„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-24
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი: 390000000.05.001.019838) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 93-ე მუხლის:
ა) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით
საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა
დასაშვებია 2027 წლის 1 იანვრამდე.“;
ბ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ადგილობრივი
საქართველოს სახელმწიფო
მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე
საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −
საქართველოს
სასაზღვრო
პოლიციის
სასაზღვრო
სექტორების
სათბობი
შეშით
უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრითა და
სანიტარიული ჭრით ხეტყის (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის) დამზადება
დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის
მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 2027
წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.“.
2. 98-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტით, ცვლილება ეხება 93-ე და 98-ე მუხლებში გაწერილ
ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას უნდა
შეეზღუდოს სათბობი შეშის ტყეში მათივე ძალებით მოპოვება და აღნიშნული ნიშა უნდა
დაიკავოს ტყის მართვის ორგანოებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოჭრილი მერქნული
რესურსის მოსახლეობისთვის საქმიანი ეზოდან მიწოდებას. აღნიშნული ვალდებულების
შესრულებაზე გადასვლა ტყის მართვის ორგანოებისთვის პრობლემატურია, ვინაიდან,
იმისათვის, რომ აიკრძალოს სოციალური მიზნებისთვის მოქალაქეების მხრიდან მერქნული
რესურსის მოპოვება, აუცილებელია, რომ ტყის მართვის ორგანოებს შეეძლოთ აღნიშნული ნიშის
დაკავება და მოსახლეობისთვის ალტერნატიულად თავისი მომსახურების შეთავაზება,
რისთვისაც აუცილებელია როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (მანქანა-დანადგარები)
ასევე ადამიანური რესურსის ისეთი მასშტაბით მობილიზება, რომელიც დღეის მდგომარეობით
ტყის მართვის არცერთ ორგანოს არ გააჩნია. აღნიშნულ ეტაპზე გადასასვლელად, საჭიროა დიდი
ფინანსური რესურსის მობილიზება, შესაბამისი პროცედურების დაგეგმვა და ადამიანური
რესურსის გადამზადება. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით არცერთი ტყის მართვის ორგანო
არ არის მზად იმისთვის, რომ გადავიდეს დამზადებაზე და მთელი სექტორი ჩაანაცვლოს
მხოლოდ თავისი მომსახურებით.
ასევე, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა,
რომელიც ცხოვრობს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, ასევე, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო
პოლიციის სასაზღვრო სექტორები, რომლებიც მდებარეობენ დაცულ ტერიტორიის ფარგლებში,
ხეტყის მოპოვებას ახორციელებენ დაცული ტერიტორიებიდან (იქ სადაც მენეჯმენტის გეგმით ან
დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია ხეტყით სარგებლობა). კანონის არსებული
რედაქციით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ხეტყით უზრუნველყოფა დაცული
ტერიტორიებიდან დაშვებულია 2026 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო 2026 წლის პირველი
იანვრიდან
ხეტყით
უზრუნველყოფა
უნდა
განხორციელდეს
დაცული
ტერიტორიის
მიმდებარედ არსებული სსიპ–ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპ−აჭარის სატყეო სააგენტოს
მართვას
დაქვემდებარებული
ტყიდან.
დაცული
ტერიტორიებიდან
ადგილობრივი
მოსახლეობის და სასაზღვრო სექტორების ხეტყით მომარაგების შეჩერება წარმოადგენს საკმაოდ
დიდ პრობლემას, ვინაიდან ზოგიერთი დაცული ტერიტორია არ ესაზღვრება სსიპ–ეროვნული
სატყეო
სააგენტოს და სსიპ−აჭარის სატყეო
სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყეს.
ასეთი დაცული ტერიტორიებია: ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, თუშეთის დაცული
ტერიტორიები და სხვა. შესაბამისად, კანონით განსაზღვრული ვადის 2027 წლის პირველ
იანვრამდე გადაწევა დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას და სასაზღვრო სექტორებს,
თავიდან აირიდონ ხეტყით მომარაგების პრობლემა.
