„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2025
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#215/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-24
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პოლიციაში ცალკეულ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში (შემდგომ – პოლიციის აკადემია) გადის სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს პოლიციაში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ.“. 2. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. პოლიციის კადრების მომზადება 1. სამინისტრო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას, მათ შორის სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. 2. პოლიციის კადრების სპეციალური პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება პოლიციის აკადემიაში. 3. პოლიციის აკადემია, სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის კადრების მომზადების მიზნით ახორციელებს საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს. 4. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაძლებელია დაწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები. 5. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.“. 3. 43-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი: „მუხლი 431. პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება, სწავლება და სტუდენტის სტატუსი 1. პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაივლის ამ კანონის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემოწმებას და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. 2. პოლიციის აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, აგრეთვე სავალდებულო სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის. ამ მიზნით პოლიციის აკადემია უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოებაზე სტუდენტის დაშვებას. 3. პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს ენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება-რიგითი, ხოლო ამავე პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს უკვე მინიჭებული აქვს სხვა სპეციალური ან სამხედრო წოდება. პოლიციის აკადემიაში სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება. 4. პოლიციის აკადემიაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტის სწავლისთვის საჭირო ინვენტარითა და მასალით, კვებით, შესაბამისი უნიფორმითა და წახალისების საშუალებებით უზრუნველყოფს პოლიციის აკადემია. სტუდენტი სწავლის საცხოვრებლით. პერიოდში შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საერთო 5. სტუდენტის პოლიციის აკადემიაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 6. პოლიციის აკადემიაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტი სარგებლობს პოლიციელისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. 7. პოლიციის აკადემიაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტი ვალდებულია დაიცვას პოლიციელისთვის დადგენილი ეთიკური ქცევის ნორმები და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით დადგენილი რეგულაციები. სტუდენტზე ვრცელდება სამინისტროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტები სტუდენტის საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით. 8. საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სამინისტრო უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის დასაქმებას სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია სტუდენტთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მის ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშაოს სამინისტროს სისტემაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ შეიძლება დადგეს დისციპლინური და მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომ – აკადემია) უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას (შემდგომ – პოლიციის აკადემია) და პოლიციის აკადემია ჩაითვალოს აკადემიის უფლებამონაცვლედ. 2. აკადემიის რექტორი და პრორექტორები, ასევე აკადემიის მოსამსახურეები გადაყვანილ იქნენ პოლიციის აკადემიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობებზე. 3. აკადემიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პოლიციის აკადემიასთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდეს აკადემიასთან ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადით. 4. 2026 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 5. აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას პოლიციის აკადემიის უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ახალი სამართლებრივი აქტების გამოცემამდე. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით სსიპ – საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) აკადემია (შემდგომ – აკადემია) არ მიიჩნევა საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. ამჟამად, აკადემია უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომელთა სპეციალურ პროფესიულ მომზადებას, რომელიც მიმართულია მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე, სპეციალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენასა და სრულყოფაზე. სწავლება ხორციელდება „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ფარგლებში. არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და მაღალკვალიფიციური კადრების რესურსის გათვალისწინებით, აკადემიას აქვს შესაძლებლობა განახორციელოს უსაფრთხოებისა და საპოლიციო სამართლის ფუნდამენტური სწავლება. აღნიშნული სასწავლო პროგრამები განკუთვნილი იქნება როგორც სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ისე სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც სურვილი ექნებათ განათლება მიიღონ უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის