოსამსახურე ოფიცრებთან და პოლიციის თანამშრომლებთან მიმართებით. გარდა ზემოაღნიშნული კატეგორიისა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტებს მიღმა და შესაბამისად, კომპენსაციის გადაანგარიშების მიღმა, დარჩნენ მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული კომპენსაციის მიმღები პირები (გარდაცვლილ პირთა ოჯახის წევრები - მეუღლე, მშობლები), რომელთაც, დღეის მდგომარეობით, ასევე არ ითვალისწინებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, საკითხი ეხება შემდეგ კატეგორიას:  სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა მეუღლეები და მშობლები, რომელთაც მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით ე.წ. სამხედრო პენსიის მიღების უფლება ჰქონდათ 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით;  გარდაცვლილ სამხედრო პენსიონერთა ოჯახის წევრები, რომლებიც სახელმწიფო კომპენსაციას იღებენ ე.წ. შენარჩუნებული უფლებით, მარჩენალდაკარგული პირები (გარდაცვლილი მეუღლე სამხედრო მოსამსახურის დედა, (თუ მეორედ არ დაქორწინებულა)), რომელთა მარჩენალის გარდაცვალება უკავშირდება საქართველოს და ყოფილი სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას ან დაავადებას, მოიპოვეს მარჩენალის დაკარგვის გამო პენსიის მიღების უფლება, 50 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. აღნიშნული პირებიც არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩდნენ მოქმედი კანონით მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებთან მიმართებით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარგებლე პირების (საქართველოს საქართველოს საგადასახადო ფინანსთა შემოსავლების ე.წ. სამინისტროს სამინისტროს შენარჩუნებული საბაჟო საბაჟო უფლებით დეპარტამენტიდან, დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილი პირები, მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით კომპენსაციის მიმღები პირები) მოქმედი კანონით განსაზღვრულ პირთა წრესთან თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებისა და სამართლიანი გარემოს შექმნის მიზნით, მიზანშეწონილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირებს, აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, რომლებსაც კომპენსაცია დანიშნული აქვთ 2006 წლის 1 იანვრამდე ნამსახურობის ვადის ამოწურვის/მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით, მიეცეთ შესაძლებლობა, გადაუანგარიშდეთ 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული და 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ ე.წ. შენარჩუნებული უფლების ფარგლებში გასაცემი კომპენსაციები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იქიდან გამომდინარე, რომ კომპენსაციის გადაანგარიშების საკითხს არეგულირებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ზემოთ მოყვანილი სუბიექტების მიმართ კომპენსაციების გადაანგარიშების საკითხს არ ითვალისწინებს, საჭიროა ამ კანონში განხორციელდეს ცვლილება, რომლითაც შესაბამის ნორმებს დაემატება იმ პირებისთვის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილი პირების, მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით კომპენსაციის მიმღები პირები), რომლებსაც კომპენსაცია დანიშნული აქვთ 2006 წლის 1 იანვრამდე და იღებენ აღნიშნულ კომპენსაციას 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ ე.წ. შენარჩუნებული უფლების ფარგლებში, კომპენსაციის გადაანგარიშების შესაძლებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირებს, აგრეთვე მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით კომპენსაციის მიმღებ ოჯახის წევრებს, რომლებსაც კომპენსაცია დანიშნული აქვთ 2006 წლის 1 იანვრამდე და იღებენ აღნიშნულ კომპენსაციას ე.წ. შენარჩუნებული უფლების ფარგლებში, გადაუანგარიშდებათ კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლში ხორციელდება ცვლილება და ემატება შემდეგი შინაარსის დებულება: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია გადაანგარიშდება, ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესითა და საფუძვლებით, თუ კომპენსაცია დანიშნული აქვს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირს - ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით; ბ) გარდაცვლილის ოჯახის წევრს - მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, გადაანგარიშება ხორციელდება კანონის მე-8 მუხლის პირველი და 11 პუნქტების შესაბამისად; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, გადაანგარიშება ხორციელდება კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად“. შედეგად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშების წესს, პირობებსა და საფუძვლებს, გავრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მიმღებ პირებზე, რომელთაც კომპენსაცია დანიშნული აქვთ აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება გავრცელდება მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირზე, რომელსაც კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით, ასევე ოჯახის წევრზე, რომელსაც კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით და ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შენარჩუნებული აქვს კომპენსაციის მიღების უფლება. ამასთან, კანონპროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, გადაანგარიშებულ იქნეს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაცია, რომლის გაცემაც შეჩერებულია წინამდებარე კანონის ამოქმედებამდე, თუმცა, გადაანგარიშება მოხდება კომპენსაციის გაცემის განახლების შემთხვევაში - კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის განახლების თაობაზე განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან, რაც დაკავშირებულია შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მზაობით კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციების მოქმედებისათვის. ინიციატივის 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიღების შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოფილი იქნება კანონპროექტის სუბიექტთა წრის უფლებრივი მდგომარეობა, რადგან მათთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადახდა მოხდება 2026 წლის 1 იანვრიდან, მიუხედავად კანონპროექტის მიღების თარიღისა. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა შემდეგ მონაცემებში გამოიხატება: ბენეფიც იართა კატეგორია რაოდენ ობა თანხა თანხა თვეში თვეში გადაანგარიშ ების შემდეგ 10 127 13 780 სხვაობა თვეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო 18 ლეგიონიდან დათხოვნილი პირები 3 653 მარჩენალდაკარგული პირები 51 3 269 17 512 15 703 სულ 69 13 396 31 292 19 356 ამასთან, კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მისი გავლენის მოცულობა დამოკიდებულია შესაბამისი წლისთვის განსაზღვრულ დადგენილ ასაკით პენსიის ოდენობაზე, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო გასაცემლის ფორმირებაში/გაანგარიშებაში ერთ-ერთ კომპონენტად მონაწილეობს სახელმწიფო პენსია, რომელიც ყოველწლიურად ცვლადი მონაცემია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ე.წ. შენარჩუნებული უფლების ფარგლებში კომპენსაციით მოსარგებლე პირებს, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირებს, რომლებსაც კომპენსაცია დანიშნული ჰქონდათ ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით, ასევე ოჯახის წევრებს, რომლებსაც კომპენსაცია დანიშნული ჰქონდათ მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით და ამავე კანონის 37ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შენარჩუნებული აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება, გადაუანგარიშდებათ და გაეზრდებათ მისაღები კომპენსაციის ოდენობები, ამავე კანონპროექტით დადგენილი წესის შესაბამისად. გადაანგარიშების შემდეგ საბაჟო/საგადასახადოდან დათხოვნილი პირებისთვის კომპენსაციის საშუალო ოდენობა 562 ლარიდან 765 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მარჩენალდაკარგულებისთვის - 64 ლარიდან 343 ლარამდე. აღნიშნული ცვლილება სულ 69 პირს შეეხება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია „გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გადაანგარიშების საკითხების შესწავლის მიზნით“ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში (2-2949/25, 07.03.2025). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.