ასევე კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია, რომ 2026 წლის
პირველი იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომელიც
ითვალისწინებს განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების
ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებასა და
ტრანსპორტირებას ტყის მართვის ორგანოს მიერ დაინტერესებული მხარის დაფინანსებით,
შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ზემოაღნიშნულის თანახმად, განსაკუთრებული
დანიშნულებით ტყითსარგებლობის დროს სსიპ-ეროვნული სატყეო სააგენტოს და სსიპდაცული ტერიტორიების სააგენტოს უნდა ჰყავდეთ სპეციალური შტატები და სპეციალური
ტექნიკა (ტრაქტორები, სატვირთო ავტომანქანები და სხვა), რათა მოახდინოს ჭრების ჩატარება და
შემდგომ მოჭრილი რესურსის გამოტანა ტყიდან, რაც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის
დაკავშირებული, ან უნდა განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რაც კანონმდებლობის მოთხოვნებიდან
გამომდინარე (ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ტენდერის ჩატარების ვადები, ხელშეკრულების
დადება და სხვა) გარკვეულ დროს მოითხოვს. შესაბამისად, ამ ეტაპზე სსიპ-ეროვნული სატყეო
სააგენტო და სსიპ- დაცული
ტერიტორიების სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას
განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის დროს საკუთარი ძალებით
განახორციელონ ხეტყის ჭრა და მოჭრილი მერქნული რესურსის გამოტანა. აღნიშნულიდან
გამომდინარე, აუცილებელია კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულმა
ამოქმედების ვადამ გადაიწიოს 2027 წლის პირველ იანვრამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია განმარტებითი ბარათის ა.ა.ა
ქვეპუნქტში მითითებული გარემოებებით. ამასთან, ვინაიდან, ვადები დადგენილია კანონით,
აღნიშნული ვადების გადაწევისთვის საჭიროა კანონში ცვლილების ასახვა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს მიეცემა უფლება არსებული
რეჟიმით განახორციელონ ადგილობრივი მოსახლეობისათვის და სასაზღვრო სექტორისათვის
ხეტყით უზრუნველყოფა 2027 წლის პირველი იანვრამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის ტყის კოდექსის 93-ე მუხლის მე-9 და მე11 ნაწილებში და 98-ე მუხლის მე-2 ნაწილში და 2026 წლის 1 იანვარი იცვლება 2027 წლის 1
იანვრით. კერძოდ:
ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე
მერქნის მოპოვების უფლების ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვები
იქნება 2027 წლის 1 იანვრამდე.
ასევე, 2027 წლის პირველ იანვრამდე დასაშვები იქნება, ადგილობრივი მოსახლეობის
საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების
სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში
სამეურნეო ჭრითა და სანიტარიული ჭრით ხეტყის (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის)
დამზადება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის
მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში.
აგრეთვე, კოდექსის დასკვნითი დებულებით გათვალისწინებული 2026 წლის პირველი
იანვრიდან ასამოქმედებელი ნორმის ამოქმედების ვადა გადაიწევს 2027 წლის 1 იანვრამდე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი
ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან,
მისი
ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის 2027 წლის 1 იანვრამდე გადავადება გავლენას
იქონიებს სსიპ-ეროვნულ სატყეო სააგენტოზე, სსიპ-დაცული ტერიტორიების სააგენტოზე, სსიპაჭარის სატყეო სააგენტოზე, ვინაიდან 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად „განსაკუთრებული
დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების
აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ტყის
მართვის ორგანო დაინტერესებული მხარის დაფინანსებით, შესაბამისი ხელშეკრულების
საფუძველზე.“ 1მ3 ხეტყის დამზადება/ტრანსპორტირება ჯდება დაახლოებით 135 ლარი,
რომელსაც ტყის მართვის ორგანო მიიღებს 2027 წლის 1 იანვრიდან. შესაბამისად, გავლენის
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
დასამზადებელი
ხეტყის
მოცულობაზე
და
ადგილმდებარეობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო,ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების არ განხორციელების შემთხვევაში
საჭირო იქნება ტყის მართვის ორგანოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფა (საშტატო ერთეულების დამატება, სპეც. ტექნიკის შეძენა, საქმიანი ეზოების
მოწყობა), ხოლო ცვლილების შემთხვევაში დამატებითი სახსრები საჭირო არ იქნება და საჭირო
მომსახურებას განახორციელებენ არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსის ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ პირთათვის, რომელთაც სჭირდებათ
საშეშე
მერქნით მომარაგება. კერძოდ, ისინი საჭირო საშეშე მერქანს მიიღებენ არსებული პრაქტიკის
შესაბამისად. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საშუალება ექნებათ თავად დაამზადონ საშეშე
მერქანი ან შეიძინონ ტყის მართვის ორგანოდან.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
ბ1)
ბავშვის
უფლებრივ
გადასახადის,
მდგომარეობაზე
მოსაკრებლის
კანონპროექტის
ან
სხვა
ზეგავლენის
სახის
შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან და
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.