მიმართულებით. პროექტის მიღება და აკადემიისთვის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საპოლიციო საქმის, როგორც პროფესიის პოპულარიზაციას, აკადემიური პოლიციური კადრების ფორმირებას, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას, პოლიციის საზოგადოებაზე ორიენტირებულობის გაძლიერებასა და საპოლიციო საქმიანობაზე ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს პოლიციის კადრების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აკადემიის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძვლის შექმნისათვის აუცილებელია ცვლილების განხორციელება დასახელებულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, აკადემიას მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვოს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, აგრეთვე დეტალურად გაიწერება პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასთან, სწავლებასა და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები. დასახელებული საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში მაღალკვალიფიციური კადრების დასაქმებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: აკადემია გახდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და შეიცვლება მისი სახელწოდება. ამასთან. კანონს დაემატება დანაწესი, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის კადრების მომზადების მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია (შემდგომ − პოლიციის აკადემია) განახორციელებს საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს. კანონპროექტით, ასევე, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ სამინისტრო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. გარდა ამისა, კანონპროექტით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება ახალი 431 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი და პირობები. კერძოდ, დასახელებულ პროგრამაზე მიიღება პირი, რომელიც დააკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაივლის შემოწმებას და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება, აგრეთვე სავალდებულო სპეციალური სასწავლო საგნები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის შესწავლისთვის, აღნიშნული მიზნით პოლიციის აკადემია უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საიდუმლოებაზე სტუდენტის დაშვებას. აღნიშნული მუხლით აგრეთვე განისაზღვრება სტუდენტის სოციალური გარანტიები. მათ შორის, ხაზგასასმელია, რომ პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება-რიგითი, ხოლო ამავე პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი. ამასთან, პოლიციის აკადემიაში სწავლის პერიოდი სტუდენტს კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება. გარდა ამისა, სწავლის პერიოდში სტუდენტის სწავლისთვის საჭირო ინვენტარითა და მასალით, კვებით, შესაბამისი უნიფორმითა და წახალისების საშუალებებით უზრუნველყოფს პოლიციის აკადემია. აგრეთვე, სწავლის პერიოდში სტუდენტი, შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს საერთო საცხოვრებლითაც, ხოლო სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება სტუდენტის ვალდებულებები, რომლის თანახმად, სწავლის პერიოდში სტუდენტი ვალდებული იქნება დაიცვას პოლიციელისთვის დადგენილი ეთიკური ქცევის ნორმები და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით დადგენილი რეგულაციები. აგრეთვე, მასზე გავრცელდება სამინისტროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტები სტუდენტის საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სამინისტრო უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის დასაქმებას სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, პოლიციის აკადემია უფლებამოსილი იქნება სტუდენტთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მის ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმუშაოს სამინისტროს სისტემაში. დასახელებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სტუდენტის მიმართ შეიძლება დადგეს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ამისა, პროექტის გარდამავალი დებულებებით განისაზღვრება, რომ პოლიციის აკადემია ჩაითვალოს აკადემიის უფლებამონაცვლედ და იქ დასაქმებული მოსამსახურეები გადაყვანილ იქნენ პოლიციის აკადემიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პოლიციის აკადემიასთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდეს აკადემიასთან ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის პირველი მუხლის (აკადემიის სახელწოდებასთან, სტატუსთან, უფლებამოსილებებთან და ა.შ. დაკავშირებული ძირითადი დებულებები) ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2026 წლის 1 მარტი, ვინაიდან ამ მუხლით გათვალისწინებული რეგულაციების აღსრულების მიზნით აუცილებელია ორგანიზაციულ-ტექნიკური რესურსების უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა გარკვეული პერიოდი. რაც შეეხება კანონპროექტის მე-2 და მე-3 მუხლებს (გარდამავალი და დასკვნითი დებულებები) ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სამინისტროს ასიგნებების და აკადემიის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებების ფარგლებში, პოლიციის აკადემიაში შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დაკომპლექტდება 10 საშტატო ერთეულით. შესაბამისი სახელფასო ფონდი 10 საშტატო ერთეულზე წლის განმავლობაში იქნება 430 862 ლარი. ახალი შტატების დამატება გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას, ვინაიდან თითოეული თანამშრომელი მიიღებს შრომით ანაზღაურებას (ჯამში წლიურად 430 862 ლარის ოდენობით), ხოლო მათ მოუწევთ სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო გადასახადების, კერძოდ საშემოსავლო გადასახადის − ხელფასის 20%-სა და საპენსიო შენატანის ხელფასის 2%ის ოდენობით, გადახდა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაიზრდება 10 საშტატო ერთეულისთვის ზემოაღნიშნული სახელფასო თანხიდან სავალდებულო გადასახადების პროპორციულად. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების, კერძოდ პოლიციის აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით პოლიციის აკადემიაში შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული (დეპარტამენტი), რომელიც დაკომპლექტდება 10 საშტატო ერთეულით. შესაბამისი სახელფასო ფონდი 10 საშტატო ერთეულზე წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 430 862 ლარს. ადამიანური რესურსის ზრდასთან ერთად, გაიზრდება დამსაქმებლის საპენსიო შენატანებიც, რომლებიც ჩაირიცხება საპენსიო ფონდში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და რომლის გადახდაც მოუწევს სამინისტროს. გარდა ამისა, სტუდენტთა მიღება პოლიციის აკადემიაში დაგეგმილია 2027–2028 სასწავლო წლიდან, კერძოდ 2027 წლის სექტემბრიდან. პოლიციის აკადემიაში მიღებული იქნება 44 სტუდენტი, რომლებიც არ გადაიხდიან სწავლის საფასურს და უზრუნველყოფილნი იქნებიან სწავლისთვის საჭირო ინვენტარით, მასალით, კვებით, შესაბამისი უნიფორმით, წახალისების საშუალებებითა და სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით, ასევე, სწავლის პერიოდში სტუდენტი შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საერთო საცხოვრებლით. კერძოდ, 1 სტუდენტზე გამოსაყოფი კვების დღიური ხარჯი შეადგენს 18 ლარს, შესაბამისად 44 სტუდენტზე დღეში − 792 ლარს, ხოლო წელიწადში (270 დღე) 44 სტუდენტზე − 213840 ლარს. 1 სტუდენტზე გამოსაყოფი ფორმის კომპლექტი მოიცავს შარვალს (3 ცალი), მაისური (3 ცალი), პერანგი მოკლე მკლავით (1 ცალი), პერანგი გრძელი მკლავით (2 ცალი), ქურთუკი (1ცალი), კეპი (1 ცალი), სპორტული მაისური და შორტი (2 ცალი), სპორტული ზედა და შარვალი (დათბილული) 2 ცალი. 1 სტუდენტზე ფორმის კომპლექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1914 ლარს, ხოლო 44 სტუდენტზე − 84216 ლარს. ასევე 1 სტუდენტზე ყოველთვიური სადაზღვევო თანხის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 87,26 ლარს, ხოლო წლიური დანახარჯი შეადგენს 46073,28 ლარს. შესაბამისად, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 44 სტუდენტზე საერთო დანახარჯი იქნება დაახლოებით 344 129 ლარი. სტუდენტები აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნებიან სააღლუმე უნიფორმით, რომელიც სწავლის პერიოდში გაიცემა ერთხელ. 44 სტუდენტზე სააღლუმე უნიფორმაზე დანახარჯი იქნება დაახლოებით 44 000 ლარი. საშუალოვადიან პერიოდში გასაწევი ხარჯების ოდენობის ცვლილება განისაზღვრება ქვეყნის მიმდინარე და პროგნოზირებადი ეკონომიკური მდგომარეობით, მათ შორის ისეთი მაჩვენებლების დინამიკით, როგორიცაა ეკონომიკური ზრდის ტემპი, ინფლაციის დონე, საბიუჯეტო შემოსავლების სტრუქტურა და სხვა. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების მასშტაბი შესაძლოა შეიცვალოს ეკონომიკური გარემოს ცვლილების შესაბამისად. ზემოაღნიშნული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სამინისტროს ასიგნებების და აკადემიის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პოლიციის აკადემიაში მიღებული სტუდენტები არ გადაიხდიან სწავლის საფასურს და უზრუნველყოფილნი იქნებიან სწავლისთვის საჭირო ინვენტარით, მასალით, კვებით, შესაბამისი უნიფორმით, წახალისების საშუალებებითა და სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით. აგრეთვე, სტუდენტები ისარგებლებენ პოლიციელისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. აღნიშნული შეღავათები გამოიწვევს დადებით ფინანსურ შედეგებს პოლიციის აკადემიაში ჩარიცხული სტუდენტებისთვის, რადგან მათ არ მოუწევთ სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და მიიღებენ სრულად უზრუნველყოფილ სასწავლო და სოციალურ გარემოს. ამასთან, სამინისტრო უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის დასაქმებას სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მის სოციალურ და ფინანსურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოლიციის აკადემია უფლებამოსილი იქნება სტუდენტთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მის ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშაოს სამინისტროს სისტემაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ შეიძლება დადგეს, მათ შორის, მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რასაც გავლენა ექნება სტუდენტის ფინანსურ მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ პირთა წრე შეზღუდული იქნება და აღნიშნულ პროგრამაზე მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს პოლიციაში სამუშაოდ მიღებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გაივლის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლით გათვალისწინებულ შემოწმებას და წარმატებით ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. პროექტის მიღება დადებით ფინანსურს გავლენას მოახდენს, მათ შორის, პოლიციის აკადემიაში დასასაქმებელ 10 თანამშრომელზე, რომელთა სახელფასო ფონდი წლის განმავლობაში იქნება 430 862 ლარი. გარდა ამისა, პროექტით განსაზღვრულია, რომ პოლიციის აკადემია ჩაითვლება აკადემიის უფლებამონაცვლედ და იქ დასაქმებული მოსამსახურეები გადაყვანილ იქნებიან პოლიციის აკადემიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ტოლფას თანამდებობებზე, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების პოლიციის აკადემიასთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდება აკადემიასთან ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადით. თუმცა, აღნიშნული რეორგანიზაცია არ გამოიწვევს აკადემიაში დასაქმებულ პირთა შემცირებას და მათი ანაზღაურების ცვლილებას, რის შედეგადაც დასაქმებულთა სოციალური და ფინანსური მდგომარეობა შენარჩუნდება უცვლელად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.