„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2025
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#215/2-XIმპ
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-24
ბიუროს ნომერი 92

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჰ55“ ქვეპუნქტი: „ჰ55) საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“. 2. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას (შემდგომ − პოლიციის აკადემია) ანიჭებს უფლებამოსილებას, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით;“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 86 მუხლი: „მუხლი 86. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 1. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით საჯარო სამართლის დაწესებულებისათვის ერთეულების იურიდიული პირისათვის დადგენილისგან ფუნქციები და მართვის − განსხვავებული ორგანოები, უმაღლესი საგანმანათლებლო სტრუქტურა, სტრუქტურული აგრეთვე დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები; ბ) პასუხისმგებელია საპოლიციო განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; გ) უზრუნველყოფს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; დ) მონაწილეობს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში. 2. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედი სამართლებრივი აქტებით შესაძლებელია შეიზღუდოს ამ კანონით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებები. 3. ამ კანონსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურესთან ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურესთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.“. 5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა, აგრეთვე სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი წესებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.“. 6. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო- შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს.“. 7. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით. დასახელებული პროექტი მიზნად ისახავს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნას, რომელსაც უზრუნველყოფს სსიპ – საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) აკადემია (შემდგომ – აკადემია). სამინისტროს სისტემაში უსაფრთხოებისა და საპოლიციო სამართლის ფუნდამენტური სწავლების, აგრეთვე, ზემოაღნიშნული ცვლილებების აღსრულების მიზნით, აუცილებელია თანმდევი ცვლილება შევიდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და გაიწეროს აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული რეგულაციები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების წესს, კანონი ადგენს უმაღლესი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, აუცილებელია ცვლილების განხორციელება დასახელებულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტერმინის განმარტება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება, სამინისტროს წარდგინებით, აკადემიას მიანიჭოს უფლებამოსილება საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. წარმოდგენილი კანონპროექტით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს დამატება ახალი - 86 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სამინისტროს კომპეტენცია საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მიმართულებით. აგრეთვე, დადგინდება გამონაკლისი ზოგადი წესიდან, რომლის თანახმადაც, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით, ასევე სამინისტროში მოქმედი სამართლებრივი აქტებით შესაძლებელი იქნება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სტუდენტის უფლებები. გარდა ამისა, პროექტით განისაზღვრება, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამინისტროს მოსამსახურესთან ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად მოსამსახურესთან ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. სამინისტროს წარმოდგენილი კანონის პროექტით დგინდება გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას არ დაამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მისი მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ დასკვნის გაცემით, ხოლო საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაცვლად განახორციელებს სამინისტრო. წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, განსხვავებულად მოწესრიგდება, მათ შორის, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ამასთან, დაზუსტდება, რომ საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება აღნიშნული დაწესებულების წესდებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის 2026 წლის 1 მარტიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებით გამოწვეული აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე სამინისტროს ასიგნებების და სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისა და აკადემიის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. წარმოდგენილი საკანონმდებლო საგანმანათლებლო ცვლილებებით დაწესებულებად გარდაქმნის დარეგულირდება პროცედურული აკადემიის უმაღლეს საკითხები. კერძოდ, საქართველოს მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება, სამინისტროს წარდგინებით, სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას მიანიჭოს უფლებამოსილება, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით მიმართოს სსიპ კანონპროექტით − განათლების განისაზღვრება ხარისხის განვითარების სამინისტროს ეროვნულ კომპეტენცია ცენტრს. საპოლიციო ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მიმართულებით, რაც, მათ შორის, მოიცავს, საპოლიციო უმაღლესი უზრუნველყოფას ან/და მონაწილეობის მიღებას საგანმანათლებლო მისგან დაწესებულების მომსახურების საპოლიციო შესყიდვის უმაღლესი პროგრამული განხორციელებას, საგანმანათლებლო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში. დაფინანსების აგრეთვე დაწესებულების გარდა ამისა, პროექტით დგინდება გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას არ დაამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მისი მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ დასკვნის გაცემით, ხოლო საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაცვლად განახორციელებს სამინისტრო. ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელება გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელთა დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე სამინისტროს ასიგნებებისა და სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისა და აკადემიის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული კანონპროექტის