„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-24
ბიუროს ნომერი 92
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ
იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ, აიკრძალოს ან შეიზღუდოს
გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან/და ვაჭრობა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონპროექტზე
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად
ნარჩენების მართვის კოდექსის ამოცანის - „გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა“
შესასრულებლად, შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
განსაკუთრებულ შემთხვევაში აიკრძალოს ან შეიზღუდოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე
განთავსება. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად კი ბაზარზე განთავსება
არის – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული
ზონებისა) პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება ადგილობრივი წარმოების,
იმპორტის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის,
უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ. პროდუქტის ყოველი მომდევნო მიწოდება არ
ითვლება ბაზარზე განთავსებად.
გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით უარყოფითი ზეგავლენის
შემცირების მიზნით შეიძლება საჭირო იყოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე როგორც
პირველადი მიწოდების, ასევე, ყოველი მომდევნო მიწოდების აკრძალვა ან შეზღუდვა რის
საშუალებასაც არსებული რედაქცია არ იძლევა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან ზემოაღნიშნული საკითხი რეგულირდება „ნარჩენების მართვის კოდექსით“,
საჭიროა აღნიშნულ კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლებელი იქნება, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული
პროდუქტის ბაზარზე როგორც პირველადი მიწოდების, ასევე, ამ პროდუქტით ვაჭრობის
აკრძალვა ან შეზღუდვა რაც ხელ შეუწყობს ნარჩენების მართვის კოდექსის ამოცანის
შესრულებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილებები შედის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტში და ყალიბდება შემდეგი რედაქციით: „განსაკუთრებულ შემთხვევაში,
საქართველოს მთავრობის მიერ, აიკრძალოს ან შეიზღუდოს გარკვეული პროდუქტის
ბაზარზე განთავსება ან/და ვაჭრობა.“ ცვლილების შედეგად მე-10 მუხლის პირველი ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტში კონკრეტდება რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს
მთავრობას ექნება უფლება აკრძალოს ან შეზღუდოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე
განთავსება ან/და ვაჭრობა და ასევე, ამ პუნქტს ემატება სიტყვები „ან/და ვაჭრობა“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი
პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა შემდეგ გარემოებათა გამო:
პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების კუთხით, საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა რამდენიმე კვლევა. კერძოდ, მსოფლიო ბანკის (World Bank)
ფინანსური მხარდაჭერით „პლასტიკით დაბინძურების დიაგნოსტიკა და ტექნიკური
დახმარება“ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა მდინარე რიონის აუზისა და
მისი შენაკადების (ფიჩურა, ყვირილა, ძირულა, ცხენისწყალი) სულ 13 უბანზე, პლასტმასით
დაბინძურების ადგილების იდენტიფიცირება და ნარჩენების რაოდენობრივი და
ხარისხობრივი შეფასება. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მდინარის ნარჩენების
დაახლოებით 88% პლასტმასს წარმოადგენს, რომლის უდიდესი ნაწილი ერთჯერადი
გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. ამასთან, დადგინდა რომ მდინარე რიონში
ნარჩენების სიმჭიდროვე საშუალოდ შეადგენს 1.77 ერთეულს კვადრატულ მეტრზე და
ზოგიერთ უბანში თითქმის 4 ერთეულამდე აღწევს, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა
ევროპულ მდინარეებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.5
ერთეული/მ²). ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „ერთჯერადი
გამოყენების პლასტიკის ფინანსურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღებ
ალტერნატივებზე გადასვლის ხელშეწყობა“ ფარგლებში განხორციელდა ერთჯერადი
პლასტმასის პროდუქტების ალტერნატივების მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის
შედეგების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის
პროდუქტების მოხმარება მნიშვნელოვნად მაღალია. საქართველოში ყოველწლიურად
მოიხმარება დაახლოებით 613.5 მილიონი ერთეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქცია,
რაც შეადგენს დაახლოებით 3.9–5.9 ათას ტონას.
ამდენად, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს
მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება
რომ 2026 წლის 1 იანვრიდან მოხდეს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის გამოყენების
შემცირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რაც აუცილებელია გარემოსა და
ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა რომ ეს კანონპროექტი საქართველოს
პარლამენტის მიერ მიღებული იქნეს დაჩქარებული წესით, რადგან საქართველოს მთავრობას
შესაძლებლობა ქონდეს 2026 წლის 1 იანვრიდან, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს
გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსების ან/და ვაჭრობის აკრძალვა ან შეზღუდვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს
სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება
აიკრძალოს ან შეიზღუდოს გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსება ან/და ვაჭრობა
(ყიდვა-გაყიდვა). შესაბამისად ცვლილების შემდგომ იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს
შეეზღუდებათ საქმიანობა, ვინც აკრძალული ან შეზღუდული პროდუქციით ვაჭრობს, რაც
მათზე ფინანსურ გავლენას მოახდენს.
ფინანსური გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება აკრძალული ან შეზღუდული
პროდუქტის სახეობაზე, რაოდენობაზე და აკრძალვის/შეზღუდვის ვადებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.